Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


ანტილოპა გარნა

 

Cvjashhennaja-antilopa-garna-7.jpg

 


ანტილოპა გარნა (ბერძნულად anthalps - რქიანი ცხოველია) გავრცელებულია ძირითადად ინდოეთში, სამხრეთ ნეპალში და პაკისტანის ზოგიერთ რეგიონში, ხოლო ტეხასსა და არგენტინაში ის ინტროდუცირებულია. გარნები დიდ ჯოგებად ერთიანდებიან და ვრცელ ტერიტორიებს მოიცავენ.


გარნა ბინადრობს ბალახოვან ვაკეებზე და ტყეში ან გორაკიან ადგილებში არასდროს შედის. გარნას სხეულის სიგრძე 100-150 სმ-ია. სიმაღლე მხრებში 60-85 სმ. წონა 25-35 კგ. გარნას რქების სიგრძე 79 სმ-ს აღწევს. მამრი და მდედრი სხვადასხვა შეფერილობისაა, რაც ანტილოპების მხოლოდ რამდენიმე სახეობას ახასიათებს. მამრების შეფერილობა თეთრი და შავია. მათ გრძელი, ხვეული რქები აქვთ. მდედრების შეფერილობა მოყვითალო-მოყავისფროა. რქები მდედრებს არა აქვთ. გარნა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ხმელეთის ცხოველია. ის საათში 80კმ სიჩქარეს ავითარებს. მისი ნახტომის სიგრძე 6,6 მეტრს აღწევს. სიმაღლე კი 2 მეტრს

Cvjashhennaja-antilopa-garna-9.jpg

გარნას რაციონი ძირითადად ბალახებისგან შედგება, თუმცა ის ბარდისებრებით, ყვავილებით და ხილითაც იკვებება. გამრავლების სეზონის დროს მამრი ტერიტორიას ნიშნავს. თვალებთან განლაგებული ჯირკვლებიდან გამოყოფილ ზეთოვან ნივთიერებას ის სხვადასხვა საგნებზე ტოვებს, მაგრამ სხვა მამრები ტერიტორიის საზღვრებს მაინც ხშირად არღვევენ. ამ მიზეზით მათ შორის ხშირია შებრძოლებები, რომლის დროსაც ისინი რქებს ხშირად იმტვრევენ. დამარცხებული მამრი ტოვებს ტერიტორიას და მდედრის საძებნად სხვაგან გადადის.

43592.jpg

სქესმწიფობას მდედრი გარნა 3-5 წლისთვის აღწევს. მაკეობა 5-6 თვეს გრძელდება, იბადება ერთი, ან ორი ნაშიერი. მდედრი მშობიარობადმდე მაღალ ბალახში უსაფრთხო ადგილს ეძებს. საძოვრად წასვლისას ის ახალშობილს ხშირად მარტო ტოვებს. ამ დროს პატარა წევს ბალახში და ღია ყავისფერი შეფერილობის გამო თითქმის შეუმჩნეველია. 6 თვისთვის ნაშიერი დამოუკიდებელი ხდება. სქესობრივი სიმწიფის მიღწევის შემდეგ გარნას მდედრები ჯოგში რჩებიან, მამრებს კი ჯოგი აგდებს. ახალგაზრდა მამრები მცირე ჯოგებს ქმნიან, რაც მათი გადარჩენის ალბათობას ზრდის. ზრდასრული მამრი საკუთარ ჰარამხანას აგროვებს.

garna_uhazhivanie.jpg
გარნას სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 16 წელია. ბუნებაში მისი ძირითადი მტრებია წითელი მგელი და გარეული ძაღლები. ამჯერად მის პოპულაციას უმეტესად ბრაკონიორობა და ჰაბიტატის განადგურება ემუქრება. მეთვრამეტე, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში გარნა ინდოეთში აქტიურად ნადგურდებოდა. თავადაზნაურები გარნაზე სპეციალურად გაწვრთნილი აზიური ავაზებისთ ნადირობდნენ. განადგურება იმდენად ინტენსიური იყო, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ ანტილოპების გადასარჩენად შეერთებულ შტატებში გარნას გამრავლების ცენტრი შექმნეს. ამჯერად ინდოეთის კანონმდებლობა კრძალავს გარნაზე ნადირობას, მაგრამ ბრაკონიერები მაინც კლავენ ამ შესანიშნავ ცხოველს.

წყარო: zoo.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა სანახავი იქნება ავაზებით ნადირობა ????


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?