Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35168 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორ დავამზადოთ ფიტულები?

 

cf7ad67d51a2.jpg

 

თითოეული მონადირე რომელიც მისდევს ამ უაღრესად საინტერესო და აზარტულ სპორტის სახეობას , უნდა იყოს ამავდროულად ნატურალისტიც, ბუნების მოყვარულიც. ნადირობის დროს მონადირე უფრო მეტად, ვიდრე სხვა მოქალაქე, ხვდება ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა წარმომადგენელს.
ფრინველთა და ცხოველთა ფიტულების გაკეთება მეტად საინტერესოა, აქ წარმოგიდგენილია ფიტულების დამზადების წესები და საშუალებები.

 

ფრინველის ტყავის შემზადება გასახდელად

 

მოპოვებული ფრინველის ტყავის გახდა შეიძლება როგორც ნადირობის დროს დასვენებაზე, ასევე შინ. ყოველ შემთხვევაში ერთი რამე უნდა გვახსოვდეს: ტყავი უნდა გახადოთ მანამდე, სანამ მოკლულ ფრინველს აღმოაჩნდებოდეს გახრწნის პირველი ნიშნები.. ეს ნიშნები უპირველეს ყოვლისა, მოკლულ ფრინველს მუცელზე გამოაჩნდება: მუცელი გაიბერება, გამოსცემს მყრალ სუნს, მუცლის ტყავი ფერს იცვლის – ჩალურჯდება, რის შემდეგაც ბუმბულზედ აღარ ჩერდება და ადვილად სცვივა. ფრინველის ასეთი სხეული გასატყავებლად უკვე აღარ ვარგა და ამისთვის დროის დაკარგვა ზედმეტია.
როდესაც დარწმუნედებით, რომ ფრინველი გამოსადეგია დასამუშავებლად, კარგად დაათვალიერეთ: ხომ არ არის დასვრილი ტალახით, ან ხომ არა აქვს სადმე მოცხებული სისხლი. თუ ასეთი რაიმე შეამჩნიოთ, გაასუფთავეთ იგი. ამისათვის აიღეთ პატარა ჭურჭელი, ჩაასხით შიგ წყალი, დაასველეთ ბამბა და ფრთხილად გაუსვით იგი სისხლის წვეთებზე ბუმბულის მიმართულებით. ბამბა უნდა გაწუროთ, კვლავ დაასველოთ და ეს ოპერაცია უნდა განაგრძოთ მანამდე, სანამ ბუმბულს არ მოსცილდება სისხლის ნიშნები. ამის შემდეგ ბუმბული უნდა გაშრეს შემდეგნაირად: აიღეთ სუფთა ჰიგროსკოპული ბამბა ან საშრობი ქაღალდი და მაგრად დააწევით სველ ბუმბულს. ეცადეთ, რომ ეს გაიმეოროთ რამდენჯერმე და მოაცილოთ იქ დარჩენილი სითხე. შემდეგ ამ ადგილზე მოაყარეთ თაბაშირი ან კარტოფილის ფქვილი და ფუნჯით მოაცილეთ დასველებული თაბაშირი ან ფქვილი. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ოპერაცია, სანამ ბუმბული მთლიანად სრულიად არ გაშრება და არ მიიღებს თავის ბუნებრივ სახეს.
აიღეთ სანტიმეტრი, გაზომეთ ფრინველის ტანის მოცულობა ყველაზე დიდ ადგილას (მკერდის არეში) და ჩაწერეთ ეს ზომა. ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ გატყავებას.

 

 

ფრინველის ტყავის გახდა

 

 

ტყავის გახდისათვის საჭიროა შემდეგი ხელსაწყოები: მჭრელი ნეშტარი (ლანცეტი), ქირურგიული მაკრატელი და პინცეტი (მათი შეძენა შეიძლება სააფთიაქო მაღაზიებში), ერთი პარკი კარტოფილის ფქვილი, უბრალო ბამბა ან ძენძი, თაბაშირი, დარიშხანის ნატრიუმი, საკვნეტელა, მრგვალტუჩა, სანტიმეტრი და ფუნჯი.
მოკლული ფრინველის ნესტოებში უნდა გაატაროთ ნემსით ძაფი და შეკრათ ნისკარტი. ძაფის ბოლოებში დატოვოთ 10-15 სანტიმეტრი თავისუფალი ძაფი ფრინველის სიდიდესთან შეფარდებით. სანამ ნისკარტს შეუკრავდეთ, ფრინველის პირსა და ნესტოებში უნდა ჩადოთ დახვეული ბამბის პატარა ნაჭრები. ეს იმიტომაა საჭირო, რომ მუშაობის დროს პირიდან და ნესტოებიდან გამონადენმა სისხლმა არ დასვაროს ფრინველის ბუმბული.
ასეთი მომზადების შემდეგ ფრინველის დადეთ ზურგზე ბოლოთი თქვენსკენ, მუცლის ბუმბული გადაყავით შუაზე და ნეშტარით ფრთხილად გაჭერით ტყავი ზევიდან ქვევით, მკერდის ძვლიდან უკანა ტანის გასავლამდე, ამასთან ეცადეთ, რომ არ გაგეჭრათ მუცლის თხელი აპკი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცვივა შიგნეული და გაძნელდება შემდგომი მუშაობა. ჭრილობა ისეთი სიგრძით უნდა გაკეთდეს, რომ იქედან გამოეტიოს მთელი ფრინველის სხეული. მაგალითად, მწყრის მუცელზე ჭრილობა სიგძით 3-5 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოხბის მუცელზე 10-12 სანტიმეტრი და ა.შ.
ჩაეჭიდეთ გაჭრილი ტყავის მარცხენა ნაპირს პინცეტით ან ფრჩხილებით და გააცილეთ იგი ხორცს ჯერ ნეშტარით, ხოლო შემდეგ მისი ბრტყელი სახელურის ან თითებით და ტყავი გახადეთ მანამ, სანამ არ მიხვალთ წვივის სახსრამდე.
ახლა მარცხენა ხელით აიღეთ ფრინველის ფეხი, დააწევით მას, ეცადეთ გაატაროთ წვივი გაჭრილ არეში, შეაჭერით მყესის სახსარი და ფეხიც ადცვილად გავა ჭრილში. ფრთხილად ჩაჭერით წვივთან და ეცადეთ არ გაჭრათ ტყავი. დააშორეთ წვივი ბარკალს და თითებით თანდათან დააცილეთ ერთმანეთს კუნთები და ტყავი. ამგვარად მიხვალთ მუხლამდე, სადაც ფრინველების უმრავლესობას უმთავრდება ბუმბულის ნაწილი. შემდეგ გადაკვეთეთ ყველა მყესი და წვივის ძვლიდან მოაცილეთ კუნთები, ფეხის ძვალი კი უკან ჩადეთ იმ ტყავში, რომელიც ამ ფეხზე იყო შემოკრული. ამ ადგილას დააყარეთ კარტოფილის ფქვილი, რომ ბუმბული არ დაისვაროს. ახლა გადადით ჭრილის მარჯვენა მხარეზე და ამავე წესით გაანთავისუფლეთ იგი ხორცისაგან, ასევე გაანთავისუფლეთ მარჯვენა წვივიც.
როცა გაანთავისუფლებთ ორივე ფეხს წვივებითურთ ფრინველის სხეულიდან და გაწმენდთ მათ, დააყენეთ ფრინველი ვერტიკალურად მაგიდაზე ბოლოთი ზევით, ასწიეთ ბოლო ზურგისაკენ, გადასწიეთ გვერდზე კუდის ქვეშ მყოფი ბუმბული უკანა გასავლის გარშემო, გაჭერით სწორი ნაწლავი უკანა გასავალთან და ფრთხილად გადაჭერით ხელხემალი კუდის ძირში. ხელრხემლის გადაჭრის დროს შესაძლებელია იქედან სითხე წამოვიდეს. ამ შემთხვივისთვის სასწრაფოდ დაუცეთ სწორ ნაწლავს ბამბა და დააყარეთ მას თაბაშირი.
ჩაჭრით რა ხერხემლის ბოლო მალებს, დაიწყეთ ტყავის გახდა ზურგიდან, მოაცილეთ იგი ხორცს თითებით და, სადაც აუცილებელია ნეშტარით. აწარმოეთ ტყავის გაცლა ხან ზურგიდან და, ხან მკერდიდან. მიხვალთ ფრთებამდე, რომლებიც გადაჭერით ზურგიდან მხრის შეერთებასთან და განაგრძეთ ტყავის გახდა კისრიდან.
როდესაც თავთან მიხვალთ, ფრთხილად გადმოაბრუნეთ ტყავი ისე, რომ არსად არ გაჭრათ ან არ გახიოთ.
თქვენ აქ ნახავთ, რომ ტყავი მიკრულია თავის ქალაზე ყურის თხელი აპკით. ფრთხილად მოკიდეთ მას პინცეტი, დაახვიეთ მასზე აპკი და ისე გამოიღეთ იგი ყურის ღრუდან. აპკი არ გაჭრათ, ვინაიდან იგი შემდეგ გაფართოვდება და დიდ ხვრელს გააკეთებს, რაც ფიტულს სილამაზეს დაუკარგავს.
დაასრულებთ რა ამ ოპერაციას ორივე ყურზე, მიადგებით თვალებს. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაიჭრას თვალის ქუთუთო. ამისათვის აუცილებელია, რაც შეიძლება თვალისკენ ღრმად ჩაჭრათ ქუთუთოს აპკი. შემდეგ ტყავის გაძრობას განაგრძობთ ნისკარტის ძირამდე და აქ ამთავრებთ მას.
შემდეგ თავიდან უნდა მოაცილოთ გატყავებული სხეული, რისთვისაც მაკრატლით მოაჭრით კისერს პირველივე კისრის მალასთან თავის ქალის დასაწყისშივე.
გაასუფთავეთ თავის ქალა ხორცისაგან, თვალებისაგან, ენისაგან და შეუდექით ტვინის ამოღებას. ამისათვის საჭიროა გააფართოვოთ თავის ქალის კეფის ნაპრალი მის ქვედა ნაწილში და ამ ნაპრალიდან ამოიღოთ მთელი ტვინი რაიმე ბრტყელი საგნით ან თქვენს მიერ გაკეთებული პატარა მავთულისაგან ერთი ბოლოდან გაფართოების საშუალებით.
როცა ამ ოპერაციას დაამთავრებთ, გადადით ხორცისაგან ფრთების გაწმენდაზე. აიღეთ მარცხენა ხელში ფრთის მხრის ძვლის ბურთისებური ბოლო და ზოგან ნეშტრით და, ზოგან ხელით გახადეთ მას ტყავი როგორც ხელთათმანი. როდესაც მიხვალთ ნიდაყვის სახსართან, ფრთხილად მოაცილეთ საქნევი ბუმბულების საფუძვლები, რომლებიც მიმაგრებულია წინამხრის ძვლებზე, და განაგრძეთ ტყავის გახდა ამ ძვლების ბოლომდე, ამასთანავე ეცადეთ არ გაჭრათ ან არ გახიოთ იგი.
ახლა კი მოჭერით და მოფხიკეთ მთელი ხორცი წინამხრისა და ბეჭის ძვლებიდან.
დარჩა ბოლოს გასუფთავება. ამისათვის ბოლოს ფრთხილად მოაჭერით ხორცის ნარჩენები ბუმბულის შიგნითა მხრიდან, ეცადეთ არ გაჭრათ ბუმბულის ფესვები, წინააღმდეგ შემთხვევიაში მთელი ბოლო დაიშლება და ბუმბულები დასცვივდება.
ტყავის გახდა დამთავრებულია. თქვენ ხელთ გაქვთ წინდისებურად გადმობრუნებული ტყავი, რომელსაც ბუმბული შიგნით აქვს. წაუსვით მას 10-პროცენტიანი დარიშხანის ნატრიუმის ხსნარი ფუნჯით. ეს პრეპარატი ძლიერ საწამლავია და მასთან მოპყრობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. შუშა, რომელშიც მოთავსებულია დარიშხანის ხსნარი, უნდა ინახებოდეს ჩაკეტილში, რომ ამ ხსნარით არ ისარგებლონ ბავშვებმა ან შეცდომით უფროსებმა. ეს დოზა სასიკვდილოა.
წაუსვით მტელ ტყავს დარიშხნის ხსნარი, დაამრგვალეთ ამ ფრინველის თვალისოდენა ბამბა და ჩაუდევით იგი თვალების ღრუში. მთელ თავის ქალაზე შემოახვიეთ ბამბის თხელი ფენა, აიღეთ ხელში იმ ძაფის ბოლოები, რომლითაც შეკრულია ნისკარტი, და დაიწყეთ ტყავის თანდათან გადმობრუნება. ფეხებისა და ფრთების ძვლები ისევ თავის ადგილზე მოათავსეთ ტყავში, ასევე ფრთხილად შეიტანეთ თავის ქალა ტყავის ქვეშ, გაასწორეთ იგი, ჩაუდგით თავის ადგილზე ქუთუთოები და ა.შ.
თავიდან ტყავის გახდის დროს ზოგიერთ ფრინველს (კოდალა, იხვი, ბატი, ფარშავანგი და სხვ.) კისრის ტყავში თავის ქალა არ გაეტევა. ამ შემთხვევაში გაიჭრება ფრინველის ყელი თავთან, რაც შეიძლება ახლოს. თავის ქალა არ გასუფავდება არამედ გაკეთდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება რა ყოველივე ის, რაც ზემოთ იყო ნათქვამი და გადაბრუნდება ტყავი უკანვე (ბუმბულით გარეთ), გაკეთდება ჭრილი თავის ქალის ტყავზე გარედან, რაშიაც გაჰყოფენ თავის ქალას მის შემდგომ გასაწმენდად ხორცისა და ტვინისაგან.

 

ორნიტოლოგიური კოლექციის დამზადება

 

 

ამ შემთხვევაში საჭიროა აიღოთ სათანადო სიმსხოს მავთული ან ორივე წვეროდან წამახვილებული თქვენს ფრინველზე ცოტა მეტი სიგრძის ჯოხი; დაახვიეთ მასზე როგორც თითისტარზე, ბამბა ან ძენძი ფრინველზე ცოტა მეტი ზომის, დაიცავით ზუსტად ფრინველის სიგრძე და ყელის სისქე ოდნავ გააფართოვეთ და ოდნავ გადმოაბრუნეთ უკანვე ფრინველის ტყავი, ჩაუდეთ კეფის ჭრილში მავთულის ან ჯოხის ის ბოლო, სადაც თქვენ დაახვიეთ კისრის გამომსახველი ბამბა და დაიწყეთ ტყავის ჩამოცმა ფრინველის ამ იმპროვიზებულ სხეულზე.
როდესაც მიაღწევთ ბეჭებამდე, გამოაცალეთ ფრთებს ბეჭის ძვლები, წინამხრების ძვლები კი (ისინი წყვილია) გაახვიეთ ბამბის თხელ ფენაში, შესწიეთ ისევ უკან ფრთების ტყავში და განაგრძეთ ტყავის ჩამოცმა ბამბის სხეულზე. გააკეთეთ იგივე ფეხების მიმართაც. შემოახვიეთ ფეხების ძვლებს (წვივს) ბამბა ან ძენძი, ისე რომ მათ ექნეს ცოცხალი ფრინველის ფეხების ფორმა და ამგვარად ჩადეთ ისინი უკანა ფეხების ტყავში. ახლა დარჩა ბოლოს ჩადება თავის ადგილზე ისე, რომ იგი დამაგრდეს მავთულის ბოლოზე. თუ არ ყოფნის სხეულში ბამბა, უნდა დაემატოს, შეერთდეს მუცლის ჭრილის გვერდები და შეიკეროს იგი არახშირი ნაკერით. სწორად დასდეთ ფრთები და ფეხები, შეაბით ფეხზე ეტიკეტი და მთელი ფრინველი ჩადეთ ძირს ქაღალდის პარკში. შეინახეთ იგი მანამდე სანამ გაშრება.
ფეხზე მიბმულ წარწერაში აღნიშნეთ: ფრინველის დასახელება, სქესი, ადგილი, სადაც მოიკლა იგი, მოპოვების დრო, ფრნველის ადგილობრივი დასახელება თუ იგი განსხვავდება საერთო დასახელებისაგან, თუ ფრინველი მოპოვებულია მთაში, მაშინ მიუთითეთ მთის სიმაღლე ზღვის დონიდან, მოკლედ აღნიშნეთ, რა აღმოაჩნდა კუჭში და აგრეთვე მიუთითეთ თვალის ფერი.
ფრინველის სქესის გამოცნობა შეიძლება შემდეგი წესით. თუ ფრინველს არა აქვს სქესის გამომხატველი გარეგანი ნიშნები, გაჭერიტ მარცხნივ ნეკნები სხეულზე, გადასწიეთ გვერდზე ნაწლავები. ხერხემლის გვერდებზე შიგნიდან თირკმლების წინ მამლებს შეიძლება შეამჩნიოთ თითო თეთრ-მოყვითალო ფერის ჯირკვალი, რომელსაც კვერცხის ფორმა აქვს. ასეთი ჯირკვალი ორია. ესენი სათესლე ჯირკვლებია. დედალს ამავე ადგილას აქვს მარცვლის მსგავსი ჯგუფურად ჩაწყობილი გროვა – ეს საკვერცხეებია. ერთი ჯგუფის ფრინველებს ეს გროვა მოთავსებული აქვთ ხერხემლის ორივე მხარეზე, სხვებს კი მხოლოდ ერთ – მარცხენა მხარეზე.
მავნებელთაგან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად ტყავი უნდა შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში და ზედ დავაყაროთ ნაფტალინი.
ამით შეიძლება ამოვწუროთ ფრინველთა ტყავების ორნოტოლოგიური კოლექციის გაკეთებისა და დაგროვების საკითხი.

< a href=”http://www.monadire....wtopic=447&st=0″ rel=”nofollow”>სტატიის წყარო

 


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ძაან საინტერესო სტატიაა :bravo: . დამწყებსაც გამოადგება და გამოცდილ მონადირესაც. გაიხარე ბაბუ

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

ძალიან მაინტერესებდა გმადლობთ ასეტი პოსტისთვის  :0025:  :0025:  :0025:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35168 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარეთ ძმებოო!


53c8c0d32f03.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1573 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

:bravo:  :goood: ნამდვილად კარგი სტატიაა დიდი მადლობა 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1803 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:good:  :good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი