Jump to content


ამ თემას აქვს 49 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნადირობის ეთიკა

 

მონადირეს, იარაღით ხელში ბუნებასთან ანუ სიცოცხლესთან აქვს საქმე. მას თავისი ქცევით უდიდესი ზიანის მიყენებაც შეუძლია და სიკეთის ქმნაც.

ზოგიერთნი მონადირეებს მკვლელებსაც უქოდებენ, მაშინ როცა კაცობრიობა იცნობს გენიოსებს, რომლებიც მონადირეები იყვნენ და ვერავინ უარყოფს ამ ფაქტს, რომ ნადირობამ მათ ცხოვრებაში და შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა;

ბუნების მესაიდუმლე, მისი დიდი ქომაგი, უბადლო პოეტი და მონადირე ვაჟა-ფშაველა.

ჰემინგუეი, უდიდესი მწერალი, რომელმაც მართალია თვითმკვლეობით დაასრულა, მაგრამ როგორ შეიძლება იგი ბუნების მკვლელი და მტერი ყოფილიყო.

რეზო ლაღიძე, ჩვენი დიდი კომპოზიტორი, რომელიც მხოლოდ სილამაზესა და სიყვარულს უმღეროდა.

ნადირობის ეთიკაა სწორედ ის, რომ:

  • მონადირე არასოდეს ესვრის სხვა მონადირის წინ აფრენილ ფრინველს და ნადირობის წინა არასოდეს გადაუსწრებს სხვას.;
  • მონადირე არასოდეს ესვრის ბუნდოვან მიზანს. არ ესვრის ისეთ მანძილზე, სადაც ფრინველის დაჭრისა და დაკარგვის ალბათობა დიდია. იგი არც ახლო მყოფ ფრინველს ესვრის ისეთ ადგილზე, საიდანაც მისი აღება შეუძლებელი იქნება.
  • მონადირე არასოდეს არც თვითონ ივლის ქანც-გაწყვეტამდე და ზედმეტად არც ძაღლს გადაღლის.;
  • მონადირე არასოდეს ინადირებს ღამით, მანქანის ან პროჟექტორის შუქზე;
  • მონადირე არასოდეს გამოიჩენს სიხარბეს და დიდი რაოდენობით ნადირ-ფრინველის დახოცვას თვითმიზნად არ გაიხდის. აქ ერთი პატარა ისტორია მინდა გავიხსენო. ერთხელ საპატიო სტუმრებთან და ცნობილ სპორტსმენებთან ერთად ივრის ხეობაში ვიყავი კაკაბზე სანადიროდ. ჩვენთან ერთად იყო, მრავალი წლის განმავლობაში გარდაბნის სამონადირეო მეურნეობის დირექტორი – ტარიელ კაპანაძე. ბატონმა ტარიელმა ნადირობის დაწყებისას სავაზნე მოხსნა, ჯიბეში რამოდენიმე ვაზნა დაიტოვა და განაცხადა – „დღეს მხოლოდ ამას დავცლიო“. პირობა შეასრულა, სადილობამდე 3-4 კაკაბი მოინადირა, ხოლო სადილობის შემდეგ დაგვყვებოდა და ჩვენ ნადირობას ადევნებდა თვალს. მის შემხედვარეს როგორღაც ყველას ჩაგვიქრა ნადირობის ჟინი და აზარტი.
  • მონადირე ბუნებაში სანადიროდ მხოლოდ იმისთჳის არ გავა, რომ რაღაც მოინადიროს. მას სილამაზის დანახვის უნარიც უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს ხანდახან დაივიწყოს თავი, ძაღლიც და დატკბეს ბუნების სილამაზის ხილვით, რის გარეშეც ნადირობა დაკარგავდა ყველაზე მთავარს – ხიბლს. ამიტომ მონადირეს თოფთან ერთად სასურველია ფოტოაპარატიც ჰქონდეს თან. ტელევიზიით ხშირად ვუყურებთ აფრიკის სავანეებში ბინადარ ნადირ-ფრიველს, მათ ქცევას, და ვინ იტყვის, რომ ამ კადრების გადაღება და ასახვა უფროა დვილია, ვიდრე თოფით ნადირის მოკვლა, ერთი ტყვიის გასროლით.

განა ბევრი ჩვენგანი აკეთებს ამას? განა ყველა ვისაც მხარზე თოფი ჰკიდია და გვერდზე ძაღლი მიჰყვება ყველა მონადირეა?

მაგრამ საქმე არც ისეა როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენიათ. მათთვის ყველა მონადირე მკვლელი თუ არა ბრაკონიერი მანცაა. მართალია ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა დღესაც აქტუალური საკითხია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ნამდვილი მონადირე არშეიძლება ბრაკონიერი იყოს. ყველამ კარგად იცის რომ თანამედროვე ნადირობა ძირითადად სპორტის სახეობაა დაა რა რეწვა. ნანადირევს როგორც კვების პროდუქტს, ხორცეულის საერთო პროდუქციაში რაღაც უმნიშვნელო 1-1.5 პროცენტი უკავია. ამიტომ ერთ შემთხვევაში ბრაკონიერობა კვებითი პროდუქციის მოპოვების მიზნით კი არ წარმოებს. არამედ საკუთარი მდგომარეობის, უპირატესობის ყველასგან გამორჩეულად გამოჩენის მიზნით. მაგალითად ვერტმფრენიდან ნადირობა, რომელზეც ცხადია ყველას ხელი არ მიუწვდება. მეორე შემთხვევაში კი ბრაკონ იერს მოკვლის ცხოველური ჟინი ამოძრავებს, გაუმაძღარია დამოიპოვებს მაშჲნ, თან იმდენს საერთოდ რომა რ სჭირდება. ბუნებაში ასეთი მტაცებელი ერთადერთი მგელია… ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე საგაზაფხულო ნადირობა მწყერზე, რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება…

ბრაკონიერობასთან ნამდვილად დაუნდობელი ბრძოლა, ზოგჯერ კანონის გამკაცრებაცაა საჭირო, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მომავალი თაობის ბუნების ისყვარულით აღზრდაა. მასში პატარაობიდან უნდა ჩავნერგოთ მშვენიერების გათავისებისა და სისხლის სიძულვილი. ჩვენ თუ ბავშვს ვაჩვენებთ და ავუხსნიტ, თუ რა დიდ შრომას ეწევა მერცხალი თუ სხვა, ჩვენთან ახლოს მობუდარი ფრინველი – როგორ აშენებს ბუდეს როგორ ჩეკავს, ზრდის ბარტყებსა და ხუნდებს – ბავშვი არასოდეს დაიჭერს ხელში რაგატკას, არასოდეს დაანგრევს ბავშვი ბუდეებს და არ ამოსხამს ბარტყებს საწვალებლად.

ბავშვი ბუნებასთან ახლო ურთიერთობს და მის სიყვარულს უნდა შევაჩვიოთ. პატარა – ქრისტიანული რწმენით და მორალით, ათი მცნების გაცნობიერება – გათავისებით უნდა აღვზარდოთ. თუ ჩვენ მას ჩავაგონებთ რომ ღმერთმა ყველაფერი – სულიერი თუ უსულო, მთა თუ მდელო, მდინარე და კიდევ ბევრი რამ ურთიერთ ჰარმონიისა და სიკეთისათვის შექმნა, მასში მტაცებლის ჟინის ნაცვლად, სიცოცხლისა და სილამაზისადმი სიყვარული დაისადგურებს. ბავშვმა უნდა იცოდეს ბიოველი ადამიანის გარდა ყოველ სულიერსა და მათ შორის მცენარეებსაც რომ აქვთ, რომ მარტო ტყის ჰაერი კი არ აირს ადამიანებისთვის მკურნალი, არამედ მათი ბიოველიც. რომ მის მიერ შერჩეული საკუთარი ხე, და მისი მოფერება დადებითი ემოციებით ავსებს და კურნავს მის ორგანიზმს. მიიყვანეთ ბავშვი ფიჭვთან, სთხოვეტ მას ხელით შეეხოს, მიუალერსოს მას და სულ რაღაც ორ სამ წუთში მის ორგანიზმში საოცარი სითბო ჩაიღვრება და სრულ ნეტარებას იგრძნობს. ჩვენ თუ ბავშვს ისე აღვზრდით როგორც ამას ჩვენგან ღმერთი მოითხოვს, შეუძლებელია ამ ბავშვისაგან ბრაკონიერი და მკვლელი ჩამოყალიბდეს. ჩვენ უფროსებიუნდა ვიყოთ ბავშვისათვის უპირველესი მაგალითის მიმცემი და ისიც, სწორი აღზრდის შედეგად მშვენიერების აღსაბეჭდად თავიდან ალბათ ფოტოაპარატს აიღებს ხელში, ხოლო როცა წამოიზრდება თუ სანადიროდაც გაუწევს გული , ნადირობა მისთვის მხოლოდ სპორტული აზარტის დაკმაყოფილების საშუალება და ბუნებასთან ჯანსაღი ურთიერთობის წყარო იქნება.

ტრისტან ჩერქეზიშვილი ჟურნალი “ნადირობა”

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
:bravo: გაიხარეთ ბაბუ. ძალიან საინტერესოა

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:DD


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
badri624

badri624

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 232 პოსტი
  • მისამართი:ბაღდათი
  • წარმოშობა:ბაღდათი

:good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1235 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

მაგრად მევასებით სიმონ :00612:  :00612:  :00612:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
vaja15

vaja15

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 240 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
👍👍👍👍

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო! არის მოსაზრება რომ სეზონის გახსნა და შესაბამისად დახურვა მოხდეს 10-15 დღით გვიან. ისე რომ მარიამობაზე ვინც მარხულობს , იმათაც ქონდეთ საშუალება დანარჩენებთან ერთად გახსნან სეზონი. . მითუმეტეს რომ მწყერი ამ დროს ხშირად ვერ ასწრებს ზომებში მატებას და ხშირად ჩოჩრები უნებლიედ ხდებიან მონადირეთა მსხვერპლი. აგრო ვადებიც შედარებით მორგებული იქნება საქართველოს მთაგორიან რელიეფს და ჭირნახულიც დაბინავებული იქნებოდა ამ დროისთვის. რაც თავისთავად აუღებელი ყანების დაზიანების ალბათობას საერთოდ მოსპობდა. რაც შეეხება წყალმცურავებზე ნადირობის მოყვარულთათვის კი ზუსტად ის 2 კვირიანი პერიოდი რაც სეზონის გახსნის გადაწევისას დაფიქსირდა , კომპენსირდებოდა მაშინ როდესაც ინტენსიურად მოძრაობს ფრინველი და შესაბამისად სეზონი გაგრძელდებოდა 15 მარტამდე. საინტერესოა თქვენი მოსაზრებები მეგობრებო, ამ თემასთან დაკავშირებით.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
ვფიქრობ კარგი ინიციატივაა, ვინაიდან მონადირეები რომებიც მარხვის დასრულებამდე არ ნადირობენ, იმის ნაცვლად რომ სამაგალითოები იყვნენ და მარხვისკენ გვიბიძგებდნენ გამოდის რომ იჩაგრებიან
კარგი იქნება ყველა თანაბარ პირობებში იყოს მე მომხრე ვარ
და ამასთანვე სეზონის გახსნამდე ნადირობა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს (როგორმე)

legion.ge-82-1553250895.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ამ თემაზე ფ ბუქი აფეთქდა და ფორუმზე მარტო 1 კაცს აქვს თავისი  მოსაზრება? თუ დუმილი თანხმობის ნიშანია? ჰმ . მაგარია . რა ვთქვა სხვა? 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ებსოლუტლი ზეროოო


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კარგი იდეაა, მარხული მონადაირეებისთვის რომლებიც არათანაბარ პირობებში არიან :)

 

ტექნკურად რამდენად მოხერხდება გაკონტროლები იმ ვადებში რო არ ინადირონ?  :think:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს უკვე სხვა თემაა , ისე არაკაცები აგვისტოს დასაწყისშიდაც ხოცავენ და ივლისშიც 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ მეგობრებო უკვე მერამდენედ ხდება რომ ლეგიონს ისევ თავს ესხმიან და რას აღარ აბრალებენ. ვითომ შარახევში იბრაკონიერეს, ვითომ დრათხარი გადმოაგდეს ავტობანზე და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი უმსგავსოება. 

  ბოლოს თემური ტყემალაძის სამონადირეოში  რაღაც ნადირობისას რუსული მდევრების დახოცვას შეცდომით და ნუ რა მოთვლის ამ უმსგავსოებას . როგორც ყოველთვის ვპიულობთ ამ ადამიანებს ვინც ასეთ სიბინძურეს გვაბრალებს და ბოდიშებსაც ვახდევინებთ , მაგრამ....

აღარ მთავრდება ასეთი არაკაცების რაოდენობა. აქამდე არ ვამბობდი და ეხლა უკვე მუქარები წამოვიდა და იმათაც ჩავაწყვეტინეთ ხმა მაგრამ ეხლა გადმოგვიგზავნეს ახალი სიბინძურე . ისევ ლეგიონს ახსენებენ . ძმებო უკვე აღარ ვიცი მარტო ყურების აწევა კი არა უკვე დინგების გასწორება დაგვჭირდება ამ ცილსმწამებლებზე .სხვანაირად არ ასვენებთ გამჩენი

https://www.facebook...=mentions_reply

 

 

,,მშიერი ერი '' ვართ და როდესაც ნადირი გამოილევა, ერთთმაენთზე ვინადირებთ . ჩვენ ვგმობთ ამ ,,უზნეობას'' !

23376085_1959100071025456_39065425750890
 
26 კომენტარი
კომენტარები
1463005_1483575715201138_597087859_n.jpg
დაწერეთ კომენტარი...
 
 
 
18813276_762780550566911_343684896918674
გიორგი ღამბარაშვილი როგპრც ვიცი მონადირეთა ლეგიონი -ს წევრები არიან ევროპაში სანადიროდ წასულენი და ეს სურათიც იქიდანაა 1f642.png:) იქნებ ფოტოს წყარპც მიგეთითებინათ სანამ რამეს იტყოდით
 
მართვა
23376414_2083853895183762_39499507523818
სიორენ კირკეგორი შენი აზრით სურათზე რაც არის ასახული, ის რაიმეთი არის კჯავშირში ნადიროაბსთან ? და პარადოქსია თუ მონადირეთა ლეგიონია ეს , ჯობია სახელი გადაერქვას , ევროპასი იქნება , მეზობელ თურქეთში , თუ ჰიმალაის მთებში ის რაც არის სურათზე ყველა შემთხვევაში არის ცუდი მაგალითი და ძალიანაც რომ ვიოცნებო ვერ დავიჯერებ რომ სხვა ჯიგრები საქართველში იგივეს არ აკეთებენ !
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Dzigo

Dzigo

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 410 პოსტი
  • მისამართი:მცხეთა
  • წარმოშობა:ქართლი

თვალები ევსებათ ჩვენი შემყურე და ცდილობენ ძირის გამოთხრას, მაგრამ ისე მაგათ ... არ გამოუვათ არაფერი. და თუ საჭირო გახდა დინგს კი არა ძვლებში დავამტვრიოთ ეგ ძაღლისშვილები.


ჩამსწორებელი Qartvela™, 17 November 2017 - 06:54 PM.


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, როგორი გაბრაზებულებიც არ უნდა ვიყოთ, მოვუფრთხილდეთ კლუბის რეპუტაციას, შევიკავოთ თავი უცენზურო სიტყვებისაგან და მაქსიმალურად შევეცადოთ რა ნერვების ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს უკონფლიქტოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?