Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

foreji (jarRala)

 

აღწერა:

ფორეჯი (ჟარღალა) - (ლათ. Acipenser nudiventris lovetzku) (რუს. Шип).

ქვედა ტუჩი მთლიანია, ულვაშები ფოჩიანი. ზურგის მხარე მუქია, მუცელი მოთეთრო. სქესობრივი დიმორფოზი გამოხატულია სუსტად და ვლინდება მხოლოდ გონადების მომწიფებისას, როდესაც დედალი განსხვავდება მამლისაგან უფრო მასიური სხეულით. სიგრძე აღწევს 2 მ და მეტს, წონა 78 კგ-მდე.

01.jpg

გავრცელება:

შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება იშვიათად. მოიპოვება აგრეთვე პალიასტომის ტბაში, მდ. რიონში (სამტრედიამდე), მდ. ჭოროხში და სხვ. საქართველოს გარეთ ბინადრობს შავ, კასპიის, არალის ზღვებში: ადრე ყოფილა აზოვის ზღვაშიც, საიდანაც შედიოდა მდინარეებშიც დონსა და ყუბანშიც, ხოლო შავი ზღვიდან მდ. დუნაიში. კასპიის ზღვიდან მდ. მტკვარში ადის მინგეჩაურამდე. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნამდე ადიოდა ალაზნისა და ივრის შესართავებამდე.

02.jpg

ბიოლოგია:

არსებობს ზღვის გამსვლელი ფორმა და აგრეთვე მტკნარი წყლის ბინადარი. კარგად ეგუება მტკნარ წყალს მდ. რიონში გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ბინადარი, 1933 1934 წლებში აკლიმატიზირებულ იქნა ბალხაშის ტბაში; 1954-1955 წლებში მინგეჩაურის წყალსაცავში გადაყვანილ იქნა 11 ათასი ლიფსიტა.

შავ ზღვაში მცირე რაოდენობის გამო მისი ბიოლოგია ნაკლებადაა შესწავლილი. მდ. რიონში, წოროხში, პალიასტომის ტბაში და სხვაგან შედის მარტიდან, ხოლო ტოფობს მაისიდან. კასპიის ზღვიდან მტკვარში შედის მთელი წლის განმავლობაში, უმთავრესად მარტ-აპრილში. სქესობრივად მამალი მწიფდება 9 წლის ასაკიდან, იშვიათად 6 წლიდან. დედალი მწიფდება 14 წლის ასაკიდან, იშვიათად 12 წლიდან. ნაყოფიერება აღწევს 279,9 - 1290 ათას ქვირითამდე. ტოფობს ქვაქვიშიან ადგილებში. ქვირითი წებოვანია, ეკვრის ქვებს და სხვა საგნებს, ინკუბაციის პერიოდი 17,7-21,9 ცელსიუსის ტემპერატურისას გრძელდება 5 დღე-ღამე. იკვებება თევზებით, უმრავლესად ღორჯოებით, წყლის მწერთა მატლებით და ჭუპრებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, თევზის ქვირითითა და სხვა. ფორეჯის ზრდა სხვადასხვა წყალსატევებში განსხვავებულია. მაგალითად, მდ. რიონში 1965 წელს მოპოვებული 2 ეგზემპლარიდან ერთ აღმოჩნდა 15 წლის, მთლიანი სიგრძით 122,5 სმ. წონა 9 კგ, მეორე 13 წლის, მთლიანი სიგრძით 98,5 სმ. წონით 6,3 კგ. მდინარე მტკვარში 10 წლის საშუალოდ აღწევს 132 სმ. მდ. ამუდარიაში 110,8 სმ.

 

სამეურნეო მნიშვნელობა:

ძვირფასი თევზია. საქართველოს წყლებში როდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. უმნიშვნელო რაოდენობით იჭერდნენ მდ. რიონში, ამჟამად მომრავლების მიზნით მისი წერა აკრძალულია. მნიშვნელოვანია კაპიის ზღვის აუზში, სადაც წარსულში იჭერდნენ უფრო დიდი რაოდენობით; არსებული ცნობების თანახმად 1854-1855 წლებში მდ. მტკვარში წლიურად საშუალოდ იჭერდნენ 13400 ეგზემპლარს, საერთო წონით 2680 ცენტნერს; 1952 წელს მოიპოვეს მხოლოდ 612 ცენტნერი, ამჯამად მისი მარაგი იქაც მკვეთრადაა შემცირებული, არარაციონალური რეწვის გამო. მოპოვება ხდება ბადეებით, ადრე იჭერდნენ ჩანგლებით. გამოიყენება ნედლი, შებოლილი (დოში, ზურგიელი) და ხიზილალა. 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფორეჯი . ზუთხისებრთა ოჯახი

 

045432932f66.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
სუთხივისავით გემრიელია ნეტავ?

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ალბათ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?