Jump to content


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყველაზე მძვინვარე მხეცი?!

მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ეს მომცრო, ერთი შეხედვით მოუქნელი და ბაჯაჯგუნა ცხოველი - "რატელი" ერთდროულად კვერნას, მაჩვსა და სამურავს წააგავს. სხვადასხვა ქვეყანაში მას "ძაღლის დათვს", "მელოტ მაჩვს", უფრო ხშირად "მეთაფლე მაჩვს", ან უბრალოდ, "თაფლიჭამიას" უწოდებენ. მაგრამ მისმა სახელწოდებამ არავინ უნდა შეაცდინოს, რადგან ეს უცნაური არსება ოფიციალურად დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მძვინვარე და უშიშარი მხეცია, რომლის გულსაც აფრიკულ ტომებში "ვაჟკაცობის მოსამატებლად" მიირთმევდნენ!

დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ მსუნაგ ცხოველს თაფლის მოძებნაში კოდალასებრთა წარმომადგენელი "თაფლის მაჩვენებელი ჩიტი", ე.წ. ინდიკატორი ეხმარება. ფიჭის აღმოჩენის შემდეგ ინდიკატორი რატელის წინ დაფრინავს, ხმოვან სიგნალს აძლევს, ფრენა-ფრენით წინ მიუძღვის, დროდადრო ტოტზე ჯდება, რომ "კლიენტი" დაეწიოს. გზადაგზა ცხოველიც ერთგვარი ღრუტუნით ეხმაურება. ფუტკრის ბუდესთან მისული თაფლიჭამია კი ანალური ჯირკვლებიდან სკუნსის მსგავსად მეტად მყრალ სითხეს უშვებს მწერების გასაყრელად (არცთუ იშვიათად ამ ჩიტს აფრიკელი თაფლის შემგროვებლებიც ჩუმად მიჰყვებიან - მოკლედ, თაფლიც დასწრებაზეა!).

 


fddf0292441b2b320dcbe7c0133b25a0.jpg
 

 

 

რატელის ბანჯგვლიანი სხეულის სიგრძე 65-80 სმ-ია, კუდისა 18-25 სმ, წონა 12-13 კგ, ცოცხლობს 20-24 წელი. კისერსა და ზურგზე აქვს მკვრივი და სქელი კანი, რომლის გახვრეტა არც ერთ მტაცებელს პრაქტიკულად არ შეუძლია. აქვს ძალიან მაგარი, 5 სმ სიგრძის ბრჭყალებით დაბოლოებული მოკლე და ძლიერი, დაკუნთული თათები, მძლავრი ყბები. შესანიშნავი ყნოსვით მღრღნელს სოროშივე, მიწის ქვეშ გრძნობს და მის მოსანადირებლად მკვრივ მიწაში ათიოდ წუთში შეუძლია გათხაროს 2-3 მ სიგრძის გვირაბი.

რატელი ჭამს ყველაფერს, რასაც მოიხელთებს, თავისზე გაცილებით დიდ ცხოველებსაც და მწერებსაც, მათ შორის კუებს, ნებისმიერ შხამიან გველს, დიდ ხვლიკებს თუ მორიელებს. ის არ ეპუება არავის, არც უზარმაზარ აფრიკულ კამეჩს და არც ლომს. ყოფილა შემთხვევა, რომ ცხოველთა მეფისთვის ნანადირევიც კი წაურთმევია.

 


be7129e6f28c6cd59250d9cffeac200b.jpg
 

 

სხვათა შორის, მის "დელიკატესებში", რასაკვირველია, თაფლის შემდეგ მეორე ადგილზე გველია. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მასზე არ მოქმედებს არანაირი შხამი! თვით კობრამ ორთაბრძოლისას თუ მოასწრო და სახის არეში ან მუცელზე უკბინა (სხვაგან კბენა შეუძლებელია), რატელი მაინც ასწრებს მის მოკვლას. შემდეგ 30-40 წუთით კომაში ვარდება, მაგრამ აუცილებლად ცოცხლდება და ვითომ არაფერიაო, ტრაპეზს განაგრძობს!

საქათმეში შეპარული რატელი ფრინველს სრულიად ანადგურებს. ამიტომ მოსახლეობა მას ყველა ქვეყანაში ებრძვის, მაგრამ ტყვიის გარდა, ვერც შუბი და ვერც შხამი ბევრს ვერაფერს აკლებს. თანაც ეშმაკმა ცხოველმა ისწავლა თოფიანი კაცის გარჩევა და მაშინვე სახელდახელოდ გათხრილ გვირაბში უჩინარდება!

საინტერესოა, რომ მაჩვისგან განსხვავებით, ეს უშიშარი ცხოველი ადვილად შინაურდება - როგორც ამბობენ, დათვის ბელის ჭკუისაა და ძალიან მხიარულია - მერე რა, რომ საქათმეების ნაცვლად მხოლოდ სანაგვეების "დატერორება" უწევს.

 


c66efa3c8f4451d42c4750525530ee39.jpg

 


a842dece80fa6e831db1bb0ad47e8468.jpg

წყარო: kvirispalitra.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რა მაგარი ვიღაც არის. ცხოველთა მეფე ლომი კი არა ეს უნდა ყოფილიყო თურმე :D

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ამ ცხოველზე  ადამიანს ატერორებს



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)

მეც ვუყურე კობრა გველებს თავს აჭამდა :D მაჩვზღარბას ეძახდნენ იქ :D



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
მაჩვ ზღარბა სხვა არის...

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე მე მგონი ცოტა რიკაშეტია!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ბევეად რიკაშეტია.

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

:0030: კიდე კარგი საქართველოში რო არ ბინადრობს  ;)



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ჩვენ ვერ გაგვიძლებს.

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Geniosa

Geniosa

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 245 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:სამეგრელო კალოჩე

მზვინვარეე :D მძვინვარე კიარა ყველაზე ჩათლახია :D

 

ყველაზე მძვინვარე მხეცი?!

მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ეს მომცრო, ერთი შეხედვით მოუქნელი და ბაჯაჯგუნა ცხოველი - "რატელი" ერთდროულად კვერნას, მაჩვსა და სამურავს წააგავს. სხვადასხვა ქვეყანაში მას "ძაღლის დათვს", "მელოტ მაჩვს", უფრო ხშირად "მეთაფლე მაჩვს", ან უბრალოდ, "თაფლიჭამიას" უწოდებენ. მაგრამ მისმა სახელწოდებამ არავინ უნდა შეაცდინოს, რადგან ეს უცნაური არსება ოფიციალურად დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მძვინვარე და უშიშარი მხეცია, რომლის გულსაც აფრიკულ ტომებში "ვაჟკაცობის მოსამატებლად" მიირთმევდნენ!

დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ მსუნაგ ცხოველს თაფლის მოძებნაში კოდალასებრთა წარმომადგენელი "თაფლის მაჩვენებელი ჩიტი", ე.წ. ინდიკატორი ეხმარება. ფიჭის აღმოჩენის შემდეგ ინდიკატორი რატელის წინ დაფრინავს, ხმოვან სიგნალს აძლევს, ფრენა-ფრენით წინ მიუძღვის, დროდადრო ტოტზე ჯდება, რომ "კლიენტი" დაეწიოს. გზადაგზა ცხოველიც ერთგვარი ღრუტუნით ეხმაურება. ფუტკრის ბუდესთან მისული თაფლიჭამია კი ანალური ჯირკვლებიდან სკუნსის მსგავსად მეტად მყრალ სითხეს უშვებს მწერების გასაყრელად (არცთუ იშვიათად ამ ჩიტს აფრიკელი თაფლის შემგროვებლებიც ჩუმად მიჰყვებიან - მოკლედ, თაფლიც დასწრებაზეა!).

 


fddf0292441b2b320dcbe7c0133b25a0.jpg
 

 

 

რატელის ბანჯგვლიანი სხეულის სიგრძე 65-80 სმ-ია, კუდისა 18-25 სმ, წონა 12-13 კგ, ცოცხლობს 20-24 წელი. კისერსა და ზურგზე აქვს მკვრივი და სქელი კანი, რომლის გახვრეტა არც ერთ მტაცებელს პრაქტიკულად არ შეუძლია. აქვს ძალიან მაგარი, 5 სმ სიგრძის ბრჭყალებით დაბოლოებული მოკლე და ძლიერი, დაკუნთული თათები, მძლავრი ყბები. შესანიშნავი ყნოსვით მღრღნელს სოროშივე, მიწის ქვეშ გრძნობს და მის მოსანადირებლად მკვრივ მიწაში ათიოდ წუთში შეუძლია გათხაროს 2-3 მ სიგრძის გვირაბი.

რატელი ჭამს ყველაფერს, რასაც მოიხელთებს, თავისზე გაცილებით დიდ ცხოველებსაც და მწერებსაც, მათ შორის კუებს, ნებისმიერ შხამიან გველს, დიდ ხვლიკებს თუ მორიელებს. ის არ ეპუება არავის, არც უზარმაზარ აფრიკულ კამეჩს და არც ლომს. ყოფილა შემთხვევა, რომ ცხოველთა მეფისთვის ნანადირევიც კი წაურთმევია.

 


be7129e6f28c6cd59250d9cffeac200b.jpg
 

 

სხვათა შორის, მის "დელიკატესებში", რასაკვირველია, თაფლის შემდეგ მეორე ადგილზე გველია. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მასზე არ მოქმედებს არანაირი შხამი! თვით კობრამ ორთაბრძოლისას თუ მოასწრო და სახის არეში ან მუცელზე უკბინა (სხვაგან კბენა შეუძლებელია), რატელი მაინც ასწრებს მის მოკვლას. შემდეგ 30-40 წუთით კომაში ვარდება, მაგრამ აუცილებლად ცოცხლდება და ვითომ არაფერიაო, ტრაპეზს განაგრძობს!

საქათმეში შეპარული რატელი ფრინველს სრულიად ანადგურებს. ამიტომ მოსახლეობა მას ყველა ქვეყანაში ებრძვის, მაგრამ ტყვიის გარდა, ვერც შუბი და ვერც შხამი ბევრს ვერაფერს აკლებს. თანაც ეშმაკმა ცხოველმა ისწავლა თოფიანი კაცის გარჩევა და მაშინვე სახელდახელოდ გათხრილ გვირაბში უჩინარდება!

საინტერესოა, რომ მაჩვისგან განსხვავებით, ეს უშიშარი ცხოველი ადვილად შინაურდება - როგორც ამბობენ, დათვის ბელის ჭკუისაა და ძალიან მხიარულია - მერე რა, რომ საქათმეების ნაცვლად მხოლოდ სანაგვეების "დატერორება" უწევს.

 


c66efa3c8f4451d42c4750525530ee39.jpg

 


a842dece80fa6e831db1bb0ad47e8468.jpg

წყარო: kvirispalitra.ge

 

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ერთი ესეთი ეზოში გაუშვი, ვინღა ჩამოვა უბატონოთ. :D ძველათ ომები რო იყო და როტვეილერებს რო იყენებდნენ მაშინ უნდა ყოლოდათ გაწვრთნილი ესენი და მსოფლიოს დაიპყრობდნენ :D





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?