Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცხვრის ხორცი ესპანურად

 

cxvris_xorci_espanurad.jpg

 

 

საჭირო მასალა:

1 ცალი ცხვრის მხარი (1,6 კგ), 300 გ სტაფილო, 200 გ ნიახურის ღერები, 150 გ ხახვი, 2 ტოტი როზმარინი, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 15 კბილი ნიორი, 1 ს.კ. კამის თესლი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ს.კ. ტომატპასტა, 2 ს.კ. ნეკერჩხლის ვაჟინი, 250 მლ წითელი ღვინო, 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 კონა ოხრახუში, ზღვის მარილი, ახალდაფქული პილპილი - გემოვნებით.

 

მომზადება:

ხორცის ნაჭერს მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, მოვაყაროთ ზღვის მარილი და პილპილი. სტაფილო და ნიახური 1 სმ სიგრძის ნაჭრებად, ხახვი კი სეგმენტებად დავჭრათ. როზმარინი დავკეპოთ. დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, მოვათავსოთ ცხვრის მხარი და ყველა მხრიდან მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. ხორცი ამოვიღოთ ტაფიდან. იმავე ცხიმში ჩავყაროთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, ნიახური, როზმარინი, კამის თესლი, ტომატპასტა, მარილი, პილპილი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ნეკერჩხლის ვაჟინი და ღვინო და ცოტა ხანს ვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ ბოსტნეულის ბულიონი, ჩავდოთ ცხვრის ხორცი და 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3,5-4 საათის განმავლობაში შევწვათ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

წყარო: ღვინის კლუბი


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
სტუმარი_სტუმარი_*

სტუმარი_სტუმარი_*
  • სტუმარი

ბრავოოო... :ki:


  • 0

#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

და რაა ამაში ესპანური? ზეითუნი? ე არაა წარმოშობით ესპანური.

და ასე , მაშინ ,:

ამას ყველაფერს დავამატოთ ტარხუნა და იქნება ცხვრის ზორცი ბაღდათურად, ან ქუთაისურად. ცოტა აჯიკაც და იქნება მეგრულად ან ჯიხაიშურად (ნუ დიდი თუ პატარა , ეს უკვე ნიუანსებია)

:ki:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#4 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
გოჩა ჯიხაიშმა რა დააშავა, თუ არ უყვართ მაგათ ცხვარი :) :)
  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

გოჩა ჯიხაიშმა რა დააშავა

????????აბა გოჩა? :think:


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
:) :)
  • 0

#7 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
ბაბუ როგორ ხარ? სამი ჯიხაიშია, დიდი, პატარა და გოჩა ჯოხაიში :)
  • 0

#8 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კურორტნიკებს გაუმარჯოს. გოჩა? ჯიხაიში? მართლა არ ვიცოდი... :DD


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#9 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
გაგიმარჯოს ბაბუ, კი ნამდვილად ეგრეა.

დავბრუნდი :)
  • 0

#10 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3456 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

გემრიელი იქნება ნეტავ ... 

 

ისე იმ დღეს ცხვრის ხინკალი გავსიჯე და ცოტა არ იყოს და მომწეონა


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#11 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3585 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მადისღმძვრელად გამოიყურება


  • 0

#12 Share
mustafa

mustafa

    ტრიბუნი

  • გამგეობის წევრი
  • 706 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

ნიკუშ, ცხვარი ვისაც უყვარს ცხვრის ხინკალი პირველია.

 


  • 0

#13 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეუფფფ

ამის ნახვა იქნებოდა ამ დილაადრიან???

ჩავარდა სამუშაობ სამშაბათი :)


  • 0

#14 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31313 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კვირას ხო არ გვეთხოვა ბურგოსთვის? ან ფანცქალასთვის? ეგება და მოემზადებინათ?


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#15 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვააა არადა როგრო მიყვარს ცხვრის ხორცი... 

ისე ერთი ქეშალოში ხო არ გავკრათ...

ან აგერ წოდორეთში ვიცი კაი სასადილო... 


  • 0





საკვანძო სიტყვები: ცხვრის ხორცი., სამზარეულო, კულინარია, ესპანური, გემო, ხორცი, საკვები, ცხვრის, ზეითუნი, დაფნის, ფოთოლი, ცხიმი, მოშუშეთ, ნაკვერჩხლები, ტომატპასტა, ბულიონი, ღუმელი, ღვინო, ტაფა, როზმარინი

IPB skins by Skinbox