Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
.
წყლის დალევასაც ცოდნა უნდა.
.

a15888.jpg
წყლის დალევასაც ცოდნა უნდა

ყველაფერი ძალიან მარტივია. ორგანიზმის მიერ წყლის 10%–ის დაკარგვა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება – როგორც ცვლის პროცესები, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედება ირღვევა. ადამიანის სხეული მოსვენებით მდგომარეობაშიც კი, ჰაერის საშუალო ტემპერატურის დროს, ყოველდღიურად 2–2,5 ლიტრ წყალს კარგავს. ის შარდით, ნერწყვით, ოფლით, სუნთქვით გამოდის. მაშასადამე, ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის მენიუში დღეში 2, 2,5 ლ სითხე აუცილებელია მხოლოდ იმისთვის, რომ თავი სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

რა დაემართება ადამიანს, თუ წყალი დააკლდება? არსებობს ასეთი სტატისტიკა: წყლის 2%–ით უკმარისობისას იწყება უქეიფობა, 6–8%–ით – გულის წასვლა, 10%–ით – ჰალუცინაციები და კომა, ხოლო თუ ადამიანი 15–25% წყალს კარგავს, ეს ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების გარანტია და პიროვნება იღუპება.

ჩვენი ტვინი, რომელიც 85% წყლისგან შედგება, გაუწყლოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. 1% წყლის დაკარგვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედების სიკვდილი, რომლებიც აღარ აღდგებიან. მხედველობაში იქონიეთ: ხშირად თავის ტკივილი იმის სიგნალია, რომ ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის. ამიტომ მაშინვე აბებს ნუ ჩაყლაპავთ, ჯერ ერთი ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ახალდაბადებული ადამიანი 75% წყლისგან შედგება, ხოლო 95 წლის ასაკში წყლის მოცულობა ორგანიზმში სულ 25%–ია. დასკვნა: თუ გსურთ, აქტიურობა და მხნეობა დიდხანს შეინარჩუნოთ, მეტი წყალი დალიეთ. რა თქმა უნდა, დღეგრძელობაში გენებსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ წყლის როლის გამორიცხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უფრო, რომ თანამედროვე მეცნიერები დაბერების მთავარ მიზეზად სწორედ უჯრედების გამოშრობას ასახელებენ.

ოპტიმალური რაოდენობის სითხის განსაზღვრის ფორმულა, რომელიც ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ესაჭიროება, მარტივია: ნორმა – ეს არის 40 გრამი წყალი ადამიანის 1კგ წონაზე. ამ მოცულობის გაზრდა (1–2 ჭიქით) საჭიროა საუნის, რაციონში ცილების გაზრდის, ალკოჰოლისა და ყავის, თამბაქოს წევის, ძუძუთი კვების, გახშირებული სუნთქვის (ფიზიკური დატვირთვა, მაღალმთიანი პირობები) დროს. დაბოლოს, დღეში 2,5 ლ წყლის მოხმარებისას იმუნიტეტი 1,4%–ით მაღლდება. გახსოვდეთ: წყლის დალევას ცოდნა სჭირდება. წყალი ოდნავ თბილი უნდა იყოს და უნდა დავლიოთ არა – სულმოუთქმელად, არამედ პატარა ყლუპობით. ყველაფერი ძალიან მარტივია. ორგანიზმის მიერ წყლის 10%–ის დაკარგვა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება – როგორც ცვლის პროცესები, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედება ირღვევა. ადამიანის სხეული მოსვენებით მდგომარეობაშიც კი, ჰაერის საშუალო ტემპერატურის დროს, ყოველდღიურად 2–2,5 ლიტრ წყალს კარგავს. ის შარდით, ნერწყვით, ოფლით, სუნთქვით გამოდის. მაშასადამე, ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის მენიუში დღეში 2, 2,5 ლ სითხე აუცილებელია მხოლოდ იმისთვის, რომ თავი სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

რა დაემართება ადამიანს, თუ წყალი დააკლდება? არსებობს ასეთი სტატისტიკა: წყლის 2%–ით უკმარისობისას იწყება უქეიფობა, 6–8%–ით – გულის წასვლა, 10%–ით – ჰალუცინაციები და კომა, ხოლო თუ ადამიანი 15–25% წყალს კარგავს, ეს ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების გარანტია და პიროვნება იღუპება.

ჩვენი ტვინი, რომელიც 85% წყლისგან შედგება, გაუწყლოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. 1% წყლის დაკარგვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედების სიკვდილი, რომლებიც აღარ აღდგებიან. მხედველობაში იქონიეთ: ხშირად თავის ტკივილი იმის სიგნალია, რომ ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის. ამიტომ მაშინვე აბებს ნუ ჩაყლაპავთ, ჯერ ერთი ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ახალდაბადებული ადამიანი 75% წყლისგან შედგება, ხოლო 95 წლის ასაკში წყლის მოცულობა ორგანიზმში სულ 25%–ია. დასკვნა: თუ გსურთ, აქტიურობა და მხნეობა დიდხანს შეინარჩუნოთ, მეტი წყალი დალიეთ. რა თქმა უნდა, დღეგრძელობაში გენებსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ წყლის როლის გამორიცხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უფრო, რომ თანამედროვე მეცნიერები დაბერების მთავარ მიზეზად სწორედ უჯრედების გამოშრობას ასახელებენ.

ოპტიმალური რაოდენობის სითხის განსაზღვრის ფორმულა, რომელიც ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ესაჭიროება, მარტივია: ნორმა – ეს არის 40 გრამი წყალი ადამიანის 1კგ წონაზე. ამ მოცულობის გაზრდა (1–2 ჭიქით) საჭიროა საუნის, რაციონში ცილების გაზრდის, ალკოჰოლისა და ყავის, თამბაქოს წევის, ძუძუთი კვების, გახშირებული სუნთქვის (ფიზიკური დატვირთვა, მაღალმთიანი პირობები) დროს.

დაბოლოს, დღეში 2,5 ლ წყლის მოხმარებისას იმუნიტეტი 1,4%–ით მაღლდება. გახსოვდეთ: წყლის დალევას ცოდნა სჭირდება. წყალი ოდნავ თბილი უნდა იყოს და უნდა დავლიოთ არა – სულმოუთქმელად, არამედ პატარა ყლუპობით.

ჯანმრთელობა.ინფო.ჯი


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საყურადღებოა


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

მალადეც ბაბუ მიყვარს ასეთი საინტერესო თემები  ;)  :good:


  • 0

#4 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ძააან საინტერესო და სასარგებლოა. 2.5 ის რა მოგახსენოთ მარა ორჯერ მეტს კი ვსვამ დღეში...
  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გეთანხმებით, საინტერესოა...


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხედავ შენ წყალი რაკაი რამე ყოფილა... :)


  • 0





საკვანძო სიტყვები: ეს უნდა იცოდე, კულტურა კულინარია იარაღი, legion ტრადიციები ისტორია თოფი, ჯიში წიგნი მწერები ნადირობა, ანკესი ბუდე სატყუარა, მტაცებელი მეძებარი ტრადიცია, მარილი წითელი სამიზნე თევზი, მდინარე კინოლოგია საქართველო, ფრინველი ნაბული კავკასია, გარემო პოპულაცია მონადირე, წითელი წიგნი, ძაღლი ტურიზმი, თევზაობა ლეგიონი ჯანმრთელობა, წყალსატევები, მდინარე, ტბები, ფილტრაცია, ეკოლოგია, გარემო, ტოქსინები, ჯანდაცვა, სამინისტრო, განათლება

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 1 წევრს: