Companhia Brazileira de Cartuchos
ბრაზილიაში იარაღის ბაზარზე კარგადაა ცნობილი ფირმა CBC-ის პროდუქცია. კომპანია თავის არსებობას 1926 წლიდან ითვლის. ამ დროს ფირმაში 20 კაცი მუშაობდა, რომლებიც ვაზნებს აწარმოებდნენ და მთელი სამუშაო პროცესი ხელით ხდებოდა.
დღეს ფირმა მდებარეობს სანტ-ანდრესში და მოიცავს წარმოების სრულ ციკლს. გააჩნია საკუთარი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა და სამანქანო პარკი.
ფირმის ძირითადი საწარმო მიმართულება ვაზნების წარმოებაა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულებით. აღსანიშნავია, რამდენიმე ყალიბი, რომელიც ამერიკასა და ევროპაში სანადირო ყალიბებადაა ცნობილი, ბრაზილიაში სამხედრო ყალიბადაა აღიარებული. მაგალითად 5,56; 7,62x51; .357 Mauser; .30-30 Win; .30-06.
გარდა ვაზნებისა ფირმა აწარმოებს თითბერის მასრებს, კაფსულებს, საფენებს, კონტეინერებსა და ობტურატორებს, რაც ასე საჭიროა სახლის პირობებში ვაზნების დამზადებისათვის.
იარაღის წარმოების მხრივ საფირმო პროდუქცია მოიცავს სახაზინო გადატენვის ერთლულიანებსა და რამდენიმე პომპას(ამ უკანასკნელის წარმოება 2000 წლიდან დაიწყეს).
ერთლულიანები იწარმოება ამერიკული Iver Jhonson-ის ბაზაზე და განსხვავდება საბაზოსაგან ჩამკეტი ბერკეტით(ბრაზილიურ თოფზე განლაგებულია ფარის წინ_ღილაკი).
მოდელები 151 და 651 განსხვავდებიან მხოლოდ ექსტრაქტორის(ერთ შემთხვევაში) და ეჟექტორის(მეორე) არსებობით. საფირმო ეჟექტორს აქვს ძალიან პრაქტიკული მოქმედება, რაც მდგომარეობ იმაში, რომ პირველ ეტაპზე ეჟექტორს ამოაქვს ნასროლი ვაზნა ნახევარ სიგრძეზე(ექსტრაქცია), ხოლო ამის შემდეგ ახდენს მის ამოგდებას.
ორთავე მოდელს გაუმჯობესებულ ვარიანტში აქვს მარკირება Amasonia.
Amasonia
ყალიბი 12,16,20,28,36; სავაზნე 12-20-36 ყალიბში 76მმ სიგრძისაა; ყველა ყალიბისათვის ფიქსირებულ ჩოკებს აქვთ ძლიერი შევიწროება(1,25მმ); 28-36 ყალიბში წონა შეადგენს 2,5 კგ-ს, ხოლო 12-16 ყალიბში კი 2,9 კგ-ს. არსანიშნავია, რომ აღნიშნული ერთლულიანები ამერიკულ ბაზარზე საკმაოდ იაფია.
საფირმო პომპები წარმოებულია MT-586-ის ბაზაზე. მოდიფიკაციები განსხვავდებიან დანიშნულებით, ტევადობით, სამიზნე თამასით, სავაზნის სიგრძით.
კომპანია აწარმოებს კუთხვილლულიან იარაღსაც, რომელიც მოდელი 122-ის ბაზაზეა დამზადებული.
ავტ.გურულო.კლუბი.მონადირე