Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით

 

118-chickenpotat1-300x250.jpg

 

 

გემრიელი კერძია, რომელიც მომზადებისთვის დიდ დროსა და გამოცდილებას არ მოითხოვს. ასევე, ძალიან პრაქტიკულია დიდი საოჯახო სადილებისთვის,და ასევე სამონადირეო საზოგადოებისათვისაც, რადგან მარტივი ,სწრაფი მოსამზადებელი   და მცირე ბიუჯეტიანი.

"ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით Directions

 

ინგრედიენტები:

 

ქათამის ხორცი – 1 კგ;

კარტოფილი – 2 კგ;

სტაფილო – 0.5 კგ (სურვილისამებრ);

ხახვი – 2 თავი;

ნიორი – 2 კბილი;

მაიონეზი ან არაჟანი – 3 სადილის კოვზი;

ყველი – 200 გრ;

მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, ზეთი.

ინვენტარი – ქვაბი ბოსტნეულისა და ხორცის მოსახარშად; თუნუქის ფურცელი – ღუმელში შესაწვავად.

დრო: მოსამზადებლად – 30 წუთი; შესაწვავად – 30 წუთი;

მომზადების წესი:

 

გათალეთ კარტოფილი და სტაფილო. დაჭერით მოზრდილი ზომის სეგმენტებად (ცოტა უფრო დიდზე, ვიდრე შემწვარი კარტოფილისთვის) და მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ რაიმე სხვა ჭურჭელში. თუ მაშინვე ამზადებთ, პირდაპირ შეგიძლიათ მოათავსოთ ღუმელში შესადგმელ ფოდნოსზე, რომელსაც ცოტაოდენი ზეთი ექნება წინასწარ მოსხმული;

ქათმის თეთრი ხორცი ან ქათმის ბარკლები დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ასევე მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიად წყალში 5 წუთით, ან სანამ ხორცი არ გათეთრდება. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ ჯამში;

ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით რგოლებად ან სეგმენტებად;

მაიონეზში ან არაჟანში (უფრო მსუბუქი გამოვა არაჟნით) აურიეთ ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ საშუალო სისქის თხევადი მასა მიიღოთ. აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი;

 

 chickenpotmomz1.jpg

 

აწყობა:

 

გაახურეთ ღუმელი 220 გრ-მდე;

კარტოფილი და სტაფილო (სურვილისამებრ) გაშალეთ ფოდნოსის ძირზე და ზემოდან მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შეეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით;

 

chickenpotmomz2-1.jpg

 

შედგით ღუმელში და შეაწითლეთ. როცა შეწითლდება (ამისთვის გრილის რეჟიმი გამოიყენეთ) გამოიღეთ და მოაყარეთ ყველი და მოასხით ნივრიანი მასა;

შეაბრუნეთ ღუმელში და გადაიყვანეთ უფრო 200 გრ-ზე, თან გრილის რეჟიმი გამორთეთ. წესით 10 წუთში უკვე მზად უნდა იყვეს. თუ, ზემოდან მობრაწული გინდათ, ისევ შეგიძლიათ გრილი გამოიყენოთ.

 

 chickenpopamom3.jpg

 

გადაიტანეთ ლამაზ ლანგარზე, ან თავიდანვე შეწვით, ლამაზ თიხის ჭურჭელში.


1. იმისათვის, რომ ხორცი მშრალი არ გამოვიდეს, შეგიძლიათ იგი მაიონეზისა და ნივრის მასაში ჩააბასტურმოთ (ამოსვაროთ) და ისე გადაიტანოთ ღუმელში გამოსაცხობ ჭურჭელში.

2. კარტოფილი და ხორცი შეგიძლიათ რამდენიმე საათით ადრე, ან სულაც წინა დღით მოხარშოთ და მაცივარში შეინახოთ. სუფრაზე მიტანის წინ კი შეწვავთ. ასე გაცილებით დაზოგავთ დროსა და ენერგიას მრავალ-კერძიანი სუფრების მომზადებისას.

 

chickenpotat1.jpg

 

.

.perfectcook.org

.

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იფ , იფ.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ჰა გავაკეთოთ??

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა გავაკეთოთ??

 

მეტეორას იხვპართის მერე ჩემთან გავაკეთოთ.......
 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?