Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

e8a7624fb5b4.gif
ბუკი
ბუკი გაკეთებულია თუნუქისაგან (თითბერი). მილძაბრიდან საყვირის პირველ ნახევრამდე ჩასმულია ხის შტამბი. მეორე ნახევარში კი ბოლომდე მიმაგრებულია შიგნით თუნუქის მილი. საყვირის სიმაღლეა 1270მმ. მილძაბრის დიამეტრი 220მმ. ჩაბერვის ადგილი 28მმ.
“ვეფხისტყაოსნიდან” ირკვევა, რომ მეფედ კურთხევის დროს ბუკის კვრა წესად იყო მიღებული. მაგალითად, როდესაც როსტევანმა თინათინი თანამოსაყდრედ (ხელმწიფედ) დასვა: “ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა”, ან “ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჰხმასა დაატკბობდეს”. ბუკი უმეტესად ლაშქრობისას გამოიყენებოდა. “ვეფხისტყაოსანში” ნათქვამია: “გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზერაო”, ხოლო “ვისრამიანში” რამინის ლაშქრად გამგზავრების აღწერილობასი აღნიშნულია: “გაემართნეს დიდითა ლაშქრითა, ასაყრელთა ბუკთა სცემდეს, ქოს-ალამნი ჯეონისამებრ მოდიოდეს”, ე.ი. ბუკს ისე ახმაურებდნენ, რომ ყველას სცოდნოდა ჯარის აყრა-გამგზავრებისთვის მზადების დაწყება. ირანულ “ვისრამიანში” გამოთქმა “ასაყრელთა ბუკთა სცემდეს” არ არის. იგი ქართველ ავტორს ეკუთვნის. ბუკის ირანული შესატყვისი შაჰ-მოაბადისა და ვიროს ომის აღწერილობაში გვხვდება. იქ ნათქვამია: “ორგნითვე დაიწყეს ცემა ქოსთა და ყუირილი ბუკთა და ყვიროსტვირთა ხმა იყო”. ქართული ბუკი ირანული “ვისრამიანის” სურს უდრის, რომელიც, საყვირს და ნესტვს ნიშნავს.
ასეთი დანიშნულება ბუკს მარტო არაბეთსა და ირანში კი არ ჰქონდა, როგორც ეს ზემოთმოყვანილი ამონაწერების მიხედვით იყო საფიქრებელი, არამედ ჩვენშიც. ამის დამტკიცება ისტორიული და პოეტური თხზულებებითაც შეიძლება. მაგალითად, უკვე შავთელის “აბდულმესიანიდან” ჩანს, რომ ბუკი და ტაბლაკი XII ს-ში საქართველოში სამხედრო საკრავთა ჯგუფს ეკუთვნოდა:“დრო შამოიგო:
დროშა მოიგდო;
მტერნი დახოცნის
აოხრებითა,
ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით
მედგრად იბრძოდის
გამწყაძრებითა-ო.”
ლაშა გიორგის არზრუმის მხარეს ლაშქრობის დროსაც იქაურებმა “ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაფდაფთა (დაირა) და შეიქმნა ხმა ქალაქთა შინა, დამასკუნელნი სისხლთა, მათთა დათხევისანი”. თამარ მეფის პირველ ისტორიკოსს, მოთხრობილი აქვს, რომ როდესაც საქართველოს ძლევამოსილი ჯარი ირანში ლაშქრობიდან საქართველოში დაბრუნდა თამარი “მიეგება ზეიმითა და დიდებითა: იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა”.
რასაკვირველია, მაშინაც კარგად ესმოდათ, რომ ბუკის ხმა მეტისმეტად ძლიერი და გამაყრუებელი იყო. ამიტომ ბუკთა ტკრციალი ლხინისა და ნადიმის დროს უმთავრესად ზეიმის გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ეს გარემოება თვით შოთა რუსთაველსაც აქვს აღნიშნული. მგოსნის სიტყვით: “სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისად”.
სამეგრელოში ბუკს დიდი დღესასწაულების დროს უკრავდნენ, მაგალითათ, სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა ხოლმე, არქანჯელო ლამბერტის (იტალიელი მისიონერი) ცნობით: “ნათლიღების დღესასწაულის წყალკურთხევის ლიტანიობის დროს წირვა რომ დასრულდება, მთელი პროცესია მახლობელ მდინარეზე მიდის, რათა დიდის ამბით წყალი აკურთხოს. ყველაზე წინ მედროშე მიდის, რომელსაც ხელში დროშა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიც ბუკს უკრავენ და ბოლოს მიდის დანარჩენი ხალხი”.
ბუკის ახმაურების გამოსახატავად ძველ ძეგლებში სხვადასხვა გამოთქმაა ნახმარი. მაგალითად: “შაჰ-ნამეში” ქექაოზის მაზანდარანს გამგზავრების აღწერილობაში ნათქვამია: “მეორეს დღეს გაემართნეს ქოსსა ჰკრეს და ბუკი ყუირსა”. ბუკის ხმობა “იოსებ ზილიხანიანის” მეორე ვერსიაშიც არის: “მათ დროშები გაუშალეს, ქოსსა სცემდეს, ბუკი ხმობდეს”. ქექაოზის, როსტომისა და მაზანდარანელის ომის აღწერილობაში კი სწერია: “დარაზმეს და ბუკსა სცემდეს, გამოიღებს ქოსი ხმასა”. სულხან-საბა ორბელიანსაც თავის იგავ-არაკებში ბუკის ცემა აქვს ნახმარი: “თუმცა ამ საკრავს ხმობა და ყუირილი უფრო შეეფერება, ვიდრე ცემანი საყვირთა”, ს. ორბელიანის განმარტებით საყვირთა სახეობანი ერთმანეთისაგან სიდიდითაც განირჩეოდნენ, მაგ. “ბუკი საყვირია დიდი”, ხოლო “ზროხაკუდი საყვირია მომცრო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბუკი გასაგებია და ნაღარა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 ესეც ნაღარააა
a8502.jpg
 
11:46 28.07.2011
[presa.ge]

ნაღარა, აზიის ქვეყნებში გავრცელებული დასარტყამი საკრავია. მისი სამშობლო ინდოეთია. ნაღარა არაბეთის ქვეყნებიდან და ეგვიპტიდან ევროპაშიც გავრცელდა. თანამედროვე ნაღარა დიდი ზომის დიპლიპიტოა. იგი შედგება 2 მოზრდილი ჭურისაგან, რომელზეც თხის, ნუკრის ან მოზვრის ტყავია გადაჭიმული.

ნაღარის ორივე ჭური ქვევით დაგრძელებულია ქვევრის მსგავსად, ზევით — წაკვეთილი. იგი მზადდება გამომწვარი თიხის, სპილენძისა ან ხისაგან. დასატყმელად მრგვალთავიან მაგარ ჯოხებს იყენებენ. ნაღარას უკრავენ სახალხო ზეიმსა და დღესასწაულზე, ქორწილის, სამგლოვიარო ცერემონიების, აგრეთვე სამხედრო ლაშქრობის დროს. ნაღარა საორკესტრო საკრავიცაა (პირველად სიმფონიურ ორკესტრში შეიტანა გლიერმა).


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

diplipito4db1.gifდევი არ წაშალო გადავიტან


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დევო ნაღარა ცალკედ უნდა დამედო არა???? როგორც ბუკი და სხვები? :DD

ვინავატ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?