Jump to content


ამ თემას აქვს 59 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

2coxs.jpg

მურა დათვი (Ursus arctos Linneaus, 1758)
ოჯახი დათვისებრნი - Uursidae (Cray, 1825). 
დათვი გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დათვი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს მრავალგვარ ბიოტოპში, ჭარბტენიანიდან დაწყებული, არიდულით დამთავრებული. გვხვდება აგრეთვე თითქმის ყველა ვერტიკალურ სარტყელში, ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე. 

კავკასიური მურა დათვი. საქართველოში უმთავრესად მაღალი ტყეების ბინადარია; იგი მტაცებელია. მამალი დათვის წონა სამას კილოგრამამდე აღწევ, დედალი კი ტანითაც და წონითაც ნაკლებია.
დათვი ყველაფრის მჭამელია უმთავრესად მცენარეულით იკვებება. განსაკუთრებით უყვარს თაფლი ჭამს ჭიანჭველის ჭუპრებს, ჭიაღუას. მშიერი დათვი ხშირად სასარგებლო- ნადირ-ფრინველის და შინაური პირუტყვის ხორცითაც იკვებება, არ იწუნებს ლეშსაც, მაგრამ ყველაზე დიდ ზიანს აყენებს სიმინდის, ხორბლის, ქერის, ჭვავისა და სხვა ნათესებს მთის კალთებზე.
ცივ ქვეყნებში დათვი ზამთრის ძილს ეძლევა თავის ბუნაგში, ჩვენშიაც ზამთრობით ბუნაგშია ხოლმე, მაგრამ თბილ ამინდში გამოდის და საკვების მოსაპოვებლად დარბის.
ჩვენებური დათვი, საერთოდ მშიშარაა ერიდება ადამიანს და გაურბის მას, ხიფათის შემთხვევაში კი შეუპოვარია და საშიში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაჭრილია.
დათვის მძუნაობა ჩვენში ივნისიდან იწყება მაკეობს 280 დღეს, რის შემდეგ თავის ბუნაგში იგი ორ-ოთხ ბელს შობს. დათვის მძუნაობა ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ორი წლის დათვი უკვე ზრდასრულია.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.

.

.2013061921571046204.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ერთხელ მყავს დათვი ველურ ბუნებაში  ნანახი შორიდან ორი ბელი ახლდა



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
მთავრობამ დათვების დახოცვის შესახებ განკარგულება გასცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, ყვარლის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტბს შორის დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

როგორც "ლიბერალს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, როდესაც მოსახლეობას გარეული ცხოველი თავს ესხმის ან მათ ჯანმრთელობასა და ქონებას საფრთხეს უქმნის, თავდამსხმელი ცხოველის რაოდენობას ამცირებენ.

"მუნიციპალიტეტების გამგეობებმა მოგვმართეს, რომ მოსახლეობას დათვები თავს ესხმოდნენ. ჩვენ ადგილზე ექსპერტები მივავლინეთ, მათ დასკვნა მოამზადეს იმის შესახებ, რომ გარეული ცხოველის მოკვლა აუცილებელი იყო", - უთხრა "ლიბერალს" გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ხელაიამ. 

ხელაიას თქმით, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. "დათვს, რომელიც შეჩვეულია მოსახლეობას, არაფერი უშველის". ნონა ხელაიას თქმით, რეინჯერების პატრულირებით ან სხვა ღონისძიებებით მოსახლეობის დათვებისგან თავდასხმის შეჩერება ვერ მოხდებოდა. 

"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მასშტაბით რეინჯერების პატრულირება, სამინისტროს რამდენი რეინჯერი უნდა ჰყავდეს, რომ ეს გააკეთოს", - ამბობს ხელაია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ ზოგიერთ სოფელში, დათვები მოსახლეობას, ფერმერებს თავს ესხმოდნენ, რის შემდეგ მოქალაქეებმა საკრებულოს ერთობლივი წერილით მიმართა.

"საკრებულომ კი გუბერნატორის აპარატსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, მდგომარეობა აუხსნა და დახმარება სთხოვა. ჩვენთვის ცნობილი არაა, რა ფორმით დაგვეხმარებიან", - განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტში.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსმა რევაზ ვარშანიძემ "ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენიმე თემში დათვმა მსხვილფეხა პირუტყვი გაანადგურა. ამის გამო მათ გარემოს დაცვის სამინისტროში შესაბამისი განცხადება გადააგზავნეს.  "ვითხოვდით ნებართვებს, ან შესაბამისი სამსახურების ჩართვას, რომელიც დათვებს დახოცავდა", - ამბობს რევაზ ვარშანიძე.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი შავგულიძემ "ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, რომ დათვების დახოცვის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხევებში უნდა იყოს მიღებული, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ზომები კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს მორგებული.

"ამგვარი განკარგულებები საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე უნდა გაიცეს, ასევე დათვები აუცილებელად პროფესიონალების მიერ უნდა იყოს დახოცილი და არა ისე, რომ ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვისაც რომელი დათვი უნდა, ის მოკლას. ამასთან, აუცილებელია იმ დათვის იდენტიფიკაცია, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მეორე საკითხია იმის მონიტორინგი, როგორ გამოიყენებენ ამ უფლებას, ვეჭვობთ, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიძლება, ეს კარგად არ შეასრულონ", - აცხადებს შავგულიძე.

რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მისი თქმით, არის სახელმწიფოები, სადაც ლიკვიდაციის გარდა, ტრანსლოკაციის მეთოდი გამოიყენება, როდესაც პრობლემურ ცხოველს იჭერენ და სხვაგან გადაჰყავთ.

"საქართველოს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ისეთი ადგილები ძალიან ცოტაა, სადაც დათვი მოსახლეობას არ შეაწუხებს. ამასთან, ტრანსლოკაცია საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ გარდა ეკონომიკური საკითხისა, საქართველოში მისი განხორციელება, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ნაკლებად შესაძლებელია", - ამბობს შავგულიძე.

შავგულიძის თქმით, მეორე ვარაინტი დათვის სამუდამოდ დატყვევებაა, მაგრამ ამ შემთხევაში ეთიკური საკითხი წარმოიშვება ხოლმე - რამდენად ეთიკურია დათვების სამუდამოდ დატყვევება.

“მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი "ლიბერალს" კიდევ ერთი ვარიანტის შესახებ ესაუბრა. მაჭარაშვილი დათვის დაძინების შესაძლებლობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ცხოველი თავშესაფარში გადაჰყავთ. საქმე ის არის, რომ  საქართველოში ასეთი თავშესაფრები არ არის.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაკრესის" თავმჯდომარემ ბეჟან ლორთქიფანიძემ "ლიბერალს" განუცხადა, 2004 წლის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ 450 დათვი დაფიქსირდა, მათი მაქსიმალური რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

ცუდია რო ეს კაკონი მიიღეს პატარა და დიდი დაიწყებს დათვების ამოჯლეტვას  :0041: მომავალ წელს სვანეთში დათვის გამრავლებას დაიწყებენ ისე დახოცავენ



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მართლაც რომ ცუდია , ეს კანონი ეხება მხოლოდ ყვარელის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს ისიც თუ დათვმა ზიანი მიაყენა პირს, მის საცხოვრებელს, ქონებას



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცუდია რო ეს კაკონი მიიღეს პატარა და დიდი დაიწყებს დათვების ამოჯლეტვას  :0041: მომავალ წელს სვანეთში დათვის გამრავლებას დაიწყებენ ისე დახოცავენ

დათვები რომლებიც გამოსახშირია ....უნდა გამოიხშირონ. რაჭაში , სოფელ მუხლში , ჩემი თვალით ვნახე საწყალი გლეხის გასაჭირი, როდესაც ღელეზე , მაკე ძროხა დაგლიჯა...

დათვი რომელიც შინაურ ცხოველს მოინადირებს(რაც ძალიან ადვილია გარეულთან შედარებით) , მიეჩვევა და რეგულარულად დაუწყებს განადგურებას.....

ასე რომ როგორც მავნებელი მისი ლიკვიდაცია სწორი გადაწყვეტილებაა. ვინმე თუ რამენაირად იმაიმუნებს ....ეს უკვე სრულიად სხვა თემააა


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეს პოსტი ვერ ვნახე და კანონმდებლობაში დავდე ანალოგიური პოსტი.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იქაც იყოს  ზაზაჯან რა პრობლემააა.შენ იყავი კარგად....


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბუ კი გასაგებია მარა დათვზე ნების დართვას არ ჯობდა ნება დაერთოთ ტურაზე,მგელზე,მელაზე და ისეთ მტაცებელზე რომელსაც დიდი ზარალი მოაქვს ? 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გოგლიკო ერთის შეცვლა მეორეთი საქმის ვითარებას ვერ შეცვლის. იმაზედაც უნდა დაიშვას რა თქმუნდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გოგლიკო ერთის შეცვლა მეორეთი საქმის ვითარებას ვერ შეცვლის. იმაზედაც უნდა დაიშვას რა თქმუნდა

დასტურ, დასტურ!



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ყველაფერი დასაშვებია ნორმების ფარგლებში...

ზედმეტი არ ვარგა თორე პერიოდულად გამოხშირვა რომ უნდა მაგი ცხადზე ცხადია...



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აგერ ჩემ დედულეთში ძროხა დაგლიჯა(როგორც უკვე უდრე დავწერე) თავის ბოჩოლათი. აწი რახან ადვილად მოპოვებადი ხორცის გემო გასინჯა , მაგი აღარ გაანებებს საქონელს თავს...


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?