Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ცნობები გარე ბალისტიკიდან


2.1. გარე ბალისტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ტყვიის (ჭურვის), ყუმბარის მოძრაობას ჰაერში. 2.2. ჰაერში ტყვიაზე (ჭურვზე), ყუმბარაზე მოქმედი ძალები
ტყვია (ჭურვი) ლულის არხიდან გამოიტყორცნება გარკვეული საწყისი სიჩქარით და შემდეგ ინერციით მიფრინავს ჰაერში. ჰაერში ფრენის დროს მასზე მოქმედებს ორი ძალა: სიმძიმის ძალა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალა (ნახ.4-5.).
ტყვიის ღერძი
ჰაერის წინააღმდეგობის ძალის ცენტრი
ჰაერის წინააღმდეგობის ძალა

f63aea6831cd.jpg


ნახ. 4.ტყვიაზე ჰაერში ფრენისას მოქმედი ძალები

სიმძიმის ძალა აიძულებს ტყვიას (ჭურვს) მუდმივად ვერტიკალურად დაეშვას დაბლა; ჰაერის წინააღმდეგობის ძალა კი მუდმივად აფერხებს ტყვიის (ჭურვის) მოძრაობას და ცდილობს მის გადაყირავებას. ეს ძალა შეიძლება იყოს დიდი მნიშვნელობისა და რამდენიმეჯერ აჭარბებდეს სიმძიმის ძალის სიდიდეს. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა გამოწვეულია სამი ძირითადი მიზეზით: ჰაერის ხახუნით, ჩაგრიგალების წარმოქმნითა და ბალისტიკური ტალღით.

cf0ed0e6bf1b.jpg

ტყვიის (ჭურვის) სტაბილიზაცია ჰაერში მიიღწევა საკუთარი ღერძის გარშემო სწრაფი ბრუნვითი მოძრაობის მინიჭებით, აგრეთვე ფრთასხმულობის საშუალებით. ნაჭდევებიანი ლულიდან გამოტყორცნისას ბრუნვითი სიჩქარე შეადგენს: ტყვიებისათვის 3000-3500 ბრუნს წამში (ბრ/წმ), ჭურვებისათვის _ 300-450 ბრ/წმ, ფრთასხმულობიანი ჭურვებისათვის _ 10-15 ბრ/წმ. ტყვიის (ჭურვის) ბრუნვითი მოძრაობის და მასზე მოქმედი სიმძიმისა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალების გავლენით ხდება ლულის არხის ღერძზე გამავალი ვერტიკალური სიბრტყიდან ტყვიის (ჭურვის) გადახრა მარჯვნივ; ამ სიბრტყეს სროლის სიბრტყე ეწოდება, ხოლო ჰაერში ფრენისას მისგან ტყვიების გადახრას ბრუნვითი მოძრაობის მიმართულებით – დერივაცია.

2.3. ტრაექტორია და მისი ელემენტები სიმძიმისა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალების ზემოქმედების შედეგად ტყვია (ჭურვი) სივრცეში ფრენისას მოძრაობს არათანაბრად მოხრილ მრუდ ხაზზე. მრუდ ხაზს, რომელსაც ფრენისას ტყვიის (ჭურვის) სიმძიმის ცენტრი შემოწერს, ტრაექტორია ეწოდება. ტრაექტორიას აქვს შემდეგი თვისებები: იგი არასიმეტრიულია, მისი დაღმავალი შტო აღმავალზე მოკლე და დამრეცია, ტრაექტორიის მწვერვალი უფრო ახლოსაა ვარდნის წერტილთან, ვარდნის კუთხე მეტია ტყორცნის კუთხეზე. ტრაექტორიის ელემენტები ნაჩვენებია ნახ. 6.-ზე:

34cddfc86173.jpg

სროლის პრაქტიკაში მიღებულია ტრაექტორიის ელემენტების შემდეგი განსაზღვრებები და დასახელებები: – გამოფრენის წერტილი (O) ლულის ტუჩის გადანაჭრის ცენტრია და იგი ითვლება ტრაექტორიის დასაწყისად; – გამოფრენის წერტილზე გამავალი ჰორიზონტალური სიბრტყე იარაღის ჰორიზონტია (OC), ტრაექტორია მას ორჯერ გადაკვეთს: გამოფრენისა (O) და ვარდნის © წერტილებში; – სწორი ხაზი, რომელიც დამიზნებული იარაღის ლულის არხის ღერძის გაგრძელებას წარმოადგენს, ამაღლების ხაზია (OA); – ამაღლების ხაზზე გამავალი ვერტიკალური სიბრტყე სროლის სიბრტყეა; – იარაღის ჰორიზონტსა და ამაღლების ხაზს შორის მოთავსებულ კუთხეს ამაღლების კუთხე (φ) ეწოდება, თუ იგი უარყოფითია, მაშინ მას დახრის (დაშვების) კუთხეს უწოდებენ; – სწორ ხაზს, რომელიც გასროლის მომენტში იარაღის ლულის არხის ღერძის გაგრძელებას წარმოადგენს, ტყორცნის ხაზი (OB) ეწოდება; – იარაღის ჰორიზონტსა და ტყორცნის ხაზს შორის მოთავსებულ კუთხეს ტყორცნის კუთხე (Θ0) ეწოდება; – ამაღლების ხაზსა და ტყორცნის ხაზს შორის მოთავსებულ კუთხეს გამოფრენის კუთხე () ეწოდება; – წერტილს, რომელშიც ტრაექტორია იარაღის ჰორიზონტს კვეთს, ვარდნის წერტილი © ეწოდება; – იარაღის ჰორიზონტსა და ვარდნის წერტილში © ტრაექტორიის მხებს შორის არსებულ კუთხეს ვარდნის კუთხე (Θc) ეწოდება;
– მანძილს გამოფრენის წერტილიდან (O) ვარდნის წერტილამდე © სრული ჰორიზონტალური მანძილი ეწოდება; – ტყვიის (ჭურვის) სიჩქარეს ვარდნის წერტილში © საბოლოო სიჩქარე ეწოდება (Vc); – დრო, რომელიც დასჭირდება ტყვიას (ჭურვს) გამოფრენის წერტილიდან ვარდნის წერტილამდე მისაღწევად, ფრენის სრული დრო ეწოდება (T); – ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს (S) ტრაექტორიის წვერი ეწოდება; – უმოკლეს მანძილს ტრაექტორიის მწვერვალიდან იარაღის ჰორიზონტამდე ტრაექტორიის სიმაღლე ეწოდება (H); – ტრაექტორიის ნაწილს გამოფრენის წერტილიდან მწვერვალამდე (OS) აღმავალი შტო ეწოდება; ხოლო მწვერვალიდან ვარდნის წერტილამდე _ (SC) დაღმავალი შტო; – წერტილს მიზანზე ან მის გარეთ, რომელშიც მივმართავთ იარაღს, დამიზნების (მიმართვის) წერტილი (D) ეწოდება; – პირდაპირ ხაზს, რომელიც გამოდის მსროლელის თვალიდან და დამიზნებული იარაღის კორის ჭრილისა და ნიშნის კენწეროს გავლით დამიზნების წერტილისაკენ მიემართება, დამიზნების ხაზი (OD) ეწოდება; – დამიზნების ხაზსა და ამაღლების ხაზს შორის შექმნილ კუთხეს დამიზნების კუთხე (α), ეწოდება;
– დამიზნების ხაზსა და იარაღის ჰორიზონტს შორის არსებულ კუთხეს მიზნის ადგილის კუთხე (ε) ეწოდება, იგი ითვლება დადებითად, როდესაც მიზანი იარაღის ჰორიზონტზე მაღლაა, ხოლო უარყოფითად _ თუ მასზე დაბლა მდებარეობს; – სამიზნე მანძილია მანძილი გამოფრენის წერტილიდან (O), ტრაექტორიისა და დამიზნების ხაზის გადაკვეთის წერტილამდე (G); – უმოკლეს მანძილს ტრაექტორიის ნებისმიერი წერტილიდან დამიზნების ხაზის გადაკვეთამდე, დამიზნების ხაზზე ტრაექტორიის ამაღლება (y) ეწოდება; – სწორ ხაზს, რომელიც გამოფრენის წერტილს მიზანთან აერთებს, მიზნის ხაზი ეწოდება. მანძილს გამოფრენის წერტილიდან მიზნამდე, გადაზომილს მიზნის ხაზზე, დახრილი მანძილი ეწოდება. პირდაპირი დამიზნებით სროლისას მიზნის ხაზი პრაქტიკულად ემთხვევა დამიზნების ხაზს, ხოლო დახრილი მანძილი – სამიზნე მანძილს; – ტრაექტორიის გადაკვეთის წერტილს მიზანთან (მიწასთან, წინაღობასთან) მოხვედრის წერტილი (K) ეწოდება; – ტრაექტორიის და მიზნის ზედაპირის (მიწის, წინაღობის) მხებებს შორის შექმნილ კუთხეს შეხვედრის წერტილში (K), მოხვედრის კუთხე (μ) ეწოდება. შეხვედრის კუთხედ მიღებულია მომიჯნავე კუთხეებს შორის უმცირესი, რომლის მნიშვნელობა 0-დან 90 გრადუსამდე იცვლება.

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გაიხარე დევი. ძააან საინტერესოააა. მადლობა

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგია დევი...

მშევნიერი ინფორმაციაა...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მადლობა დევო...  :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?