Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ცოტა რამ ბალისტიკის შესახებ



მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ჭურვის მოძრაობას ბალისტიკა ეწოდება. აღნიშნული დისციპლინა იყოფა 2 ნაწილად_ შიდა და გარე ბალისტიკად.
შიდა ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის ლულაში მოძრაობის პროცესებს, ხოლო გარე_ შეისწავლის ჭურვის(საფანტის) მოძრაობას ჰაერში, მის ტრაექტორიას, გაშლასა და სიჩქარეს სხვადასხვა დისტანციებზე. 
ბალისტიკა ძალიან დიდი დისციპლინაა. მართალია თქვენს მონა-მორჩილს იოტის ოდენადაც არ აქვს პრეტენზია ამ საქმის მცოდნედ გამოაცხადოს თავი , მაგრამ ცოტაოდენ ინფოს, რომელიც ალბათ დაგაინტერესებთ, აქვე მოგაწვდით:
ა)დენთის მაქსიმალურ წნევა არის დენთის წვის შედეგად ლულის არხში შექმნილი დასაშვები წნევის ზღვრული ოდენობა. 
ამ მაჩვენებელს მწარმოებლები აწერენ ლულებზე. მაგ 700ატ, 750 კგ/სმ2 ან 1050 ბარ. ეს მაჩვენებელი აუცილებლადაა აღნიშნული აგრეთვე თოფის პასპორტშიც. 
ერთეულად აღებულია ტექნიკური ატმოსფერული წნევა(1კგ/1სმ2-ზე). მაგალითად 550 ატ(იგივე 550კგ/სმ2) ნიშნავს, რომ ლულის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე წნევა შეადგენს 550 კგ-ს.
ბ)დატენვის სიმჭიდროვე არის დენთის(საფანტის) სიმჭიდროვე ვაზნაში, რომელიც მიიღწევა საფენზე დაწოლით. გლუვლულიანების ვაზნისათვის უბოლო დენთის გამოყენებისას ამ მაჩვენებლის ოპტიმალურ ოდენობად ითვლება ზღვარი 3-დან 6 კგ-მდე. 
უფრო დიდი სიმჭიდროვისას შესაბამისად იზრდება დენთის წნევა(სახიფათოა)!!!
უარყოფით შედეგს იძლევა სიმჭიდროვის შემცირება და დენთის მასის ზრდაც, რაც განაპირობებს დენთის წნევის გაზრდას ლულის არხის შუა ნაწილში.
გ)შეფარდებითი კოეფიციენტი წარმოადგენს დენთის მასის ფარდობას საფანტის მასასთან. ეს მაჩვენებელი დეტალურად გვაქვს განხილული თემაში ,,მასრების დატევა". დამატებით კი მოგახსენებთ, რომ ბოლიანი დენთისათვის შეფარდებითი კოეფიციენტი არის 1/5-თან ან 1/6-თან.
დ)ჭურვის მოძრაობის სიჩქარე არის ლულის ტუჩიდან სხვადასხვა დისტანციაზე საფანტის გადაადგილების სისწრაფე. ამ მაჩვენებელს ადგენენ სპეციალური მოწყობილობით_ქრონოგრაფით. ეს მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ჭრასთან(საფანტისა და ტყვიის შეღწევა სამიზნეში). ადვილი მისახვედრია, რომ საწყის ეტაპზე სიჩქარე მეტია, ვიდრე შემდგომ.
თანამედროვე წარმოების ვაზნები(70მმ-იანი და მაგნუმები) ხასიათდებიან საფანტის სხვადასხვა სიჩქარით, თუმცა 
ჭრა ოპტიმალურია მაშინ, როცა უშუალოდ სამიზნესთან მისი სიჩქარეა არანაკლებ 190-200მ/წამისა.
ე)საფანტის კონის ფორმა არის მოძრავი საფანტის ჯგუფის ზომა და მასში განთავსებული საფანტის მარცვლების დაჯგუფება. საფანტის კონა მოძრაობის მთელ დისტანციაზე უფრო და უფრო იზრდება. მაღალი ხარისხის საფანტის გასროლისას ეს მაჩვენებელი სიგრძეში იზრდება დისტანციის 0,1-ზე ანუ 20 მეტრ დისტანციაზე საფანტის კონის სიგრძე იქნება 2 მეტრი, ხოლო 40 მეტრზე 4 მეტრი და ა.შ.
თუ საფანტის კონის სიგრძე 3,5 მეტრია, მაშინ კონის წინა ნაწილში(1მეტრი) განთავსებული იქნება მთელი საფანტის რაოდენობის 45%, მის შუა ნაწილში(0,5 მეტრი, აქ საფანტის მარცვლები განლაგებულია ყველაზე ახლოს ერთმანეთთან) მთელი საფანტის რაოდენობის 35%, ხოლო კონის ბოლოში(2 მეტრი) დარჩენილი 20%.
სიბურჯღლე და საფანტის გაშლის დიამეტრი განსხვავებულია სასროლი დისტანციისა და ლულის ჩოკური შევიწროების შესაბამისად. მაგალითად, N7 საფანტით 20 მეტრ მანძილზე ჩოკიანი ლულით ნასროლი საფანტის გაშლის დიამეტრია 45სმ, ხოლო ცილინდრით ნასროლისა კი 80 სმ.

------------------------

ცნებაში სიბურჯღლე იგულისხმება სტანდარტულ სამიზნეში მოხვედრილი საფანტის მარცვლების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულ დისტანციაზე. ის გამოისახება პროცენტებში, მასრაში არსებული საფანტის რაოდენობის მიმართ.
აგრეთვე არსებობს საზომი ერთეული_ სიბურჯღლის სიმჭიდროვე, რაც გამოისახება სამიზნეში მოხვედრილი საფანტის მარცვლების რაოდენობით სამიზნის ერთეულ ფართობზე(1 კვ/სმ-ზე, 1კვ/დმ-ზე და ა.შ.)


ჭრა საფანტის კინეტიკური ენერგიაა, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნეში მის შეღწევას(სანადირო ობიექტის შემთხვევაში მის მოკვდინებას).



სიბურჯღლისა და ჭრის ოპტიმალური შეთანაწყობა არის წარმატებული სროლის ძირითადი განმაპირობებელი(მორტყმის ემთხვევაში ). ამ ოპტიმიზაციას კიდევ ,,ოქროს შუალედსაც" უწოდებენ.
თუ ჭრა ზედმეტია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ დისტანციაზე შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო წვრილი საფანტი, რითაც საფანტის მარცვლების რაოდენობა გაიზრდება, გაიზრდება გაშლის დიამეტრიც. აღნიშნული უკეთესობისაკენ ცვლის სიბურჯღლის სიმჭიდროვესაც(სიბურჯღლის სიმჭიდროვე ოპტიმალურია, როცა ტუშში ხვდება საფანტის არანაკლებ 4 მარცვლისა).

თუ მსროლელი იმდენად გაწაფულია, რომ მოძრავ სამიზნეს ,,მოათავსებს" საფანტის კონის ცენტრში, სადაც კონცენტრაცია ყველაზე მეტია(საფანტის კონის თაობაზე პირველ პოსტში გვაქვს საუბარი), ასეთ შემთხვევაში წარმატება გარანტირებულია 
,,ტყვია მიფრინავს ჯერ ლულაში, შემდეგ პარაბოლაზე, ბოლოს კი ინერციით"

182d685fcbb1.jpg


რაზე იხარჯება გასროლისას დენთის წვის შედეგად გამოყოფილი ენერგია? ეს კითხვა ალბათ ზოგიერთს დაებადა 


დენთის წვის შედეგად ენრგია შემდეგნაირად იხარჯება:

ვაზნის გათბობა 4%

ტყვიის(საფანტის) კინეტიკური ენერგია 29%

გაზების კინეტიკური ენერგია 19%

ლულის გათბობა 22%

გაზების გათბობა 19%

ტყვიის(საფანტის ან კონტეინერის) ხახუნი ლულის შიდა ზედაპირზე 7%


სულ 100%

აქედან ადვილი მისახვედრია რატომ აქვს თოფს უკეთესი ბალისტიკური მაჩვენებლები თბილ ამინდში. 

პ.ს. 12 ყალიბის თოფს, რომლის წონაა 3,4კგ, უკუცემის ენერგია აქვს 23,73 ჯოული 32 გრამიანი ვაზნის გასროლისას(ტყვიის საწყისი სიჩქარე 350მ/წმ). 


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი რამეა,

გაიხარე დევი...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37372 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო საინტერესო სტატიაა :bravo:


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2130 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. მომეწონა ! საინტერესოა ! მადლობააა.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი