ბამბუკი
ბამბუკი (მალაიური bambu), Bambus-ს გვარი. ხისებრი მარცვლოვნების სახელწოდება. მისი სამშობლოა აზიის, აფრიკის და ამერიკის ტროპიკები და სუბტროპიკები. საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩრდილოეთ განედის ცნობილი სახეობები: ჩინური მადაკე, იაპონური მადაკე, მოსო და სხვა. სულ 20 სახეობა. ზოგიერთი სახეობის ღეროს სიმაღლე 20-30 მ აღწევს. იყენებენ ავეჯის, კიბეების, სათხილამურო ჯოხების, წყალსადენი მილების, საყრდენების, ქაღალდისა და სხვების დასამზადებლად. საქართველოში ბამბუკს 1000 ჰა უჭირავს. უმთავრესად იზრდება შავი ზღვის სანაპირო რაიონებში.
აგრეთვე ბამბუკი ბამბუკისებრთა ქვეოჯახის მარცვლოვნების საერთო სახელწოდება.
წყარო: https://www.forum.ali.ge