Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 538 გამოხმაურება

#376 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2172 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

რამაზ გილოცავ



#377 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

კაი ფილმი ვიპოვე "მატორიან თხებზე".   გეშვის  სპეციფიკაზეც კარგად საუბრობს

 


ჩამსწორებელი Panteleimon, 29 December 2017 - 11:58 AM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#378 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
barbi

barbi

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 32 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ლაგოდეხი
Panteleimon. კარგი ფილმია ძალიან

ჩამსწორებელი barbi, 04 January 2018 - 07:30 PM.


#379 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
barbi

barbi

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 32 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ლაგოდეხი
legion.ge-332-1515079924.jpg
ესეც ჩემი ძაღლი.

#380 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37816 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყოჩაღი ვინმე ჩანს :bravo: 


53c8c0d32f03.jpg


#381 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37816 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


53c8c0d32f03.jpg


#382 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 45 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

გაუმარჯოს მონადირეებს.ნაცნობებს და უცნობებს   :) 

ბიჭებო რაშია საქმე,ვოლიერში ვეღარ ვაჩერებ ძაღლებს.რაღაც პრობლემები გამო.ამიტომ გადავწყვიტე სახში მივიყვანო მონადირე ძაღლი. შეჩერებული მაქვს არჩევანი თავიანთი პატარა ზომიდან გამომდინარე რუსულ სპანიელზე და ეპანიოლ ბრეტონზე.სპანიელის შესაძლებლობები ვიცი კარგად  აი ბრეტონზე საერთოდ არ ვიცი, არ მინადირია მაგ ძაღლთან ერთად. ჩემ ახლობლობაშიც არავს ყავს ეს ჯიში.  ინტერნეტში რაც ვიდეოები ვნახე მარტო რეკლამებია. თუ არ შეგეზარებათ რო დაწეროთ ამ ჯიშის მინუს პლიუსები.რითი ჯობია სხვა ჯიშებს ამხელა რეკლამები რო დევს ინტერნეტში. წინასწარ დიდი მადლობა. :) 



#383 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

არჩევანი თავიანთი პატარა ზომიდან გამომდინარე რუსულ სპანიელზე და ეპანიოლ ბრეტონზე

2 სხვადასხვა სტილის  მონადირე ძაღლია. ბრეტონი ნაბულით ნადირობს სპანიელი ეძებს და ამოყავს. აქ ძმობილო უფრო როგორი ნადირობა გსურს ის თემაა. 


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#384 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 45 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

 Panteleimon

 

სპანიელის და სხვა ჯიშები რაც კი ჩვენთან არის მაგათი ნადირობა ძალიან კარგად ვიცი ეხლა სეტერი მყავს ლავერაკი. ვოლიერში გავზარდე,მარა რაღაც პრობლემების გამო ვოლიერში ვეღარ მივიყვან ძაღლს.სეტერი კი მეყოლება მარა უკვე დაბერდა.:) ამიტომ გადავწყვიტე სახლის პირობებში გავზარდო ძაღლი. ეპანიოლი ასე თუ ისე პატარა ზომისაა და მაგიტომ გადავწყვიტე აყვანა.ჩემ საახლობლოში არავის ყავს ეს ჯიში.ვიდეოებს რო ვუყურებ გინდა უცხოურს გინდა ქართულს ძალიან აქებენ ამ ჯიშს და მე პირადად ვერაფერი ვნახე სხვა ჯიშებთან განსხვავებული.უბრალოდ მაინტერესებს ამ ჯიშის ავან-ჩავანობა.:) ამ ჯიშზე მარტო ვიცი,რომ 1970 წელს დამთავრდა სრულყოფილი გამოყვანა და მიიღეს დღევანდელი სახით რაც დღეს არსებობს. კიდევ მაინტერესებს არ ეწყინებათ ბრეტონის პატრონებს თავიანთია და რასაც უნდა დააფასებენ:) მაგრამ რატო ღირს საქართველოში მაგალითად სუფთა წარმომავლობის სეტერი 200 ლარი და ბრეტონი 800-1000 ლარი? გამიგებთ ალბათ რასაც ვიძახი :) მე იმ წლებში აღარ ვარ შედეგები რო მაინტერესებდეს 300-400 მწყრის მოკვლა მე უფრო ძაღლის ნადირობა და ნადირობის დროს  სილამაზეს ვაქცევ ყურადღებას..სამწუხაროდ სეტერს და პოინტერს ვერ მივიყვან სახში.:)



#385 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

oto04

ვეცდები თანმიმდევრულად გიპასუხო.  ჯერ ახალი ხილია და შესაბამისად საშუალება გაქვს შემოყვანილი ძაღლის შვილი იყიდო .რომც მოინდომო ძალიან გაგიჭირდება აქაური მოშენების ანუ 3-4 თაობა რომ აქ დაიბადა მათი ლეკვი იყოლიო.

მეც პირადად შემიყვანილი მყავს. პლიუს შემოყვანილი ძაღლების უმრავლესობა სპორტული სიხლებია და აზარტულები.  მე 800EU გადავიხადე ლეკვში . ძალიან ტიტულოვანი ძაღლების შვილია. ასევე  ვისაც ჩამოყვანილი ყავს თითქმის ყველა ძალიან ტიტულოვანი ხაზებიდან. შესაბამისად ლეკვების ფასიც არაა დაბალი.

პლიუსები:

  • ნადირობას 4-5 თვის ასაკში იწყებს ნაბულით
  • კონაქტური და პატრონზე ორიენტირებულია. სულ ცდილობს გასიამოვნოს მინდორში. 
  • ძალიან ჭკვიანია. მიმიქარავს გერმანული ნაგაზი და ბოქსიორი წრთვნაში.
  • მამაცია საკმაოდ და შეუპავარი. 
  • ენერგიულია. საკმარისია 1 საათის ნანადირევი 10 წუთით დააწვინო ისევ სასტიკი სისწრაფით იწყებს ნადირობას.
  • არ მინახავს ეპანიოლი ქექავდეს
  • ყველაზე დაბალი და პატარა ნაბულიანი ძაღლია შესაბამისად სადაც სხვა ჯიშმა თავი უნდა დაწიოსრაიმეს შესამოწმებლად რომ დაბალ იარუსზე გადმოვიდეს ამას ეს არ ჭირდება პირიქით მაღლა უწევს სულ თავს რომ შორიდან დაიჭიროს "სუნები"
  • თოფის ხმა კი არა ზარბაზნის არ აინტერესებს ლეკვობიდანვე.
  • კომპაქტურობაზე თავად ახსენე შესაბამისად  "ცოტას წვავს"
  • გენიალური მოცურავეა. წყალში "ნირიოკი" თუ დაინახა ყვინთავს დასაჭერად- ჩემი ასეა ყოველ შემთხვევაში.
  • ზოგადად კარგი მონადირეა ტყეში და ჭაობიან ადგილებში. ასევე გაშლილ დაბალსაფარიან მინდორში.
  • შედეგიანი მონადირეა თუ რელიეფს და ბალახის საფარს შეურჩევ.

ეხლა მინუსები

  • ისევ კომპაქტურობა .  ასე წლინახევრამდე სანამ აკრებს მუსკულატურას უჭირს მაღალ ბალახში . ნახტომებით მუშაობს და იღლება შესაბამისად. მერე კი დადის ყინულმჭრელივით.
  • ასევე თოვლშიც. სადაც სხვა ძაღლს მუხლამდე წვდება ეს მუცლამდე თოვლშია.
  • დინებაში წყლიდან გამოტანა უჭირს - რას იზამ პატარაა და ბერკეტები არ შეესაბამება სწრაფ დინებას.
  • ჯაგებში ვერ შედის ასევე სანამ არ დაიკუნთება კარგად. მერე იცოცხლე.
  • ვინაიდან ძალიან კონტაქტურია და ამასთანავე ცოტა რბილი ფსიქიკა აქვს. კურცხარივით და დრათხარივით მკაცრ ხელს ვერ იტანს. სხვა მიდგომაა საჭირო.
  • ვინაიდან ძალიან კონტაქტურია უყვარს მოფერება. გახტება და ჩახუტებას ცდილობს.  სამსახურში დასვრილი მივდივარ სულ :)
  • მამაცია საკმაოდ და შეუპავარი. ტურებთან საშიშია მისდევს ყეფით. შეიძლება გაიტყუონ და შესანსლონ.
  • ზე ენერგიულია. ბინაში უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ვიდრე საბჭოთა მოშენების ძროხასავით დრათხარი. ირბენს გიჟივით და დაღრღნის ყველაფერს. ვისაც ვიცნობ ყველას ეს პრობლემა აქვს.
  • არაფრით არ შეიძლება ბრეტონს მოუკლა ხმაურზე ამოფრენილი. მომენტალურად სწავლობს "თამაშის წესებს". ნაბულს დაემშვიდობეთ. გადაიქცევა სპანიელად. ჩემ 3 მეგობარს ყავს მასე გაფუჭებული ძაღლი.

აჰა არ დავინდე არც ერთ მხარეს. მე მაგალითად ჩავთვალე რომ ასეთი ძაღლი კარგი იქნებოდა მყოლოდა და ჩამოვიყვანე. იმედია გამოგადგება გადაწყვეტილების მიღებაში. 

ესეც ჩემი ნუმა (ნაუმი ბრეთონიქ სთაილი)


ჩამსწორებელი Panteleimon, 08 February 2018 - 07:39 AM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#386 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 45 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

 Panteleimon

 

მადლობა გამოხმაურებისთვის :)

 

გასაგებია ყველაფერი. პლიუსებში ვერაფერს ვიტყვი.მინუსებში შეგეკითხებით.

 

  •  
  • არაფრით არ შეიძლება ბრეტონს მოუკლა ხმაურზე ამოფრენილი. მომენტალურად სწავლობს "თამაშის წესებს". ნაბულს დაემშვიდობეთ. გადაიქცევა სპანიელად. ჩემ 3 მეგობარს ყავს მასე გაფუჭებული ძაღლი.

 

 

ეს ვერ გავიგე .რას ნიშნავს ხმაურზე მოკვლა? ფრინველი ხან ხმაურით ამოდის და ხან ჩუმათ იპარება.

  •  
  • ზე ენერგიულია. ბინაში უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ვიდრე საბჭოთა მოშენების ძროხასავით დრათხარი. ირბენს გიჟივით და დაღრღნის ყველაფერს. ვისაც ვიცნობ ყველას ეს პრობლემა აქვს.

 

 

ეს მოგვარებადია ვერ ვხედავ ამაში პრობლემას.ნებისმიერი ლეკვი პირველი წელიწად ნახევარი ესე იქცევა მერე დინჯდებიან.

 

 

წუთი და ორმოცდაათი წამიდან უყურეთ რას იძახის მაგ მინუსზე.



#387 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეს ვერ გავიგე .რას ნიშნავს ხმაურზე მოკვლა? ფრინველი ხან ხმაურით ამოდის და ხან ჩუმათ იპარება.

როდესაც ხმაურზე ფრინდება ფრინველი. ანუ უნაბულოთ  ამოფრენილზე. მაგას ისედაც არ უნდა მოვუკლათ  ნაბულის ძაღლს წესით მაგრამ ვარღვევთ ხოლმე წესებს. ბრეტონის შემთხვევაში ვიმეორებ მომენტალურად ითვისებს ამ ცუდ გაკვეთილს.


ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#388 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 45 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

როდესაც ხმაურზე ფრინდება ფრინველი. ანუ უნაბულოთ  ამოფრენილზე. მაგას ისედაც არ უნდა მოვუკლათ  ნაბულის ძაღლს წესით მაგრამ ვარღვევთ ხოლმე წესებს. ბრეტონის შემთხვევაში ვიმეორებ მომენტალურად ითვისებს ამ ცუდ გაკვეთილს.

ვააა ეს ძალიან დიდი ნაკლი ქონია.

ჩვენთან მემგონი მარტო არ დადის არავინ სანადიროდ ყოველთვის კოლექტიური ნადირობაა,ვიღაცას ამოუვა ფეხებიდან ფრინველი.ამას რო თავი დავანებოთ.აგვისტოს ხვათში ხშირ შემტხვევაში მწყერი ფეხიდან ამოდის.მაგალითად წელს პირველი ორი გასვლა მწყერზე ესე იყო.მარტო ჩემ ძაღლს რო დმართნოდა რაღაცას ვიტყოდი,მარა ვინც კი ნადირობდა სპეციალურად შევეკითხე და ყველა ყველას ეს პრობლემა ქონდა.ათიდან შვიდი ფეხში ამოდიოდა და რა გამოდის ძაღლი ანებებს ნაბულის კეთებას?

და აქედან გამომდინარე რა გამოდის,რომ ეს ჯიში მაინც კვალზე მონადირეთ იხრება.ვიდეო თუ მოვნახე დავდებ აუცილებლად იქ იძახიან,რომ ამ ძაღლებს არ ქონდათ თავიდან ნაბული და სეტერი პოინტერების სისხლი დაუმატეს ნაბულის გამყარებაშიო.დაახლოებით 1960-70 წელსო.


ჩამსწორებელი oto04, 08 February 2018 - 01:17 PM.


#389 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    დელეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1991 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ვააა ეს ძალიან დიდი ნაკლი ქონია. ჩვენთან მემგონი მარტო არ დადის არავინ სანადიროდ ყოველთვის კოლექტიური ნადირობაა,ვიღაცას ამოუვა ფეხებიდან ფრინველი.ამას რო თავი დავანებოთ.აგვისტოს ხვათში ხშირ შემტხვევაში მწყერი ფეხიდან ამოდის.მაგალითად წელს პირველი ორი გასვლა მწყერზე ესე იყო.მარტო ჩემ ძაღლს რო დმართნოდა რაღაცას ვიტყოდი,მარა ვინც კი ნადირობდა სპეციალურად შევეკითხე და ყველა ყველას ეს პრობლემა ქონდა.ათიდან შვიდი ფეხში ამოდიოდა და რა გამოდის ძაღლი ანებებს ნაბულის კეთებას? და აქედან გამომდინარე რა გამოდის,რომ ეს ჯიში მაინც კვალზე მონადირეთ იხრება.ვიდეო თუ მოვნახე დავდებ აუცილებლად იქ იძახიან,რომ ამ ძაღლებს არ ქონდათ თავიდან ნაბული და სეტერი პოინტერების სისხლი დაუმატეს ნაბულის გამყარებაშიო.დაახლოებით 1960-70 წელსო.

არა რა ნაკლი.პირიქით ძალიან ადილად ითვისებს და ამაზე უნდა ითამაშო. ანუ ცუდსაც ადვილად ითვისებს და კარგსაც.

 

კლასიკურად  ნაბულზე ნადირობს 1 ძაღლით ერთი ადამიანი. როდესაც ფრინველი ნაბულზე არ ჩერდება წესით უნდა ახალბედა ძაღლი მოხსნა და გამოუშვა გამოცდილი რომელიც შორიდან იჭერს ნაბულს.  მე ასე ვიქცევი.

რაც შეეხება კოლექტიურ ნადირობას, ხაზში დგომა ზოგადად სამონადირო კულტურის არ ქონად ითვლება , თუმცა მეც ვნადირობ და ყველა ნადირობს. ასეთ დროს კლასიკურად ნადირობენ სპანიელით ან რაიმე ტერიერით. სპანიელი ამისთვისაა ზოგადად შექმნილი.

 

1. ნაკლები საფრთხეა თოფის ქვეშ მოყვეს.

2. "პოდრანკებს" პოულობს გაცილებით უკეთ ვიდრე ნაბოლის ძაღლი

 

დიდი ხანია ვფიქრობ სპანიელის აყვანაზე ამის გამო. რამოდენიმე შავი რუსული ან სფრინგერი  გენიალურია ხაზში კოლექტიური ნადირობისთვის


ჩამსწორებელი Panteleimon, 08 February 2018 - 02:56 PM.

ფირო         legion.ge-837-1527156940.jpg        ფირო   


#390 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 45 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

დიდი ხანია ვფიქრობ სპანიელის აყვანაზე ამის გამო. რამოდენიმე შავი რუსული ან სფრინგერი  გენიალურია ხაზში კოლექტიური ნადირობისთვის

დამიჯერე არ წააგებ.:) მე მყავს ახლობლები რომლებიც მაგ ჯიშით ნადირობენ თავის საქმეში შეუდარებლები არიან.

 

კლასიკურად  ნაბულზე ნადირობს 1 ძაღლით ერთი ადამიანი. როდესაც ფრინველი ნაბულზე არ ჩერდება წესით უნდა ახალბედა ძაღლი მოხსნა და გამოუშვა გამოცდილი რომელიც შორიდან იჭერს ნაბულს.  მე ასე ვიქცევი. რაც შეეხება კოლექტიურ ნადირობას, ხაზში დგომა ზოგადად სამონადირო კულტურის არ ქონად ითვლება , თუმცა მეც ვნადირობ და ყველა ნადირობს. ასეთ დროს კლასიკურად ნადირობენ სპანიელით ან რაიმე ტერიერით. სპანიელი ამისთვისაა ზოგადად შექმნილი.

ამ წესებს სამწუხაროდ არავინ იცავს.ისეც ხდება,რომ ბიჭებს ძაღლები არ ყავთ და მარტო ჩემი ძაღლით ვნადირობთ 3-4 კაცი.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?