.
.სპილენძა
.
.
სპილენძა
სპილენძა (Coronella) - გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. გავრცელებულნი არიან ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში და დასავლეთ აზიაში. გვარი ამჟამად შეიცავს 3 სახეობას. წარმოადგენენ პატარა, 60 სანტიმეტრამდე სიგრძის გველებს. თავი მხოლოდ მცირედაა გამოყოფილი კისრისაგან. ზედა ყბაზე კბილები იზრდება წინიდან უკნისაკენ. სხეული ცილინდრული ფორმისაა, გლუვი ქერცლებით დაფარული. დროის უმეტეს ნაწილს საფარველში ატარებენ. იკვებებიან ხვლიკებით, ზოგი სახეობის გველებით, მღრღნელებით. მსხვერპლს სხეულით ეხვევიან გარშემო და შხამის მეშვეობით კლავენ. ახლოს დგანან ამერიკულ მონათესავეებთან - სამეფო გველები (Lampropeltis). ერთი პერიოდი მათ საერთო გვარში აერთიანებდნენ.
წყარო: ka.wikipedia.org