Jump to content


ამ თემას აქვს 426 გამოხმაურება

#256 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი


30 ცალი ავიღე და ისეთი გამოცდილება მივეცი ძაღლს რომ ბევრჯერ ძაღლის მოხოდვის პონტში წავსულვარ. ბოლოს კი სანამ სეზონი დამთავრდებოდა დარჩენილი ქათამი რაც ჭალაში რჩება და არ აკეთებს მიგრაციას მაგათ მივადექი. არ მიყვარს გადაფრენაზე დადგომა სეზონზე 2 ან 3 თუ დავდგები

 

guguna, დაწერე რამოდენიმე სიტყვით მაინც როგორ ადგილებში ნადირობთ, როგორ, რა სხვავობაა შენს ძაღლებს შორის ქათამზე (და საერთოდ) ნადირობის დროს, რა საინტერესო შემტხვევები გქონია ქათამზე ნადირობის დროს და ა.შ. . დარწმუნებული ვარ ყველასთვის საინტერესო იქნება.



#257 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

mirza, ძან მესიამოვნა შენს სურათში ზურის ნახვა. ძაან კარგი ბიჭია და დიდი ენთუზიასტი მეძაღლე. დიდი პატივი გვცა ყველას, შარშანწინ, როცა ჩემი ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად ვიყავი საქართველოში. 

დიდი მოკითხვა გადაეცი ჩემგან  



#258 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ესეც ჩემი კურცხი

 

კარგი ძაღლია. დადე კურცების თემაშიც და საგვარეულოზეც მოგვაწოდე ინფორმაცია



#259 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
guguna

guguna

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 87 პოსტი
  • მისამართი:kvareli. tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti
სეზონის რომ გაიხსნება ვნადირობ ტყიან ზოლში ანუ მაღალ ადგილებში სადაც ტყეს სიმაგრეები აქვს.
დეკემბრის ბოლოს გადავდივარ მდინარის და ფშების კალაპოტში მინდორში შედარებით დაბალ ზონაში ასევე აკაციიან ზოლში

#260 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
guguna

guguna

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 87 პოსტი
  • მისამართი:kvareli. tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti
საგვარეულო მიდევს კურცჰაალის თემაში
ჩემი კურცჰი სერბულ გერმანული შთამომავლობის არის

#261 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

გუგუნა ბრეტონი ძსლიან კარგად მუშაობს ქათამზე და წყლიდან აპორტირებაზეც არანაირი პრობლემა არ აქვს.



#262 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
ტყის ქათამი და მათზე ნადირობა
tyis_qatami_monadirecom-300x202.jpg?atta
 
 ტყის ქათამი… ბევრ ისეთ მონადირეს, რომელიც ნადირობაშჲ ესთეტიკასა და სილამაზეს აფასებს და ნანადირევის ზომა-წონას, მოპოვებული ფრინველის რაოდენობას არად დაგიდევს, ნადირობის ნაირსახეობათა გრძელ მწკრივში ეს ფრინველი პირველ ადგილზე ყავს დაყენებული.
 
ტყის ქათამი ანუ ვალდშნეპი ევრაზიის კონტინენტზე ფართოდ გავრცეებული ფრინველია. მისი ბუდობის არეალი ჩრდილო განედის 60-64 გრადუსით შემოიფარგლება და და ვრცელდება საკმაოდ შორს სამხრეთისაკენ, კავკასიამდე. მისი ბუდეების არსებობა დამტკიცებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ვლადივოსტოკის მიდამოებში. ზოგიერთი ძველი ავტორის მონაცემებით მათი ბუდობა აღნიშნულია დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც.ალბათ ამ მონაცამებს ეყრდნობა პროფესორი რევაზ ჟორდანიაც, რომელიც გვეუბნება რომ, საქართველოში ტყის ქათამი გვხვდება ძირითადად მიმოფრენისას; მცირე რაოდენობით ბუდობს. თუმცა არც ერთი ავტორი არ ასახელებს და არ მიუთითებს ტყის ქათმის ბუდობის კონკრეტულ ადგილზე საქართველოში, ამიტომ არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი აღნიშნულის თაობაზე.
 
ბუდობის ადგილებში ვალდშნეპი გაზაფხულზე აღწევს. ამ პერიოდში იწყება მათი ტიხტიხიანუ საქორწინო სარიტუალო ფრენა. დილით ეს ქმედება ხანმოკლეა, სულ რამოდენიმე წუთი,საღამოს გაცილებით მეტ ხანს გრძელდება – მზის ჩასვლიდან სრულ დაბნელებამდე.
 
ტიხტიხი შემდეგნაირად გამოიხატებ: მამალი დაბალ სიმაღლეზე ფრენით უვლის ტყეს და თავისებურ ხმებს გამოსცემს, რომელიც ამგვარი ბგერებით შეიძლება გადმოიცეს: ქორქ-ქორქ-წსიი . მეცნიერები დარწმუნებით ვერ ამბობენ თუ რას წარმოადგენს ეს დილა საღამოს ფრენა: დედალი ფრინველის ძებნას, საბუდარი ადგილის პატრულირებას თუ მკვეთრად გამოხატულ საგაზაფხულო ტიხტიხს. ტყის ქათმები მიმოფრენენ შემოდგომაზეც, მაგრამ ის არ უ ნდა აგვერიოს საქორწინო ტიხტიხში. ამდროს ადგილს იცვლიან. საღამოს საკვებით მდიდარ ადგილს ეძებენ, ხოლო ადრე დილით კვლავ თავშესაფრად ავრგის ადგილებს უბრუნდებიან, ამ მომენტს ხშირად იყენებენ გამოცდილი მონადირეები, დილით და საღამოს უსაფრდებიან მათ გადაფრენის ტრასებზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ნადირობა დიდი შედეგიანობით არ გამოირჩევა. ერთი ან უკეთეს შემთხვევაში ორი ფრინველის დანახვითა და მოპოვებით სრულდება.
 
ზოგი ავტორის მტკიცებით ტყის ქათამი პოლიგამიაა. ნაწილი კი ვარაუდობს რომ იგი გამრავლების დროს ერთ წყვილს ქმნის. ცნობილია რომ მამალი ბარტყების აღზრდაშჲ მონაწილეობას არ ღებულობს და ივნისამდე ტიხტიხებს. ამ ფენომენზეა დამყარებული რუსეთში ფართოდ გავრცელებული ეგრედ წოდებული ტიაგაზე ნადირობა მამალ ტყის ქათამზე. დეალი ბოდისათვის ტყის მიუდგომელ ადგილს ირჩევს. ბუჩქის ძირას ხმელ ფოთლებსა და ბალახს აგროვებს. ამ გროვაში ბრტყელ ღრმულს აკეთებს და შიგ ოთხ კვერცხს დებს. გამოჩეკვის ხანგრძლივობა 20-22 დღეა. ოთხივე კვერცხი ერთდროულად იჩეკება. ახლად გამოჩეკილი წიწილები მეტად უსუსურნი არიან და მთლიანად დედაზე არიან დამოკიდებულნი.
 
აღწერილია შემთხვევები, როცა საშისროების დროს დედას წიწილებიუსაფრთხო ადგილზე გადაჰყავს; იგი ფეხებით იჭერს მათ და ფრენით გადაადგილდება. წიწილები დამოუკიდებელ ცხოვრებას აგვისტოს შუა რიცხვებიდან იწყებენ.
 
საშემოდგომო მიგრაციას ეს ფრინველი სექტემბრიდან იწყებს. გადაფრენის დასაწყისი ჩრდილოეთში ყინვების დადგომასთანაა დაკავშჲრებული. ამ დროს ფრინველები გროვდებიან და გამოსაზამთრებელი ადგილებისაკენ იღებენ გეზს.
 
მეცნიერებისთვის არც ის არის მთლად ნათელი, თუ როგორ ახერხებს ეს ტყის განდგომილი მცირე თუ დიდ ჯგუფებად შეგროვებას; როგორ მიფრინავენ ისინი ჯგუფებად სამხრეთისაკენ. ასეა თუ ისე წინა დღის ცარიელ ტყეში მეორე დღეს მოულოდნელად საკმაო რაოდენობით ტყის ქათამი აღმოჩნდეა ხოლმე, რამდენიემე დღე გაჩერდება და გაუჩინარდება ხოლმე.
 
ერთი შეხედვით ტყის ქათამი სადად, თითქმის ერთფეროვნად ყავისფრად არის შეფერილი. ჩამოცვენილ ფოთლებზე დავარდნილს უცებ ვერც შეამჩნევ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები იგი ულამაზესი ფრინველია.
 
გაზაფხულზე ტყის ქათამი ჩვენში მასობრივად მარტის შუა რიცხვებში მოფრინავს. ინტენსიური გადაფრენა გარკვეული პაუზბით დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. აპრილის მეორე ნახევარში მისი რაოდენობა მკვეთრად კლებულობს და თვის ბოლოსათვის ერთეულების ნახვა შეიძლება.
 
შემოდგმით ვალდშნეპი ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩნდება. არის წლები როდესაც ჯერ ერთეულებს ვხვდებით, ხან მცირე ჯგუფების სახით, ხანაც თავიდანვე საკმაოდ მასობრივად. ეს ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და არა იმდენა ჩვენძე, რამდენადაც იმ ადგილებში ამინდის მდგომარეობაზე, საიდანაც ეს ფრინველი მოფრინავს. საქართველოს ფარლებში ტყის ქათამი საკმაო რაოდენობით ზამტრობს კიდეც, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. შედარებით თბილ ზამთარში აღმოსავლეთ საქართველოშიც შეინიშნება მოზამთრე ფრინველები – უფრო მდინარისპირა ჭალებში და ტყიანი ბორცვებისა და დაბალი მთების სამხრეთ კალთებზე.
 
ტყის ქათამი შემოდგომაზე ახალგაზრდა, ხშირ ტყეში უნდა ვეძებოთიქ სადაც კარგად განვითარებული ქვეტყე-ბუჩქნარია. კარგია თუ წინა დღეებშჲ ნალექი იყო, ჰაერი ნოტიოა. ცნობილია რომ ტყის ქათამი წლობის განმავლობაში ტყის გარკვეულ უბნებს ირჩევს გასაჩერებლად; იქ სადაც საკვების პოვნა უფრო იოლია და თავშეაფარიც კარგია. გამოცდილი მონადირეებისათვის ასეთი ადგილები ცნობილია და პირდაპირ იქ მიაშურებენ ხოლმე. გარდა დამხასიაებელი ადგილებისა ტყის ქათამი შეიძლება შეგვხვდეს იქ, სადაც არ არის სრულიად მოსალოდნელი მისი ნახვა. კარტოფილის ყანებში, ხშირ ბალახში. ერთხელ ნინოწმინდაში ნადირობისას დიდი ლოდებით მოფენილ მდინარის პირიდანაც კი აფრინდა.
 
გარდა ადგილების ცოდნისა, წარმატებული ნადირობისათვის კარგად დაგეშილ-გაწრთვნილი ძაღლიც აუცილებელია. უძაღლოდ ტყის ქათამზე ნადირობა ჯერ ერთი თავის ეშხსა და პეწს მოკლებულია და მეორეც – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბეჯითი სიარულის შედეგად ფრინველი აგიფრინდათ, უფრო ხშირად იგი უვნებელი რჩება. ან უსროლელი წავა, ან მოუმზადებელი სროლა იქნება უშედეგო. ნებისმიერ მონადირეს ძაღლის ჯიშჲსაკუთარი გემოვნებით აქვს შერჩეული. ყველა ჯიშის ძაღლი რომელსაც საშუალო ყნოსვა აქვს, ტყის ქათამს პოულობს. აქ მთავარია ის რომ ძაღლი და მონადირე ნადირობისას ერთმანეთთან სრულ კონტაკტში იყვნენ. ტყეშჲ ძაღლი 20-25 მეტრის იქით თვალთახედვიდან გვეკარგება. აქ ის ან იპოვის ფრინველს და დაადგება ნაბულზე ან ძებნას განაგრძობს და უფრო დაშორდება და კარგა ხნით დაიკარგება. ამიტომ ტყეში ძებნისას ძაღლი კარგან უნდა ემორჩილებოდეს პატრონს და ძებნის დიაპაზონის შემცირების უნარი უნდა გააჩნდეს. ტყის ქათმების უმეტესობა კარგად უჩერება ძაღლს ნაბულზე, მაგრამ იშვიათად ისეთი ინდივიდებიც გვხვდებიან, რომლებიც გაურბიან ძაღლს და უნაბულოდ ფრინდებიან.
 
და აი ძაღლი ნაბულზეა. აქ აჩქარება არ ვარგა. უნდა მივიდეთ ძაღლთან და შევარჩიოთ მოხერხებული ადგილი, საიდანაც აფრენილ ფრინველს კარგად დავინახავთ და ამით დამიზნებისათვის გარკვეულ დროს მოვიგებთ. ვალდშნეპზე სროლისათვის მონადირეს სულ რაღაც ორიოდე წამი ეძლევა, მით უმეტეს თუ ჯერ შემოდგომის დასაწყისია და ტყეს ფოთოლი კარგად არ აქვს გაცვენილი. კიდევ ერთ მომენტზე ვამახვილებთ ყურადღებას: ძაღლს სწრ
 
 
აფი მიტანება უნდა ახასიათებდეს. მეტად სასურველია თუ აპორტირებაზეც არ ამბობს უარს. ხშირ შემთხვევაში ჩამოგდებული ფრინველი მონადირისათვის შეუმჩნევლ ადგილას ვარდება.
 
ზემოთ ავღნიშნე რომ ყველა მონადირე თავითვის გარკვეული ძაღლის ჯიშს ირჩევს, მაგრამ ტყის ქათამზე სანადიროდ მე მაინც კონტინენტალურ მეძებრებს მივანიჭებდი უპირატესობას: ისინი უფრო გაწონასწორებულები არიან, ახასიათებთ ძებნის დიაპაზონის შემცირების უნარი და აპორტირებისადმიც მეტი მიდრეკილება გააჩნიათ.
 
ტყის ქათამზე სანადიროდ ისეთი თოფია სასურველი, რომელსაც ერთი ლულა მაინც ცილინდრი აქვს. ცილინდრიდან გასროლილი საფანტი შედარებით მცირე მანძილზე გაცილებით დიდ ფართობს ფარავს, რაც მიზანში მოხვედრის მეტ შანსს იძლევა, მაგრამ ჩოკებიანი თოფის მქონე მონადირეებიც ნუ დაღონდებით. აქ გამოსავალი სპეციალურ ვაზნებშია, მაგრამ რადგან ვაზნა დისპრანტებს იშვიათად წააწყდებით ჩვენს მაღაზიებშჲ, ამიტომ ტყის ქათამზე სანდირო ვაზნები, რომელიც ახლო მანძჲლზე გაშლი საფანტის კონას, ჩვენთვითონ უნდა დავმზადოთ.მისი დამზადების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მე მხოლოდ ორს შემოგტავაზებთ: გაყავით საფანტში ორი ჭურვი მუყაოს თხელი ნაჭერით სამ თანაბარ ნაწილად ან აიღეთ მუყაოს ორი საფენი, ცენტრზე გაუკეთეთ ჭრილი ჩასვით ისინი ერთმანეთში. გამოვა ერთმანეთზე გადაჯვარედინებული მუყაოს ორი ფირფიტა. ჩაუშვით ისინი ვერტიკალურად მუყაოს ან პოლიეთილენის მასრაში, წარმოიქმნება ოთხკამერიანი ბუდე. მასში ჩაყარეთ საფანტის დოზის ორი მესამედი, დააფარეთ საფენი, ზემოდან დააყარეთ დარჩენილი საფანტი და ვაზნას თავი მიუხვიეთ ნებისმიერი მეთოდით. მიიღებთ ვაზნას ხუთად გაყოფილი ჭურვით. ასეთი ვაზნები ფართო მოფანტულობას იძლევა და ვალდშნეპზე მსროლელი კარგ შედეგს მიაღწევს.
 
 
 
შალვა ციხისთავი
ჟურნალი “ნადირობა”

დუდუ

LEGION.GE


#263 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

2a0ce8b7b2c7.jpg



#264 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ამას ველოდები წელს ყველაზე მეტად



#265 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ამას ველოდები წელს ყველაზე მეტად

მოვა, შარშან მუხლებამდე იყო



#266 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მოვა, შარშან მუხლებამდე იყო

:good:  :good:  :0024:  :0024:



#267 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

სიყვარული(ტყის ქათამი) მოვა ჩემო თომააა ...


ჩამსწორებელი Panteleimon, 06 September 2018 - 02:41 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#268 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ოოოო საინტერესოა :) 

 

ამას მეც მოუთმენლად ველოდები :) შენი არ იყოს ჩემო მანტის 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#269 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

წელს მეც დიდი იმედებით ველოდები ვალდშნეპის გამოჩენას  :ki:  :0030:



#270 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ყველაზე აზარტული ნადირობა, ჩემი ვიზავია!!!.. მარა რად გინდა?!.. მე ვეძებ და ჩემი ძაღლი მამხნევებს!!! ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?