Jump to content


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ლეკვი ყოველთვის შეასრულებს თქვენთვის არასასურველ ქმედებებს და იმისათვის, რომ ისინი ჩვევაში არ გადაეზარდოს, ლეკვმა უნდა იცოდეს ბრძანება “ფუ!”

 

ამ ბრძანებისადმი მიჩვევა საჭიროა 2-თვის ასაკიდან. სხვა ბრძანებების მსგავსად, ძაღლმა ეს ბრძანებაც უნდა შეასრულოს დაუყონებლივ. “ფუ!” ბრძანებას ამბობენ მკვეთრი და მკაცრი ხმით, რომელიც გამოხატავს პატრონის უკმაყოფილებას. ერთდროულად მას მოჰყვება წკეპლის ან სპეციალური მათრახის სუსტი დარტყმა.

 

არ შეიძლება ხელით ან თასმით რტყმა, თქვენი ხელი ლეკვისათვის ხომ ალერსის სიმბოლოა, თასმა კი განკუთვნილია გასასეირნებლად.

 

თუ თქვენ ლეკვს თასმით სცემთ, ვეღარ შეძლებთ ლეკვის გასეირნებას თასმით: ლეკვს შიში გაუჩნდება მის მიმართ.

 

ამ ბრძანების გამომუშავება უნდა იყოს შეხამებული ლეკვისათვის აკრძალული ქმედებების შეჩერებით. მკაცრად და ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ლეკვს. “ფუ!” ბრძანება – მკვეთრი და მოულოდნელია, ასეთივე უნდა იყოს ფიზიკური ზემოქმედებაც.

 

ლეკვები და ზრდასრული ძაღლები, ჩვეულებრივ, იღებენ მიწაზე არსებულ სხვადასხვაგვარ ნარჩენებს, მაგრამ არა შიმშილის, არამედ თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო. წარსულში ძაღლები საკვებს სწორედ ასეთი ხერხით შოულობდნენ. ნარჩენების აღება იწვევს მძიმე შედეგებს.

 

ამასთან ბრძოლა საჭიროა უკვე ლეკვის ადრეულ ასაკში, ერთდროულად “ფუ!” ბრძანების დამუშავებასთან ერთად ლეკვის გადაჩვევა მიწიდან სხვადასხვაგვარი ნარჩენის აღებისაგან შეიძლება სხვადასხვა ხერხით.

 

მაგალითისათვის: გასეირნების წინ ლეკვისათვის უცნობმა პიროვნებამ დადგენილ ადგილებში საჭიროა დადოს ხორცის რამდენიმე ნაჭერი, რომლებსაც უნდა ეყაროს პილპილი ან სხვა მწარე, მაგრამ უვნებელი წამალი. სეირნობის დროს საჭიროა მოახდინოთ ლეკვისათვის ამ ნარჩენების პროვოცირება: ასეთი “საჩუქარი” ლეკვს ნამდვილად არ მოეწონება. მსგავსი გაკვეთილის განმეორება საჭიროა რამდენიმეჯერ, სატყუარის განთავსების ადგილის, ხარისხისა და გემოს შეცვლით.

 

მეორე ხერხი – თითქმის იგივეა, მაგრამ გემრიელი საკვების მიცემა ხდება მწარე სანელებლების გარეშე. მას ცვლის წკეპლა, რომლითაც პატრონი ურტყავს ლეკვს, თუ ეს უკანასკნელი გემრიელ ნაჭერს იღებს. ამასთან, დარტყმა უნდა შეესაბამებოდეს ძაღლის ზომებს. ერთდროულად წარმოითქმის ბრძანება “ფუ!”.

 

ამკრძალავი ბრძანება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძაღლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებისათვის



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი სტატია თაზო. :bravo:  :beer: :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mai89

mai89

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 3 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:Tb

გამარჯობააა )))

 

მეგობრებო მჭირდება დახმარება, მაჩუქეს ჰასკი, ახლა თვე ნახევრისაა, ვერაფერს ვაგებინებ,  ღრღნის ავეჯს, ((სათამაშოები ვუყიდე მაგრამ არ შველის, ჰიგიენაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაი (სახელი არ ვიცი და ამიტომ ...) იქიდან ,გამომდინარე  რა კითხვასაც სვამ გასაგები ხდება რომ გამოცდილება ან ცოტა გაქვს ან საერთოდ არ გაქვს. ამიტომ ან დიდი მოთმინებით უნდა განიმსჭვალო და შენ თვითონ უნდა გაწვრთვბნა (რაც მოკლევადიანი ნამდვილად არ არის) ან უნდა აიყვანო კინოლოგი, გადაუხადო თანხა და ის გაგიწვრთნის.... 

  რაც შეეხება ღრღნას კბილები ამოუვიდა და ექავება. სანიტარიაც შესაბამისად ძალიან პატარაა და მიჩვევა უნდა .....ცოტა რომ წამოიზრდება , ნელა ნელა გადაეჩვევა (მაგრამ უნდა უჩიჩინო. ანუ ის ადგილი უნდა კარგად დაასველო გაზეთით...მერე ე გაზეთი უნდა დადო იმ ადგილას სადაც გინდა რომ მოშარდოს, თანაც ძველი ადგილი ძალიან კარგად უნდა გაწმინდო) ძაღლი სუნით ეჩვევა ადგილს . მაგრამ არც 1 და 2 დღე ამას არ ეყოფა სანამ გაიგებს რას ითხოვენ მისგან....

 მოკლედ დატუქსვით და მოფერება-შექებით , რეფლექსურად მიხვდება....


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mai89

mai89

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 3 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:Tb
ვცდილობ არ ვცემო, ერთ ხმამაღალ ნათქვამზე ათჯერ მიყეფს და აქეთ მიტევს, ვერ ვხვდები აგრესია რატომ აქვს. როდიდან მოვა აზრზე სანიტარიის მხრივ, ავეჯი რომ არ ღირღნოს და ა.შ? მადლობააა

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საყვარელო ძაღლი  არის მგლის ჯიშის. ანუ აღიარებს ხროვის პრინციპს. რაც ნიშნავს რომ ზლიერი იმორჩილებს სუსტს. მისი აგრესიაც ამის გამოა გამოწვეული. ცდილობს თავისი გაიტანოს. თუ გაუვა , მერე ვერ დაიმორჩილებ. ცემას არ გირჩევ. ჯერ ერთი ცემას აზრი უნდა ქონდეს. ანუ უნდა გაიგოს რატომ დაისაჯა. ცემა თავის თავად არაა მისაღები. მაგის მაგივრად აიღე წკეპლა ერთი მოცე ტაკოზე და უცებ გაიგებს უფროს უნცროს. რამოდენიმეჯერ რო მოხვდება , მერე მოვა აზრზე. ანუ ძაღლი (ლეკვი) დიდი ენთუზიაზმით იღებს წვრთვნას როცა ხვდება რომ მაინც გააკეთებინებენ იმას , რასაც მისგან მოითხოვენ. მიმიხვდი? ესე ძნელია ახსნა. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი.

 დრესურა დაგეშვის განყოფილებაში , ლეკვების აღზრდის და გაწვრთნის ვიდეოებიცაა და იმას გადაავლე თვალი. უფრო გასაგები გახდება ....მეთოდოლოგია...

 წარმატებები

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ბაბუ შენი ახსნილიც სრულიად საკმარისია

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mai89

mai89

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 3 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:Tb
გამოსადეგი რჩევებია,აუცილებლად გავითვალისწინებ. მადლობა

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ფუ ბრძანება  ისწავლება მარტივად უკნალშI რო მოხვდება ისეთი თვალებს დააჭყეტინებ მეორე აგარ გააკეთებს :D



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაბო ნუ იცი ესეთი უხეში ხუმრობები. უცნობებიც კითხულობენ ძმობილო. მართალი ეგონებათ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

       რა კარგათაა ახსნილი ყველაფერი, ვისაც ლეკვი ყავს ან ეხლა აპირებს აყვანას იმათ გამოადგებათ



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ შენი ახსნილიც სრულიად საკმარისია

მადლიერი...მასთე პოზიტიურად რომ შემაფასე . გეიხარე პერტენი. გეიხარე :0025:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1003 პოსტი
ერთ ამბავს გეტყვით, ჩემი პოინტერს როგორ შემთხვევით ვასწავლე ბრძანება "ფუ" და წყალის სიყვარული ერთდროულად ))
სადღაც 2 თვის იყო, ზღვაზე ვართ, ვსეირნობთ, ვტკბები, რო უყურებ მიხარია, და უცბათ რას ვხედავ მასზე დიდი ზომის ფუნას მიმდგარია და ჭამს !!! მაშინ დაუძახე პირველად "ფუ" და გავიქეცი მისკენ და ვკივივარ ფუ -ს...
რათქმაუნდა ზედ არ მიყურებს და გემრიელად შეექცევა ფუნას... მივვარდი გაგიჟებული და გაბრაზებული, რასქვია ფუ -ს ვეუბნები და არ მიჯერებს თქო, (არადა რას ვერჩოდი აზრზე არ იყო ამ ბრძანებაზე რა უნდა ექნა). წავავლე ქეჩოში ხელი და არც მეტი და არც ნაკლები თვი ვარტყმევინე ფუნაში, თან ისტერიულად "ფუ"-ს ვკიოდი. ოღონდ 20 ჯერ მაინც... ვაკვრევინე. ამ პროცესში ბეჩავი გაქცევას ცდილობდა ერთი ორჯერ გამისხლტა ხელიდან, ისევ წავავლე და ესე დაბეჯითებით ვაგძელებდი ფუს ძახილს და მის და ფუნის ზელვას ერთმანეთში. მეც რომ დავიღალე და "პარი" გამოუშვი შევამჩნიე რომ ძაღლს მანქანაში ვერ ჩავსვავდი და უცბათ გავსხივოსნდი, ზღვის პირას ვიყავი, ხელი ქეჩოდან არც გამიშვია ისე გადაუძახე წყალში სადღაც 15 -20 მეტრში. რო ჩაყურყუმელავდა კი გამკრა თავში არ დაიხრჩოს ეს დეგენერატი თქო მარა, აფროდიტესავით ამოყვინთა სრულიად გარეცხილმა. გამოცურა რათქმაუნდა, მოვიდა და ეგრევე ნუგბარი მივეცი კბილებში.
ეს დღე იყო და ეს დღე. ბრძანება "ფუ" 10 წელი არ დავიწყებია.
ასევე ცურვა ისე მოეწონა წყალში შედიოდა უპრობლემოდ.
და ბოლოს... ფუნას სადმე თვალს თუ მოკრავდა გზის მეორე მხარეს გადადიოდა.
პატივისცემით მე.

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ერთ ამბავს გეტყვით, ჩემი პოინტერს როგორ შემთხვევით ვასწავლე ბრძანება "ფუ" და წყალის სიყვარული ერთდროულად ))
სადღაც 2 თვის იყო, ზღვაზე ვართ, ვსეირნობთ, ვტკბები, რო უყურებ მიხარია, და უცბათ რას ვხედავ მასზე დიდი ზომის ფუნას მიმდგარია და ჭამს !!! მაშინ დაუძახე პირველად "ფუ" და გავიქეცი მისკენ და ვკივივარ ფუ -ს...
რათქმაუნდა ზედ არ მიყურებს და გემრიელად შეექცევა ფუნას... მივვარდი გაგიჟებული და გაბრაზებული, რასქვია ფუ -ს ვეუბნები და არ მიჯერებს თქო, (არადა რას ვერჩოდი აზრზე არ იყო ამ ბრძანებაზე რა უნდა ექნა). წავავლე ქეჩოში ხელი და არც მეტი და არც ნაკლები თვი ვარტყმევინე ფუნაში, თან ისტერიულად "ფუ"-ს ვკიოდი. ოღონდ 20 ჯერ მაინც... ვაკვრევინე. ამ პროცესში ბეჩავი გაქცევას ცდილობდა ერთი ორჯერ გამისხლტა ხელიდან, ისევ წავავლე და ესე დაბეჯითებით ვაგძელებდი ფუს ძახილს და მის და ფუნის ზელვას ერთმანეთში. მეც რომ დავიღალე და "პარი" გამოუშვი შევამჩნიე რომ ძაღლს მანქანაში ვერ ჩავსვავდი და უცბათ გავსხივოსნდი, ზღვის პირას ვიყავი, ხელი ქეჩოდან არც გამიშვია ისე გადაუძახე წყალში სადღაც 15 -20 მეტრში. რო ჩაყურყუმელავდა კი გამკრა თავში არ დაიხრჩოს ეს დეგენერატი თქო მარა, აფროდიტესავით ამოყვინთა სრულიად გარეცხილმა. გამოცურა რათქმაუნდა, მოვიდა და ეგრევე ნუგბარი მივეცი კბილებში.
ეს დღე იყო და ეს დღე. ბრძანება "ფუ" 10 წელი არ დავიწყებია.
ასევე ცურვა ისე მოეწონა წყალში შედიოდა უპრობლემოდ.
და ბოლოს... ფუნას სადმე თვალს თუ მოკრავდა გზის მეორე მხარეს გადადიოდა.
პატივისცემით მე.

:DDD  :DDD  :DDD  :DDD  :DDD



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

 Doc-lasha  მოგიკლია ძაღლი და რაღას გაეკარება აწი :0024:  :0024:  :0024:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?