Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 34 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გავიხსენოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ის პირველი დიდი სიხარული როცა პირველად მოვინადირეთ სანადირო ობიექტი.

 

 

მე არ დამავიწყდება არასდროს, როცა პირველად მწყერი მოვკალი, 12 წლის ვიყავი, მამაჩემს ვთხოვე თოფი და პატრონები მომეცი მწყერზე სანადიროთ მივდივარმეთქი, მამაჩემის ძმაკაცს მივყავდი და უარი არ მითხრა, 30 გილზიანი პატრონტაჟი ისე დავცალე 1 მწყერიც ვერ მოვკალი,

სახლში მაგარი დაღონებული დავბრუნდი, მეორე დღეს მამაჩემმა გამაღვიძა ჯერ გათენებულიც არ იყო, ადექი სანადიროთ წავიდეთ სროლა უნდა გასწავლოო, გახარებული წამოვხტი 1 წუთში უკვე მზათ ვიყავი, გავედით მინ დვრებში, სულ ცოტახანში ძაღლი ნაბულზე დადგა, მე ავკანკალდი, 

მამაჩემმა მითხრა რა გაკანკალებს მიდი ეხლა ძაღლთან და ბრძანება მიეცი მწყერი რომ ამოფრინდება დაუმიზნე და ისე ესროლეო, მივედი მწყერი ამოფრინდა მაგრამ სად გავისროლე ვერც მივხვდი, რამდენჯერმე გავიმეორე იგივე, მერე მამაჩემმა გამომართვა თოფი, მიყურე და ისწავლე როგორ უნდაო, მეც დაკვირვებით უყურებდი რამდენიმე მწყერი მოინადირა, მერე ისევ მე მომცა თოფი აბა ვნახოთ თუ რამე ისწავლეო, ძაღლიც მალევე ნაბულზე დადგა მივედი მივეცი ბრძანება, მწყერი ამოფრინდა ვესროლე და ჩამოვაგდე, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ეხლაც არ მახსოვს 

როგორ ვესროლე, მარტო ის მახსოვს რამდენიმე დღე როგორ ამაყად დავდიოდი.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

პირველად იხვებზე წამიყვანეს სანადიროთ...

11 წლის ვიყავი. თოფი არ მქონდა უბრალოდ ბიძაჩემის მეგობრებს დავყვებოდი... 

დილას კარგად ინადირეს კაცებმა მერე ცეცხლი დაანთეს, სუფრა გაშალეს, დალოცეს ადგილის დედა. 

ამასობაში მოსაღამოვდა, საღამოს "პერელოტი" დაიწყო...

ნადორობა უკვე მობეზრებული ქონდათ და ბიძაჩემმა გადაყწვიტა სროლა ესწავლებინა. იხვი რო გადმოფრინდება ესროლეო მითხრა...

15-20 წითის მერე მართლა წამოვიდა ჩემს თავზე 3 ბაკლანი, უაზროდ გავისროლე და 1 ბაკლანი მოწყვეტილი ჩამოარდა და ჩემგან მოშორებით მიწაზე დავარდა.

ახლაც ყურებში მაქვს ის ყრუ ხმა მიწაზე, რომ დაენარცხა ფრინველი... იმდენად არ გამიხარდა, რამდნადაც გავოცდი.... 

ამ ამბის მერე 10 წლის მერე მოვხვდი იგივე ადგილას ჩემ სიმამრთან ერთად, მართალია იმ დღეს არაფერი მოგვინადირებია, მაგრამ  ადგილებში გავლამ. ბევრად უფრო

დიდი სიამოვნება მომანიჭა ვიდე სხვა ბევრმა შედეგიანმა ნადირობამ....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
profileshi. xom ar xart?:)

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

:)) საღოლ დევი ....

იემნა მაია ასიათიანი გაიჩითება ახლა სადმე :)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

და რატომ მოკალიიიი?  :DDD



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

პირველი ჩემი ნანდირევი და ნადირობა თეთრიწყაროს რაიონს უკავშირდება, ნადირობა რათქმაუნდა გარეულ ნადირზე იყო დაგეგმილი, ეს იყო 2001 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვები როგორც იტყვიან "პად ნოვი გოდ" , ბაბუაჩემს აფხაზეთის ომის შემდეგ თოფი საერთოდ არ ჰქონდა (აფხაზეთში ცნობილი მონადირე იყო, თან ამავდროულად რიწის სატყეო მეურნებაში დირექტორის მოადგილე და ნუ კაროჩე თემები და ამბები იყო იქ ნადირობის ალბათ მე მაგას სიზმრებში თუ წარმოვიდგენ , იმედი მაქვს იმ ჯიხვის ყანწებს ბევრი თქვენთაგან გასინჯავს რომელიც იმენნა ჩემს სახელზე ჩაუთქვა და მოინადირა ბაბუამ 1991 წელს , ეს მისი ბოლო ნადირობა იყო აფხაზეთში ჯიხვზე, ნუ ჯერჯერობით მაინც) და მახსოვს ახალი ნაყიდი გვაქვს იჟ-43 , 280 ლარად (ამ თოფის საყიდლად დაახლოებით 2 კვირა ყოველდღე მივდიოდით 380 ლარს აფასებდა და არაფრის დიდებით არ აკლებდა ის ტიპი, ბოლოს გაჭრა ბაბუას თხოვნამ და როგორც იქნა მოგვცა 280 ლარში, ეს თანხა ბაბუმ პენსიით მოაგროვა 20 ლარი თვეში.) ხოდადა წავედით თეთრ წყაროში დაგვპატიჟეს უფრო სწორედ ბაბუა დაპატიჟეს , მეც თავისთავად შევეკვეხე ნივაში როგორც იქნა, გამთენიას თეთრიწყაროში დათქმულ ადგილას მივედით , 3 თუ 4 რუსული მდევარი (რათქმაუნდა ადგილობრივების თქმით სუფთა სისიხლი, მაგრამ თავის საქმე კარგად იცოდნენ) როგორც იქნა დავდექით ნომრებში და დაიწყო ნადირობა, 

გამაყრუებელი და დამანგრეველი ყეფვა მდევრების სარეკის გასროლა და გახურდა პროცესი , თოფი რათქმაუნდა ბაბუაჩემს ეჭირა , პირველი გაფრთხილება გაუნძრევლად იდექი, თოვლი დევს დაახლოებით 10-15 სანტიმეტრი, ფეხის თითებს თითქმის ვერ ვგრძნობა მაგრამ პროცესის დროს ისე გავერთე სულ გადამავიწყდა გაყინული თითები, უცებ თოვლის ჭრაჭუნი და მოყვითალო ფერის ცხოველი ბუჩქებში მორბის, ბაბუამ თოფის ჩამკეტი 

მისწია და თოფი მომაწოდა, სანამ ნადირს არ დაინახავ არ ესროლო, (სროლის ტექნიკა დაახლოებით ვიცოდი მანამდე, ამავე თოფიდან რამოდენიმეჯერ მასროლია მიზანში) გაფაციცებით ვუყურებ როდის გამოძვრება 

მაყვლიანიდან და როგორც იქნა გამოვიდა და წამით გაჩერდა თითქოს ნადირი პირველი გასროლა წამებში მოხდა , რომელსაც მეორე გასროლა მოჰყვა რამოდენიმე წამში, პირველი შეცდომით ჟაკანი ვისროლე , ხოლო შემდეგი მარცხენა ლულაში 9 -იანი კარტეჩი იდო . ცხოველი უცებ გაუჩინარდა, და ჩემი პირველი წარუმატებლობა ის ის იყო გავიაზრე რომ ბაბუამ შემაქო კარგი ნასრლია რას ერჩიო? აუ გავიფიქრე ეხლა ამის ყბიდან რა ამოვათქო,უეჭველი მეღადავები და დამიწყებს ეხლა ეს რა ქენი და ასე შემდეგ...  მიმიყვანა ბუჩქთან სადაც პირველად ვესროლე და იქიდან გამოჰყვა ნაკვალევს ბუჩქიდან 15-20 მეტრის მოშორებით ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა სისხლის ლაქები აქა იქ იყო მოსხმული, ცოტაც გავიარეთ და უფრო მეტად გამოჩნდა სისხლი თოვლში ნარევი, უკვე ვარდისფერში რომ 

გადადის ერთმანეთში შერევისგან, დაჭრილია დაიყვირა ბაბუამ და ამით ამცნო მონადირეებს რომლებიც ჩვენგან მოშორებით სხვადასხვა ნომრებში იდგნენ, 

სულ ცოტაც და მივადექით მდევრებით გარეშემორტყმულ მოყვითალო ცხოველს . რომელიც ძველი მონადირული ტრადიციისამებრ, ბაბუამ პატარა

სვანური რიტუალი ჩაატარა და ღმერთს მადლობა გადაუხადა ნანადირევისთვის ( რათქმაუნდა ტექსტი სვანურად იყო და იმ დროს ნახევარი ვერ

გავიგე რას იძახდა )  . ეს დრე იყო და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ნადირობა და თავგადასავლები, იმ რაიონში სახლიც კი ვიყიდეთ და ბევრჯერაც

გვინადირია , თუმცა ახლა ბაბუა მხოლოდ ჩემი მონადირებული ფრინველებით გულს იმაგრებს და ამაყად პატიჟებს მეზობლებს ჩემს მიერ

მონადირებულ და გაგზავნილ მწყერზე და იხვზე ხანდახან რათქმაუნდა. 

 

 

აი გუგა პროფილის ისტორიას ეს უფრო არ ჰგავს , თუმცა ვფიქრობ ყველა ჩვენთაგანს აქვს ესეთი მაგარი გასახსენებელი დღეები და პროფილური ისტორიები.  :ki:


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეტეორა ! შენ გენაცვალე .... ეხლა წავიკითხე , ბაბუ! შენ თავს ვფიცავარ ,მაგარი კაცი ხარ!  ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე.

რაღაცნაირად გულზე მომხვდა ბაბუა ეხლა აღარ ნადირობსო    -"თუმცა ახლა ბაბუა მხოლოდ ჩემი მონადირებული ფრინველებით გულს იმაგრებს და ამაყად პატიჟებს მეზობლებს ჩემს მიერ მონადირებულ და გაგზავნილ მწყერზე და იხვზე ხანდახან რათქმაუნდა."

უცებ წარმოვიდგინე ჯერ პირველად რომ წამოვიყვან ჩემს პატარა ქართველს, მერე ერთად რომ ვივლით და ბოლოს მე რომ აღარ შემეძლება ნადირობა და იმის მონადირებულ ნადირის მწვადებზე რომ ვიქეიფებთ .....ჰა ????? და გული რაღაცნაირად ამიჩქარდა თუ რა ვიცი რა ოხრობა დამემართა....ეტყობა ასაკში სენტიმენტალური ვხდები...

ნიკუშ !!! მე კაცი არ ვიყო თუ ამ შემოდგომაზე შენი და ლეგიონერების სახელით ,ვაჟკაცური ,  ხოშიანი ნანადირევი არ გავუგზავნოთ ბაბუას !!!!

ვსიო გულში ჩავიდე.......


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:good:  :good:  :good:  :good:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მეტეორა ! შენ გენაცვალე .... ეხლა წავიკითხე , ბაბუ! შენ თავს ვფიცავარ ,მაგარი კაცი ხარ!  ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე.

რაღაცნაირად გულზე მომხვდა ბაბუა ეხლა აღარ ნადირობსო    -"თუმცა ახლა ბაბუა მხოლოდ ჩემი მონადირებული ფრინველებით გულს იმაგრებს და ამაყად პატიჟებს მეზობლებს ჩემს მიერ მონადირებულ და გაგზავნილ მწყერზე და იხვზე ხანდახან რათქმაუნდა."

უცებ წარმოვიდგინე ჯერ პირველად რომ წამოვიყვან ჩემს პატარა ქართველს, მერე ერთად რომ ვივლით და ბოლოს მე რომ აღარ შემეძლება ნადირობა და იმის მონადირებულ ნადირის მწვადებზე რომ ვიქეიფებთ .....ჰა ????? და გული რაღაცნაირად ამიჩქარდა თუ რა ვიცი რა ოხრობა დამემართა....ეტყობა ასაკში სენტიმენტალური ვხდები...

ნიკუშ !!! მე კაცი არ ვიყო თუ ამ შემოდგომაზე შენი და ლეგიონერების სახელით ,ვაჟკაცური ,  ხოშიანი ნანადირევი არ გავუგზავნოთ ბაბუას !!!!

ვსიო გულში ჩავიდე.......

 

 

გაიხარე ბაბულიკო , ნამდვილად მაგარი გრძნობაა, და ბაბუა შვილიშვილის ურთიერთობა თუ ნადირობითაც არის შეკრული ეგ ხომ საერთოდ, 

 

 მეც ეგრე ვარ ერთი სული მაქვს ჩემს შვილს და შვილიშვილს როდის გავუზიარებ და ვეტყვი რომ ეს ყველაფერი "ბაბა"-მ (ბაბუას ვეძახი ასე)  მასწავლა და ეხლა თქვენი დროათქო 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმედია ამ,შაბათს მე და შენ დანაპირებს შეუსრულებთ ბაბუაშენს


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

სამწუხაროდ ამ შაბათს მე შანსი არ მაქვს წამოსვლის :(


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფუუ ამის დედა ვატირე....კვირას?


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

აუ ვერა ძალიან ამერია სიტუაცია , თუ არ დავალეგე არ გამოვა აფერი მასთე , კაი ხანი ალბათ ვერ წავალ ვერსად ნუ მინიმუნ 2-3 კვირა დამჭირდება აზრზე რომ მოვიდე  ;)


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მშვიდობაა?


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე რა ;) მაგრამ დავალაგებ 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?