Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

ბალისტიკის შესავალი და ცნობები შიდა ბალისტიკიდან




1.1. ბალისტიკა – არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ჭურვის მოძრაობას ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში (შიდა ბალისტიკა) და ლულიდან გამოსვლის შემდეგ (გარე ბალისტიკა). ამის მიხედვით, იგი იყოფა შიდა და გარე ბალისტიკად. შიდა ბალისტიკა შეისწავლის იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ლულის არხში ტყვიის (ჭურვის) მოძრაობისას. 1.2. გასროლა და მისი პერიოდები გასროლა არის ტყვიის გამოგდება ლულის არხიდან იმ აირების ენერგიის საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნება დენთის მუხტის წვის შედეგად. სასროლი იარაღით სროლისას ადგილი აქვს შემდეგ მოვლენებს: ლულის სავაზნეში შეგზავნილი საბრძოლო ვაზნის კაფსულზე საცემლის დარტყმის შედეგად ფეთქდება კაფსულის ამგზნები შემადგენლობა და წარმოიქმნება ალი, რომელიც მასრის ფსკერზე არსებული ხ**ელების გავლით აღწევს დენთის მუხტამდე და ააალებს მას. დენთის მუხტის წვისას დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ძლიერ გახურებული აირები, რომლებიც ლულის არხში ქმნიან მაღალ წნევას ტყვიის ძირზე, მასრის ფსკერსა და კედლებზე, აგრეთვე ლულის კედლებსა და საკეტზე. ტყვია, ფსკერზე აირების წნევის ზემოქმედების შედეგად, იძვრის ადგილიდან და შეიჭრება ნაჭდევებში, ტრიალებს მათი გაყოლებით, გადაადგილდება ლულის არხში და გაიტყორცნება გარეთ, ლულის არხის ღერძის მიმართულებით. გავარვარებული აირები, რომლებიც ლულის არხიდან ტყვიის კვალდაკვალ გაედინებიან, მყისიერად ფართოვდებიან და ჰაერთან შეხვედრისას წარმოქმნიან ალსა და დარტყმით ტალღას, რომელიც გასროლის დროს წარმოქმნის ხმაურს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ტანკების შეიარაღებით სროლის დროს.

გასროლა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ხდება (0,001-0,06 წმ). ის ოთხი თანმიმდევრული პერიოდისაგან შედგება: საწყისი, პირველი (ძირითადი), მეორე და მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) (ნახ. 1.). საწყისი პერიოდი გრძელდება მუხტის წვის დაწყებიდან ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ლულის არხში წარმოიქმნება აირების ისეთი წნევა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ დაძრას ტყვია (ჭურვი) ადგილიდან და გადალახოს მისი გარსის (ჭურვის სარტყელის) წინააღმდეგობა ლულის ნაჭდევებში შეჭრისას. ამ წნევას ფორსირების წნევა ეწოდება. იგი აღწევს 250-500 კგ/სმ2-ს ნაჭდევების სახეობის, ტყვიის (ჭურვის) წონისა და გარსის (ჭურვის სარტყელის) სიმაგრის მიხედვით. დენთის მუხტის წვა ამ პერიოდში მიმდინარეობს მუდმივ მოცულობაში, გარსის (ჭურვის სარტყელის) შეჭრა ნაჭდევებში ხდება მყისიერად, ხოლო ტყვიის (ჭურვის) მოძრაობა ფორსირების წნევის დონის მიღწევისთანავე იწყება. პირველი (ძირითადი) პერიოდი გრძელდება ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებიდან დენთის მუხტის სრულ დაწვამდე. პერიოდის დასაწყისში ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობა ტყვიის (ჭურვის) მცირე სიჩქარის გამო იზრდება უფრო ნელა, ვიდრე ხდება აირების წარმოქმნა, ამიტომ წნევა სწრაფად იზრდება და აღწევს თავის უდიდეს მნიშვნელობას (მაგალითად სასროლ იარაღში იგი აღწევს 2800-2900 კგ/სმ2-ს). ამ წნევას მაქსიმალური წნევა ეწოდება. სასროლ იარაღში იგი წარმოიქმნება ტყვიის მიერ 4-6 სმ-ის გავლისას (ჭურვის მიერ 4-10 კალიბრის გავლისას). შემდგომში ტყვიის (ჭურვის) სიჩქარისა და ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობის სწრაფი ზრდის შედეგად წნევა ეცემა. დენთის სრული დაწვის მომენტისათვის აირების წნევა მაქსიმალური წნევის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს. ტყვიის (ჭურვის) სიჩქარე კი ამ მომენტისათვის საწყისი სიჩქარის დაახლოებით 3/4-ია.

მეორე პერიოდი გრძელდება დენთის მუხტის სრული დაწვის მომენტიდან, ტყვიის (ჭურვის) ლულის არხიდან გამოფრენის მომენტამდე. შეკუმშული და გახურებული აირები, იმის მიუხედავად, რომ აირების კვლავწარმოქმნა შეჩერებულია, ფართოვდებიან და ახდენენ გავლენას ტყვიაზე (ჭურვზე) და ზრდიან მის სიჩქარეს. წნევის დაცემა ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე პირველი პერიოდის ბოლოსათვის. ლულის ტუჩის წნევა შეადგენს მაქსიმალური წნევის 1/3-ს ქვემეხებისათვის და 1/5-ს სასროლი იარაღისათვის. მოკლელულიანი იარაღისათვის (მაგალითად პისტოლეტებისათვის) მეორე პერიოდი პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ტყვია უფრო ადრე ტოვებს ლულის არხს, ვიდრე დაიწვება მთელი დენთის მუხტი.
მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) პერიოდში აირები, რომლებიც ლულის არხიდან 1200-2000 მ/წმ სიჩქარით გაედინებიან, აგრძელებენ ზემოქმედებას ტყვიაზე (ჭურვზე) მანამ, სანამ
37
მათი წნევის ძალა არ გაუთანაბრდება ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი ჰაერის წინააღმდეგობის ძალას. ამ პერიოდში დენთის აირების ზეგავლენით ტყვია რამდენიმე ათეული სანტიმეტრის, ხოლო ჭურვი 5-10 მეტრის მანძილზე აგრძელებს გაქანებას. დენთის მუხტის ტემპერატურის გაზრდა იწვევს დენთის წვის სიჩქარის გაზრდას, რის გამოც იზრდება მაქსიმალური წნევა და საწყისი სიჩქარე.
fba842e796ff.jpg
P0 _ ფორსირების წნევა; Pმ _ უდიდესი (მაქსიმალური) წნევა; Pს და Vს _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე დენთის წვის დამთავრებისას; Pტ და Vტ _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე ლულის არხის დატოვების მომენტისათვის; Vმ _ ტყვიის უდიდესი (მაქსიმალური) სიჩქარე; Pატმ - ატმოსფერული წნევა.


1.3. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარე საწყისი სიჩქარე – არის ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის სიჩქარე ლულის ტუჩის გადანაჭერთან. საწყის სიჩქარედ მიღებულია პირობითი სიჩქარე, რომელიც დგინდება გაანგარიშების გზით. იგი გაიზომება მეტრ/წამებში (მ/წმ). კალიბრული ტყვიებისა და ჭურვების საწყისი სიჩქარეები მერყეობს 700-1000 მ/წმ-ის ფარგლებში, ხოლო ქვეკალიბრული ჭურვებისა – 1400-1600 მ/წმ და ზემოთ. საწყისი სიჩქარის მნიშვნელობები მოცემულია სროლის ცხრილებსა და ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებში. საწყისი სიჩქარე არის იარაღის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს მის საბრძოლო თვისებებზე. საწყისი სიჩქარის გაზრდა იწვევს ტყვიის (ჭურვის) ფრენის მანძილის, ტრაექტორიის ფენილობის, დაზიანების სივრცის, დამრტყმელი მოქმედების ჭურვებისათვის ჯავშანგატანის, ტყვიების სასიკვდილო და შემღწევი მოქმედებების გაზრდას და აგრეთვე გარემო პირობების გავლენის შემცირებას ტყვიის (ჭურვის) ფრენაზე. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარის მნიშვნელობა დამოკიდებულია ლულის სიგრძეზე, ტყვიის (ჭურვის) წონაზე, დენთის მუხტის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, დენთის მახასიათებლებზე. რაც უფრო გრძელია ლულა, მით უფრო მეტ ხანს ზემოქმედებენ დენთის აირები ტყვიაზე (ჭურვზე) და მით უფრო მეტია საწყისი სიჩქარე. ერთნაირი სიგრძის ლულისა და დენთის მუხტის წონის შემთხვევაში საწყისი სიჩქარე იქნება მით უფრო მეტი, რაც ნაკლებია ტყვიის (ჭურვის) წონა. დენთის მუხტის წონის შეცვლა იწვევს დენთის აირების რაოდენობის შეცვლას და შედეგად ლულის არხში მაქსიმალური წნევისა და საწყისი სიჩქარის შეცვლას.
1.4. იარაღის უკუცემა (უკუგორვა) და გამოფრენის კუთხე ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი დენთის აირები ანიჭებენ მას მიმართული მოძრაობისა და ბრუნვით სიჩქარეებს. წნევა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს, წარმოქმნის უკუცემის ძალას.
136fdddab113.jpg

უკუცემის ძალის ზეგავლენით იარაღის (ქვემეხში უკუმგორავი ნაწილების) უკან მოძრაობას უკუცემა (ქვემეხში _ უკუგორვა) ეწოდება. სასროლი იარაღით სროლისას უკუცემის ძალა შეიგრძნობა ხელით, მხრით, მოქმედებს დანადგარზე ან გრუნტზე. უკუცემის ენერგია მით უფრო მეტია, რაც უფრო მძლავრია იარაღი. ხელის სასროლ იარაღში უკუცემა, როგორც წესი, არ აღემატება 2 კგ/მ-ს და მსროლელის მიერ აღიქმება უმტკივნეულოდ. დენთის აირების წნევის (უკუცემის ძალა) და უკუცემისადმი წინააღმდეგობის ძალები, ქვემეხებში – უკუგორვისადმი წინააღმდეგობის ძალა (კონდახის საყრდენი, სახელურის საყრდენი, იარაღის სიმძიმის ცენტრი და ა.შ.) ერთ ხაზზე არ არიან განლაგებული, მათი მიმართულება ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამ დროს წარმოქმნილი დინამიკური წყვილძალა იწვევს იარაღის კუთხურ გადახრებს (ნახ. 2). გადახრები შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე სასროლი იარაღის ავტომატიკის მოქმედების გავლენით და ლულაში ტყვიის (ჭურვის) გადაადგილების დროს მისი გაღუნვით. ამ მიზეზების გამო წარმოიქმნება კუთხე ლულის არხის ღერძის მიმართულებებს შორის გასროლამდე და ლულის არხიდან ტყვიის (ჭურვის) გამოფრენის მომენტში. ამ კუთხეს გამოფრენის კუთხე ეწოდება (მათი სიდიდეები ვერტიკალურ სიბრტყეში მოცემულია სროლის ცხრილებში). გამოფრენის კუთხის გავლენის შემცირება სროლის შედეგებზე, იარაღის თითოეული ეგზემპლარისათვის ხდება გამიზნვით. მაგრამ იარაღის მორგების, საყრდენის გამოყენების, აგრეთვე იარაღის მოვლისა და შენახვის წესების დარღვევა იწვევს გამოფრენის კუთხის სიდიდისა და იარაღის მოხვედრების ცვალებადობას. სასროლ იარაღში გამოფრენის კუთხის შესამცირებლად შეიძლება სპეციალური მოწყობილობების – კომპენსატორების გამოყენება. ლულის არხიდან გამოდინებული აირები ეჯახებიან რა კომპენსატორის კედლებს, სწევენ ლულის ტუჩს ქვემოთ და მარცხნივ.


 


  • 0

#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33296 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო ტყვიის გაღუნვა ვერ გავიგე რას ნიშნავს და წყაროში სხვა ინფორმაცია არაა მითითებული?


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33296 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

?????


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ძალიან საინტერესოა....


  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33296 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო ტყვიის გაღუნვა ვერ გავიგე რას ნიშნავს და წყაროში სხვა ინფორმაცია არაა მითითებული?

 

ანუ ლულაში გადაადგილებისას ლულა თუ იღუნებოდა არ ვიცოდი ...
 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33296 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წნევა გვარიანია. 2900 კგ/სმ2-ს მაგრამ სავარაუდოთ გლუვლულიანში გაცილებით ნაკლები იქნება . საინტერესოა რამდენად უფრო მცირე?


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#7 Share
mustafa

mustafa

    ტრიბუნი

  • კლუბის წევრი
  • 715 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

დევი მადლობა, საინტერესო ინფორმაცია მივიღე.


  • 0





საკვანძო სიტყვები: ბალისტიკა, გასროლა, მუხტი, ჭურვი, სიჩქარე, გაზი, ტყვია, უკუცემა, დენთვის წვა, ტუჩი, უკუგორვა

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 2 წევრს:

TOP-RATING.UCOZ.COM Saitebi.Net cat.allfilmi.com