Jump to content


ამ თემას აქვს 426 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

ტყის ქათამი, ვალდშნეპი (Scolopax rusticola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 34-38 სმ, მასა — 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 22-24 დღე-ღამე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. სპორტული ნადირობის ობიექტია.

 

     ძალიან ბევრისთვის ტყის ქათამზე ნადირობა ყველაზე პრიორიტეტულია, ალბათ, იმიტიმ, რომ მისი მოპოვება არც თუ ისე ადვილია.

ამ ფრინველს ყველაზე მეტად ეხერხება ტყე-ბუჩქნარში დამალვა. აფრენისასაც მონადირე წამიერად თუ მოჰკრავს მას თვალს, რადგან ის მყისიერად ეფარება ხეს ან ბუჩქს და ისე გაუჩინარდება, რომ ბევრჯერ გაწბილებულ მონადირეს უნებურად ეჭვიც კი უჩნდება, ნამდვილად ტყის ქათამი დაინახა თუ არა.

ეს საშუალო ზომი მოყავისფრო-მორუხო ფრინველი ერთი შეხედვით საკმაოდ, სადად, უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ყველაფერი მშვენიერი აქვს. ორიგინალურ იერს მას მეტად ლამაზი, დიდი, თითქმის კეფასთან განლაგებული ბდღვიალა თვალები აძლევს, რომლის საშუალებითაც ის მშვენივრად ხედავს, თუ რაა ხდება ზურგსუკანაც კი. ტყესჰი იგი უფრო მეტად გაფანტულად, ერთეულებად გვხვდება და ნადავლიც უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მოკრძალებულია ხოლმე. შემოდგომომით იღბლიანი მონადირე შეიძლება მის მასობრივ გადაფრენასაც წააწყდეს, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ასეთი შემთხვევები მას არასოდეს დაავიწყდება.

საშემოდგომო გადაფრენისას მონადირეს კარგად გაწაფული ძაღლი უნდა ჰყავდეს, თან სროლაშიც დაოსტატებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ უძაღლო მონადირეები გაფაციცებით ელოდებიან გაზაფხულს, რადგან ტიხტიხის ფერიოდში მაინც შეძლონ მეტ-ნაკლებად შედეგიანი ნადირობა. (ამგვარი ნადირობა საქართველოში არ არის კულტივილებური, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველგვარი საგაზაფხულო ნადირობა აკრძალულია და მეორეც, იგი აქ არ მრავლდება და, ცხადია, არც ტიხტიხებ.)

როგორ ტიხტიხებენ ტყის ქათმები? მამალი ფრინველი დილით ადრესრულ და გვიან საღამოს-მზის ჩასვლის შემდეგ დედალთან შესახვედრად ტყის თავზე დაფრინავს დაბალ (20-25 მეტრი) სიმაღლეზე და თავისებური სტვენით ეხმიანება მას. სატიხტიხო ადგილები, როგორც ჩანს, რაღაცით გამორჩეულია, რადგან ფრინველები თითქმის ყოველთვის ერთი იიგივე მარშრუტით სარგებლობენ. მათი საყვარელი ადგილებია: ბალახით ან დაბალი ბუჩქნარით დაფარული ტყეში გაკაფული მცირე ფართობები, უმნიშვნელოდ, ხევებით დაღარული მონაკვეთები, არყის ხის ვიწრო კორომები...

სწორედ ასეთი ადგილები წინასწარ აქვთ ხოლმე შერჩეული მონადირეებს და განაკაფი (გზების) განაპირას ხესთან ან ბუჩქთან დგებიან. მართალია, ამ დროს საგულდაგულო შენიღბვა საჭირო არ არის, მაგრამ მაინ სასურველია, რომ მონადირე ბევრს არ მოძრაობდეს და არ დარბოდეს ერთი ადგილიდან მეორემდე. მშვიდად ცდა სჯობს.

მამალი ფრინველი დამახასიათებელი საქორწილო სტვენა დაახლოებით ასე შეიძლება გადმოიცეს: „კვოგ, კვოგ სცი". ამგვარი სტვენით უვლის ის თავზე ტყე-ბუჩქნარს და დედალს უხმობს. მისგან განსხვავებით, დედალი ჩუმად დაფრინავს და ძალიან იშვიათად მხოლოდ პირველ ბგერას გადმოსცემს. რა თქმა უნდა, ჩუმად მფრინავ ფრინველზე სროლა დაუშვებელია, რათა შემთხვევით დედალი არ შემოაკვდეს მონადირეს.

შებინდებისას, როცა ყველა მგალობელი ფრინველი გაჩუმებულია და ცალკეული უკვე კარგად გასარჩევია, ტყის ქათმები ტიხტიხს იწყებენ და სმენად ქცეული მონადირეც გაფაციცებით ელოდება, თუ როდის გაიგონებს სანუკვარ ხმას. უნდა აღინიშნოს, რომ ტყის ქათმის საკმაოდ მკაფიოდ და შორ მანძილზე ისმის და მონადირეს საშუალება ეძლევა სათანადოდ მოემზადოს სასროლად.

აი, ერთმა ფრინველმა შედარებით მოშორებით გადაიფრინა, მეორემაც შორს, მაგრამ ზურგს უკან ჩაუარა; უკიდურესად დაძაბულ მონადირეს კიდევ მოესმა ტიხტიხის ხმა და ქათამა ზუსტად მასზე მოფრინავს დაბლა, ნისკარტდაშვებული ნელა მოლივლივებს ბინბუნდში და ამ დროს იგი ღამის დიდ პეპელას უფრო გავს, ვიდრე ფრინველს. მჭახედ გაისმის გასროლის ხმა და ნახევარრკალად შემოხრილი ფრინველი ნეშოთი დაფარულ მიწაზე ეცემა. სიბნელეში ზუსტად გამხმარი ფოთლებისფერი ნანადირევი ძნელი მოსაძებნია, საამისოდ ელექტროფანარია საჭირო. რა თქმა უნდა, უკეთესია თუ მონადირეს კარგად დაგეშილი, აპორტირების მქონე მეძებარი ან სპანიელი ჰყავს თან. ამ ნადირობისას ძაღლის ფუნქცია მხოლოდ ჩამოგდებული ფრინველის მოძებნა და აპორტირებაა, ამიტომ იგი პატრონთან უნდა იჯდეს მშვიდად და ტყეში თავისუფლად არ უნდა დარბოდეს.

სანადიროდ ყველაზე კარგი პირობებია - თბილი, წყნარი, მოღრუბლული საღამო. ამ დროს ტყის ქათმებით შედარებით დაბლა და ნელა დაფრინავენ. უეცარი აცივებისას სატიხტიხო ფრენა შესუსტებულია ან საერთოდ შეწყვეტილია ხოლმე. ასევე ცუდია ძლიერი ქარიც, რადგან ფრინველები საკმაოდ მაღლა, თან ძალიან სწრაფად დაფრინავენ და და მათზე სროლა უმაღლეს ოსტატობას მოითხოვს.

ტიხტიხზე ნადირობისას ყველანაირი თოფი გამოდგება, მთავარია იგი კარგად მორგებული ჰქონდეს მონადირეს, მაგრამ რადგან სროლა ძირითადად ახლო და საშუალო მანძილზე ხდება უპირატესობა მაინც ცილინდრულ ლულებს ენიჭება.

და აი, საბოლოოდ ჩამობნელდა, ტიხტიხი შეწყდა. მონადირე ელექტროფანარს ჩართავს და გზას შინისაკენ კმაყოფილი გაუდგება-კიდევ ერთი გაზაფხულის დადგომას შეეგება, რამდენიმე საათით გამოეთიშა ყოველდღიურ საფიქრალ-საზრუნავს... გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მოინადირა რამე თუ არ...

post-13-0-23956800-1385327628.jpg

მიმაგრებული გალერეა

  • ტყის ქათამი.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Resized to 96% (was 750 x 500) - Click image to enlargea6d64793ad04.jpg

ტყის ქათამი, ვალდშნეპი (Scolopax rusticola), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე34-38 სმ, მასა - 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 22-24 დღე-ღამე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. სპორტული ნადირობის ობიექტია.ტყის ქათამი თავის გემრიელი ხორცის გამო მეტად მიმზიდველია მონადირისათვის.
ტყის ქათამი გადამფრენია. საგაზაფხულო გადაფრენა ჩვეულებრივ მარტის შუა რიცხვებში იწყება და ერთ თვეზე მეტს გრძელდება, საშემოდგომო გადაფრენა კი სექტემბრის ბოლოს იწყება და ორ თვემდე გრძელდება. ჩვენში ტყის ქათამი არ ბუდობს. როგრც გამონაკლისი, აღწერილია მისი ბუდობა ბორჯომის ტყიან მასივში. თავის სამშობლოში - ევროპისა და აზიის ჩრდილოეთას ტყიან შუა ზოლში, ტყის ქათამი ჩვეულებრივად 4 კვერცხს დებს. ბარტყების გამოჩეკვას 18 დღე სჭირდება. დედა დიდი მზრუნველობით უვლის თავის შვილებს და რაიმე საფრთხის შემთხვევაში ბარტყი ფრენით გადაჰყავთ უშიშარ ადგილზე.
საშემოდგომო გადაფრენის დროს შავი ზღვის ნაპირებთან ტყის ქათმის დიდი რაოდენობა რჩება დასაზამთერებლად.
ტყის ქათმის მოსაპოვებლად საჭიროა 8-9 ნომერი საფანტი

 

 

 

ავტორი თაზო. (საცდელად დავდე)


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

წელს გაფრენილიც კი არ მინახია, ეს დალოცვილი ესა. :(



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო

ტყის ქათამზე ნადირობა! ეს არის ყველაზე აზარტული ნადირობის სახეობა! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სადაც ეს ფრინველი მიგრირებს თუ ბუდობს მონადირეების უმეტესობა სუ მოუთმენლად ელოდება მის გამოჩენას! მისი მოპოვება ესე ვთქვათ ტროფეით ითვლება. მნიშვნელობა არ აქვს 2 თუ 3 ან თუნდაც 1 ყავს მონადირებული მონადირეს დიდი სიხარულით გამოიჭიმება ხოლმე თავის ნანადირევთან ერთად. რატომ? ალბატ იმიტომ რომ მისი მიგრაცია დაუდგენელია, დაუდგენელია მისი ქცევა ამა თუ იმ მომენტში. ჯდება ხშირ და უმეტესად დახურულ ტყეებში. მისი სიდიდიდან გამომდინარე ძაღლი ადვილად შეიგრძნობს მის სუნს მაგრამ ნურას უკაცრავად ის ბევრ ძაღლზე ჭკვიანი და ისე ოსტატურად დაემალება ვერც კი მიხვდებით! მეძებრებს შორის ერტ ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი სწორედ ტყის ქათამზეა, რადგანაც ყველა ძაღლს არ შესწევს უნარი იყოს წარმატებული ტყის ქათამზე ნადირობისას. ტყის ქათამზე მონადირე ძაღლი უნდა იყოს სწრაფი მაღალი ყნოსვით მეძებარი და ამავდროულად სწრაფი გააზრებული მყისიერი მოძრაობებით. ეს არ არის მწყერი რომ ძაღლს ეპატიოს მდორე და გაურკვეველი მოძრაობები, ძაღლს არ მოეთხოვება ირბინოს მაქოსებურ პარალელებზე აქ ყველაფერი სხვაგვარადააა. ძაღლი ეძებს სწრაფად და გააზრებულად ამოწმებს იმ ადგილებს სადაც მეტი ალბათობაა ქათმის ყოფნის, ხოლო სუნი მირების შემდეგ სწრაფი გაანალიზებიტ სწრაფი მოძრაობებიტ უკეთებს ახო მიწევას და ნაბულს "ქატამი უნდა დააპატიმროს"! უნდა იდგეს ისეთ ნაბულზე რომ ფრინველს განძრევის შანსი არ დაუტოვოს აი სწორედ ესაა ის სირთულეები რაც ტყის ქათამზე ნადირობას თან ახლავს. 

აბა წარმოიდგინეთ გვიანი შემოდგომა ხეს აქა იქ შერჩენია ყვითელი სიფრიფანა ფოთოლი.. მიწა კი მორთულია ულამაზესი ხალიჩით.. სიჩუმეა და ამ სიჩუმეს ფეხის აუჩარებელი ხმა არღვევს.. გაფაციცებით იყურები აქეთ იქეთ და ყურს უგდებ შენი მეგობრის ფეხის ხმას ... ხო და უცბათ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა გული უფრო და უფრო აგიჩქარდა და ახლა უკვე სწრაფი ნაბიჯით მიიწევ შენი ძაღლისკენ, ის კიდე ქანდაკების მაგვარი დგას და გელოდება მისი გული შენსაზე სწრაფად ცმს და ერთი მოლოდინით ელოდება შენ ბრძანებას "წინ წინ" და აი შემზარავი და გულის გამხეთქავი ხმით ფრინდება ქათამი და ჩვეული მანევრით ... გააყოლე თოფის სამიზნე მაგრამ ობიექტი იკარგება , უცბათ გამოჩნდება , კვლავ იკარგება და ბოლოს შემზარავი ხმის იგრიალებს თოფი და ეეჰ შავი საფანტი მიეწია ქათამს და მოწყვეტილი დაწეული ნისკარტით ეშვება მიწაზე თქვენი ძაღლი კი სიხარულით და ყურების პარტყუნით მიიჩქარის რათა საბოლოოდ გაახაროს პატრონის გული tongue.gif tongue.gif აი ესეთია ჩმებურად ქათამზე ნაირობა tongue.gif 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 tazoo კარგი გამოვრთავ მაგრამ ეს სპეციალურად დავტოვე ესე რომ პირველი პოსტი ანუ სტატია ამა თუ იმ ფრინველზე გამოკვეთილი ყოფილიყო სხვა პოსტებისგან, რავი ესე არ ჯობიაა?

 babu მე ჩვეულებრივად დიდ ფოტოს ვტვირთავ და ესე იდება ფორუმზე და შემდგომ როცა დააკლიკებ დიდება, საიტზეა ესე დაყენებული მგონი...

თენგო ჩემი დადებული ხომ ნახე? კოპიპეისტით გადმომაქვს და დიდად ჩანს


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
e5e4122f2c29.jpg

604fbd41570c.jpg

380e2a72c8a0.jpg

daf5405e740d.jpg

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

 

აბა წარმოიდგინეთ გვიანი შემოდგომა ხეს აქა იქ შერჩენია ყვითელი სიფრიფანა ფოთოლი.. მიწა კი მორთულია ულამაზესი ხალიჩით.. სიჩუმეა და ამ სიჩუმეს ფეხის აუჩარებელი ხმა არღვევს.. გაფაციცებით იყურები აქეთ იქეთ და ყურს უგდებ შენი მეგობრის ფეხის ხმას ... ხო და უცბათ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა გული უფრო და უფრო აგიჩქარდა და ახლა უკვე სწრაფი ნაბიჯით მიიწევ შენი ძაღლისკენ, ის კიდე ქანდაკების მაგვარი დგას და გელოდება მისი გული შენსაზე სწრაფად ცმს და ერთი მოლოდინით ელოდება შენ ბრძანებას "წინ წინ" და აი შემზარავი და გულის გამხეთქავი ხმით ფრინდება ქათამი და ჩვეული მანევრით ... გააყოლე თოფის სამიზნე მაგრამ ობიექტი იკარგება , უცბათ გამოჩნდება , კვლავ იკარგება და ბოლოს შემზარავი ხმის იგრიალებს თოფი და ეეჰ შავი საფანტი მიეწია ქათამს და მოწყვეტილი დაწეული ნისკარტით ეშვება მიწაზე თქვენი ძაღლი კი სიხარულით და ყურების პარტყუნით მიიჩქარის რათა საბოლოოდ გაახაროს პატრონის გული tongue.gif tongue.gif აი ესეთია ჩმებურად ქათამზე ნაირობა tongue.gif 

 

ვა ვა საღოლ სამო მაგრად გაქ აღწერილი გული მართლა ისე ამიჩქარდა თითქოს ტყეში ვიყო და ნაბულზე მყოფ ძაღლს ვუცქერდე თვალწინ დამიდგა ყველაფერი........ 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

           საღამომშვიდობისა ბიჭებო, ერთი სადღეგრძელო (უფ სადღეგრზელო კიარა სიახლე უნდა მეთქვა კაცო  :) მინდა გითხრათ,  მოკლეთ ტყის ქატამზე შეიცვალა სანადირო ვადები და ლიმიტები, კერძოდ: როგორც მოგეხდსენებათ ადრე იხსნებოდა სეზონი 15 ოქტომბერს და იხურებოდა 15 დეკემბერს ხოლო ლიმიტი იყო 7 ერთეული დღეში.

           ახლა ცვლილებები ასეთია: ნადირობის სეზონი იხსნება 15 ოქტომბერს და გრძელდება 1 მარტამდე ხოლო დღიური ლიმიტი 7 ნაცვლად შემცირდა 3 ცალამდე!



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სამოს პოსტმა გადამაწყვეტინა რომ გავხსნა ახალი და საინტერესო თემა, მონადირის მოთხრობები.

samo

:bravo:  :bravo:  :bravo:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საგაზაფხულო ნადირობა ტყის ქათამზე

a6d64793ad04.jpg

ძალიან ბევრისთვის ტყის ქათამზე ნადირობა ყველაზე პრიორიტეტულია, ალბათ, იმიტიმ, რომ მისი მოპოვება არც თუ ისე ადვილია.

ამ ფრინველს ყველაზე მეტად ეხერხება ტყე-ბუჩქნარში დამალვა. აფრენისასაც მონადირე წამიერად თუ მოჰკრავს მას თვალს, რადგან ის მყისიერად ეფარება ხეს ან ბუჩქს და ისე გაუჩინარდება, რომ ბევრჯერ გაწბილებულ მონადირეს უნებურად ეჭვიც კი უჩნდება, ნამდვილად ტყის ქათამი დაინახა თუ არა.

ეს საშუალო ზომი მოყავისფრო-მორუხო ფრინველი ერთი შეხედვით საკმაოდ, სადად, უბრალოდ გამოიყურება, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ყველაფერი მშვენიერი აქვს. ორიგინალურ იერს მას მეტად ლამაზი, დიდი, თითქმის კეფასთან განლაგებული ბდღვიალა თვალები აძლევს, რომლის საშუალებითაც ის მშვენივრად ხედავს, თუ რაა ხდება ზურგსუკანაც კი. ტყესჰი იგი უფრო მეტად გაფანტულად, ერთეულებად გვხვდება და ნადავლიც უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მოკრძალებულია ხოლმე. შემოდგომომით იღბლიანი მონადირე შეიძლება მის მასობრივ გადაფრენასაც წააწყდეს, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ასეთი შემთხვევები მას არასოდეს დაავიწყდება.

საშემოდგომო გადაფრენისას მონადირეს კარგად გაწაფული ძაღლი უნდა ჰყავდეს, თან სროლაშიც დაოსტატებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ უძაღლო მონადირეები გაფაციცებით ელოდებიან გაზაფხულს, რადგან ტიხტიხის ფერიოდში მაინც შეძლონ მეტ-ნაკლებად შედეგიანი ნადირობა. (ამგვარი ნადირობა საქართველოში არ არის კულტივილებური, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველგვარი საგაზაფხულო ნადირობა აკრძალულია და მეორეც, იგი აქ არ მრავლდება და, ცხადია, არც ტიხტიხებ.)

როგორ ტიხტიხებენ ტყის ქათმები? მამალი ფრინველი დილით ადრესრულ და გვიან საღამოს-მზის ჩასვლის შემდეგ დედალთან შესახვედრად ტყის თავზე დაფრინავს დაბალ (20-25 მეტრი) სიმაღლეზე და თავისებური სტვენით ეხმიანება მას. სატიხტიხო ადგილები, როგორც ჩანს, რაღაცით გამორჩეულია, რადგან ფრინველები თითქმის ყოველთვის ერთი იიგივე მარშრუტით სარგებლობენ. მათი საყვარელი ადგილებია: ბალახით ან დაბალი ბუჩქნარით დაფარული ტყეში გაკაფული მცირე ფართობები, უმნიშვნელოდ, ხევებით დაღარული მონაკვეთები, არყის ხის ვიწრო კორომები…

სწორედ ასეთი ადგილები წინასწარ აქვთ ხოლმე შერჩეული მონადირეებს და განაკაფი (გზების) განაპირას ხესთან ან ბუჩქთან დგებიან. მართალია, ამ დროს საგულდაგულო შენიღბვა საჭირო არ არის, მაგრამ მაინ სასურველია, რომ მონადირე ბევრს არ მოძრაობდეს და არ დარბოდეს ერთი ადგილიდან მეორემდე. მშვიდად ცდა სჯობს.

მამალი ფრინველი დამახასიათებელი საქორწილო სტვენა დაახლოებით ასე შეიძლება გადმოიცეს: „კვოგ, კვოგ სცი“. ამგვარი სტვენით უვლის ის თავზე ტყე-ბუჩქნარს და დედალს უხმობს. მისგან განსხვავებით, დედალი ჩუმად დაფრინავს და ძალიან იშვიათად მხოლოდ პირველ ბგერას გადმოსცემს. რა თქმა უნდა, ჩუმად მფრინავ ფრინველზე სროლა დაუშვებელია, რათა შემთხვევით დედალი არ შემოაკვდეს მონადირეს.

შებინდებისას, როცა ყველა მგალობელი ფრინველი გაჩუმებულია და ცალკეული უკვე კარგად გასარჩევია, ტყის ქათმები ტიხტიხს იწყებენ და სმენად ქცეული მონადირეც გაფაციცებით ელოდება, თუ როდის გაიგონებს სანუკვარ ხმას. უნდა აღინიშნოს, რომ ტყის ქათმის საკმაოდ მკაფიოდ და შორ მანძილზე ისმის და მონადირეს საშუალება ეძლევა სათანადოდ მოემზადოს სასროლად.

აი, ერთმა ფრინველმა შედარებით მოშორებით გადაიფრინა, მეორემაც შორს, მაგრამ ზურგს უკან ჩაუარა; უკიდურესად დაძაბულ მონადირეს კიდევ მოესმა ტიხტიხის ხმა და ქათამა ზუსტად მასზე მოფრინავს დაბლა, ნისკარტდაშვებული ნელა მოლივლივებს ბინბუნდში და ამ დროს იგი ღამის დიდ პეპელას უფრო გავს, ვიდრე ფრინველს. მჭახედ გაისმის გასროლის ხმა და ნახევარრკალად შემოხრილი ფრინველი ნეშოთი დაფარულ მიწაზე ეცემა. სიბნელეში ზუსტად გამხმარი ფოთლებისფერი ნანადირევი ძნელი მოსაძებნია, საამისოდ ელექტროფანარია საჭირო. რა თქმა უნდა, უკეთესია თუ მონადირეს კარგად დაგეშილი, აპორტირების მქონე მეძებარი ან სპანიელი ჰყავს თან. ამ ნადირობისას ძაღლის ფუნქცია მხოლოდ ჩამოგდებული ფრინველის მოძებნა და აპორტირებაა, ამიტომ იგი პატრონთან უნდა იჯდეს მშვიდად და ტყეში თავისუფლად არ უნდა დარბოდეს.

სანადიროდ ყველაზე კარგი პირობებია – თბილი, წყნარი, მოღრუბლული საღამო. ამ დროს ტყის ქათმებით შედარებით დაბლა და ნელა დაფრინავენ. უეცარი აცივებისას სატიხტიხო ფრენა შესუსტებულია ან საერთოდ შეწყვეტილია ხოლმე. ასევე ცუდია ძლიერი ქარიც, რადგან ფრინველები საკმაოდ მაღლა, თან ძალიან სწრაფად დაფრინავენ და და მათზე სროლა უმაღლეს ოსტატობას მოითხოვს.

ტიხტიხზე ნადირობისას ყველანაირი თოფი გამოდგება, მთავარია იგი კარგად მორგებული ჰქონდეს მონადირეს, მაგრამ რადგან სროლა ძირითადად ახლო და საშუალო მანძილზე ხდება უპირატესობა მაინც ცილინდრულ ლულებს ენიჭება.

და აი, საბოლოოდ ჩამობნელდა, ტიხტიხი შეწყდა. მონადირე ელექტროფანარს ჩართავს და გზას შინისაკენ კმაყოფილი გაუდგება-კიდევ ერთი გაზაფხულის დადგომას შეეგება, რამდენიმე საათით გამოეთიშა ყოველდღიურ საფიქრალ-საზრუნავს… გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მოინადირა რამე თუ არ…

ჟურნალი “ნადირობა”

huntingbirds.gif
სიახლის ავტორი: tengomengo


 

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს მუშა თემაა ზაზა


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
წელს მეგობრებო. 4 ცალი. მოვკალი შვებულებაში სანამ გავიდოდი..
დასავლეთში გურიაში ვიყავი დასასვენებლად სადაც ჩემი ძაგლით და თოფით წავედი....23 ცალი ავიყვანე ორ დგეში....დიდან ნასიამოვნები დავრჩი.

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მალადევ ყაძახო შენ!


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მე წელს გაფრენილიც კი არ მინახავს. :0033:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?