Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

.

.

პოინტერი ნადირობისას

.

 

Untitled-481.jpg

პოინტერი ნადირობისას

ჩემი აზრით, ძაღლი პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სახით:მისი თავი გაყოფილია ორ ნახევარსფეროდ, რომელთა აქტიურობა გამოიხატება: -სირბილის სურვილით, -ნადირობის სურვილით. თუკი სირბილის სურვილი ჭარბობს ნადირობის სურვილს, მაშინ ძაღლი დიდხანს დარბის დაოთხილი შორ მანძილზე, მაგრამ ის არ ნადირობს. და პირიქით, თუ ნადირობის სურვილი ჭარბობს სირბილის სურვილს, მაშინ ძაღლი მონადირის გარშემო მიწაში ჩარგული ცხვირით ტრიალებს და ამუშავებს ფრინველის ყოფნის ნებისმიერ შესაძლო ადგილს. იდეალურად ითვლება, ამ ორი ნახევარსფეროს ჰარმონიული წონასწორობა. ეს წონასწორობა ყოველთვის იდეალურად არ არის ბალანსირებული. ძაღლის მოძრაობა დაკავშირებული უნდა იყოს ფრინველის ძებნასთან. ბევრი ძაღლი დარბის, მაგრამ არასაკმარისად აქვთ გულისყური მიმართული ნადირობისკენ. როდესაც ძაღლს აიძულებენ ისეთ მინდორში ირბინოს, სადაც ფრინველი არ არის, მას ნადირობის ინსტიქტი არ განუვითარდება. თუ ძაღლს გამუდმებით არ აიძულებენ გამოავლინოს ნადირობის ინსტინქტი, მაშინ ასეთი ინსტინქტი თანდათან გაქრება და ძაღლი მხოლოდ სირბილზე დაიწყებს ფიქრს, ანუ დიდი სისწრაფით, ყნოსვის გამოუყენებლად, ყოველგვარი ნადირობის გარეშე ნთქავს სივრცეს. შეჯიბრებაზე ძაღლი ყოვლეთვის იდეალურთან მიახლოვებულ პირობებშია, ნადირობისას კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ნადირობის დროს მან უნდა გამოავლინოს საზრიანობა, რათა გადალახოს ის წინაღობები, რომელსაც ის გადაეყრება, მაგალითად, ქარი-ძებნის მიმართულებით ან რთული რელიეფი. განსაკუთრებით დამახასიათებელი მაგალითია ძაღლის მუშაობა მთაში, სადაც მან თანაბრად უნდა გადაანაწილოს ფიზიკური დატვირთვები, ხანდახან ზურგის ქარიც გამოიყენოს, რომელიც ხშირად ქვევიდან უბერავს, ასევე ჰორიზონტალური მონაკვეთები ძალების ეკონომიის მიზნით. ჩემი აზრით, საზრიანობა პირველხარისხოვანი თვისებაა, რადგანაც იგი მეძებრის ყველა სხვა თვისებას ამაღლებს. ამგვარად, ახალგაზრდა ძაღლს ნადირობის ინსტინქტი სანადირო ფრინველის არსებობის შემთხვევაში უვითარდება. ძაღლი თავისი გონიერების წყალობით, წარმატებებისა და წარუმატებლობების შემდეგ იძენს იმას რასაც ჩვენ გამოცდილებას(ოსტატობას) ვუწოდებთ. მინდორში ყოველი ახალი გასვლა და ფრინველთან ყოველი შეხვედრა ახალგაზრდა ძაღლისთვის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. და თუ ის არ პროგრესირებს, არ ჭკვიანდება, მაშინ ის სულელი ძაღლია, ასეთი ძაღლები კი საკმაოდ ბევრია.

Untitled-231.jpg

მონადირე ვალდებულია მიეხმაროს ძაღლს გამოცდილების შეძენაში, მიმართოს მისი ძებნა დამახასიათებელ ადგილებში, სადაც ის სანადირო ფრინველს შეხვდება. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ ხორბლის ნათესებში გნოლის სიმჭიდროვე უფრო მეტია მინდვრების განაპირას და შეჯიბრების მსვლელობისას კი ვამჩნევ რომ ბევრი ძაღლი სწორედ იმ დარჩენილ 30 მეტრს გამოტოვებს ხოლმე, რადგანაც გეშვისას მათ ასეთ ადგილებს არ ამუშავებინებდნენ. ნადირობის ინსტინქტის შემდეგ პოინტერის მთავარი იარაღის-ყნოსვის შესახებ ვისაუბროთ. პოინტერის ყნოსვა-ეს არის ბრწყინვალე რადარი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს უმცირესი სუნი, მე ვიტყოდი ფრინველის სუნის მოლეკულები. მე ვთვლი, რომ ყველა ძაღლს

Untitled-451.jpg

აქვს ყნოსვა, მაგრამ მათგან სულ მცირე ნაწილს აქვს ფრინველის სუნის ანალიზის უნარი, რაც გამოწვეულია ან ამ სუნის არასაკმარისი ძალით, ან გონიერების უქონლობით. ამასთან აუცილებელია ფრინველის სუნი ძაღლმა თვით ფრინველს დაუკავშიროს. ზოგიერთი პოინტერი მშვენივრად ახერხებს საკუთარი ყნოსვის ადაპტირებას ზაფხულის გვალვისადმი, მაშინ როდესაც, ყველამ იცის, რომ სუნი ნესტიან ჰაერში უკეთესად ვრცელდება. ასეთი ძაღლები განთქმულნი არიან და მათზე დიდი მოთხოვნილებაა ესპანეთში, კერძოდ კასტილიის პლატოებზე სანადიროდ. ნადირობა ძაღლისგან მრავალ თვისებას თხოულობს, განსაკუთრებით კი ერთერთ მათგანს, რომელსაც ვერ გამოავლენ შეჯიბრის დროს-გამძლეობას. მე ვთვლი, რომ ფრინველის ჟინიანი ძებნა გამძლეობის მამოძრავებლი ძალაა. მონადირეები დიდად აფასებენ მეძებარს, რომელიც ცივი, გადუღებელი წვიმის დროს რამდენიმე საათი გაუჩერებლად ნადირობს. ეს არის ამ ჟინის ნაყოფი, რომელიც აიძულებს თქვენს პოინტერს ეძებოს ჩიბუხა ყველაზე მძიმე ადგილებში. მნიშვნელოვანია და აუცილებელია თქვენი ახალგაზრდა პოინტერი ჩააყენოთ მძიმე და სხვადასხვაგვარ პირობებში, სასურველია დედასთან ერთად. დედა იქნება მისთვის მაგალითი, ის აჩვენებს მას სანადირო ფრინველს და თუ მას გონიერება ეყოფა, სწრაფად მიხვდება, რომ ფრინველის საპოვნელად საჭიროა ამ სირთულეების გადალახვა. პოინტერის ჩიბუხაზე გეშვის დროს სწავლების ასეთ მეთოდიკას მე ვთვლი, როგორც ძირითადს. რათქმაუნდა, ეს ფრინველი შეიძლება შეგვხვდეს სრულიად განსხვავებულ ბიოტოპში, ზოგან რთულ, ზოგან კი ადვილ ადგილებში. გეშვისას ასეთი რთული პირობების შექმნის გარეშე, შემდგომში ძაღლი არ იმუშავებს მძიმე ადგილებში. ნადირობისას კი უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გულდასაწყვეტია მოუჩხრეკავი, გამოტოვებული ადგილები. საერთაშორისო პოინტერკლუბის პრეზიდენტი ჟან კლოდ დარიგადი

თარგმნა
ლერი ახმეტელმა



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
tazo chaaswore eg kaci aris darigadi da ara daribadi

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
es statia saidan aige?? memgoni leri axmetelis natargmnia

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ხო ლერი ახმეტელის ნათარგმნია. მეგონა ავტორიანა გადმოვწერე, გამორჩენილა. საიდან და მონადირე.კომზე მქონდა და გადმოვიტანე. იქ რაც ჩემი დადებულია, წყაროს მიწერა არ უნდა. თუ ვინმემ ფეხი გამოყო მე გავცემ პასუხს.

გვარს ჩავასწორებ ახლა და მთარგმნელსაც

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თაზო თეგები არ დაგავიწყდეს ხოლმე


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
jean claud darigade aris udidesi eqsperti... mastan stajireba shejibrebebze da shemdgom seminari magari skolaa erti orad izrdeba stajioris codna medzagleobashi.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამო ისე ამ ადამიანზეც თუ დადებ ინფორმაციას კარგი იქნება ...ჩვენი კლუბის წევრები რაც მეტად აიმაღლებენ ერუდიციას ამ თემაში ყველას ინტერესებშია. ძაღლებიჩ ბევრსა ჰყავს და ალბათ მეტი ცოდნა მეტი ძალაა , ხომ მეთანხმები?


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
dastur dastur ... movamzadeb statias aucileblad

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე სამო , გაიხარე. კარგ საქმეს აკეთებთ ბიჭებო


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მიდი სამუშია 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თაზო კარგი სტატიაა -საჭირო


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მიყვარს ეს ჯიში....



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
saertashoriso pointer klubis prezidenti jean claud darigade ar aris. SILVIO MARELI aris prezidenti.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?