Jump to content


ამ თემას აქვს 140 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვეიმარული მეძებარი.


 

 

post-5-0-29238500-1384975826.jpg





ვეიმარული მეძებრები უძველეს მეძებართა რიცხვს მიეკუთვნებიან. ვარაუდობენ, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირველადი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობაში, რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა.
პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის.
ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, ბრაზიანობა და სიფხიზლე, ამიტომაც მათ განსაკუთრებით მეტყევეები ამრავლებენ. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ.

ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის.

არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. ბოლო დრომდე ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება ხდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში არის მცდელობა მოხდეს მათი სუფთა გამოყვანა, ანუ ერთმანეთთან შეჯვარების გარეშე. ამ სახით მიიღება სამი დამოუკიდებელი ჯიში.



სტანდარტი:
ვაიმარული მეძებარი ელეგანტური, საშუალოზე მაღალი, პროპორციული აგებულების ძაღლია. ხვადების სიმაღლე 59-70სმ-ია, ძუების – 57-65სმ. წონა – 23-32კგ.

თავი
– არისტოკრატული, საკმაოდ წაგრძელებული ფორმის, ტანთან პროპორციული შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული. დრუნჩი გრძელი, ბოლოსაკენ შევიწროვებული. ცხვირის წვერი განიერი. ღაწვები მკვეთრად გამოხატული. შუბლის კეხი ოდნავ ამობურცული.

თვალები
– მომრგვალებული ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული. ბაციდან მუქ-ქარვისფერამდე სხვადასხვა ტონალობის.

ყურები
– მაღლა განლაგებული, ჩამოკიდებული, საკმაოდ გრძელი, ბოლოში მომრგვალებული.

კისერი
– დაკუნთული, ზომიერი სიგრძის.

ზურგი
– სწორი, ოდნავ გრძელი, მაგრამ არა-სუსტი. ქეჩო კარგად გამოხატული. მკერდი განიერი და ღრმა, იდაყვებამდე დაშვებული. ნეკნები გამოკვეთილი, გავა გრძელი, ზომიერად წაკვეთილი.

კიდურები
– ხმელი, დაკუნთული, სწორად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.

თათები
– შეკრული, მომრგვალო ფორმის, წაგრძელებული შუა თითები დასაშვებია.

ფერი
– ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები.

ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.

კუდი
– 2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, რითაც სხვა მეძებრებისგან განსხვავდება. უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას.

მიმაგრებული გალერეა

  • 720ag.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ეს ცუგო მეცნობა და თუ გინდათ მომკალით :D


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვიკი (ნაბული)

2ybnl.jpg

ვიკი (პადვოდკა)

qplw0.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვიკის გაყვანა მინდა და სად შეიძლება თბილისთან ახლოს? გუშინ საღამოს  ჩარდახში ვიყავით და 1 ცალი ვნახეთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ გოგო კანში ვეღარ ეტევა ისეა გასუქებული


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

sezonze mouwevs gverdebis dayra :D



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ან კი ან არა... :DD


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ტეგებ დამატებულ :)

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
idat

idat

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კარგარეთელის #4
  • წარმოშობა:გურული მარა თავს ვთვლი რაჭველათ

ესეც გუFი

 

ბაბუ თქვნც ვეიმარანერი გყავთ?

 

 

 

pre_1418129403__image5.jpegpre_1418129395__image4.jpeg

pre_1418129378__2.jpgpre_1418129344__1.jpg

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

კარგი პიროვნება გყოლია ძმობილო . ჩვენც გვყავს ვეიმარანერი სახელად ვიკი (ვიქტორია) . 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იდატ ეს რა კარგი კაცი გყოლია :bravo: , ზალიან მომეწონა . ერთი ეს მითხარი ძამიკო შენ ოჩოპინტრეზეც ხომ არ ხარ დარეგისტრირებული? იქაურს ყავს გუფი და შენ ხომ არა ხარ? ეხლა გამოფენაზე გყავდა გამოყვანილი? თუ ის სხვა არის?ხოხობზე არ დავგეშოთ ბიჭი? ცოტა მოგვიყევე შენს მეგობარზე .....


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
idat

idat

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კარგარეთელის #4
  • წარმოშობა:გურული მარა თავს ვთვლი რაჭველათ

BABU თქვენ რომ ამბობთ ის სხვავა გუFია, ჩემი გუFი არ მყოლი და არც ოჩოპინტრეზე ვარ დარეგისტრირებული.

2წლინახევრისაა ჩემი გუFუსა ფაქტობრივად ეს სეზონია რაც სანადიროდ გავიყვანე და კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით, პატარ პატარა მინუსები აქვს მარა ჩემი ბრალია დროის ამბებში ვერ    ვარ კარგად რომ ხშირი გაყვანები და ვარჯიშე რომ დაიხვეწოს. 

 

ხოხობზე ვიყავით წასულები ჭიაურში მე და გუFი და ივაჟკაცა :)

 

დიდი სიამოვნებით წამოვიყვანდი თქვენთან ერთად დასაგეშად, როდისთვის გეგმავთ გასვლას?



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
idat

idat

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 11 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კარგარეთელის #4
  • წარმოშობა:გურული მარა თავს ვთვლი რაჭველათ

კარგი პიროვნება გყოლია ძმობილო . ჩვენც გვყავს ვეიმარანერი სახელად ვიკი (ვიქტორია) . 

ნამდვილად კაი კაცია უბრალოდ ცოტა თავისებური გაჭედვები აქვს ხოლმე :)

 

 

შემთხვევით თქვენ ხომ არ მოდიხართ ხოლმე პაჯეროთი კინოს და ხელოვნების მუზეომთან რო დგას ხოლმე?



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ნამდვილად კაი კაცია უბრალოდ ცოტა თავისებური გაჭედვები აქვს ხოლმე :)

 

 

შემთხვევით თქვენ ხომ არ მოდიხართ ხოლმე პაჯეროთი კინოს და ხელოვნების მუზეომთან რო დგას ხოლმე?

თუ ლეგიონის სტიკერები აქვს პაჯეროს მაშინ ეგაა. :ki: 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?