Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

“თამარ მეფის ქამრის” ესკიზი

 

 

 

წყაროambioni.ge | გამოქვეყნებულია: 14.05.2014| 520 ნახვა

ეროვნული არქივი პირველად აქვეყნებს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – ქამრის ესკიზს, რომელშიც, ესკიზთან ერთად, წარმოდგენილია ინფორმაცია თამარ მეფის ქამრის არსებობის შესახებ.

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ეროვნულმა არქივმა საგანგებო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც მოძიებულ იქნა ესკიზით დამზადებული ქამრის ბალთა და დადგინდა „თამარ მეფის ქამართან“ დაკავშირებული გარკვეული დეტალები.

 

 

tamaris-qamris-eskizi.jpg

 

 

კერძოდ: ესკიზზე არსებული წარწერის მიხედვით, მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს სვანეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა განძი, რომელშიც იყო „თამარ მეფის ქამარი“; შუაში ბაგრატოვანთა სამეფო გვირგვინის გამოსახულებით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მასიური მოოქრული ვერცხლისგან დამზადებული.

 

1896 წლის 12 აგვისტოს ქამრის აღწერა გააკეთა ციცინო დადიანმა და „თამარის ქამრის“ საფუძველზე შეადგინა (ან შეადგენინა) ახალი, საკუთარი ქამრის ესკიზი (სწორედ ის ესკიზი, რომელიც არქივში ინახება). ესკიზის საფუძველზე დამზადებული ქამრის ბალთა მას 1933 წლამდე ჰქონდა, ხოლო შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა, სადაც დღემდე ინახება. ქამრის ორიგინალის ბედი კი აქამდე გაურკვეველია.

ესკიზზე გამოსახული ქამრის ბალთის მფლობელი ციცინო დადიანი ბესარიონ დადიანის ასული და ვარლამ ერისთავის მეუღლე იყო. მას ღრმა მოხუცობამდე უცხოვრია და ანა კალანდაძის კარგი ნაცნობი ყოფილა, სწორედ მას ეძღვნება ანა კალანდაძის ერთ-ერთი ადრეული ლექსი.

სავარაუდოდ, 1933 წლისათვის ციცინო დადიანი მძიმე მდგომარეობაში იყო: ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმისათვის მის მიერ ჩაბარებული ქამრის ბალთას 5 ძვირფასი თვალი აკლია და საკმაოდ დაზიანებულია.

ამ მნიშვნელოვანი კვლევის შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას ეროვნული არქივი თამარ მეფის ხსენების დღეს უძღვნის.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვაა რა საინტერესოააა...

ნეტა საადაა ეს ქამარი ახლა...

ალბათ გადადნობილი და დაქუცმაცებულია....

ეჰჰ



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

80 % ზე მეტი საქაეთველოს სამეფო საგანძურისა რუსეთის მეფისნაცვლებისა და ეგზარხოსების მიერ იქნა გაზიდული.....ალბათ ამ ქამარსაც იგივე ბედი ეწია....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგათ გაუხმა ხელი



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნამდვილად


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?