Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
დაჭრილი ხოხობი... ოზურგეთში
მარინე ჩიხლაძე  2013-09-22 06:48:36

გურულ მონადირეებს ოზურგეთის გარეუბანში ნაპოვნმა დაჭრილმა ხოხობმა თბილისის დაარსების ლეგენდა გაახსენა xoxobi.jpgდა ეს ამბავი რეალობაში გურული იუმორის სისხარტით გადმოიტანეს _ ის ხოხობი ამ ხოხობის წინაპარი იყო, ძამა, მეფე ვახტანგმა და მისმა მონადირეებმა რო დაჭრეს, გურული იყო, გურული და დედაქალაქის ადგილის შერჩევაში თავგანწირვით დაეხმარა მეფეს!

გადაშენების პირას მყოფი ამ უნიკალური ფრინველის პოვნამ ძალიან გაახარა ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩის მცხოვრები ონავრები, რომლებმაც ფეხში დაჭრილი ხოხობი საცხოვრებელი უბნის მიმდებარე ტერიტორიის მაყვლიან ბორცვზე იპოვეს.

_ ბუჩქებში შევნიშნეთ _ მაყვალს ვეძებდით. ოთხი ხოხობი გარბოდა, ერთი კოჭლობდა და სხვებს ჩამორჩებოდა. ავიყვანეთ და ვნახეთ, რომ ფეხი სისხლიანი ჰქონდა, _ ამბობენ ისინი. ბავშვებს შორის, ძველი მონადირის ბესიკ ხუროშვილის შვილიც იყო. მან მამას დაუძახა.

როგორც ბესიკ ხუროშვილი გვიამბობს, საქმე გვაქვს იშვიათ შემთხვევასთან.

_ მე ამ მიდამოებში ოცი წლის წინ ვნახე ეს გადაშენების პირას მყოფი ფრინველი. ეს არის კოლხური ჯიშის მამალი ხოხობი. ფეხი სერიოზულად აქვს დაზიანებული. გალიაში ჩავსვი და საგანგებოდ ვმკურნალობ, მალამო წავუსვი, წყალში ვაშლის ძმარს ვუწვეთებ, რომ განიკურნოს და ისევ უნდა გავუშვა ბუნებაში. შესაძლოა, ვინმემ სპეციალურად გაუშვა აქ. არსებობენ პატრიოტი ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ითხოვენ, დაცული ტერიტორიების გარდა, ტყეებშიც გაუშვან ხოხობი, რომელიც მრავალი ათეული წლის წინ ბინადრობდა ჩვენში და დაუდევარმა მოპყრობამ გადააშენა. ძალიან მინდა, ყველა მონადირე თუ ნადირობის მოყვარული გაფრთხილდეს და მოსაკლავად ნუ გაიმეტებს ამ უნიკალურ ფრინველს, _ ამბობს ბატონი ბესიკი და გალიის ირგვლივ ტრიალებს, მერე კი იქედან ხოხობი ამოჰყავს და მის მტკივან ფეხს გვაჩვენებს.

_ ვფიქრობ, იშვიათობად ქცეული ამ ფრინველის შემორჩენის ერთეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როგორმე უნდა მოვარჩინო და თავის დანარჩენ სამ მეგობართან გავუშვა მახლობელ ბუჩქნარებში. გული მიგრძნობს, ისინი ელიან დაკარგულ ხოხობს. კიდევ კარგი, ჩემთან მოახვედრა განგებამ. ვინმეს რომ მოეკლა, ძალიან მეტკინებოდა გული... _ ამბობს ბესიკ ხუროშვილი.

ნადირობის ტრფიალი ენვერ კომახიძე მიიჩნევს, რომ ბესიკის მიერ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის სიმბოლური ჟესტი ჩვენს დედაბუნებასთან მიმართებაში და ნატრობს, იმდენი საკუთარი თანხა გაუჩნდეს, მრავალი ხოხობი იყიდოს და ტყეში გაუშვას. მრავალი ათეული წლის წინ, ოზურგეთის ტყეებში, ხოხობი წვერმაღალაზე ბინადრობდა.

_ ამ საქმეს მაშინ ცხონებული ვალოდია ჯინჭარაძე უძღვებოდა და დიდი ყურადღებასაც უთმობდა. ამიტომ ხოხობიც იყო ტყეებში. არ იძინებდა კაცი, ეგერები ჰყავდა და თითოეული ხოხბის სიცოცხლეს უფრთხილდებოდა, _ იხსენებს ენვერ კომახიძე, _ თუ კახეთში არსებობს ბევრი სანაშენე მეურნეობა და მერე ტყეებში უშვებენ ხოხობს, გურია რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? საამისოდ ხომ შესანიშნავი კლიმატური პირობებია _ ჩაი და ბუჩქნარია ბევრი. სწორედ ასეთი ადგილები უყვარს ხოხობს. ნეტა, მალე დადგეს ის დრო, როცა ნადირობის ტრფიალთ მოგვისმენს მთავრობა და შესაბამის დასახმარებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა ჩვენი ღვთის ანაბრად მიტოვებული ფლორა და ფაუნა ერთიან დიდ ნაკრძალად ვაქციოთ, რომლის ერთ-ერთი ულამაზესი ბინადარი ხოხობიც იქნება.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 53 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

მახსოვს ასეთი ამბავი.

 

სადაც ახლა სამონადირეო მეურნეობაა, ჭიაურში, ადრე სატყეოს უფროსი იყო კარგი კაცი, კოტე მაჭავარიანი, წელიწადში ორჯერ ან სამჯერ გვიან შემოდგომაზე, ჩავდიოდით, მე, დათო ინანიშვილი და ცხონებული კოტე ინანიშვილი, დათოს ძმა, ბატონ რეზო ინანიშვილის ვაჟები, რეზო ინანიშვილთან დათოსა და კოტეს მხრიდან ახლო უერთიერთობა მქონდა, ძია რეზოს ვეძახდით, ძია რეზოს, კოტე მაჭავარიანისათვის თავის დროზე რაღაც მადლი ჰქონდა გაკეთებული და კოტეც ხოხობზე გვანადირებდა ხოლმე, ვცდილობდით იშვიათად შეგვეწუხებინა, წყვილ მამალს მოვინადირებდით, თუ იყო, ორიოდე ქედანსაც მივაყოლებდით და მერე კახური პურმარილი საფუტკრეში, კაბალის პირას ...

 

ერთხელაც, დილაა 7 საათი და კოტეს დავადექით მშვიდობიანში, გველოდა, მაგრამ რაღაც უგუნებოდ შეგვხვდა, გაგვიყვანა კაბალის პირებში და სადაა კოტეს ხალისი და უდარდელობა, კაცს დანა პირს არ უხსნის.

 

ჩამოვჯექი კუნძზე, მომისხდნენ ინანიშვილებიც და ვეკითხები, კოტე არაფერი დაგვიმალო, ვხედავთ რა დღეშიცა ხარ და გვითხარი რა ხდება მეთქი. კოტემ, პურმარილი გაშლილი იქნება, მოდი დღეს ნუ ვინადირებთ, წავიდეთ და იქ გეტყვითო.

 

ორიოდე ჭიქა რომ ავწიეთ, თვალზე ცრემლი მოადგა და გვითხრა, ბიჭებო მე აქ არავინ დამტოვებს და უნდა ქალაქში გადავსახლდე, ტაქსისტობას მაინც დავიწყებო.

 

მოკლედ ვიღაც ბობოლას პურმარილი ყოფილა თელავში, ცეკას ხალხი ჩამოდიან სტუმრები და მომადგნენ, უკითხავად შევიდნენ ექვსი კაცი ტერიტორიაზე, ნივის "ბაგაჟნიკი" გაავსეს ხოხბებით და წასვლას რომ აპირებდნენ დავადექი, ვაგინე და ხელიც გავარტყიო, კი ვიცოდი ვინც იყვნენ მილიციის უფროსმა გამაფრთხილა, მაგრამ ხო იცით მაგ მხარეს თქვენც არ გატარებდით, რამდენიმე დიდი ბუდობა მყავდა და შორიდა ბინოკლით ვუთვალთვალებდი, როგორ იზრდებოდნენ და მიხაროდაო, 2 საათში ამომიწყვიტეს და ვიღაცის ჩასახეთქად წაიღესო.

 

გადმოსულა თბილისში, დაუტოვების საყვარელი საქმე და ტაქსისტობა დაუწყია, "აჭარასთან" დაღუპულა ავარიაში გვიან გავიგეთ შემთხვევით ...



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ვაააახ მაგრად მომხვდა გულზე :( 

 

საწყალი კოტე ძია....

 

ისინი კიდე....თავს შევიკავებ......ტფუიიიიი



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ემოციური  და სევდიანი ისტორიაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ემოციური  და სევდიანი ისტორიაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ემოციური  და სევდიანი ისტორიაა   - ეს უკვე კუბში  







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?