Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 495 გამოხმაურება

#421 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 39 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

არაფერი. უბრალოდ ავღნიშნე რო რუსული სპანიელებიც კარგად ნადირობენ და ტოლს არ უდებენ სხა ძაღლებს:)



#422 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი
მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე, დღეს დავრეგიტრირდი მაგრამ დიდიხანია ვადევნებ თვალ ყურს ამ ფორუმს, განსაკუთრებით ეპანიოლის თემებს.
7 თვის წინ ავიყვანე ეპანიოლი, მამა ჭიჭინაძის ენდია დედა კი ბატონი რამაზის ეპანიოლების შვილი.( ბატონ რამაზს ვიცნობ მხოლოდ ამ ფორუმზე, მოვიკითხავ აქვე, 2 წლის წინ ვინადირე მის ხვადთანვერთად) დიდიხანია ამ ჯიშით ვარ დაინტერესებული და ეხლა უკვე მყავს, მაგრამ ეხლა მის სწორ გეშვასთან დაკავშირებით მინდა მეტი გავიგო, ეს თემა და სხვებიც რომელიც ეპანიოლს ეხებოდა სრულად მაქვს წაკითხული ასევე სხვა ინფორმაციებიც, მაგრამ მაინც მეტი გამოცდილებაა საჭირო ვფიქრობ. პირველუ ფრინველის ძაღლი არაა მაგრამ არც დიდი გამოცდილება მაქვს, მითუმეტეს ესეთ აზარტულ მეძებართან.
ცოტ ცოტა კითხვებით შეგაწუხებთ, ქუთაისში ვცხოვრობ და აქ მე არ ვიცნობ ისეთ ხალხს ვისაც ძაღლის სწორად გეშვაში რეკომენდაციები შეუძლია მომცეს, მე ვისაც ვიცნობ ესეთი ძაღლები არ მოწონთ და მიძახიან შორს რატომ გადის რატო არ ტუქსავ და ა.შ. რაც მიმაჩნია არ უნდა იყოს გამართლებული ამ ჯიშთან და კონკრეტულად ჩემს ძაღლთან.
აქ მგონია რო მივიღებ სწორ რჩევებს და ეპანიოლს საბჭოთა მოშენების დრათჰაარივით არ გავზრდი ( შეურაცყოფას არ ვაყენებ სტილს ვგულისხმობ).
იქნებ ზოგადი რეკომენდაციები გქონდეთ ამ საწყის ეტაპზე.

ჩამსწორებელი გიორგი 123, 05 March 2018 - 11:35 PM.


#423 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი
legion.ge-1087-1520278602.jpglegion.ge-1087-1520278772.jpg

#424 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გიორგის გაუმარჯოს!  კეთილი იყოს შენი შემომატება. ბრეტონი რომ გყავს მისასალმებელია.ახალი (შედარებით) ჯიში ყოველთვის სიახლეებთან არის კავშირში და ახლის შეცნობა ხომ კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა. 

   კონკრეტულად გასვლის მანძილთან დაკავშირებით ჩემ აზრს გამოვთქვამ.  ჯერ შენ თვითონ უნდა იყო ჩამოყალიბებული რა გინდა რომ მიიღო ამ ძაღლისგან. ანუ რაზე ნადირობ ყველაზე ხშირად, შენი ფიზიკური კონდიცია, ის ტერირორია სადაც ნადირობ რა ფართობებზეა, სანადირო სავარგულების რელიეფი და ა,შ.    ანუ ისტორიულ სამშობლოში არის გაშლილი და სწორი რელიეფი (საკმაოდ სწორი) სადაც ძაღლი კარგად ჩანს, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. თუ არ ჩავთვლით ჯავახეთის ზეგანს, მითუმეტეს თუ ბრეტონის კომპაქტურ ზომებსაც გაითვალისწინებ. არის შორს გასვლის პერსპექტივა რაც უკვე ფეხს იკიდებს საქართველოში , თუმცაღა პირადათ მე არ ვარ ამის მომხრე , პრაქტიკული ნადირობის პრინციპებიდან გამომდინარე , მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა და მხოლოდ. 

რაც შეეხება სქესს. ხვადები , ისევე როგორც სხვა ჯიშის ხვადები ცოტა უფრო მეტ დამოუკიდებლობისკენ არიან მიდრეკილები ვიდრე ძუები. (ნუ ტესტოსტერონი თავისას შვება . რას იზამ?). ასე რომ ტყიან მასივში ქათამზე შორს მავალი ძაღლი ცუდი არაა მაგრამ კონტაქტში არაა და ვერც პატრონი ხედავს ვერც ნაბულს და ვერც მიტანებას და ა.შ. თავის მხრივ კი შორს მავალი ძაღლები თავისებურ ხიბლს ძენენ ნადირობას ასეთი ნადირობის მოყვარულ მონადირეებისთვის. ასე რომ ჩემი აზრით ჯობია პატრონი ჩამოყალიბდეს იმ შედეგზე რაც საბოლოოდ უნდა რომ მიიღოს. ისე კი გეტყვი რომ რამიშვილის ძაღლი (ვისი შთამომავალიც გყავს ) გადის საშუალო ან შედარებით მცირე დისტანციაზე ხოლო ძოძუაშვილის 300 მეტრსაც არაფრად დაგიდევდა. 

 

legion.ge-8-1520284016.jpg

 

 

legion.ge-8-1520284246.jpg


53c8c0d32f03.jpg


#425 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი
babu,
ბაბუ გამარჯობა, შორს გასვლას არ ვგულისხმობ 100-150 მეტრზე შორს, ისიც სადაც ამის საშვალება აქვს მწყერზე და გაშლილ მინდორში სადაც კონტროლს არ დაკარგავს პატრონზე. არის ესეთი გაშლილი მინდვრები ჩვენკენ დასავლეთში, მაგრამ ბილო წლებია მწყერს ესეთ ადგილებში იშვიათად ვნახულობ.
ასევე ქათამზე ნადირობა მიყვარს და ჩვენთან ძალიან გაუვალი ტყეებია ჯაგებია და რთული სასიარულო, ეგეთ ადგილას რო 50 მეტრში ნაბულზე დადგეს სანამ იქ მიხვალ მკვდარი ფრინველიც კი გაფრინდება :) ამიტო ახლოს უნდა იმუშავოს.
სპორტული ძაღლი არ მინდა უფრო პრაქტიკული მონადირე.
ქათამზე არ ვიცი ჯერ რამდენად გაქაჩავს ბურდში სიარულს, ასევე იხვზე როგორია ეგეც არ ვიცი ( წელს წყალს მოერიდა არ ჩავიდა, უფრო ლეკვობის ბრალი მგონია)
მაგრამ მეორე ძაღლი ლაბრადორი მყავს და არ შევაწუხებ მაგით თუ არც შევა.

#426 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1209 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ელს წყალს მოერიდა არ ჩავიდა

ბრეტონი წყალში უშიშრად შედის. მთავარია მოფართხალე ფრინველი ჩაუგდე ერთხელ და დაანახე. მე მაგალითად ფრთზე ბუმბულდაცლილი მტრედი ჩავუგდე,

ჩემი "ნირიოკებს" დასდევს ყინვაში ყვინთვით. 


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#427 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 329 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ქათამზე არ ვიცი ჯერ რამდენად გაქაჩავს ბურდში სიარულს, ასევე იხვზე როგორია ეგეც არ ვიცი ( წელს წყალს მოერიდა არ ჩავიდა, უფრო ლეკვობის ბრალი მგონია) მაგრამ მეორე ძაღლი ლაბრადორი მყავს და არ შევაწუხებ მაგით თუ არც შევა.

 

ყველაფერს გაქაჩავს, ოღონდ ჯერ ნაბული განუმტკიცე. ახლა კარგი დრო დგება ამისთვის – ქათამი გაფრინდა (თუ მიფრინავს ჩრდილოეთისკენ), მწყერი მოფრინავს. 

 

რაც შეეხება წყალს – აუცილებელი არ არის დაელოდო, როდის გადაწყვიტავს თვითონ შევიდეს წყალში თუ არა. შენ თვითონ შეიყვანე ხელით და გაუშვი ნაპირთან ახლოს. აკონტროლე თუ საჭირო იქნა კორპუსის ქვეშ ხელის დახმარებით. 2–3 ასეთი ტესტი და დაეკარგება შიში. 

ოღონდ ეცადე პირველად ისეთ დროს შეუშვა წყალში, რომ დისკომფორტი არ იგრძნოს ( წყალი სასურველია იყოს შედარებით თბილი ). 

ცურვას რომ ისწავლის, შემდეგ თვითონაც ხშირად შევა ლაბრადორთან ერთად, რომელიც, დარწმუნებული ვარ ბევრს ასწავლის წყალში 



#428 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

Panteleimon,

 ფრიად გასახარი ამბავია, მეც მქონდა მსგავსი მოსმენილი, ვნახოთ ჩემი რას იზამს. ზამთარში და სიცივეში თან ლეკვია ჯერ და მოვარიდე წყალს, ზაფხულში გეშვის დროს მივაჩვევ.

თქვენი ვიდეოები მაქვს ნანახი და ერთ ვიდეოში როცა ეპანიოლს გეშავთ მეორე ძაღლიც გყავთ მასთან ერთადდ გაყვანილი და ეს პრობლემას არ უქმნის? ანუ ვგულისხმობ რო სხვა ძაღლზე მიბაძვას არ იწყებს?

 თქვენგანვე ვიცი რო საკმაო ადვილათ უღებენ ალღოს სწავლებას და ნაბულის გარეშე აფრენილის მოკვლა არ არის რეკომენდებული. ჩემსას ნაბულზე დიდიხანი გაჩერება უჭირს არ ჩერდება მალევე გადადის ამოსაფრენათ, ეზოში ფრთაზე თამაშის დროსაც იგივეს აკეთებს, ვფიქრობ ეზოში იმიტო აკეთებს ამას რო მე ახლოს ვდგავარ და როგორც ვიცი ადამიანის სუნი ბევრათ მკვეთრია ფრინველისაზე და ახლოს დგომის დროს ძაღლი ცდილობს ფრინველის სუნი არ დაკარგოს და გადადის ფრინველზე, შორ მანძილზე  ჯერ სანაბულეთ ფრინველი არ უნახავს.



#429 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

კობა თოდუა

 ამიტო ველეოდები რო ცოტა დათბეს, წყლის ტემპერატურა დაბალია ჯერ და ხელოვნურ პირობებში არ მინდა მივაჩვიო წყალს. 

 წყალში მასწავლებელი ნამდვილად კარგი ყავს ლაბრადორის სახით :) 



#430 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ გამარჯობა, შორს გასვლას არ ვგულისხმობ 100-150 მეტრზე შორს, ისიც სადაც ამის საშვალება აქვს მწყერზე და გაშლილ მინდორში სადაც კონტროლს არ დაკარგავს პატრონზე

პატრონი უნდა აკონტროლებდეს და არა ძაღლი-პატრონს. ალბათ ეს უნდა დაგეწერა...

 

ჩვენთან ძალიან გაუვალი ტყეებია ჯაგებია და რთული სასიარულო, ეგეთ ადგილას რო 50 მეტრში ნაბულზე დადგეს სანამ იქ მიხვალ მკვდარი ფრინველიც კი გაფრინდება ამიტო ახლოს უნდა იმუშავოს.

საზოგადოთ საზღვარგარეთ ისე არ ატარებენ შეჯიბრს როორც ჩვენთან. როგორც კობამ ადრე აღნშნა ქათამზე ნადირობას თავისი სპეციფიკა აქვს და ამას ემატება ადგილობრივ ნიუანსები. ის რომ ევროპელები სპეციალიზაციას აქცევენ ყურადღებას მაგითითაცაა გამოწვეული. მწყერზე სხვა დისტანცირება ხდება და ტყის ქათამზე კი სულ სხვა პერიმეტრი იფარება. რისი  გათვალისწინებაც ჩვენთან სამწუხაროდ არ ხდება. ასე რომ ფილტრაილზე გასულ ძაღლს ნუ მოსთხოვთ ჩვენ ჯაგებში სადაც 20-30 მეტრის იქით ჯაგიანში ხილვადობა საერთოდ არ არის , რომ ნაბულის ხიბლით , გაგაბედნიეროთ მითუმეტეს ჩვენ დამფრთხალ, დასტრესილ და დაფეთებულ ფრინველზე.

 

ამიტო ველეოდები რო ცოტა დათბეს, წყლის ტემპერატურა დაბალია ჯერ და ხელოვნურ პირობებში არ მინდა მივაჩვიო წყალს.   წყალში მასწავლებელი ნამდვილად კარგი ყავს ლაბრადორის სახით

მართალია . კომფორტულით მიაჩვიე რომ "მუღამი "  დაუჭიროს, . კობამ მართალი და სწორი რჩევა მოგცა. რაც არ უნდა ლაბრადორი ჩაუყვანო წყალში , მაინც ის აჯობებს შენ შეიყვანო თვითონ. ძაღლს ყველაზე მეტად პატრონის იმედი აქვს და პატრონის ერთგულია. ამიტომ მშვიდათ, თან მეგობრული ტონით , ნელა და თან სულმონოტონური საუბრის ფონზე იქვე ნაპირთან ახლოს ისე რომ 2 მეტრაში თვითონაც ფეხი შეახოს გრუნტს შეიყვანე შენც დაიხარე და ნელა შეუშვი ხელი. 2 - 3ესეთი ვარჯიშის მერე ვეღარც გამოაგდებ წყლიდან.


53c8c0d32f03.jpg


#431 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

პატრონი უნდა აკონტროლებდეს და არა ძაღლი-პატრონს. ალბათ ეს უნდა დაგეწერა

პატრონი უნდა აკონტროლებდეს თავისთავად მაგრამ ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ხშირად შემიმჩნევია რო როცა მინდორში დარბის და შორს გადის მიხედავს ხოლმე და მაკონტროლებს, ცდილობს მხედველობიდან არ დამკარგოს. გაუვალ ტყეში რათქმაუნდა ამას ვერ იზამს თორე მაშინ ფეხებში უნდა მსდიოს.



#432 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

საზოგადოთ საზღვარგარეთ ისე არ ატარებენ შეჯიბრს როორც ჩვენთან. როგორც კობამ ადრე აღნშნა ქათამზე ნადირობას თავისი სპეციფიკა აქვს და ამას ემატება ადგილობრივ ნიუანსები. ის რომ ევროპელები სპეციალიზაციას აქცევენ ყურადღებას მაგითითაცაა გამოწვეული. მწყერზე სხვა დისტანცირება ხდება და ტყის ქათამზე კი სულ სხვა პერიმეტრი იფარება. რისი  გათვალისწინებაც ჩვენთან სამწუხაროდ არ ხდება. ასე რომ ფილტრაილზე გასულ ძაღლს ნუ მოსთხოვთ ჩვენ ჯაგებში სადაც 20-30 მეტრის იქით ჯაგიანში ხილვადობა საერთოდ არ არის , რომ ნაბულის ხიბლით , გაგაბედნიეროთ მითუმეტეს ჩვენ დამფრთხალ, დასტრესილ და დაფეთებულ ფრინველზე.

 ნაბული შეიძლება ვერ დავინახო მაგრამ ზარით ან ბიპერით მემგონი შეიძლება მივაგნო სად არის მიახლოებით. ერთი ორჯერ მყავდა ქათამზე და პირველად მოერიდა წინ გასვლას მე მომყვებოდა სადაც ძან ეკლები იყო და მეორეთ კი გაიშვა და გადიოდა შორი ახლოს, სამწუხაროდ არაფერი შეხვდა და რა უ ნდა ეძებნა ეგეც არ იცოდა.



#433 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

მართალია . კომფორტულით მიაჩვიე რომ "მუღამი "  დაუჭიროს, . კობამ მართალი და სწორი რჩევა მოგცა. რაც არ უნდა ლაბრადორი ჩაუყვანო წყალში , მაინც ის აჯობებს შენ შეიყვანო თვითონ. ძაღლს ყველაზე მეტად პატრონის იმედი აქვს და პატრონის ერთგულია. ამიტომ მშვიდათ, თან მეგობრული ტონით , ნელა და თან სულმონოტონური საუბრის ფონზე იქვე ნაპირთან ახლოს ისე რომ 2 მეტრაში თვითონაც ფეხი შეახოს გრუნტს შეიყვანე შენც დაიხარე და ნელა შეუშვი ხელი. 2 - 3ესეთი ვარჯიშის მერე ვეღარც გამოაგდებ წყლიდან.

 ამ საკითხს აუცილებლათ გავითვალისწინებ.



#434 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნაბული შეიძლება ვერ დავინახო მაგრამ ზარით ან ბიპერით მემგონი შეიძლება მივაგნო სად არის მიახლოებით. ერთი ორჯერ მყავდა ქათამზე და პირველად მოერიდა წინ გასვლას მე მომყვებოდა სადაც ძან ეკლები იყო და მეორეთ კი გაიშვა და გადიოდა შორი ახლოს, სამწუხაროდ არაფერი შეხვდა და რა უ ნდა ეძებნა ეგეც არ იცოდა.

გიორგი არ მიყვარს რჩევების მიცემა თუ არ მეკითხბიან. ამ შემთხვევაშიც ჩემ აზრს ვამბობ და არა რჩევებს ვიძლევი ასე რომ გაითვალისწინებ თუ არა შენი გადასაწყვეტია , მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე  ერთი ძალიან კარგი  ბრეტონი გავაფუჭე ჩემი სულსწრაფობის გამო . ვერ მოვითმინე და თვალში საცემ შეცდომაზე(ჩემი აზრით შეცდომაა) მინდა ყურადღება მიგაქცევინო. დაგეშვა ყოველთვის მოახერხე პატარადან დიდი ზომის ფრინველზე. და არა პარალელურად . მე 8 თვის ძაღლი( ამ ასაკში უკვე საველე დიპლომი ქონდა მოპოვებული) რომელიც ფენომენალური ცხვირით გამოირჩეოდა  ფაქტიურად გავაფუჭე.  იმიტომ რომ ზაფხულ შემოდგომაზე მწყერზე დავგეშე, მერე ეგრევე ქათამზე და ბოლოს ხოხობზე და როგორც კი მწყერზე გავიყვანდი მირბოდა ჯაგებში და ტყისპირიანზე , ანუ ხოხობს ეძებდა. ამიტომ ვფიქრობ აჯობებს თავი შეიკავო პარალელურ გეშვაზე. ეს ჩემი აზრია და მეტი არაფერი. მაგრამ პრაქტიკამ ესე მიჩვენა.


53c8c0d32f03.jpg


#435 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი 123

გიორგი 123

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:ქ.ქუთაისი ნინოშვილის 200
  • წარმოშობა:ქართველი

babu

 ჩემთვის მისაღები და გასათვალისწინებელია რჩევები და მაგ მიზნით დავრეგისტრირდი ზუსტათ აქ.  ბევრჯერ არ მყოლია გაყვანილი პრაქტიკულათ ბუნებაში გასეირნება იყო მისთვის, თოფიც კი არ მისროლია მასთან ერთად. 

 ანუ როგორც მივხვდი მწყერზე რომ დავგეშავ და ვანადირებ დაუშვად ზაფხულში, შემდეგ ქათმის სეზონი რო მოვა აღარ ვატარო ქათამზე და არც იხვზე და გამოვატოვებიო სეზონი? 

 ჩემთვის არ წარმოადგენს ეს დიდ პრობლემას, მეორე ძაღლი მყავს და უძაღლოთ არ ვიქნეები.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი