Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართული ვაზის ისტორია

legion.ge-82-1553863600.jpg

ზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი. ეს განცვიფრება იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში. ვაზმა და ღვინომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართული ერისათვის იგი მისი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ღვინოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში, ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. ვაზი ფიგურირებს საქართველოს გაქრისტიანების ლეგენდაშიც. წმინდა ნინომ ვაზისაგან შეკრული ჯვრით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. ვაზის ჯვრად ქცევა ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს „ვაზის ჯვრის კულტი“. ვაზს მიეძღვნა არაერთი საგალობელი, მათ შორის კი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე უფლისწულის საგალობელი „შენ ხარ ვენახი: როლიც ღვთისმშობელს უძღვნა. მრავლად გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესია მონასტრებში. ასე, რომ ვაზისა და ქართველი კაცის ურთიერთობა ღვთივ კურთხეულია. საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული.

legion.ge-82-1553863622.jpg

საქართველო ლეგენდების ქვეყანაა, ერთერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ქართული ლეგენდის მიხედვით ღვინის შექმნას ქართველები მამა ღმერთს უკავშირებენ: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები, ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა. როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა, როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით მოსასმენია, როდასაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება, უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.
ძველი საქართველოს ეკონომიკაში, მეტადრე სასოფლო მეურნეობაში, მევენახეობა–მეღვინეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დარგის უაღრესობა ქართველი ერის ყოფაცხოვრებისა და ქონებრივი კეითილდღეობისათვის იმ საგულისხმო გარემოებიდანაც ჩანს, რომ მიწა–წყლის ორ მთავარ გეოგაფიულ და ბოტანიკურ–აგრონომიულ ნაწილად, მთად და ბარად გაყოფა, სწორედ მევენახეობის გავრცელების თვალსაზრისზე იყო დამყარებული. სადამდეც მევენახოება შესაძლებელი იყო იქამდე ქვეყნის ეს ნაწილი ბარად ითვლებოდა, საიდანაც ვაზის მოყვანა შეუძლებელი ხდებოდა, იქედან მოყოლებული უკვე მთად იყო მიჩნეული.
ყურძნის მომსხმელ ხეს თანამედროვე ქართულშიც და ძველადაც ვაზი ეწოდებოდა. თუმცა მეთერთმეტე–მეთორმეტე საუკუნეებში უკვე ამ სიტყვას მნიშვნელობა შეცვლილი აქვს და ვაზებით დარგული ბაღის აღმნიშვნელი გამხდარა.
სასოფლო მეურნეობის ყველა სხვა დარგისგან მევენახეობა იმით განსხვავდება, რომ მის საგანს და მთელ საზრუნავს ერთადერთი მცენარე, ვაზი შეადგენს. ეს გარემოება ვაზის კულტურის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობითა და მისი სირთულით აიხსნება. ვაზს დიდი მოვლა ჭირდება, რადგან მოუვლელად იგი სწრაფად გაველურდება და ნაყოფიერებასაც მოიკლებს, თუმცა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ვაზის მოვლის წესი შემუშავდა, მაგრამ მევენახეს ამ წესის ცოდნასთან ერთად, თვითონაც უნდა შეძლებოდა დაკვირვება მოეხდინა.
ვაზისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარგებელი გასხლვა იყო. გასხლვის დროს ემჩნეოდა ვაზს, სახელდობრ, რამდენად მას ლერწამს ჩამოაცლიდნენ, იმდენად მისი ნაყოფიერება მატულობდა. ვაზისათვის გასხლვის უაღრესი მნიშვნელობა იმდენად ღრმად ჰქონდათ საბერძნეთში შეგნებული, რომ გასხლვის დღესასწაულიც კი იყო დაწესებული, რომელსაც ყოველ წლივ იხდიდნენ. ვაზის გასხლვა ადვილი საქმე არ არის, მას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, მევენახემ უნდა იცოდეს ვაზის რომელი რქები და სად, ან რა დროს უნდა მოჭრას. კახეთში ვაზს დარისდა მიხედვით, შემოდგომაზეც სხლავდნენ და გაზაფხულზეც, ასევე იქცეოდნენ ქართლშიც, იმერეთსიც. ლეჩხუმში მხოლოდ გაზაფხულზე სხლავდნენ, გურიასა და სამეგრელოში უფრო ხსირად გაზაფხულზე, მაგრამ ზოგჯერ შემოდგომაზეც სხლავდნენ. ვაზის მოჭრილ რქას ქართულად მეორე სახელიც ჰქონდა და აქვს ეხლაც, ეს არის წალამი. რაკი გასხლვის მიზანი ვაზის ნაყოფიერების გაძლიერება იყო, ამიტომ გამსხვლელს, უპირველესად ის უნდა სცოდნოდა, თუ რომელ რქას რა დანიშნულება აქვს. ვაზის გასასხლავად საქართველოში განსაკუთრებულ მჭრელ იარაღს ხმარობდნენ, რომელსაც სხვადასხვა თემში სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. კახეთში სასხლავად ნამგლის მაგვარი დანა იყო გავრცელებული, რომელსაც სავაზე ეწოდებოდა, იმერეთშიც ნამგალს ხმარობდნენ და მას სასხლავი ეწოდებოდა, ზოგგან მას წალდით სხლავდნენ მაგალითად ქართლში, გურიაში კი მხოლოდ წალდით სხლავდნენ, ამასვე ხმარობდნენ სამეგრელოშიც სადაც წალდს ბურჭული ეწოდებოდა. ვაზის რქების დანეკვა სამამულედ და საყურძნედ დატოვება საქართველოში ევროპული მევენახეობის გავლენამდე სცოდნიათ. არც ერთი ტერმინი, რომელიც სხლვასთან არის დაკავშირებული უცხო ენიდან შეთვისებული არ არის, როგორც თვით სხლვა, ისე მოსაჭრელი იარაღისა და რქების სახელები: სასხლავა, წალდი, სავაზე, სამამულე, ანუ საწინაო რქა, საკავებელი, საყურძნე რქა და გაბმულა, ნეკი, ყველა ნამდვილი ქართული სიტყვებია. ვაზის მოვლა მარტო ასარვით, გასხლვითა და დაკავებით ანდა შეყელვით ან შეკონით არ მთავრდება. გადაუდებელ სასწრაფო სამუშაოთა შორის რომელიც მევენახეობაში უნდა გაკეთებულიყო გიორგი მთაწმინდელი აჯოჯვასაც ასახელებს. ეს არის ზედმეტი ტოტების მოცლა. და მას როგორც საბა აღწერს ფურჩქნას ანდა ანდა ვაზის, ვენახის გაფურჩქვნას ეძახიან. ვაზის ნაყოფს მაშინაც ყურძენი ეწოდებოდა და ეხლაც. ვაზის ნაყოფი ყურძენი როგორც ცნობილია მრავალი ცალკეული, მაგრამ ერთად შეკრული ნაწილისაგან შედგება. ამ ნაყოფს მთლიანად განსაკუთრებული სახელი ქვია მტევანი. ყურძნის მტევნის აღსანიშნავად არსებობს თავთავისი სახელები. ყურძნის ღეროს კლერტი ეწოდება ან და ბურძღენი. საბას უთქვამს:“ბურძღენი ყურძნის კლერტია და კლერტი ყურძნის ღეროაო“. ანუ ყურძნის მთავარ ღეროს კლერტი მის ტოტებს კი ბურძღენი ეწოდება.
მტევანს ბურძღენებზე ორ–ორი, ზოგჯერ სამი მარცვალი ასხია ხოლმე, ასეთ რამდენიმე მარცვლის შემცველ ბურძღენსაც თავისი სახელი ჰქონდა და კაფხალი ეწოდებოდა.
ვაზი შეიძლება ღონიერი გამომდგარიყო და დიდი ტანი აეყარა, შესაძლებელია სუსტიც აღმოჩენილიყო და პატარა ტანის ბუჩქად დამდგარიყო.სუსტ ვაზს ეწოდებოდა ვენახი უძლური, ტან დაბალ ვაზს ვენახი კნინი, სიდიდითა და სახედავად ღონიერს კი ვენახი ძლიერი.
ვაზის ჯიშები ერთმანეთისგან განირჩევიან მტევნის მოყვანილობით და სიდიდით. არსებობენ ისეთი ჯიშები, რომელთაც დიდი მტევნები აქვთ ანუ დიდტევნიანია ან მტევანდიდია. ისევე როგორც პატარა მტევნიანებიც მოიპოვება. ასევე ჯიშები განირჩევიან მტევნის სიგრძით, ზოგი გრძელტევნიანია ზოგი, ზოგს მოკლე ან საშუალო მტევანი აქვს. მტევანს კლერტზე აქეთ იქით ბურძღები აქვს. ზოგიერთ ყურძენს, რომელთაც ბურძღები ჩვეულებრივზე გრძელი აქვთ ქართველმა მევენახემ მხარგძელი უწოდა. ყურძნის ჯიშებრივი განსხვავება შეიძლება მტევნის აგებულებით. ზოგიერთ ჯიშს ბურძღები შორიშორს აქვს და ამის გამო მტევანიც გაფარჩხულის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ ქართველმა მევენახემ მას ფარჩხატი და თხელი უწოდა. ზოგს კი ბურძღნებიც და მარცვლებიც მჭიდროდ ასხია და მარცვალი ზედმიკრულის შთაბეჭდილებას ახდენს, ასეთი ჯიშისთვის ხალხს კუმსი კუმში, კუმუშა და ჯუმუტა უწოდებია. ყურძნის ჯიშები ასევე განირჩევიან მარცვლის მოყვანილობით. სულხას–საბას ჰქონდა აღნიშნული, რომ „ბუდუშაური ყურძენი“ მოგრძომარცვლიანი იყო. ძველად ყურძნის მარცვლის ორ სახეს არჩევდნენ რვალსა და მოგრძოს, აქედან გამომდინარე არსებობდა ორი ჯიში მარცვალ მოგრძო და მრგვალმარცვლიანი. ცყურძნის ჯიშები ადრეც და ეხლა შეიძლება გამოვარჩიოთ კანის თვისებით, თხლაფი–თხელკანიანია, ხოლო კაკნატელა–სქელკანიანს ნიშნავს და ასევე ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი არის და იყო ყურძნის ფერი.

legion.ge-82-1553863656.jpg

legion.ge-82-1553863681.jpg

საქართველოში მევენახეობას განსაკუთრებით ღვინის დასაყენებლად მისდევდნენ, მაგალითად სამცხეში არსებობდა ყურძნის ჯიში, რომელსაც საღვინე ეწოდებოდა, აჭარაში კი შემორჩენილია ჯიში, რომელსაც საწური ჰქვია, თუმცა ყურძენს საქართველოში მარტო ღვინის დასაყენებლად არ სწურავენ, დაწურულ ყურძნის წვენს მაჭრადაც სვამენ, ყურძნის ასეთ ჯიშებს სამაჭრე ჰქვიათ. გურიაში არის ერთი ყურძნის ჯიში, რომელსაც ბადაგი ერქვა. არის საჭმელად განკუთვნილი ყურძნის ჯიშები ასეთ ყურძნის ჯიშებს სათვალოს ეძახიან ყურძნის ბევრი ჯიშის სახელწოდება მისი სადაურობის მაუწყებელია, მაგალითად წობანური, ქიშური, არაგვისპირული დიღმური, ოცხანური, ცოლიკოური და სხვა
ვაზის ნაყოფის გამოყენება უკვე იმ დროიდან იწყებოდა, როდესაც ყურძენი ჯერ კიდევ სრულიად უწიფარი იყო. ამ ხნისა და თვისების ყურძენს ისრიმი ეწოდება. წელიწადის იმ ხანას, როდესაც ვაზის ნაყოფის დაკრეფა შეიძლებოდა, ძველად სთველი ერქვა, რომელიც რთველად ქცეულა დღემდე. ყურძნის დაკრეფის დრო, რა თქმა უნდა ჯიშსა და ამინდთან იყო დაკავშირებული, კახეთში რთველი ყველგან ენკენისთვის პირველ ნახევარში იწყებოდა და 5–8 ოქტომბრამდე გასტანდა ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივ ყურძნის დაკრეფა და დაწურვა საქართველოში ოქტომბერში ყოფილა. ოქტომბერს ძველად სთველის თვე ეწოდებოდა, ამას გარდა ღვინობის თვესაც ეძახიან. საქართველოში რთველის ტექნიკური საშუალებები სხვადასხვა თემში სხვადასხვა იყო. მტევან ხელით ან დანით წყვეტენ, ყურძნის ჩასაწყობად ხმარობენ: საყურძნე გოდოლი, კალათა, გიდელი, ძარი, ხოკი და ჩაჭრილო, ოწილარი თოკი. ზოგგან საწნახელი და მარანი ვენახში იყო. მოკრეფილი ყურძენი უპირველესად რა თქმა უნდა ფერისდა მიხედვით იყო ხოლმე გადარჩეული, რადგან თეთრი ან მწვანე და შავ– წითელი ყურძენი ცალ–ცალკე უნდა დაწურულიყო, რომ ღვინოს სათანადო ფერი ჰქონოდა, მაგრამ ამის გარდა მაღლარი და დაბლარი ვაზის ყურძენიც ცალ–ცალკე ყოფილა დაწურულიცა და ღვინოდ დაყენებულიც. სწორედ საბაბილო ჭურს ავსებდნენ პირველად ანუ მაღლარი ვაზის ყურძნის დაწურული ტკბილით. ყურძნის დაწურვას და მეტადრე ღვინის დაყენებას განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა მიქცეული, რადგან ღვინოს დიდი ფასი ჰქონდა და სოფლის მეურნის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. კარგი ღვინის დასაყენებლად ერთ–ერთ მთავარ პირობათაგანს სისუფთავის დაცვა შეადგენდა, ამიტომ ყურძნის დასაწურად განსაკუთრებული ნაგებობაც არსებობდა და ტექნიკური საშუალებანიც გააჩნდათ. ყურძნის დაჭყლეტისათვის განკუთვნილ ადგილს და მოწყობილობას სასაწნახელეს და საწნახელს ეძახიან.

legion.ge-82-1553863728.jpg

საწნახელიდან გამოსულ ტკბილს კახეთსა და ქართლში 12–18 საათის განმავლობაში ისე ტოვებდნენ შემდეგ კი ტკბილის დუღილისათვის ხელის შესაწყობად ჭურ–ქვევრში ჭაჭას სდებდნენ, რაკი ჭაჭა ჭურ–ქვევრში ატივტივებულ ტკბილს თავზე ჰქონდა მოქცეული, ამიტომ მას ქუდი ერქვა. ჭურში ტკბილი ჭაჭიანად პირამდის კი არ იყო ხოლმე ჩასხმული არამედ მისი დონე 10–12 გოჯით დაბლა უნდა ყოფილიყო, 10–15 დღის განმავლობაში დასადუღებელი ტკბილი დახურული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე, რომ სარქველის ქვევიდან დუღილისაგან წარმოშობილ აირებს გამოსვლისათვის გზა ჰქონოდათ, ამისათვის ქართლ–კახეთში სარქველს ქვემოდან ლერწს ამოუდებდნენ ხოლმე, რომ სახურავისა და ქვევრის პირს შუა პატარა მანძილი ყოფილიყო დარჩენილი აირების გამოსასვლელად. სარქველში დატოვებულ ამ ნახვრეტს სასულეს უწოდებდნენ, დაღვინების პროცესში გაჩენილ აირებს აქედან ჰქონდათ ამოსასვლელი გზა. 10– 15 დღის შემდგომ ქართლ–კახეთში, სადაც ღვინოს ჭაჭაზე აყენებდნენ ქუდების დარევა იცოდნენ, ე.ი. მდუღარე ტკბილის ზედაპირზე ამოტივტივებული ჭაჭის არევას იწყებდნენ, რომ ჭაჭა ტკბილის სიღრმეში ჩასულიყო, კახეთში ტკბილის ასარევად სარცხს ხმარობდნენ, ქართლში კი ამისათვის საგანგებო განსაკუთრებული ნიჩაბი იყო, რომელსაც ფარსახოდა ეწოდებოდა. გურიაში საწნახელში მყოფ ყურძენს სამჯერ ჭყლეტდენ ხოლმე სამ–სამი დღის შემდეგ, პირველ ჭყლეტას გატეხა ეწოდებოდა, მეორედ ჭყლეტას–მეორე ფეხი, მესამეს–მესამე ფეხი. წითელი ღვინის დასაყენებლად დაჭყლეტილ ყურძენს საწნახელში ტოვებდნენ 3–5 ღით შემდეგ ამ დაჭყლეტილ ყურძენს ჭაჭიანად დიდი ქვაბში ადუღებდნენ ისე, რომ ჯერ 8 საათის განმავლობაში თანდათან ათბობდნენ და ცეცხლს აძლიერებდნენ, შემდეგ კი 6 საათის განმავლობაში ქვაბს ადუღებდნენ, ასე დადუღებულ მთელ სითხეს დღენახევრით, ან ორი დღით ქვაბშივე ტოვებდნენ, შემდეგ კი ღვინოს ჭურში ასხავდნენ.
იმერეთში ღვინის დაყენება სამნაირად იცოდნენ: იყო შუმი ღვინო და ღვინო საუდიერო. შუმი ღვინო წარმოადგენდა წმინდას, უწყლო ღვინოს, საუდიერო ღვინო კი პირიქით განსაკუთრებით დაყენებული წყალნარევი ღვინო იყო. წმინდა –შუმი ღვინოს უწყლოს ორნაირად აყენებდნენ, ან უჭაჭოდ ან ჭაჭაში დადუღებულს, უჭაჭოდ ღვინის დასაყენებლად ყურძნის ტკბილს დაწურვისთანავე უმალ ჭურში ან ქვევრში ასხამდნენ ისე, რომ წვენს შიგნით არაფერი ჩაჰყოლოდა, თუმცა ასე დაყენებული თეთრიცა და შავ–წითელი ღვინოც წმინდა დგებოდა, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებდა, ღვინის ჭაჭით დასაყენებლად ჭაჭიან ახლადდაწურულ ტკბილს 3–4 დღით მაგრად დახურულ საწნახელში დასადუღებლად ტოვებდნენ ხოლმე. მერმე კი უჭაჭოდ ჭურში ასხამდნენ.
აკა მორჩილაძე წერს:“მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველო არ იქნებოდა, თუ კი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ–ერთი ამათთაგანი არის ღვინო. იცინი–სვამ, ტირი–სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს, ღვინო აერთიანებს და აცალკავებს, ღვინო მალავს დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს ღვინო შვებას გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში. საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრდიან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი ამაზე ნამდვილი ამაზე ბებრი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვადვია და მასზე ვერავინ ამბობს უარს, ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება მაგრამ, იქ იმას არ ნიშნავს რასაც აქ ჩვენთან საქართველოში, ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება.“ ქართველი კაცი ვენახს სულიერად თვლიდა, თუ ქართველი კაცის ოჯახს თავს რაიმე უბედურება დაატყდებოდა იტყოდა, სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპაო. ვაზი იყო და იქნება საქართველოს ეკონომოკური და სულიერი სიძლიერის წყარო.

legion.ge-82-1553863754.jpg

წყარო: მიხეილ ჯავახიშვილის ტომები

ჩამსწორებელი Qartvela™, 29 March 2019 - 04:52 PM.
სურათები გადმოტანილია ჩვენს ფორუმზე

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

      ამაზე კარგი ამაზე ნამდვილი ამაზე ბებრი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვადვია და მასზე ვერავინ ამბობს უარს, ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება მაგრამ, იქ იმას არ ნიშნავს რასაც აქ ჩვენთან საქართველოში, ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება.“

აკა მორჩილაძე

 

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მეგრული უძველესი ვაზის ჯიშების დაბრუნება (ვიდეო)
 
15:09 / 28.05.2016
ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, ძველი კოლხური ვაზის ჯიშის ნერგები ჩაიტანეს. კვლევითი ცენტრის დირექტორის ლევან უჯმაჯურიძის თქმით, დღემდე 440 უძველესი ქართული ჯიშის ვაზის აღდგენა მოხერხდა.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
რამდენი უძველესი ჯიშია ნაპოვნი კიდე მარა მოვლა უნდა ვაზს მოვლაა! ეგ არი ჩვენი გადამრჩენელი და ვერ გაიგო ხალხმა

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

legion.ge-82-1553863213.jpg

1. რქაწითელი (Rkatsiteli);
2. მწვანე კახური (Mtsvane or Mtsvane Kakhuri);
3. ხიხვი (Khikhvi);
4. ცოლიკოური (Tsolikouri);
5. ციცქა (Tsitska);
6. კაბერნე (Cabernet);
7. საფერავი (Saperavi);
8. ალადასტური (Aladasturi);
9. ოჯალეში (Ojaleshi);
10. უსახელაური (ოყურეშული) (Usakhelauri (Okureshuli);
11. ჩხავერი (Chkhaveri);
12. ალექსანდროული (Aleqsandrouli);



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   ეს რა მადლიანი და ჯიშიანი თემა ყოფილა არ ვიცოდი,  რამდენი ჯიშებია კიდევ რაც ჩვენ არ ვიცით, და რამდენია რომ გადაშენდა.



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ნიკოლოზ

ნიკოლოზ

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 103 პოსტი
  • მისამართი:ნუცუბიძის მე-3 პლატო, მე-4 კვარტალი, კორპუსი 1.
  • წარმოშობა:ქართველი
ქისი ,მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა, რატიაშვილის თეთრა, ძველი შავი, კაპისტონი

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

უმაგრესი ჯიშია პინო, ჩინური და კიდევ გამახსენდება...







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?