Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 42 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ბრძოლა გარდაბნის ველზე
 
მშვიდობა თქვენდა! მინდა მოგიყვეთ ამბავი ესე ქართველთა დიდებისა და საარაკო გმირობისა.
და იდგა წელი 2013 ჟამთა ქორონიკონისა, თვესა გიორგობასა რიცხვითა ორითა. და მოვიდა მამულებიდან ერისთავთერისთავისა კვაპასი მალემსრბოლი მოურავისა მისისა თვინიერ გამოგზავნილი. და აუწყა მან შიკრიკმან ფირმანითა შედგენილითა მოურავისა მიერ ამბავი ქართული სამანების გადმოლახვისა და შემოსევისა მტრისა მუხანათურად, მამულებზედა მისსა მუნ გარდაბანსა ზედა. და ბრძანა ერისთავთერისთავმან შეკრება დარბაზობისა რათა ეხსნათ სამშობლო,ქვეყანა ქართლისა განსაცდელისაგან. და მყის გამოეხმაურნენ მამულიშვილნი დაძახილსა ამასა და იწყეს შეკრება რათა უკუეგდოთ ასაოხრებლად კარს მომდგარი მწყერი მუხანათი.მყისიერ, როგორც კი დასცეს ბუკსა და ნაღარას ბრძოლის ველზედ გამოცხადდა თვით გორდა ბატონი, მეომარი უბადლო და ცნობილი თავისი სიჩაუქით, თავისი ბედაურითა და საბრძოლო ძაღლით სახელად ბოი(უცხოური,საზღვარგარეთული სახელია,ნიშნავს ჭაბუკს). ჯიშათ ჩვენში ძაღლსა ამასა გასაოცარსა პოინტერს იტყვიან.უმალ მოჰყვა გორდა ბატონსა დიდი თავადი ვალერიანი,ადამიანი დიდად კეთილბუნებოვანი, რომელმან აჩუქა ძაღლი ესა გორდა ბატონსა,მეგობარსა განუყრელსა თვისსა კეთილშობილსა მირზასთან ერთად.მეომართან უაღრესად მხნესა და თავდადებულთან. იმიერ საქართველოდან თავისი მხედრობით მოიჩქაროდა თვით დიდი მაგისტრი, უებრო ვაჟკაცი ,კაცი ლომგული და ნაქები თამადა.ხოლო დიდებულთა ამათთა ვახლდი მე ჟამთააღმწერელი ,მემატიანე ესე უბრალო ,სატახტო ქალაქ თფილისიდან .მუნ ახლოს ჩემდა იყვნენ ორი ახოვანი ევროპიელი რაინდი .ევროპელ ჯვაროსნებად წოდებულნი გულადი მეომარნი, ნაქები მებრძოლნი. ერთი მადიართა ქვეყნიდან(სხვანაირად ჰუნგართა ქვეყანს ეძახიან) წითური ვიჟლა სახელად გაბი.ხოლო მეორე პრუსთა ქვეყნიდან ვაიმარის მხარიდან.
მტერი დაბანაკდა ადგილსა მასსა გარდაბანსა , ბალახსა მაღალსა შიგან და მიენდო რიცხობრიობასა მისსა და იყვნენ ურიცხვი ვითარცა ვარსკვლავნი ცასა ზედა და ქვიშანი უდაბნოსა შიგან.უმალ მოადგა ქართველთ ლაშქარი ველსა ამასა და დასცეს ბანაკი საომრად. და მკვირცხლ იწყო მზადება საბრძოლველად ივერთ მხედრობამ .მოკლედ ითათბირეს და საბრძოლო გეგმაც დიდი მაგისტრისას მიემხრნენ.დილა გათენდა გრილი და ოდნავ უბერავდა სიო(სინოპტიკოსების ცნობით ჩრდილო-დასავლეთის სუსტი ქარი 2-3მ~წ)როს განემზადნენ სისხლის ღვისათვის, იარაღი იშიშვლა ერისთავთერისთავმა ,კაცმან ტანადმა და ახოვანმა და იგრგვინმა ხმამან მისმა ვითარცა მეხმან ცასა ზედა. და შეუძახა თანამებრძოლთ:მამულიშვილნო მწყერი ტიალი მოგვდგომია სამშობლოს კარსა და წალეკვით გვემუქრება, თავმოყვარეობის და მონადირთ რწმენის შელახვას გვიპირებსო. მაშ წინ აღვუდგეთ და ვაჩვენოთ სიჩაუქე ჩვენიო.ლეჩაქიმც დაეხუროს ვინც ბრძოლის ველიდან მუხთლად და დიაცურად გაიქცეს , მწყერს ზურგი აჩვენოს და თანამებრძოლთ თვისთთა უღალატოს."(ნუ თავისებურად დააგინეს რა)ღმერთი ახსენა, უფალს გამარჯვება და სამშობლოს გადარჩენა შესთხოვა, დასჭექა -"ჰკა მაგათაო" და ელვასავით გაიკვესა ქართველთ საჭურველმან ამომავალ მზის სხივით განათებულმან. უმალ ფიცხელ ბრძოლაში გადაეშვა ქართველთ მხედრობა .და იწყეს ბრძოლა გულდაგულ, ვითარ შეშვენის სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ვაჟკაცთა .დილა უთენია გაჩაღდა ბრძოლა, იბრძოდნენ გავეშებულები და პირგამეხებულები. შიშის ზარს სცემდა ერისთავთერისთავი კვაპა თავისი შემართებითა და მგრვინავი ხმით, შეუპოვარი და გავეშებული იყო დიდი თავადი ვალერიანი, ყველგან თავის ირგვლივ სიკვდილს თესავდა გორდა ბატონი მწყრის რიგებში ,გულდაგულ მიეძალა მწყერს ლომგული მირზა,კაცი უშიში ვითარცა უხორცო. დიდი მაგისტრის გამოჩენაზე მტერი(მწყერი) თავზარდაცემული გარბოდა და თავს გაქცევა -გაფრენით შველიდა.და ჰოი საოცრებავ .იძლივნა მტერი ურიცხვი და იწყო მხდლად უკუქცევა.აოტნეს ქართველ მხედრობამ სტუმარი დაუპატიჟებელი, დიდძალი მომხვდური მოისრა იმ დღეს(ლიმიტის ფარგლებში ჩავეტიეთ.ავტ.მემატიანე )ბევრიც ბალხბულახებში დაეკარგა ივერთ ლაშქარს. ევროპელი მებრძოლებიც სახელოვნად გაისარჯნენ.უფალი მადლიერებით ახსენეს და გამარჯვებული და ძლევამოსილი გამობრუნდა ქართველთ ლაშქარი რუსთავის გავლით სატახტო ქალაქს ტფილისს...
და იდგა ჟამი სიკეთისა და ძლევამოსილებისა......
და იდგა ქორონიკონსა წელი 20123 შემოდგომა ,გიორგობისა 2.



ჟამთააღმწერელი
(ანუ მე)
  • add.png                                            სრული ვერსიის ნახვის შემთხვევაში მონიშნეთ +
  • delete.png

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

pre_1506346108__sob8a.jpg

ივერთ ლაშქარი
la2cj.jpg
მოისრა მტერი (მწყერი) უთვალავი(ძველ ქრონიკებში ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. შენიშვნა ავტორისა)
eb4ig.jpg
ნუ იგივე შინაარსის სურათი , ოდნავ განსხვავებული რაკურსით


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ro2d4.jpg
დღის გმირი.უნგრელი რაინდი(მადიარი) გაბი ჩაფიქრებული გაჰყურებდა ბრძოლის ველს
0ljfd.jpg
ევროპელი ჯვაროსანი დიდი ყურადღებით სდარაჯობდა ალაფს(ნადავლს). ახლოს არ აკარებდა არავის

  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

pre_1506346476__lpjef.jpg.

დიდი ერისთავთერისთავი .

pre_1506347468__zl1px.jpg.

მირზახანი.

3a7fr.jpg

 

pre_1506346362__jfh4e.jpg

გორდა ბატონი და დიდი მაგისტრი

.

 


kwecn.jpg
ბრძოლით დაღლილი,თავისი სიჩაუქით სახელგანთქმული გორდა , უნგრელი გაბი და თქვენი მონამორჩილი ჟამთააღმწერელი
pre_1506346752__ctw6v.jpg
ესეც ასეე. მირზა ხანი თავისი ნაალაფარით

.

 

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ ეს რეპორტები დრო მოვა საუკეთესო კრებულის სახით გამოქვეყნდება!!!!!!!

მირზა


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Posted 03 October 2013 - 02:28 PM

მირზა

გაბი კი მართლაც შეუდარებელი იყო!!
მე პირადად ეგეთი ასაკის და ესოდენ პროფი ჯერ არ მინახავს
ქება და დიდება მის აღმზრდელს 

 

დიდ მადლობას მოგახსენებთ მირზახან , გაბისა და მისი აღმზრდელის ესოდენ კეთილი სიტყვებით მოხსენიებისათვის. მიიღეთ ჩემგან მადლიერების სიტყვები1701092_125.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#7 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#8 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

khirimeli

ბაბუ მეც მომაწევინე რა ძმურად,სადა გაჩითე? რეპორტს რომ ვკითხულობდი ძველქართული ენით დაწერილს შესტარი ჩავრთე და მაგრად წავიდა, რო ჩავამთავრე მეგონა ბრძოლის ველზე ვიდექი და მტრის სისხლით დასვრილ მკლავებს ვიწმენდდი...

ჰა ჰაააა გვაკლდი ბრძოლის ველზე ძმობილო


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#9 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

nika kavtiashvili

უუუფ გიო შენც დაგლიჯე ეხლა მტრის სისხლით დასვრილი მკლავები მაგარი იყო,

ბაბუ ჩავატარებთ აბა რაა არა ისე მართალა მაგარი რეპორტია რა უკვე მესამედ წავიკითხე 

რავა წერა კითხვა გიჭირს ბაბულიკო? 3 ჯერ რამ წაგაკითხა? მე ვეფხისტყაოსანი არ მაქ 3 ჯერ წაკითხული და ესშენ  რამ წაგაკიხა? :DDD


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#10 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
khirimeli
გმადლობთ უსტარის კეთილად მოხსენიებისათვის! თრიაქს არ ვეტანებით.გულძმარვას იწვევს, ძველთაგან გაგვიგია

 

ჰა ჰააა , შენ ხომ არ ეწევი? :DD


  • 1

53c8c0d32f03.jpg


#11 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"buka" 

ქართლი ცხოვრების მეოთხე ტომია 0002.gif


შენ ყოფილხარ კახაბერ ბატონიშვილი

 

 

ბატონიშვილი არა ჟამთააღმწერელი2889467_125.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#12 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  •  

  • 0

53c8c0d32f03.jpg


#13 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


  • 1

53c8c0d32f03.jpg


#14 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


  • 1

53c8c0d32f03.jpg


#15 Share
პანჩო

პანჩო

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 618 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა:xidari

ესიყო  თუ  იყო  ერთერდი  ისტორიული  ნადიმ   მერე  ნადირობა  განსაკუთრებულათ   ამდღის  ლიდერად  მოგვევლინა  მადმაზელ  გაბი  გაბი  გაბიიი  .....


  • 0

#16 Share
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*
  • სტუმარი

მამენატრა ეს დალოცვილი ესა რა


  • 0

#17 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თურმე ისევ წამოსულა ჩვენზედა მტ(წ)ყერი მუხანათი. დიდძალი შეკრებილან რიცხობრივად . ძალუმად და გულდაგულ მოიწევს ჩვენი სამშობლოს სანახებისკენ.უტყუარად ვიცი რომ 16 სთვის აქ იქნება და მასთან ბრძოლა გარდაუვალი იქნება.

 მაშ აღსდექით მასთან საბრძოლველად . ქუდზე(უკაცრავად გადამფრენ ფრინველების ამოღბის მოსაკრებელზე) კაცი, მამულიშვილნო!!!!


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#18 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰე ჰე... გადავიკითხე და გავხალისდი


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#19 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ამას რამდენჯერც ვკითხულობ ვიგუდები სიცილით :D ძაან მაგარი რეპორტია.
  • 0

#20 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აწი ახალი გავაკეთოთ........ :DDD


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#21 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3755 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მტერ-მწყერი რომ არ არის ეხლა რას ვებრძოლოთ ხოხობს ბაბულიკ ? ისე გადმოცემა მაგარი იცი შენ ძმობას ვფიცავარ :)


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#22 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო ეხლა უფრო ძალუმად მოტანებულ და მტ(წყ)ერთან შედარებით უფრო გამძლავრებულ ხოხობთა ლაშქარი ხოხ ხოხ როგორ გვიტევს????

ასე ამბობენ მოვდივართ და დაგვიხვდითო თუ გული გერჩითო..... მააშ :DDDდა თან შემოგვითვალეს ლეგიონის სავარგულებში შევერკინოთო. რას იტყვით მამულიშვილნო? შევებათ. მაშ 

ჰკარ მაგასააა


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#23 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
:D :D ჟურნალ ნადირობაში უნდა გამოვაქვეყნოთ ეგ რეპორტი :bravo:
  • 0

#24 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33986 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა ჰა ჰა....... :DDD ეგ რამ მოგაფიქრა?


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#25 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგ დღეს მართლა მაგარი ბრძოლა იყო...

კარგი მოგონებები აღმიძრა ამ რეპორტმა :)


  • 0





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 13 წევრს:

linkbox.ge