Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რატომ ამბობს უარს საკვებზე ძაღლი?
 
 
 
 
0681324c2a07a0bbb3e6826940ae0f0e.jpg
 

 

 

 

 

 

 

 

 

ძაღლმა არ შეჭამა თავისი ნორმა? ნებისმიერი პატრონი განიცდის ამას, მაგრამ ღირს კი ყოველთვის ღელვა ძაღლის მიერ საჭმელზე უარის თქმის გამო? შეიძლება თქვენი ბინადარი უბრალოდ ჭირვეულობს .

ყველა მზრუნველ პატრონს სურს, რომ მისი ბინადარი იყოს ჯანმრთელი და მხიარული. ამიტომ ძაღლის კვებას ნებისმიერი ძაღლის მოყვარულისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საჭმელი იყოს ხარისხიანი და მარგებელი, გემრიელი და ვიტამინებით სავზე, იმისთვის, რომ ძაღლმა სიამოვნებით მოირბინოს საჭმლის ჭურჭელთან და დაელოდოს შემდეგ კვებას, რომ მათი ბეწვი ბზინავდეს, ხოლო ცვხირი ჰქონდეთ ნესტიანი.

მაგრამ ყველა ძაღლი როდი მორბის სასაჭმლე ჯამთან, და მითუმეტეს ყველა ძაღლი არ არის ე.წ. მჭამელი - ასეთი ტერმინით ძაღლის მოყვარულები მოიხსენიებენ ცხოველებს, რომელთათვისაც საჭმელი წახალისებაა. ზოგი ძაღლი უარს ამბობს საჭმელზე, დიდი ხნის განმავლობაში არ მიდის ჯამთან, ჭამს უხასიათოდ და ხან უბრალოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობას აწყობენ. თითქოს ყველა ძაღლს უყვარს ჭამა, მაგრამ ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. არსებობს რამოდენიმე სამუშაო ჯიშის ძაღლი, რომელიც ჭამენ ფიზიკური დატვირთვის შემთხევაში. ასეთი პრობლემა აქვს გერმანულ ნაგაზს, ჰასკის, ლაიკას, ბორზოის და ა.შ. მაგრამ არ ღირს მაშინვე განგაშის ატეხვა. თავიდან უნდა გავერკვეთ ამ მოქმედების მიზეზებში.

sachmeli-chama-dzagli.jpg

საკვებზე უარის თქმის მიზეზები

თუ ძაღლმა უარი თქვა საკვებზე, გაერიდა ჯამს, საჭმელს მაშინვე ნუ აიღებთ, დატოვეთ კიდევ 10-15 წუთი. ძაღლების უმეტესობა მაშინვე არ იწყებენ ჭამას. შეიძლება გავიდნენ და კვლავ მობრუნდნენ, ამიტომ აქ მთავარია - არ აჩქარდეთ. თუ ძაღლი არ ჭამს - აიღეთ ის მთლიანად და შემდეგი კვების დროს ძაღლს საკვები იგივე ჯამით მიეცით, არ დაუდოთ რაიმე სასუსნავი და არ მიამატოთ საჭმლის რაოდენობა. თუ ძაღლმა მეორე ცდაზე შეჭამა პორცია და დატოვა საჭმლის გარკვეული რაოდენობა, არ დაამატოთ საჭმელი, დაე შემდეგ ჯერზე ბოლომდე დაამთავროს საჭმელი. ამის შემდეგ გადახედეთ რაციონს და შეამცირეთ ძაღლის პორცია იქამდე, მანამ არ ნახავთ, რომ ძაღლი თავად ითხოვს მეტ საკვებს. საჭიროა ყურადღებით თვალყურისდევნება იმაზე, სჭირდება თუ არა მაღალკალორიული რაციონი.

ზოგი არ ჭამს თავის პორციას იმის გამო, რომ საკვები არ არის ახალი, ან ხარისხიანი - ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საკვები პროდუქტი იყოს კარგი, ასევე ნორმალური შენახვის ვადით, ასევე არ მისცეთ ძაღლს მისთვის აკრძალული პროდუქტები.

არ მისცეთ ძაღლს ძვლები, რომელიც მან შეიძლება ვერ დაღრღნას და გადაყლაპოს - ეს კუჭნაწლავის დაავადებას იწვევს, რასაც მოყვება ჭამაზე უარის თქმა გასტრიტის და კუჭის დაავადებების მიზეზით.

საჭმელზე პირველი უარის შემთხვევაშივე საჭიროა ძაღლს გაუზომოთ ტემპერატურა, თუ ტემპერატურა 1-2 საათის განმავლობაში რამოდენიმე გასინჯვის შემთხვევაში ნორმას ამეტებს, საჭიროა მივმართოთ ექიმს, საკვებზე უარი შეიძლება იყოს გამოწვეული ტკიპას კბენა, ან სხვა დაავადებები.

sachmeli-chama-dzagli%202.jpg

თუ ძაღლი პერიოზუად აცხადებს უარს საკვებზე (თვეში ერთხელ, ან 2 კვირაში ერთხელ), და ამასთან ამ უარს თან არ ახლავს მოსალოდნელი გაუარესება, გულისრევა, ან კუჭის აშლა, მაშინ არ ღირს ნერვიულობა, ძაღლი თავად დაარეგულირებს კვებას და ხშირად ხშირად უბრალოდ განტვირთვის დღეს აწყობს.

თქვენი ბინადარის რაციონის შედგენისას არ გადააჭარბოთ და იცოდეთ ზომა, მაგრამ ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დააკლოთ საკვები: თუ ძაღლი ათავებს საჭმელს და ითხოვს კიდევ (ამასთან მისი წონა არ ამეტებს ნორმას), მაშინ შემდეგი კვების დროს შეიძლება პორციის მომატება; ხოლო თუ ძაღლი ვერ ათავებს თავის პორციას, მაშინ არ ღირს ბევრის დადება, არამედ მიეცით ძაღლს იმდენი, რამდენის ჭამასაც შეძლებს ერთ ჯერზე.

ხან ხდება, რომ ძაღლი უარს ამბობს საჭმელზე იმიტომ, რომ პატრონმა თავად გაათამამა - არ შეიძლება მისი წაქეზება, ძველი საჭმლის გადაყრა და ახლის, ძაღლისთვის უფრო გემრიელი საჭმლის დადება: ამით თქვენ აგებინებთ ძაღლს, რომ საჭმელზე უარის თქმით ის უფრო გემრიელ საკვებს მიიღებს. უბრალოდ, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება მის ახირებას, შეინახოთ დარჩენილი საკვები მაცივარში და შემდეგ ჯერზე მისცეთ მას იგივე. ძაღლი საჭმლისგან ასეთ თავშეკავებას უკეთესი საჭმლის მოლოდინში რამოდენიმე დღე გაუძლებს, მაგრამ მერე მაინც შეჭამს თავის ულუფას და ყოველდღიური სწორი კვებით განთავისუფლდება შეთავაზებულ საჭმელზე უარის თქმის ჩვევისგან.

ფიზიკური დატვირთვა ძაღლის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ ჯიშს ის ესაჭიროება ნაკლებად, ზოგიერთს - მეტად. თუ მუშა ჯიშს მოვაკლებთ მოძრაობის საშუალებას და შევუმცირებთ დატვირთვას - ძაღლი თავად შეამცირებს თავის რაციონს ორგანიზმის მიერ კალორიის მიღების საჭიროების შესაბამისად. ძაღლი გრძნობს რა რაოდენობის საკვები სჭირდება იმისთვის, რომ ნორმაში იყოს, ამიტომ ხშირად ძაღლების უჭმელობის, ან ახირების მიზეზი არის ელემენტარულად მოძრაობის ნაკლებობა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

რამდენიმე რამეა გასათვალისწინებელი დავიღალე :D



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ნინკა რა ძაღლი გყავს...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

მე ისევ ფსიქოლოგიურ მხარეზე გავაკეთებდი აქცენტს.. ძაღლი(მითუმეტეს მონადირე) სულ უნდა გრძნობდეს პატრონს და ელოდება მისგან თამაშს, ამ თამაშის მონაწილე რო ხდება სიამოვნებით ასრულებს ბრძანებებს და ითხოვს კიდეც ჯილდოს მაგაში(ზოგი უბრალოდ თავზე ხელის გადასმას). კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ საჭმელის მიწოდების რიტუალს, ჩემი არისტოკრატი ჩარლი მაგალითად სულ პატარა ლეკვობიდან სანამ სიკეთით არ მიმართავდი საჭმელად ისე იჯდა საჭმლის წინ ნერწყვებს ყლაპავდა, მარა არ მიეკარებოდა, ეხლაც ასეა.. სიტყვაზე, რო დაუყრი ძაღლს საჭმელს და გაბრაზებით ეტყვი რო ჭამოს, თავმოყვარე ძაღლი ისედაც არ შეჭამს.. ყველაფერი პატრონსა და ძაღლის მეგობრობამდე მიდის მოკლედ მე თუ მკითხავთ  ;)

რა თქმა უნდა არის შემთხვევა, როდესაც ძაღლს რაღაც აწუხებს და მაშინ არ ჭამს, მაგრამ მე ზოგადად აღმზრდელობით მხარეზე მქონდა საუბარი  ;)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ალბათ .... თუმცა  მაინც როცა აწუხებს რაიმე , უფრო მაშინ ამბობს უარს საკვებზე


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

პედიგრს ვაჭმევდი ბავშვობიდან ჩემ ლეკვს 5 თვისაა ეხა და ამ ბოლო დროს საჭმლის დატოვება დაიწყო ეხლა კი სულ არ მიეკარე, შევუცვალე საჭმელი და თითქოს კარგადაა ეხა ყველაფერი . მობეზრდა პედიგრი თუ ვერ გავიგე რა უნდა ?



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაღლებმა , )განსაკუთრებით მეძებრებმა) იციან მიზეზობა. საერთოდ ყველანაირმა ძაღლმა იცის ეგეთები.

შეიძლება ძაღლმა მოიწყოს ე.წ. რაზგრუზოჩნი დღეები.  ეგ არ არის საGანგაშო

საშიში და ყურადსაღებია თუ წყლის დალევა შეწყვიტა.......


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

არა არ ვნერვიულობ უბრალოდ მინდოდა გამეგო ძაღლმა საჭმლის მობეზრება ხომ არ იცოდა :D მადლობა პასუხისთვის



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ninika

ninika

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 76 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:poloneti

ჩემი ლეკვი 6 თვისაა, 5 თვემდე კარგად იყო კარგად ჭამდა და ყველაფერი, მარა ნელ ნელა დაიწყო ლეკვის საჭმელზე უარის თქმა. ჯერ ტოვებდა მერე საერთოდ არ ჭამდა, შევუცვალე სხვა ფირმის საკვები მოვუტანე და თითქოს დაიწყო მისევ ჭამა მარა მერე ისევ იგივე ქნა, ხოდა ამას წინათ თავის მოსაქმებული შეჭამა და ამის მერე ხან ჭამს ხან არა. საშინლად მაღიზიანებს ეს საქციელი. ხოდა თქვენი აზრით საჭმლის უკმარისობის გამო აკეთებს ასე? ან შეიძლება სხვა გემოს გასინჯვაც უნდა? სულ პედიგრს ჭამდა და რავი.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კონკურენცია , სამყაროს მამოძრავებელი ძალაა...

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:))))) როგორ ბზრიალებენ :)))))))))



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბიჭებო , გვარიანად დაცხა და ამიტომ შეიძლება საკვებზე უარი გითრათ ცუგრიკებმა და არ გაგიკვირდეთ. დღეს გაბიმ და გერდამ უარი მითხრეს. არა და აქ რო არ ვიყავი , ვერ გავიყვანე მინდორში და ისეთი გასუქებულები არიან რომ ტახს წააქცევენ ....


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბაბუ გერდა მოსაკლავი ყოფილა რა, კურცჰარი რომელიც საჭმელზე უარს იტყვის ის უკვე ვსიო, შუბლის ძარღვი აღარ ქონია :D



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

იქნებ არ შია კაცო...

გაანებეთ მაგ გოგოს თავი.... :)



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იქნებ არ შია კაცო...

გაანებეთ მაგ გოგოს თავი.... :)

ხოო. შეიძლება!


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?