Jump to content


ამ თემას აქვს 1468 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ზოგადი დახასიათება
 
oeypm.jpg

კურცჰაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცჰაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცჰაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი. თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცჰაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლში მშვიდი და სასიამოვნო ცხოველია, რომლის ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კურცხაარი ბინისათვის მოსახერხებელი ძაღლია. იგი მეგობრული, კეთილშობილია, ფლობს ძლიერ ხასიათს, მშვიდ და თავშეკავებულ ტემპერამენტს, ასევე დამჯერია და კარგად იწვრთნება. ოჯახში კურცხაარი ალერსიანია, თავისი მფლობელის მიმართ ძალიან ერთგული, უყვარს ბავშვები, ხანდახან კი შეუძლია სადარაჯო ძაღლის ფუნქციების შესრულებაც, თუმცა სინამდვილეში აგრესიულობით არ გამოირჩევა.

ყველაზე კარგად კურცჰაარი საკუთარ თავს ველში ნადირობისას ავლენს და მუშაობის ამ სახეობაში იკავებს უპირატეს ადგილს სხვა ჯიშებს შორის, ამიტომაც, სანადირო სეზონში ყველაზე ხშირი შეხვედრა მასთან დაბლობებზე შეიძლება, რომელიც მდიდარია წვრილი ნადირით, იშვიათად კი – ტყის მასივებში. კურცჰაარი დინჯი ოთხით სვლით და ჩორთით გერმანული პედანტურობით ათვალიერებს მიდამოს და ფრინველის აღმოჩენისას აკეთებს ნაბულს. ამასთან ერთად, კურცხაარი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მონადირული ჯიშია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნადირის ყველა სახეობაზე სანადიროდ და, მათ შორის, კარგად ნადირობს წყალზე მცურავ ფრინველზე. ამის გარდა, კურცხაარი მშვენივრად გამოიყენება ცხოველის სისხლიან ნაკვალევზე ნადირობისას, სახლში კი – ეს შესანიშნავი მეგობარი და დამხმარეა (ძაღლი-კომპანიონი).

ზოგადი გარეგნობა

სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 58-64 სმ, ძუ – 56-62 სმ. წონა – 25-32 კგ.


zvhhu.jpg
 
post-5-0-56843400-1384973981.jpg

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
gertruda oeypm.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
414667079.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო ბაზიერი


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
cheche

cheche

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 19 პოსტი
  • მისამართი:maglaki
  • წარმოშობა:kutaisi

შენ გენაცვალე  რა კურცჰაარია



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა ჩეჩე ხო არის ჩემპიონი  გოგო???


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ძმებო არ ვიცოდი ეს პოსტი სად დამედო და აქ დავდე- კურცჰაარებში. თუ არასწორად მაქვს მოთავსებული, ადმინებო მოუძებნეთ საჭირო განყოფილება , მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ეს წერილი ჩვენი მეგობრების ფორუმზე ყოფნისას გადავაწყდი. გურულოს ნამდვილი ამბავი აქვს აღწერილი. ისეთი გულზემოსახვედრი ისტორიაა რომ ნამდვილად კარგი ქენი გურულო რომ დაწერე. მეც შენი ნებართვით აქ დავდე რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს როგორი სიყვარული და ერთგულება შეუძლია ამ არსებას!
 
 
[b]დაწერილია 02 April 2012 - 11:05
გუშინწინ ოზურგეთში დაკრძალეს ძალიან კარგი მონადირე და ვაჟკაცი გია ჟღენტი. მისი ცხოვრება ამ ცოდვილ მიწაზე 50 წლით შემოიფარგლა და ამ გზიდან, სულ ცოტა 35 წელი აქტიური მონადირე იყო...
ბევრჯერ გვინადირია ერთად მწყერსა თუ ქათამზე. ცხონებული ყოველთვის ჯიშიანი ძაღლებითა და კარგი თოფებით გამოირჩეოდა სხვა აქაური(გურიას ვგულისხმობ) მონადირეებისაგან.
ამ ბოლოს ძალიან კარგი ექსტერიერისა და საველე მონაცემების კურცჰაარი ყავდა(8 წლის გახლდათ ძაღლი). პატრონსა და ოთხფეხას უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.
წლევანდელ მწყერობაზე რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს სავარგულში და სხვასთან ერთად ჩვენი ძაღლებითაც წავიტრაბახეთ... საკმაოდ ვხალისობდით იმ ახალგაზრდა მონადირეებზე, რომელთა ძაღლები მწყერის აფრენის შემდეგ ტვინჩაკეტილებივით მისდევდნენ ფრინველს და პატრონის ძახილზე_მობრუნდიიიი!!!!!!!! საერთოდ ყრუვდებოდნენ. ასეთ დროც ცხონებული იტყოდა: ეეე, გევიდა ძაღლი დამკაშიო!
გიას გარდაცვალებიდან მესამე დღეს ძალიან მოწყენილი მისი კურცჰაარი იმ ოთახში შევიდა სადაც მიცვალებული ესვენა, შემოუარა მიცვალებულს და ისევ გამოვიდა გარეთ... ძაღლისათვის იმ მომენტში არავის ეცალა და გარეთ გამოსული ცხოველი მხოლოდ ცოტა ხნით იყო ყურადღების ცენტრში.

საღამოს მეძებარი არ გამოჩნდა და ძებნა დაუწყეს. ეზოს უკან გასულიყო და ღობის ძირში მომკვდარიყო...

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს
კურცჰაარის ზომა ხვადის  მაქსი წერია 64 არადა მაქსი არის 67 გთხოვთ შეასწოროთ 
 
ესეც ჩემი რიჩი  11 თვის

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: :good: :0022: აფსუს ცოტა უფროსი , რომ ყოფილიყო .....

 

 

მაგარი ბიჭი ჩანს.... დიდხანს და ნაყოფიერ ნადირობას გისურვებ. მაისის ბოლოს ტურნირზე გამოიყვანე.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მაგარი ბიჭია! :bravo:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:bravo: :good: :0022: აფსუს ცოტა უფროსი , რომ ყოფილიყო .....

 

 

მაგარი ბიჭი ჩანს.... დიდხანს და ნაყოფიერ ნადირობას გისურვებ. მაისის ბოლოს ტურნირზე გამოიყვანე.....

მაისის ბოლოს არ გამოვა დატვალიერებაზე ექსპერტებს ყავთ ნანახი ბევრჯერ .

ივნიშI გამოვა რინგზე .

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაგარი ბიჭია! :bravo:

გაიხარე



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კურცჰაარის ზომა ხვადის  მაქსი წერია 64 არადა მაქსი არის 67 გთხოვთ შეასწოროთ 
 
ესეც ჩემი რიჩი  11 თვის

მაგარი ჩანს ვისი სისხლებისაა?

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ვესტო( კი ყველამ იცით) X მელორა( Tori2_რის შვილიშვილია, ძაან მაგარი ექსტერიერის ძუა) , ფერით გავს დედას დანარჩენი ვესტოა სიმაღლე 66 სმ 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეგრევე ვიფიქრე რომ ვესტოს შვილია. :0016:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ეგრევე ვიფიქრე რომ ვესტოს შვილია. :0016:

ხოდა იმისნაირი ჯიუტია შემიკლლავს ეს ხელში :D ჯერ ეგ ნებივრობს და მერე მე ვინებივრებ რარაც სასწაულად ჯიუტია რა   :0030:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?