ლაჯანურის წყალსაცავი
ლაჯანურის წყალსაცავი არის საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში.
შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში,
სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე
0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ.
სიგრძე : 3,2 კმ
უდიდესი სიგანე : 1 კმ
ფართობი : 1,6 კმ²
უდიდესი სიღრმე : 70 მ
საშუალო სიღრმე : 30 მ
ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე,
ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით
გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა.
წყლით უზრუნველყოფს ლაჯანურჰესს. ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის
ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა — ქვიშაქვებით,
მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს.
ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა
ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე.
კაშხალთან ფსკერული ნატანის სისქე 10 მ აღემატება.
წყარო:https://hunters.ge