Jump to content


ამ თემას აქვს 55 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გვახსოვდეს გმირები!

 

11960210_955624967832384_212543857597869

ჰერიმ ჩოხატარ-ოღლი

სარწმუნოებით მაჰმადიანი
სულით და სისხლით-ქართველი
პირველად ოსმალეთის პოლიციამ დააპატიმრა მაშინ, როდესაც სახლში იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" უპოვეს...
იბრძოდა ლაზეთის საქართველოსთან შესაერთებლად.
სიკვდილს გადაურჩა 11-ჯერ...
გარდაიცვალა 1959 წელს, იმედგაცრუებული და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დახვრეტის წინ, ჩეკისტები კოტე აფხაზს სიცოცხლეს შეჰპირდნენ თუ ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს აიღებდა. კოტე აფხაზმა ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვა, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!” აღსანიშნავია, რომ დახვრეტის წინ, თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს, „დიდებას“ მღეროდა.

11222355_941790412549173_283595234945613

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საქართველოს ეროვნული გმირი იური დიმიტრის ძე ანუა დაიბადა 1934 წლის 6 აგვისტოს ქ. ოჩაჩირეში აფხაზურ ოჯახში. 1980 წელს ანუების ოჯახმა სოფელ კამანში აგარაკი ააშენა და იქ გადავიდა საცხოვრებლად. 1988-1990 წლებში იური ანუამ ამავე სოფელში არსებული ფაქტიურად დანგრეული იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი საკუთარი სახსრებით აღადგინა რის გამოც ის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა. 1993 წლის 5 ივლისს დილის 5 საათზე გენერალ ლებედის სადესანტო ბატალიონმა და ეშერის აფხაზურმა ბატალიონმა კამანზე შეტევა წამოიწყეს. ადგილობრივი სვანებისგან შემდგარი რაზმი მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა უთანასწორო ბრძოლაში საბოლოოდ დამარცხდა და მთლიანად განადგურდა. იური ანუა ტყვედ ჩაიგდეს, 24 საათის განმავლობაში საშინელი სისასტიკით აწამებდნენ, სცემდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში, ბოლოს კი ხეზე ჩამოკიდეს და ისე დაცხრილეს, მაგრამ უარი ვერ ათქმევინეს ქართველობაზე. დიდება გმირებს!!!

11037256_941715089223372_535077070765134


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

საქარტველო გმირების ქვეყანაა სწორედ ამიტომ მოვაღწიეთ დღემდე 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
11947693_963852460323295_234467198234838

''პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისათვის დიდ ინტერესს იჩენდა ირანში მცხოვრები ქართველების მიმართ, მხოლოდ ლადო აღნიაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით გამგზავრებულიყო ამ შორეულ და საშიშროებით მოცულ გზაზე, რომ ერთხელ კიდევ მოეხადა ვალი თავისი ხალხის წინაშე.

დიდის ვაივაგლახით აღნიაშვილმა მიაღწია "დომბექამარამდე". ეს უკვე ქართველებით დასახლებული სოფელი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ლადომ ამის შესახებ არა უწყოდა რა, ვინაიდან მას ფერეიდანის მხარის ქართული სოფლების ქართული სახელები ჰქონდა ჩაწერილი. დომბექამარს სპარსელები ეძახდნენ, ხოლო ქართველები ამ სოფელს თოლერს უწოდებდნენ. სწორედ თოლერი იცოდა აღნიაშვილმა და მხოლოდ ამ სოფელში გამოარკვია, რომ ეს იგივე დომბექამარია. როდესაც ლადო ამ სოფელში შევიდა, მას ერთი ეზოდან შემოესმა საკმაოდ ხმამაღალი ქართული საუბარი:
− ბიჭო, ეიჰ, იადოლა! რა უყავ ბიჭო, ი შენი ვირი.
− შენ რაით გინდა? შინ არი − უპასუხია მეორეს.
− როგორ არ მინდა, პური უნდა წავიღო წისქვილში.
− ჩვენ გომშია, წადი წაიყვანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სიტყვები ლადოზე. იგი უმალ ჩარეულა საუბარში:
− ბიჭო, ეი! შენ ვინა ხარ, გურჯი ხარ?
− ჰო, გურჯი ვარ! მაგრამ შენ ვინა ხარ? ჩვენებური სად იცი?
− მეც გურჯი ვარ, გურჯისტანიდან მოველ თქვენს სანახავად.
− იიი, გურჯი კი არა!
− ჰო, მართლა გეუბნები − მიუგო ლადომ.
− მაშ გურჯი ხარ? − თქვა ეს და ლადოსკენ გაეშურა; დაუწყო მას ქართულად ლაპარაკი და თან თავის ამხანაგს ხელს უქნევდა, ანიშნებდა აქ მოდიო. გაოცებულმა მისმა ამხანაგმა ბარი მხარზე გაიდო და გაექანა მათკენ. ლადოს ცხენი ნელ-ნელა მიჰყავდა, ბიჭს მის უნაგირზე ჩაეჭიდა ხელი და ქართული საუბრით მიჰყვებოდა. როცა ბარიანი ბიჭი მიუახლოვდა მათ, პირველმა უთხრა:
− იცი, ეს გურჯია, გურჯისტანიდან არი.
− იი, გურჯი კი არა? − უპასუხა ბარიანმა. ''

პირველი ქართველები ფერეიდანში
ზურაბ შარაშენიძის "ფერეიდნელი გურჯების" მიხედვით

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დღეს, ლეგენდარული ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის დაღუპვის დღეა.
1937 წლის 9 სექტემბერს, იგი მის შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად ერთად აიყვანეს ბოლშევიკებმა და დახვრიტეს.
ქართველი მხედართმთავრის უბადლო სამხედრო ნიჭზე ბევრი რამ დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება.
დღეს კი, გვინდა მისი ეს სიტყვები გავიხსენოთ:
"სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”...

იხილეთ მეტი
11200813_962166923844855_448759266339813

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რევაზ ჩოლოყაშვილი.

 

იმ დღეს კახელებმა მარადისობის კარიბჭე შელეწეს და უკვდავებას ეზიარნენ

1649 წელს ყიზილბაშებმა და მოღალატე ქართველებმა კახეთის დაპყრობა განიზრახეს. უღლისს მტერთან შესარკინებლად მცირერიცხოვანი რაზმით დადგა თეიმურაზ პირველი და თავადებს საბრძოლველად მოუწოდა. ყველა განუდგა მეფეს , გარდა რევაზ ჩოლოყაშვილისა, რომელიც თავისი მხედრობისა და ორი მცირეწლოვანი ვაჟის თანხლებით ეახლა თეიმურაზს. გამთენიას ბრძოლა დაიწყო. პირველივე ტყვიამ მკერდი შეულეწა რევაზ ჩოლოყაშვილს. ჩოლოყაშვილმა იგრძნო სიკვდილი, ხვდება უკანასკნელი სარდლის დაღუპვა გასტეხს კახელებს. მკერდზე მანტო შემოიხვია, ცხენიდან ჩამოხტა, ჩვილი შვილები აამხედრა, ცხენს მათრახი გადაჰკრა და მტერზე მიუშვა. სარდლის მიერ შვილების საქართველოსთვის შეწირვით აღფრთოვანებული კახელები ლომებივით ეკვეთნენ ყიზილბაშებს ,ჩოლოყაშვილის იარა ვერც კი შეამჩნიეს. რევაზი მარტოდ მდგარ თეიმურაზს მიეახლა, რაინდულად თაყვანისცა: “მომიტევე გტოვებო !” -ბებერ მუხას მოეფარა და აღესრულა !
იმ დღეს კახელებმა მარადისობის კარიბჭე შელეწეს და უკვდავებას ეზიარნენ !!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
12510493_1025887024139511_62921682350369
ქართული ძალა / Georgian Power

მან ბრძოლისას ჯავშან­ჟილეტი გაიხადა და თავის 18 წლის ჯარისკაცს ჩააცვა…

ასმეთაურთან ერთად ბიჭები იმ პოზიციას გამოარიდა, საიდანაც სროლა შეუძლებელი იყო, ჩასაფრებული სნაიპერების გამო. მერე, ასმეთაურთან ერთად, უკან შებრუნდა იქ დარჩენილ ბიჭებთან. ძმაკაცი თვალწინ მოუკლეს, მოისმინა, როგორ აღმოხდა მეგობარს უკანასკნელი სიტყვა – დეედაა!.. და რეზო ახალკაცმა საპასუხო ცეცხლი გახსნა… ქართველი გმირი ყელში დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა ბრძოლის ველზე...

რეზო მცხეთის რაიონში, სოფელ ნიჩბისში დაიბადა და გაიზარდა.აქვე დაამთავრა სკოლა და სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგრამ რამდენიმე თვეში მიატოვა და 18 წლისამ ახლად შექმნილ „კომანდოს“ ბატალიონში დაიწყო სამსახური. დარჩა სამი შვილი…

კაპრალი რეზო ახალკაცი
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.

დიდება გმირებს!

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო ეს სტატია ვნახე და ჩვენ ფორუმზეც მინდა რომ დავდო. მინდა იცოდეთ რომ ეს ადამიანი ,უაღრესად დიდი ქართველი და გულმხურვალე პატრიოტი, იმავდროულად გულადი და ვაჟკაცი იყო. სხვათა შორის მრავალი ტყვე რომ ცოცხალი დაუბრუნდა თავის ოჯახს (აფსუა, ჩეჩენი , კაზაკი თუ  სხვა ჯურის  ). ამ დიდბუნებოვანი კაცის დამსახურებაც არის. რამდენჯერმე მომიწია ამ ადამიანთან შევხვდრა  და ჩემზე წარუშლელი შთბეჭდილება დატოვა მისმა  უაღრესად კაცთმოყვარეობამ . მაშინაც კი როდესაც გარშემო ყველაფერი იწვოდა და ინგრეოდა, სისხლის ნაკადულები დიოდა და სიკვდილის სუნი იგრძნობოდა . აი ასეთ დროსაც კი,  არ დაუკარგავს ადამიანური სახე და პირიქით ყველგან და ყველაფერში იგრძნობოდა მისი გაუტეხელი სული და ღირსება. 

  დიდება ღირსეულ გმირებს!  ნათელში ამყოფოს უფალმა მათი უდრეკი და გაუტეხელი  სული.

 

 

 

 

 

 

რა წერილი გაუგზავნეს ილია მეორეს ჟიული შარტავას მკვლელებმა

0af3a4699d36689f474ace11b2756305.jpg

1993 წლის 27 სექტემბერი. ამ დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა გამორჩეული მამულიშვილი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა. მისი სიკვდილის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს. ნათელი და გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ყველა ვერსიის თანახმად, ეს ადამიანი უშიშრად შეხვდა სიკვდილს.

გაგაცნობთ ნაწყვეტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გამოსვლიდან, რომელიც მან 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს, ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა.

„ერთ მაგალითს გიამბობთ, აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე, ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ, თანდათან, დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული, დავითი (ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა - მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო.

სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს, წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს, თუნდაც, ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავას და მისი მეგობრების წამებაში”.

როგორ მოკლეს ჟიული

ჟიულის გარდაცვალების ძირითადი ვერსიით, ის გუდაუთამდე არ ჩასულა. ქალაქიდან გასვლისას, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეაჩერეს. ამას ისიც ადასტურებს, რომ დაღუპულთა ცხედრების ნაწილი, სწორედ იქაა ნაპოვნი. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო: იმ აფხაზთა შორის, რომლებმაც შტურმით აიღეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭო, სამი აფხაზი იყო. მათ უნდა გადაერჩინათ ჟიული შარტავა და მისი გარემოცვაც. ეს ამბავი ერთ ადამიანს, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს, უამბო ერთ-ერთმა აფხაზმა. გზაზე ისინი აფხაზურმა დაჯგუფებამ შეაჩერა და ცეცხლი გაუხსნა. ჟიული მანქანიდან გადავიდა საქმის გასარკვევად. მას ის სამი აფხაზიც მიჰყვა. მათ დამხვდურებს აუხსნეს, რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გუდაუთაში არძინბასთან მოსალაპარაკებლად მიჰყავდათ და მას ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდა მიცემული. იქითა მხრიდან კი მიიღეს პასუხი, რომ არავითარი ხელშეუხებლობის გარანტია არ არსებობდა და სროლა ატეხეს. პირველად, ჟიულის ერთ-ერთ მცველს ესროლეს. ჟიულიმ თქვა - ამას რას ემართლებითო და მასაც ესროლეს. ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ჟიულის ჯერ ფეხებში, შემდეგ ცოტა ზემოთ და ბოლოს, თავში ესროლეს.

„ლია, თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ!”

ქალბატონი ლია (ჟიული შარტავას მეუღლე): ჟიული 1993 წლის 15 სექტემბერს, შუაღამისას ჩამოფრინდა სოხუმიდან. გარეგნულად, მშვიდი, მაგრამ შინაგანად აფორიაქებული მეჩვენა. არაფერი მიკითხავს. დილის ათ საათზე სახლიდან გავიდა შევარდნაძესთან შესახვედრად. მთელი დღე არ ჩანდა, არც დაურეკავს. იმ საბედისწერო ღამეს, პირველ საათზე მოვიდა დაღლილი. საუბრის თავიც არ ჰქონდა. ვიფიქრე, დილით დაველაპარაკები-მეთქი. ბევრი უსიამოვნო ზარი მახსოვს, მაგრამ 16 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე დარეკილ ზარს, მეხსიერებიდან ვერასდროს ამოვშლი. ტელეფონთან ჟიულის თხოვდნენ. სოხუმიდან რეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი თვალებში. გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა, მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს. შემდეგ, მომიბრუნდა და მითხრა: ისევ დაიწყო აფხაზეთში ომიო. მერე, სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა შევარდნაძესთან შესახვედრად. დღის სამი საათისკენ დაბრუნდა. სამ საათზე უკვე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. ოთახიდან გავედით, ერთმანეთს კართან დავემშვიდობეთ. გასვლისას მითხრა: „ლია, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია. თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ“. სულ მეკითხებიან, რატომ წავიდა ჟიული სოხუმშიო. ამ კითხვას ყოველთვის მისივე სიტყვებით ვცემ პასუხს: „რაც ვარ, ესა ვარ - დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა თუ უცოდველობით. მე ვდგავარ მხოლოდ ერთ პოზიციაზე - რამე კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს!”

ბედნიერი წლები

ქალბატონი ცისანა (ჟიული შარტავას და): გული მტკივა, რომ ჟიული ვერ მოესწრო ბაბუობის სიხარულს. ერთხელ, გვერდზე გამიხმო და მითხრა: კახას შენი სჯერა და ხშირად ელაპარაკე, დროზე დაქორწინდესო. მერე, ღიმილით დაემუქრა შვილებს: თუ ცოლებს დროულად არ შეირთავთ, შვილიშვილებს ავიყვანო. სოხუმში დატრიალებული ტრაგედიიდან სამი თვის შემდეგ, გაჩნდა მისი სეხნია - ჟიული შარტავა, უფროსი შვილის შვილი. ახლა, ის ოთხი შვილიშვილის ბაბუაა.

ჟიული 1944 წელს, სენაკში დაიბადა. ორი წლის შემდეგ კი, მე გავჩნდი. სახელი თვითონ დამარქვა - ცისანა და ეს ძალიან მეამაყებოდა. ოთხი წლის შემდეგ, სოსო შემოგვემატა. ჟიულის და სოსოს განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ. სოსოს ჟიულისადმი მოწიწება ყოველთვის იგრძნობოდა. ზოგჯერ, რაღაცის გამო აჯაჯღანებული სოსო ჟიულის გამოჩენაზე მორჩილი და თვინიერი ხდებოდა, სანთელივით დნებოდა მისი სიყვარულით. ახლა ვხვდებით, თუ როგორი განებივრებული ვიყავი ჟიულის მზრუნველობით. ბაღში რომ წავიდოდით, ჯერ შემათვალიერებდა, როგორ გამოვიყურებოდი, მომაწესრიგებდა, მერე, ხელს ჩამკიდებდა და ჩემი ჯგუფის ოთახამდე მიმაცილებდა, თვითონ კი, თავის ჯგუფისკენ გაიქცეოდა. ასეთი იყო ყოველი დღე და მერეც, სკოლის პერიოდში. მშობლებს ჩემთან დაკავშირებით ბევრი საზრუნავი მთლიანად მოხსნილი ჰქონდათ. ძალიან მოსიყვარულე და სათუთი გული ჰქონდა. თუმცა, მოფერება და თბილი სიტყვების თქმა არ ეხერხებოდა, მორცხვობდა. თუ გულს მატკენდა, მაშინ ყირაზე დგებოდა, არ მომეშვებოდა, სანამ წყენა არ გამიქრებოდა. ამქვეყნად არავისი ისე არ მერიდებოდა, როგორც მისი. პირველი სექტემბრისთვის სასკოლო რვეულებს თვითონ გვიმზადებდა და გარეკანსაც თავისი ლამაზი კალიგრაფიით გვიფორმებდა. მახსოვს, კარგა ხანს არ გვქონდა პიანინო და მუსიკის გაკვეთილებს მაგიდაზე, თითების კაკუნით წავიმეცადინებდი ხოლმე.

ერთხელაც, ჟიულიმ მაგიდაზე გრაგნილი გამიშალა. ტუშით დახატული კლავიატურა ისე ჰგავდა ნამდვილს, ხელი რომ შევახე, მეგონა, ახმიანდებოდა. ერთხელ, ჩემი საახალწლო, საზეიმო კაბა ძალიან ღარიბული ეჩვენა და თვითონ მომიხატა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. სახლის ქვედა სართულზე ფიცრებისგან თავისი ხელით გააკეთა ბნელი ჯიხური. ბეჭდვისთვის საჭირო საკმაოდ რთული მოწყობილობაც თვითონვე დაამზადა. კარგად ერკვეოდა ელექტრობაში, სადურგლო საქმეებში. თამაშობდა ჭადრაკს და ხშირად, მონაწილეობდა შეჯიბრებებში. ბრწყინვალედ ხატავდა, ძერწავდა. სხვებსაც კი ამზადებდა ქანდაკებაში. მეშვიდე კლასში იყო, როცა მის ცხოვრებაში ლია შემოვიდა. მათი ურთიერთობა უზადო და განსაკუთრებული იყო. მე და სოსომ კი, იმ დღიდან, როცა გავიგეთ, ლია ჩვენი ძმის რჩეული იყო, გულში, მეოთხე წევრად მივიჩნიეთ და ჩუმ-ჩუმად თავს ვევლებოდით.

ჟიულიმ სენაკის მეორე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ძალიან უყვარდა ლადო ასათიანის ლექსები. მისი სიტყვებით თითქოს თავის სათქმელსაც ამბობდა:

„ჩვენ შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,

მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს...“

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი, რომელიც ასევე შეიწირა ''მოძმე'' რესპუბლიკის ''მეგობრულმა'' პოლიტიკამ

 

მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა ეს ის ადმაინები იყვნენ რომლებიც უდიდესი ავტორიტეტის ხარჯზე მედიატორის როლს ასრულებდნენ, მტარვალმა სწორედ ეს საუკეთესო ნაწილი მოგვკვეთა ისედაც უთანასწორო ბრძოლაში......

 

უემოციოდ ვერ წავიკითხე, დიდი ტკივილია.... 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

12933067_1611897975802795_44781657904796

ვაჟა ეს კაცია  შენი დიდი პაპა. მარცხნიდან პირველი. იმედია იცით ამ 5 ის და კიდევ 2 ქართველის გმირობის ამბავი. დარიალის ხეობაში ამ 7 მა გააჩერეს რუსული მე 9 არმია. ისეთივე 11 წითელი არმია რომელიც წითელი ხიდიდან შემოვიდა

 

დარიალის დამცველნი – ვასო ჩოფიკაშვილი, მიხეილ გომიაშვილი, იოსებ შადური, ვარდა გოდერძიშვილი და ვალიკო ჯუგელი...
ამათ შეაკავეს წითელი არმია და საქართველოს გასაბჭოება დარიალის გზით ვერ მოხერხდა..


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ ვაჟკაცების გმირობა , სამწუხაროდ არ არის არც ჯეროვნად შეფასებული და რაც ყველაზე საწყენია , ამ ფანტასტიური გმირობის ისტორია , ძალიან ბევრმა არ იცის. მათ რიცხვში , მეც ცოტა ხნის წინ გავიგე. არა და ბევრი იცით ასეთი ამბის ანალოგი?  რომ 7 კაცს მთელი არმია შეეკავებინოთ რამოდენიმე დღე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაგრები იყვნენ ჩვენი წინაპრები და ძალაა



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ესეტი ვაჟკაცები ძალიან ცოტანიგა დარჩნენ ძააან სამწუხაროა მაგრამ რეალობაა :(((((((((((((( 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

და რა მაგარია როდესაც ასეთი კაცის შვილთაშვილია ჩვენი ჩოფიკა. მაგარი კაცის შთამომავალი ხარ ვაჟა , ღისეული ვაჟკაცის. საამაყო პაპა გყოლია ძმობილო.

:bravo:  


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?