Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტექნოლოგიური (მემბრანული) ტანსაცმელი (2 ნაწილი)
არ შევუდგები ცალკეული ბრენდების და, მით უმეტეს, ცალკეული პროდუქტების აღწერას, რადგან წამყვანი ბრენდები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ყოველწლიურად, პრაქტიკულად, მთლიანად აახლებენ კოლექციას. შეიძლება ეს არ იყოს ასი პროცენტით კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური განახლება, მაგრამ ფერებში, ფორმებში და დეტალებში ცვლილება აუცილებლად ხდება.
ისევ თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ GORE-TEX–ის მემბრანიანი ქსოვილის კონსტრუქციას, რომელიც ფეხსაცმლისათვისაა შექმნილი.
5zmsexz11nfj2lhsc9fw.jpg
zriutqedmdg6zu7bwu0.jpg
ახლა ორიოდე სიტყვით იმ დეტალებზე, რომლებიც მოქმედებენ ტანსაცმლის წყალმედეგობაზე და რომლებიც ტექნოლოგიური ტანსაცმლისათვის ტიპურია. კერძოდ:
• დაწებებული ან დადუღებული ნაკერები (ტანსაცმლის ყიდვისას ამ ფაქტს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება). შეიძლება შეგხვდეთ ასეთი წარწერა Sew Free – ნიშნავს ნაკერების დაწებების ისეთ ტექნოლოგიას, რომლის დროსაც ნაკერების შიდა მხრიდან მაღალ ტემპერატურაზე წებდება ან დუღდება სპეციალური ლენტი, რათა თავიდან ავიცილოთ მათში წყლის გაჟონვა.
aq6yxk71uj73g3hygyv.jpg
• ელვა, რომელიც გარედან რეზინითაა დაფარული. ეს რეზინის საფენები ხელს უშლის ელვაში წვიმის წყლის გასვლას.
7n6q2dik8kk1nn821vxj.jpg
• კისრისა და თეძოების მიდამოებში მოსაქაჩი რეზინები, ხოლო სახელოებზე დამაფიქსირებელი ფხრიწები, ასევე, ხელს უშლის წყლის შეღწევას ტანსაცმლის შიგნით.
eicgczt6ybi2g6ua2m.jpg

3bxy92jet10omh53xdrt.jpg
• სასურველია ქურთუკს ზურგის მხარე დაგრძელებული ჰქონდეს, რაც ქარისაგან უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს.
• ძალიან კომფრტულია იღლიის მიდამოებში დამატებითი სავენტილაციო ღიობები, რომლებიც ელვით იკვრება.
• ხშირად ტანსაცმლის შიდა ნაწილი ბადისებრი ქსოვილისაა. ეს ბადე ქმნის ჰაერის დამატებით შრეს, რაც დაბალი ტემპერატურისაგან დაცვის კიდევ ერთი საშუალებაა.
• ასევე მოსახერხებელია ელვის ორმაგი შესაკრავები, რომლებიც საშუალებას იძლევა ქურთუკი გავიხსნათ ზემოდანაც და ქვემოდანაც.
• კარგია თუ ქურთუკს აქვს ჩასაკეცი ან მოსახსნელი კაპიუშონი. დამატებითი კომფორტია შიდა ზედაპირზე ან ჯიბეში ჩამაგრებული თასმა შესაკრავით, მაგალითად, გასაღებებისათვის. ასევე, სასურველია ჯიბეები, რომლებიც დაცული ელვით იკვრება.
რა თქმა უნდა, ყველა დეტალის ჩამოთვლა ძნელია, მაგრამ ზემოჩამოთვლილიდან ადვილად მიხვდებით, რომ ასეთი ტიპის ტანსაცმელში, უსარგებლო და მეორეხარისხოვანი დეტალები პრაქტიკულად არ არის.

ავტორი: გიგი ყუფარძე

წყარო: fisher.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

GORE-TEX.jpg

ტექნოლოგიური ტანსაცმელი
 

teqnologiuri-tansacmeli.jpgდღეს, ალბათ, ძნელია იპოვო მეთევზე ან მონადირე, რომელსაც არაფერი სმენია მაღალტექნოლოგიურ ტანსაცმელზე, კერძოდ, კი მემბრანული მასალებისაგან შექმნილ ტანსაცმელზე. მართალია, ის იაფი არ ღირს, მაგრამ არც ისეთი ფასი აქვს, რომ ოჯახურ ბიუჯეტზე იმოქმედოს.
მე და ჩემს მეგობრებს (მათ კიდევ უფრო მეტად) დაგვიგროვდა ასეთი ტანსახცმლისა და ფეხსაცმლის ხმარების საკმაო გამოცდილება. ამას გარდა, არაერთი წელია, რაც ამ ტიპის პროდუქტის იმპორტი და გაყიდვა, ჩვენი ბიზნესის დიდ ნაწილს შეადგენს.
იმედი მაქვს, ეს სტატია ბევრ იმ მონადირესა და მეთევზეს დააინტერესებს, ვინც მხოლოდ ფიქრობს იყიდოს თუ არა, ან ვისაც ასეთი პროდუქტის შეძენის გადაწყვეტილება უკვე აქვს მიღებული, მაგრამ შიშობს არ შეცდეს არჩევანში.
• The North Face
• Briko
• Mizuno
• Burton
• Vőlkl
• Dynastar
ეს იმ ბრენდების ნაწილია, რომელთა წარმომადგენლები თუ ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორებიც ჩვენ ვართ, ამიტომ მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ მემბრანული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თემაზე მსჯელობის უფლება ნამდვილად მაქვს.

მასალა

რატომ არის მემბრანული ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი მიმზიდველი? მთელი მისი „მუღამი“ იმაშია, რომ გარედან წყალს არ ატარებს, ხოლო შიგნიდან გარეთ გამოაქვს ზედმეტი სინოტივე (მარტივად და უხეშად – ოფლი), ამასთან ერთად იცავს ადმიანს წვიმისა და ქარისაგან. ამ თვისებებს ტანსაცმელს ანიჭებს სპეციალური მასალა – მემბრანა, რომელიც ერთ მხარეს, შიგნიდან გარეთ, თავისუფლად ატარებს ტანის ზედაპირზე წარმოქმნილ ორთქლის მოლეკულებს, ხოლო მეორე მხრიდან არ ატარებს წვიმის წვეთებს. პარამეტრები, რომლებიც ახასიათებენ ამ ძირითად თვისებებს არის წყალმედეგობა და „სუნთქვადობა“ (ორთქლის გატარების უნარი).
სუნთქვადობა აღნიშნავს წყლის იმ რაოდენობას გრამებში, რომელიც 24 საათის განმავლობაში შეიძლება გავიდეს მემბრანის ერთ კვადრატულ მეტრში. მაგალითად, 10.000 გ/მ² ნიშნავს, რომ 10 კგ (პრაქტიკულად 10 ლიტრი) წყალი შეიძლება აორთქლდეს ადამიანის ტანის ზედაპირიდან დღე–ღამის განმავლობაში, მემბრანის 1 მ²–ის ფართობზე ისე, რომ ქურთუკის შიგნით ან კანზე არ წარმოიქმნას კონდენსატი.
ადვილად მიხვდებით, რამხელა რესურსზეა აქ საუბარი. ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებით შემოდგომასა და ზამთარში სუნთქვადობა 3000–5000 გ/მ²–დან დაწყებული უკვე კომფორტული თევზაობის საშუალებას იძლევა. ხოლო ისეთი ნადირობისათვის, რომელიც შორ მანძილებზე და რთულ ადგილებში სიარულს გულისხმობს, ასევე წლის თბილ დღეებში თევზაობისას უკეთესია 6000-7000 გ/მ² ტანსაცმლის გამოყენება. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ტოპ ტანსაცმელს (მაგ. Vőlkl-ის Tigershark Jacket და The North Face–ის Mountain Jacket და Mountain Pant) 25.000 გ/მ² სუნთქვადობის მაჩვენებლი აქვს, რაც, თავისთავად, მათ უმაღლეს ხარისხსა და კომფორტულობაზე მეტყველებს.
წყალმედეგობა ან წყალგაუმტარობა – მასალის უნარია ნალექების დროს წინ აღუდგეს წყლის ტანსაცმელში ან ფეხსაცმელში შეღწევას. იგი აღინიშნება წყლის სვეტის სიმაღლით მილიმეტრებში, რომელსაც უძლებს მემბრანიანი ქსოვილი ისე, რომ არ დასველდეს. საშუალო სიძლიერის წვიმის დროს ხანგრძლივი და გარანტირებული დაცვისათვის გირჩევთ 7000–8000 მმ–იან მემბრანას, ძლიერი თქეშის დროს – 12000 მმ–ს. თუმცა, ამ მაჩვენებლების წერისას ერთგვარად თავს ვიზღვევ, თორემ 5000 მმ–იანი ტანსაცმლის ხმარებისას, მე პირადად, საქართველოში პრობლემა არასოდეს შემქმნია და ეს ეხება არა ტოპ ბრენდების, არამედ ბიუჯეტური კომპანიების (მაგ. იტალიური ANDE და ინგლისური REGATTA) პროდუქტს.
ქარგაუვალობა (ე.წ. „Wind stopper“) – ეს მასალის თანამდევი, გვერდითი მაჩვენებელია, რომელიც აღნიშნავს მასში ჰაერის ნაკადის გავლის ხარისხს. ამ მაჩვენებლს მნიშვნელობა ენიჭება გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივიცაა, რადგან მემბრანული ტანსაცმელი, პირველ რიგში, სწორედ, ამ სეზონებზე გამოსაყენებლადაა განკუთვნილი.
მემბრანები იყოფა ორ დიდ ჯგუფად – ჰიდროფობული და ჰიდროფილური.
ჰიდროფობული – ეს ის პოლიმერული მასალებია, რომლებიც, პრაქტიკულად, წყალს არ იწოვენ და შესაბამისად არც ატარებენ. მაგრამ მათი სუნთქვადობაც ანუ ორთქლის გატარების უნარიც ნულს უტოლდება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მასალა სუნთქვადი გახდეს, მას უკეთებენ ფორებს. ამ ფორების ზომები კი ისე ირჩევა, რომ ორთქლის მოლეკულები მათში გავიდნენ, ხოლო წყლის წვეთები – ვერ გაძვრნენ. ასეთი ეფექტის მიღწევა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ წყლის წვეთი, რომელიც უამრავ ერთმანეთთან შეერთებულ წყლის მოლეკულას წამოადგენს, გაცილებით დიდია, ვიდრე წყლის ორთქლის მოლეკულები.
არსებობს ბევრი ასეთი ტიპის სხვადასხვა მემბრანა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია GORE-TEX©, SIMPATEX©, ISOTEX©, HYVENT© და სხვა. იმისათვის, რომ კარგად გაიგოთ და თვალსაჩინოდ წარმოიდგინოთ მემბრანების სტრუქტურა და მუშაობის პრინციპი, განვიხილოთ ყველაზე ცნობილი მემბრანა GORE-TEX.

wveti.jpgამ ფოტოზე ნათლად ჩანს, რამდენად დიდია წყლის წვეთი GORE-TEX–ის მემბრანის ფორებზე.

იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ რა ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე, დავძენ, რომ GORE-TEX–ის მემბრანას ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე აქვს 1,4 მილიონი მიკრო ფორა (ნახვრეტი). ხოლო ყოველი ეს ფორა 20.000–ჯერ უფრო პატარაა, ვიდრე წყლის წვეთი. (წარმოდგენაც კი ძნელია!)

ორთქლის მოლეკულები მემბრანის ფორებში ადვილად აღწევს. ეს იმიტომ, რომ ორთქლის მოლეკულა 700–ჯერ (!) პატარაა, ვიდრე GORE-TEX–ის მიკროფორა.
ახლა განვიხილოთ მემბრანების მეორე ჯგუფი – ჰიდროფილური მასალები, რომლებსაც ფორები არ გააჩნიათ. იმის გამო, რომ ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შიგნითა მხარეს იქმნება ორთქლის უფრო მეტი წნევა, ორთქლის მოლეკულები მიჰყვებიან მემბრანის ბოჭკოებს და წნევის სხვაობის ხარჯზე გამოიდევნებიან გარეთ. უფრო მარტივად, მუდმივად აორთქლებადი მოლეკულები აღწვენ ქსოვილში, შემდეგ აორთქლებული მოლეკულა აწვება წინას და თითქოს განდევნის მას გარეთ და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ არც ჰიდროფობული და არც ჰიდროფილური მემბრანები სუფთა სახით არ გამოიყენებიან. ყველა მემბრანული მასალა ამ ორის კომბინაციაა, ოღონდ სხვადასხვა შეფარდებით. ეს იმიტომ, რომ ჰიდროფილურიც და ჰიდროფობული მემბრანაც ძალიან თხელია, მხოლოდ 1 მკმ–ის (მიკრომეტრი–მეტრის მემილიონედია) სისქისაა. ამიტომ ისინი ძალიან სუსტი და ფაქიზებია და მათი გამოყენება მხოლოდ კარკასულ ქსოვილზე დატანით ხდება. კარკასის გამძლეობაზეა დამოკიდებული ქსოვილის საექსპლუატაციო თვისებები.
ტანსაცმლის ქსოვილი დამატებით შეიძლება დამუშავებული იყოს სხვადასხვა დაფარვებით, შემავსებლებით და გამჟღენთავი ნივთიერებებით. მაგალითად, ეტიკეტზე წარწერა „PU“ აღნიშნავს წყალამრეკლ პოლიურეთანულ დაფარვას, რაც უზრუნველყოფს წყლის წვეთების ჩამოგორებას ქსოვილის ზედაპირზე და ტანსაცმლის დაცვას. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელიც ტანსაცმელზე ხშირად კარვების გარეთა ტენტებსა და ზურგჩანთებში გამოიყენება. ეს იმიტომ, რომ ორი მინუსი აქვს. პირველი – მისით დაფარვის შემდეგ სუნთქვადობა თითქმის 2–ჯერ მცირდება. მეორე მინუსია ის, რომ ხანგრძლივად დაფარვის შენარჩუნება ვერ ხერხდება. როგორც წესი, სრულფასოვნად იგი მხოლოდ პირველ გარეცხვამდე მუშაობს.
შეიძლება შეგხვდეთ წარწერა DWR (Durable Water Repellence) – წყალამრეკლი დაფარვა, რომელიც არ ატარებს წყალს ქსოვილის ზედა შრის ქვემოთ (მასში იწოვება). DWR – ით დაფარულ ტანსაცმელზე წყალი უბრალოდ წვეთებად ჩამოგორდება ქსოვილიდან.

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?