Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 538 გამოხმაურება

#436 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

თქვენგანვე ვიცი რო საკმაო ადვილათ უღებენ ალღოს სწავლებას და ნაბულის გარეშე აფრენილის მოკვლა არ არის რეკომენდებული. ჩემსას ნაბულზე დიდიხანი გაჩერება უჭირს არ ჩერდება მალევე გადადის ამოსაფრენათ

მე ანკესზე ვავარჯიშებ მინდვრამდე. . ანკესით ვაიძულებ დიდხანს იდგეს

თუ გაეკიდა ეგრევე "ვუფრენ"


ჩამსწორებელი Panteleimon, 06 March 2018 - 04:41 PM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#437 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

 მეორეთ კი გაიშვა და გადიოდა შორი ახლოს

ალიკა ჭიჭინაძის ძაღლის ლეკვი თუ გყავს სპორტული სიხლია და თუ ხვადია - რა თქმა უნდა შორს ივლის. მე ქათამზე და ტყეში ვეიმარით დავდივარ მაგის გამო


ჩამსწორებელი Panteleimon, 06 March 2018 - 04:39 PM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#438 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მე 8 თვის ძაღლი( ამ ასაკში უკვე საველე დიპლომი ქონდა მოპოვებული) რომელიც ფენომენალური ცხვირით გამოირჩეოდა  ფაქტიურად გავაფუჭე.  იმიტომ რომ ზაფხულ შემოდგომაზე მწყერზე დავგეშე, მერე ეგრევე ქათამზე და ბოლოს ხოხობზე და როგორც კი მწყერზე გავიყვანდი მირბოდა ჯაგებში და ტყისპირიანზე , ანუ ხოხობს ეძებდა. ამიტომ ვფიქრობ აჯობებს თავი შეიკავო პარალელურ გეშვაზე. ეს ჩემი აზრია და მეტი არაფერი. მაგრამ პრაქტიკამ ესე მიჩვენა

100 %. სანამ სწორ ძებნას არ ისწავლის და სტილით, ასევე ნაბულს არ გააკეთებს მყარად . მე არ მიღირს სხვა ფრინველზე გადასვლა


ჩამსწორებელი Panteleimon, 06 March 2018 - 04:41 PM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#439 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon

 ალიკას ენდის შვილია, კი სპორტული ხაზია გლოკი უზის სხვა თუ არაფერი, მაგრამ დედის სისხლი სამონადირეოა უფრო მეტად ვიდრე სპორტული, აბალანსებს :) გადის მაგრამ არც ისე რო კონტროლი დავკარგო, აი ნადირობას რო დაიწყებს მემგონი კიდე შეამცირებს და პრაქტიკული ნადირობისთვის კარგი ქინება. 

 ძუა და საკმაოდ თვინიერია, ანკესით ვავარჯიშებ მეც და ფრთით მაგრამ როცა ხედავს მაშინ დიდიხანი არ დგება ნაბულზე, ხოლო როცა ღამით ვავარჯიშებ და ვერ ხედავს და ყნოსვიტ აგნებს მაშინ უფრო დიდიხანი ჩერდება. ანუ ანკესიტ და ფრთით აპრობირებული მეთოდია ნაბულის გასამყარებლათ? ხომარაფერს ვაშავებ ეგეთი ვარჯიშით?



#440 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

კი სპორტული ხაზია გლოკი უზის სხვა თუ არაფერი, მაგრამ დედის სისხლი სამონადირეოა უფრო მეტად ვიდრე სპორტული, აბალანსებს

ან აბალანსებს ან არა. ეგ ისეთი თემაა გენეტიკა, დუშაშის გაგორების 1/36 -ია შანსი მარა ხომ გორდება. ხოდა თუ უმატებს და უმატებს გასვლას ესეიგი დუშაშია. მოსალოცია !!!

მე ჩემ ძაღლზე ასე მოვიქეცი. მოვატყუე - ანუ ფრინველი მინდორში ვაჩვენე კორდაზე, და აუცილებლად ხელით მივუთითე. აი ასე მინდორში გამყავდა ყოველ დღე 2 ჯერ ვაჩვენებდი კორდაზე და დაბმულ ფრინველს ხელით და მომყავდა. დამიჯერებ თვე. 

 

სპორტული ძაღლი არ ემორჩილება მოდი ასე ვთქვათ პატრონს საით ეძებოს. ის ნადირობს მთელი აზარტით მაგრამ ჯერავს რომ პატრონმა ხელით თუ ასწია და ფინველი იქეთაა საითაც აჩვენებენ.

მე მივაღწიე იმას რომ კი არ მემორჩილება ჯერავს. :D

რაც შეეხება ბრეტონს ბრეტონი პატრონზე ორიენტირებული ძაღლია ყოველთვის მხედველობის არეში ყავს მაგრამ სპორტული ბრეტონისთვის დაძახება- რა დროს დაძახებაა უფრო საინტერესო რამაა მინდორში :D

ადამიანმა უნდ აგამოიყენოს სათავისოდ ძაღლის ძლიერი მხარე - აზარტი მაგალითად და აქციოს სისუსტედ. აზარტულ ძაღლს ისე უნდ აფრინველი რომ ხელის აწევაზე თუ მან იცის რომ პატრონი ფრინველის მიგნებაში მეტად ავტორიტეტულია(ანუ ყოველთვის აჩვენა) აუცილებლად მოუხვევს და წამოვა რომ დაასწროს და პირველმა იპოვოს ;)


ჩამსწორებელი Panteleimon, 06 March 2018 - 05:01 PM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#441 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon,

 :D ძალიან კარგი მაგალითია, აუცილებლად გამოვიყენებ,  გამოდის რო მასზე მაგარი მეძებარი უნდა იყო რო დაგიჯეროს :D  ქართული მთის ძაღლი მყავდა დამორჩილებული და გუნდის ლიდერათ მთვლიდა და ამ ერთი ფინჩხა ძაღლს როგორ ვერ დავიმორჩილებ :D მაგრამ თქვენი გამოცდილება ძალიან დამეხმარება, ძალიან სპეციფიური და საფრთხილო საქმეა. 



#442 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4313 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

გიო დაიმორჩილებ კი არა მგონი შენი ხმის გაგონებაზე კრუნჩხვებში ვარდებოდეს, თუ შეატყობ რო ჯიუტია მინდორში, რო გადაკრავ ნეკნებში მერე უკვე დაჯდება 



#443 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

mantis,

 მანტის ჯერ არ მაქვს მორჩილებაზე  პრეტენზია კი არის დამჯერე მარა ფრინველს რო ნახავს და აზარტში შევა მერე შეიძლება აუშვას აფრები :) ხანდახან მინდორში შედის აზარტში მაგრამ არ უშლი, არ მკარგავს რაც მთავარია. მწარედ მახსოვს ბაღის ასაკში რო მასწავლებელმა ყური ამახია და არც ამას მინდა თავი შევაზარო :D



#444 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37836 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 ანუ როგორც მივხვდი მწყერზე რომ დავგეშავ და ვანადირებ დაუშვად ზაფხულში, შემდეგ ქათმის სეზონი რო მოვა აღარ ვატარო ქათამზე და არც იხვზე და გამოვატოვებიო სეზონი?   ჩემთვის არ წარმოადგენს ეს დიდ პრობლემას, მეორე ძაღლი მყავს და უძაღლოთ არ ვიქნეები.

მე ეგრე ვაკეთებდი ყოველთვის და ერთხელ წამძლია სულმა და ძაღლს ინტერესეი დაეკარგა პატარა ფრინველის


53c8c0d32f03.jpg


#445 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 45 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

ყველაზე კარგი ფრინველებია ძაღლის დასაგეშათ ჭოვილო (დუპელი) და ჩიბუხა(ბეკასი).თუ გინდათ,რომ ძაღლს ნაბული გაუმყაროთ და კარგად დაიგეშოს. პირველად დააწყებინეთ ამ ფრინველებით დაგეშვა.შემდეგ მოდის მწყერი და ასე შემდეგ.:)



#446 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37836 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაგეშვა ყოველთვის მოახერხე პატარადან დიდი ზომის ფრინველზე


53c8c0d32f03.jpg


#447 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37836 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყველაზე კარგი ფრინველებია ძაღლის დასაგეშათ ჭოვილო (დუპელი) და ჩიბუხა(ბეკასი).თუ გინდათ,რომ ძაღლს ნაბული გაუმყაროთ და კარგად დაიგეშოს. პირველად დააწყებინეთ ამ ფრინველებით დაგეშვა.შემდეგ მოდის მწყერი და ასე შემდეგ. :)

 

 

babu, on 06 მარ 2018 - 2:14 PM, said:

დაგეშვა ყოველთვის მოახერხე პატარადან დიდი ზომის ფრინველზე


53c8c0d32f03.jpg


#448 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37836 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ანკესით ვავარჯიშებ მეც და ფრთით მაგრამ როცა ხედავს მაშინ დიდიხანი არ დგება ნაბულზე, ხოლო როცა ღამით ვავარჯიშებ და ვერ ხედავს და ყნოსვიტ აგნებს მაშინ უფრო დიდიხანი ჩერდება. ანუ ანკესიტ და ფრთით აპრობირებული მეთოდია ნაბულის გასამყარებლათ? ხომარაფერს ვაშავებ ეგეთი ვარჯიშით?

გიორგი ანკესს აქვს თავისი დრო და დატვირთვა. როგორც წესი ძაღლებს გენეტიკური კოდი უდევთ ნადირობის. (ამ შემთხვევაში კონკრეტულად მეძებარს ვგულისხმობ ).  როდესაც ლეკვი  იზრდება ბუნებრივ პირობებსი,ის დედისა და ხროვის ზრდასრული ძაღლებისაგან სწავლობს ცხოვრებისადა შესაბამისად ნადირობის ანბანს.(როგორც მგლის ლეკვი). ადამიანმა სელექციით მიაღწია იმას რომ მაქსიმალურად განავითარა ის თვისებები რაცმისთვის იყო ყველაზე უფრო მეტად საჭირო პრაქტიკული შედეგის მისაღწევად. აღარ შევალ დრესურის და გეშვის წიაღში უბრალოდ ვიტყვი რომ ანკესი და შენ მას ფაქტიურად უცვლით ბუნებრივ პირობებსა და მასწავლებლის როლს. ანუ ანკესით მას (ლეკვს) უღვიძებ იმ მიძინებულ ინსტიქტებს რაც მასში მისი წინაპრებისგან გენეტიკური კოდის დონეზეა ჩადებული. ასე რომ როდესაც ლეკვი უკვე ხვდება რომ პადწიაჟკით , პადვოდკით, სტოიკით და აპორტირებით , იმსახურებს ხროვის უფროსის(ამ შემთხვევაში ის შენ როგორც პატრონს კი არა თავის უფროს ამხანაგად , მეტაურად აღგიქვამს , ისევ და ისევ ხროვის პრინციპიდან გამომდინარე რაც ასევე კოდის დონეზეა მასში ჩადებული)კეთილგანწყობას ის უფრო და უფრო ხვეწავს თავის უნარჩვევებს და ამაში მას ისევ შენ უნდა დაეხმარო იმით რომხშირად ატრო სანადიროთ. ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეტე რომყველაფერს თავისი დრო აქვს. ანკესმა თუ გაუღვიძა ინსტიქტი, შესაბამისად მას თავსი საქმე უკვე გაუკეთებია და აწი აღარა საჭირო

  ეხლა მეორე. თვალით ძებნა. ვიზუალი .ესაა ანკესის ერთგვარი -გვერდითი ფაქტორი. მაგრამ ელემენტარულად გამოსწორებადია . მოაშორე ანკესი, ან თუ ანკესით ავარჯიშებ შედარებით მაღალ ბალახში ამუშავე რომ სანადირო ობიექტი კი არ დაინახოს არამედ ყნოსვით იპოვოს.

მესამე ის რომ უბრალოდ არია ასეთი ძაღლები რომლებსაც რ აქვთ ცხვირი "ჩართული". სწორედ ამისთვის რომ არ გაზარმაცდენ და ვიზუალური ძებნას არ მიეჩვიოს ამუშავე ღამითაც ან როგორც გითხარი შედარებით მაღალ ბალახში. მე ერთ-ერთ ძველ მეთოდს ვიყნებდი ძაღლებში რომ ზარმაცი ცხვირის სინდრომი თავიდანვე გამომერიცხა და კორმას არ ვუყრიდი ჯამში. არამედ სხვადასხვა ადგილებში ვუმალავდი. ისიც მიეჩვია სულ პატარაობიდანვე რომ "ცხვირით უნდა მოეპოვებინა საკვები" . როგორც კი ცხვირით დაიწყებს მუსაობას სეგიძლეა გადახვიდე სხვა რამეზე.

მეოთხე. მყარი ნაბული. როდესაც დადგება ნაბულზე კორდა კისერზე კი არა წელზე , უკანა ფეხებთან გაუკეთე. წყნარი მონოტონური ტონით(ზურგზე ხელსაც თუ გადაუტარებ კარგი იქნება)უთხარი ის სიტყვა რასაც უშუალო ნადირობისას ეტყვი . ვთქვათ "ოოო"  ან "ოოოუ"...(ხვდები ხომ?) და კორდა გაქვს წელთან დაჭერილი . ხელზე გრძნობ როგორაა ძაღლის მუსკულატურა დაჭიმული. აწყნარებ ძაღლს იმდენი ხანი რამდენიც თვლი საჭიროდ (მაგრამ არა ნახეარი საათი) ;) და როდესაც ჩათვლი საჭიროდ რომ უნდა გააკეთოს მიტანება , მკვეთრად უშვებ კორდას ხელს და მკვეთრი ტონიტ გასცემ ბრძანებას "ეცი" და ძაღლი უკვე აკეთებს ბოლო ნახტომს ფრინველის "დასაჭერად" რა დროსაც შენ უკვე მომზადებული ელოდები ფრინველის ამოსვლას. 

  აგერ გიპოვე და შენც ნახე. მგონი 42 წუთზე ეს ელენენტი ფრანგულ მეთოდოლოგიაში ნაჩვენები.

 

http://legion.ge/top...e-3#entry104026

 

ამ თემის 1 პოსტში მიდევს. "ფრანგული დრესურა , გეშვა." 42 ე წუთი 


53c8c0d32f03.jpg


#449 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი


რო გადაკრავ ნეკნებში მერე უკვე დაჯდება 

გიორგი 123

თურმე ბრეტონები მაგრად ვერ იტანენ ცემით დაჩაგვრას. მე ძაღლის მიმართ მძიმე ხელი მაქვს საერთოდ. ბრეტონს ჩვეულებრივი, რომ ჩავაფერთხე  რასაც  ჩემი გერმანულები უბრალო გაწყრომად მიიღებნდნენ ეს  წახდა... 2 კვირა მოვუნდი შერიგებას და გათამამებას.  ვისაც ვესაუბრე ბრეტონისტებს საზღვარგარეთ ყველამ დამიდასტურა . ბრეტონს სჯიან ფრანგები თურმე მხოლოდ ყურის მოქაჩვით და გვერდულად..

ასე რომ დაკვრის პრაქტიკას ბრეტონის ნეკნებზე აღარ ვეწევი ... როიალზე გადავედი- უკეთესი ხმა აქვს.


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#450 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

babu,

 დიდი მადლობა ბაბუ ასეთი დეტალური ახსნისთვის, ერთი პრობლემა რაც მაქვს კორდას და ანკესს ერთად ვერ ვხმარობ და მასწრებს ხოლმე ფრთის დაჭერას :) აი ნამულზე რო დგას და ახლოს მივედი და ვეფერები დგას და არ ინძრევა როგორც კი შევწყვიტავ მოფერებას მალევე გადადის დასაჭერად. 

  ცოტა დათმობის პრობლემაც აქვს მოცემა უჭირს.

Panteleimon,

 მეც მძიმე ხელი მაქვს, რთული ხასიათის ძაღლები მყავდა :) ამას ვერიდები მაგრამ ხანდახან არ მყოფნის ნერვები, მაქსიმალურად ვიკავებ თავს. 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?