Jump to content


ამ თემას აქვს 45 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფშავ-ხევსურეთი

 

 

ფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ “ფხოვი” გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია.
 

gallery_6_8_176841.jpg

ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში. ფშავის კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია და განეკუთვნება მთის ტყეების ჰავის ზოლს. ფშავში ზომიერად ცივა, წლის საშუალო ტემპერატურა 5-დან 11 გრადუსამდე მერყეობს. გაზაფხული გვიან დგება, ზაფხული თვილი და ცხელია, შემოდგომა კი - მზიანი.

ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოა და მერტეობს 1000-1200 მმ-ს შორის. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები უფრო გაზაფხულობით იცის. ზამთარი იშვიათად არის უხვთოვლიანი. როგორც წესი, თოვლის საფარი 1 მ-ს არ არემატება, იშვიათად 1,5-2 მ.

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
 

 

 

 

8b38090a0655.jpg

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.



სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა.

 

602584_234434700009866_486266610_n.jpg

ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).

 

previous

xevsuretus2.jpg
  • xevsureti-shatili1.jpg
  • xevsuretius1.JPG
  • xevsurettii2.jpg
  • xevsuretus2.jpg
  • xevsureti.JPG
  • xevsu1.JPG
 

 

ლაშარი

ლაშარის ჯვარი მდებერეობს უკანა ფშავში, ერთ მაღალ მთის ქედზე, რომელსაც "ხმელგორს" უწოდებენ. გვერდით ჩამოუდის პატარა ხევი – ლაშარის წყალი, რომელიც არგავს უერთდება.

ლაშარის გორს არც თუ პატარა ფართობი უკავია. გორი უტყეოა და მისავალადაც მარტივი არ არის. გორის თავზე ლაშარის ხატია დაბრძანებული, რომელიც ყორის გალავნით არის შემოსაზღვრული. ხატი დაჩრდილულია მუხისა და იფნის ხეებით. ხატის გალავანი წმინდა და შეუვალია, სადაც ხევისბრებისა და მოწმინდარების გარდა შესვლა არავის შეუძლია.

ხატის გალავნის გარეთ ხატის სასანთლეა აშენებული, სადაც ასვენია წმინდა გიორგის ხატები და ჯვრები. აქ ხევისბრები მხვეწართ ამწყალობნებენ, სანთლებს უნთებენ და საკლავსაც ხოცავენ.

ხატის გალავანში მოთავსებულია თუნუქის გუმბათიანი საზარე ორი ზარით. ერთ–ერთ ზარს აქვს შემდეგი წარწერა: "შემოვწირე სახლთუხუცესმა ბებურიშვილის პაპუას მოსახსენებლად ფშავის ლაშარის გიორგის ქკს ტავ 1628".

 

9d1db141540a.jpg

ხატის გალავანშივე, ახალი საზარეს ქვემოთ დაცულია შედარებით ადრეული პერიოდის პირამიდულსახირავიანი საზარე და ხატის ბეღელი. აგრეთვე აქვეა საბერო, სალუდე, სახარბაკე და სხვა, რომელთა ნაწილი დღეისათვის, სამწუხაროდ, დანგრეულია. ამ საზარეში სამი საზედაშე ქვევრია ჩაფლული, რომელშიც წინათ ახმეტიდან მოტანილი კულუხის ღვინოს ასხამდნენ. ახმეტაში ლაშარის ზვრებს ფშავის თემები მორიგეობით ამუშავებდნენ.

ამ ძველ საზარეში ასევე ორი ზარია დაკიდებული. ერთ–ეერთზე არის ასეთი წარწერა: "ქ: ესე: ზარ: შემოვწირე: მე: ერისთავმა: რევაზ: შენ წმინდას: გიორგის: ლაშას:". ამ ზარს "ერისთვისეულს" უწოდებენ და გადმოცემით ლაშარისათვის ზურაბ ერისთავს შეუწირია.

ზურაბ ერისთავთან დაკავშირებით არსებობს ასეთი თქმულება: ზურაბ ერისთავი იბრძოდა ფშავის ხევის დასაპყრობად, მაგრამ მისი ყოველი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. შემდეგ მან გადაწყვიტა, ფშავლების დიდი სალოცავი – ლაშარი – შეემუსრა. ლაშარის ამ ხმელ გორაზე ბერმუხა მდგარა, რომელიც ოქროს ჯაჭვით ზეცაში იყო მიბმული. მასზე მუხის ანგელოზი ადიოდ–ჩამოდიოდა. ზურაბს სცოდნია ამ მუხის მუხის მფარველი ანგელოზის ძლიერება, მოუნდომებია მუხის მოჭრა, ანგელოზის მოშორება, რათა შემდეგ ფშავლები ადვილად დაემარცხებინა. მისი ბრძანებით, ლაშქარი მუხას შეესია და მოჭრას შეუდგა, მაგრამ ცულის ყოველ დარტყმაზე ატეხილი ნაფოტი მუხას ისევ ზედ ეკვროდა და ბერმუხა კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ბოლოს ერთ უკანაფშაველს, გვარად აფციაურს, ხატისთვის უღალატნია. მისულა ზურაბთან და უთქვამს, თუ მუხას კატის სისხლს მოსცხებთ. ანგელოზი მიატოვებსო. ზურაბიც ასე მოქცეულა. მიატოვა ანგელოზმა ბერმუხა და წაიქცა კიდეც იგი. მაგრამ ზურაბ ერისთავს ფშავის ხევი მაინს ვერ დაუმორჩილებია, და ცოდვის მოსანანიებლად ეს ზარი შუწირავს.

 

76554f9666ee.jpg

ხატის გალავანზე რკინის ბორკილი -"ჯალანდარი" ჰკიდია. მისი სიგრძე 3.4 მეტრია ხოლო წონით დაახლოებით 30 კგ-ს იწონის. ამ ჯალანდარის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს: პირიქით ხევსურეთში არღუნის ხეობაში უცხოვრიათ გვარად ჯალაბაურებს. მათი გვარი საკმაოდ ძლიერი გვარი ყოფილა. ისინი ქისტებტან ერთად ფშავის ხევს ხშირად ესპმოდნენ თავს და აოხრებდნენ. ბოლოს ჯალაბაურები ისე გაკადნიერებულან, რომ ფშაველთა დასამცირებლად რკინის ბორკილი გაუკეთებიათ, რომლითაც ვითო,და ლაშარის ჯვარი უნდა დაებათ. ამაზე ლაშარის ჯვარი გაბრაზებულა, ჯალაბაურების ოსტატი დაუმიზეზებია, რომელსაც შემდეგ ეს ჯაჭვი თავისი ხელით მოუტანია ლაშარში. მოგვიანებით, ჯალაბაურთა თავგასულობით მოთმინებადაკარგულმა ფშავლებმა მოისყიდეს მათივე სიძე - საგინა, რომელმაც ამოწყვიტა ჯალაბაურები, თავად კი ფშავის ხევს შეაფარა თავი - დასახლდა გოგოლაურთა თემში და მათ ძმად გაეფიცა. დღეს მათი შთამომავალნი საგინაშვილებად იწოდებიან.

ლაშარშივე არის არხოტიონებისა და თუშების სამანები. გადმოცემით, არხოტივნებსა და ფშავლებს ერთმანეთში შუღლი ჰქონდათ. ერთხელ ლაშარობას არხოტელები გადმოპარულან ფშავში საომრად. მაგრამ ეს ამბავი თავხევისბერს ფოცხვერა მახანცაურს მალევე შეუტყვია და არხოტელები შეუპყრიათ. მისივე მოწოდებით სისხლიანი ანგარიშსწორების ნაცვლად, მათ ერთმანეისათვის პირობა მიუციათ სამუდამო შერიგებაზე და ნიშნად ეს სამანიც ჩაუგდიათ.

მეორე სამანი თუშების მიერ არის ჩაგდებული. თუშები თილისძის მეთაურობით ასევე ხშირად სტუმრობდნენ ფშავის ხევს სამტროდ და გასაპარტახებლად. ერთ-ერთი შემოსევისას ხოფ. ხოშარასთან დიდი ბრძოლა გამართულა, რომელშიც თილისძე დამარცხებულა. დამარცხებულ თილისძეს ფშავლებისათვის შერიგება უთხოვია და ნიშნად ლაშარობას ზვარაკად თეთრქორა ხარი მიუყვანია, ორივე მხარე ძმებად გაფიცულან და ამის ნიშნად ეს სამანიც აღუმართავთ. მას შემდეგ, თურმე თუშებს ლაშარის კარზე საკუთარი საჯარე ჰქონდათ.

ლაშარის ჯვარი წინათ თავისი განძეულობით და ჯვარ-ხატებით სალმაოდ მდიდარი ყოფილა. მის შესახებ ვახუშტი ამბობს: "აქ ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი და უწოდებენ ლაშას-ჯუარს და აქუთ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავში, ვერც ხევსურეთი, უკეთუ იშოვნის ოქრო ანუ ვერცხლი, ვერსაით იხმარებენ თვისად, არამედ მიუძღვის ლაშას ჯვვარს" (ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, ტფილისი, 1904წ. გვ. 139).

ლაშარში ხატობა რამდენჯერმე იმართება, მაგრამ თავდღეობა - სერობა პერტე-პავლობის მარვის დასრულების შედეგ პირველსავე ორშაბათს აღინიშნება.

თამარ-ღელე

თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც „ღელე“–ს უწოდებენ. „ღელე“ ნიშნავს გადასავალს.

ღელე ტყიანია, მას აღმოსავლეთით წაწადის ხევი ჩამოუდის. ამ ხევით ბილიკი ტყეში მიდის. თამარის ხატამდის დაახლოებით 7 კილომეტრია. ამ ბილიკს ტყის თავში კვირიას ხატია მოთავსებული თავის საზარე, საბერო–სალუდეთი და სხვა ნაგებობებით.

თამარის ხატი მოთავსებულია ღელეს ქედზე. ადგილი გაშლილია და დავაკებული. ხატს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ხატის ნიში ყორის გალავნით არის შემოზღუდული. ხატის გალავანზე აწყვია ირმის რქები, ზანზალაკები და სხვა. გალავანშია თუნუქის გუმბათიანი ხატის საზარე, სასანთლე, საბერო, სალუდე, ხატის ბეღელი და 1910 წელს აშენებული თამარის სახელობის პატარა ეკლესია.

ხალხური თქმულებით, თამარის ეს ხატი პირველად გაბიდაურის თემის დედაკაცს სანათას აღმოუჩენია. სანამ თამარ მეფის ეს სალოცავი „თავს იჩენდა„ ღელის გორში გაბიდაურების თემს უცხოვრია და სანათას თამარის ხატი პირველად აქ ჩვენებია, სასანთლეც აუშენებია და თამარ მეფე ხევისბერულად უდიდებიაო. სანათას ღელეში მცხოვრები თემისთვის აქედან გადასახლება ურჩევია, მაგრამ ხალხს მშვილდ –ისრებით თავიანთი თავი ამოუხოციაო.

ზოგი მათგანი გადარჩენილა, მაგრამ მაინც არ გადასახლებულა, სანამ ხატი რაიმე სასწაულს არ გვაჩვენებსო. სასწაულიც მომხდარა. უეცრად კალოს პურს თავისთავად ცეცხლი გასჩენია, ფიწლის ტოტებსა და ხარის რქებზე ცეცხლი ხალხს კელაპტარივით სჩვენებია. ამის შემდეგ მოსახლეობა აყრილა და ხოშარაში გადასულაო.

თამარის ხატი ფშავში ძლიერ სალოცავად ითვლება. მას განსაკუთრებით ქალები ლოცულობენ და იქ იმ დედოფალს უწოდენებენ, რომელსაც წამლის სახსრად ერთ ცხვარზე ზედმეტს სწირავენ. ზოგჯერ ხატს ციკანსაც უკლავენ, თამარს თავის მწევრებისათვის მოუნდებაო. თამარის ხატი წინათ მდიდარ სალოცავად ითვლებოდა. მას თავისი მამულები და ზვრები ჰქონია, რომლის ცხვარ–საქონელს ხატის კაცები და ქალები უვლიდნენ.

 

 

gele_4.jpg

ხატის ქალები მხოლოდ თამარსა ჰყავდა, რომლებიც მის საქონელს უვლიდნენ და ქალწულად რჩებოდნენ. ხატში მათ თავისი ცალკე საჯარე ჰქონიათ და თამარის ხატობას ერთად დგებოდნენ. ხატის ქალებს ეხურათ თეთრი ხილაბანდები, წინ იკეთებდნენ თეთრ ფასტამალს, გულ–მკერდს იმკობნენ ვერცხლის ღილ–შინებით.

თამარის ხატს დიდძალი შემოწირულობაც შემოუდიოდა: ფული, საქონელი, სამკაულები და სხვა. ღელეობის პატარძლები თამარს ჯვარნაწერ ტანისამოსს წირავდნენ, ახალი ნეფეები კი ვერცხლის ქამარს მიართმევდნენ, რომ თამარს მიეცა წყალობა და დღეგრძელობა. კახეთიდან მხვეწარს მოჰქონდა აბრეშუმის ხიფები და ქსოვილები.

გაბიდოურის თემის ახალჯვარდაწერილ ქალს ღელეობას ს ა წ ა ღ მ ა რ თ ო საწირი უნდა მიეტანა და თამარისთვის მფარველობა ეთხოვა: „ თამარ მეფეო, გვიშველე, შენი კაბის კალთა დამაფარე“–ო. ზოგ მხვეწარს სამი თუ ოთხი საკლავიც მიჰყავდა და ღელეობას ზოგჯერ 300 ცხვარზე მეტი დაიკვლებოდა თურმე.

 

gele_1.jpg

ღელეში თამარის ხატობა იწყება პეტრე–პავლობის მარხვის დასრულებიდან პირველივე სამშაბათ დღეს. ლაშარიდან ჩამოსულ მლოცავს აქ ხდება ფშავის–ხევიდან მოსული მხვეწარი და შუადღსას ხევისბერები იწყებენ საკლავ–საწირავის დამწყალობნებას. ხარის ნიშთან მისვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, ქალები კი მოშორებით დგებიან.

წინათ მეხატენი თავიანთ საჯარეში თურმე დგებოდნენ, რომლის მიჯნის გადალახვა არ შეიძლობა, ვინც ამას დაარღვევდა მას ხატისთვის საკლავი უნდა დაეკლა, რომლის სისხლით ხევის ბერს მისი კარმიდამო უნდა გაენათლა. დედაკაცებს ერთი საჯარე ჰქონიათ, რადგანაც ქალები თემებად დაყოფილი არ ყოფილან მათ ეკრძალებოდათ მამაკაცის საჯარეში დადგომა.

ხევისბერი მხვეწარს ჩვეულებისამებრ ამწყალობებდა. ავადმყოფს „წამლის სახსრად“ ქადა–კვერები მოჰქონდა და ცხვარი მოჰყავდა, ზოგს კი „ხატის საკადრისი“ თეთრი მოსახვევი, რომლის ყურზე „წამლის სახსრად“ თეთრი ფული იყო გამოკრული. ვისაც შეთქმული ჰქონია: „რომ შენ კარზე მოვხვდები ყელწნელიანი, ფეხშიშველი, პირქვიანიო“, ისიც ასე ასრულებდა.

 

gele_6.jpg

ხევისბერი მხვეწარს ართმევდა საწირს და დაილოცებდა: „ გაუმარჯოს თამარ მეფეს, იყოს მფარველი თავის საყმოსი, თავის ქალ–ქალიშვილისა, დღეს თავის კარზე მდგომელი და მლოცავი კეთილად შამზღვნელი, შამწირველთ, მოსულთ დაახვედროს ტკბილი წყალობა, წასულებს გააყოლოს ბედი და კარგა მყოფობა“–ო. შემდეგ საკლავს შუბლი შეუტრუსეს და იქვე დაკლეს.

ბოლოს სუფრები იშლებოდა, ხევისბერები სუფრებზე სახელს შედებდა და ყველას შესანდობარს დალევდა.


ღვთისმშობელთა ჰყვავის წმინაი, თამარ დედოფალია;
უფლისგან ჰქონდა ბრძანება, შეარტყა მამის ხმალია;
მამის სანეფო აიღო, თითონ ბრძანდება ქალია,
ხმელეთ თავისად მაიგდო, იმდენიცა აქვ ძალია;
შუა ზღვას ჩადგა სამანი, სამანი რკინის სარია,
სატახტოდ, საბრძანებლადა თათონ ხმელს გორძე ბრძანია,
პირდაპირ უდგა გორზედა ლაღი ლაშრის– ჯვარია,
თავზე ხურავის გვირგვინი, წელზე არტყავის ხმალია,
გვერდს უდგა ნისლისგერაი, ტრეფივითა ჰქონ ხმალია,
ოქროს უნაგირ ზედ აგდა, ოქროსწყლის ლაგმის ტარია;
დალოცვილ შემზადებულა, არ იყოს მისვლის ხანია.

ხევი, წანარეთი - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხევსურეთი, სამხრეთით - მთიულეთი, ჩრდილოეთით - ოსეთი, დასავლეთით - შიდა ქართლის მთიანეთი.

ხევის მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის კალთაზე, ზილგახოხის მყინვარში.

 

m_26_20110730122151_4e33bf1fe3ade.jpg

ხევი იგივეა, რაც ადრინდელი შუა საუკუნის წანარეთი. მატიანეში "მოქცევაჲ ქართლისაჲ" (IX ს.) VI საუკუნის მოვნების თხრობასთან დაკავშირებით მოხსენებულია "ხევი წინარეთისა". შემდგომში სახელმწიფო "წინარეთი" ხმარებიდან თანდათან გამოვიდა და ზოგადი სახელი ხევი იქცა მხარის საკუთარ სახელად. ერთდროულად წანარების სატომო სახელის ნაცვლად ჩნდება ტერმინი "მოხევე". დარიალის ხეობაში ძველთაგანვე გადიოდა ერთ-ერთი გზა, რომელიც ამიერკავკასიას (მათ შორის საქართველოს) აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასა და კავკასიის გადაღმა მხარეებთან (საქართველოს სამხედრო გზა, დარიალის ხეობა). რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა აქ სიმაგრეთა სისტემების არსებობა. საუკუნეების განმავლობაში ხევი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როცა იგი არაგვის ერისთავებს ემორჩილებოდა (XVII საუკუნის 20-იანი წლებიდან 1743 წლამდე, არაგვის საერისთავოს გაუქმებამდე).

 

Ph_1340264304928012.jpg

XVIII საუკუნეში ხევი იყოფოდა სტეფანწინდის, სნოს, ფანშეტისა და მნის სამოურავოებად. მთიულეთის 1804 აჯანყების დროს მოხევეები აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ხევში შემორჩენილია IX-X საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გარბანის წმინდა გიორგის ეკლესია, სიონის სამნავიანი ბაზილიკა, თრუსოს მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ ახალციხის ბაზილიკა, ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი. გვიანდელი შუა საუკუნის საერო ნაგებობები: სნოს ციხე, არშის ციხე და სხვა.

ხევის მთელი ტერიტორია მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შედის. მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა.

წყარო:ჯალაღონიას ბლოგი

ფშავი

ხევსურეთი


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფშავის თემები, მათი საერთო (ცენტრალური) და სათემო სალოცავები

 

ფშავის ცენტრალური ხატები ხატის საბრძანისი ადგილი 1. ლაშარი, ლაშარისჯვრის წმინდა გიორგი ლაშარის გორი (ხმელგორი) 2. კვირია, კვირაცხოველი საკვირაო (თამარღელესკენ მიმავალ გზაზე) 3. ღელე (თამარის სალოცავი) თამარ ღელე (ლაშარის გორის მიპარდაპირე მთა) 4. დამასტურის  წმინდა გიორგი დამასტური (მათურხევთნ)

 

თემი თემის ფუძე
სოფელი
სათემო
სალოცავი
ხატის საბრძანისი
ადგილი
1. უძილაურთა უძილაურთა კოპალა ციხეგორი 2. ქისტაურთა შუაფხო იახსარი შუაფხო (ავისგორი) 3. გოგოჭურთა
(ცაბაურების) ცაბაურთა ცაბაურთის
მთავარანგელოზი ცაბაურთის მთაწმინდა 4. გოგოლაურთა გოგოლაურთა გოგოლაურთის
წმინდა გიორგი
გოგოლაურთა
(ქმოდის გორი) 5. წოწკოლაურთა მუქო მოხანდრე ღვთისშობელი მუქო 6. ზურაბაულთა მათურა მათურის მთავარანგელოზი მათურა 7. გაბიდაურთა ხოშარა სათხუთმეტო ძელის
ანგელოზი ხოშარა 8. ჭიჩოელთა ჭოჩო პირცეცხლის ხატი ჭიჩო 9. გოდერძაულთა ახადი პირქუშის ხატი ახადი 10. წითელაურთა წითელაურთა კოტიას წმინდა გიორგი წითელაურთა
(კოტიას მთა) 11. უკანაფშაველთა უკანაფშავი გიორგი წყაროსთაული უკანაფშავი
(წყაროსთავი) 12. ხახაბოელთა ხახაბო ხახაბოს წმინდა გიორგი ხახაბო

 

 

 

ფშავში 12 თემია და თითოეულ თემს თავისი სალოცავი – ხატი ჰყავს. ეს სალოცავებია: იახსარი (ქისტაურთა თემი),  კოპალა (უძილაურთა თემი ), მთავარანგელოზი (გოგოჭურთა თემი),  მთავარანგელოზი (ზურაბაულთა თემი),   მთავარმოწამე (გოგოლაურთა თემი), მოხარნადე  (წოწკურაულთა თემი),  ძელის ანგელოზი (გაბიდაურთა თემი),  პირცეცხლი (ჭიჩოელთა თემი),  პირქუში (გოდერძაულთა თემი),  კოტიას წმინდა გიორგი (წითელაურთა თემი),   წყაროსთაველი (უკანაფშაველთა თემი ),  მათურის თემი (მთავარაგგელოზი). თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი  და ღელე (თამარის სალოცავი).

ფშავში ხატი ღვთიშვილთან არის გაიგივებული. მათ ღვთისაგან საყმო აქვთ ნაბოძები. ისინი ოდესღაც "ხორციელნი" იყვნენ და აღსასრულის შემდეგ ანგელოზებად იქცნენ.  ხორციელობის ჟამს ისინი ფშავში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს – დევ–კერპებს – ებრძოდნენ (მაგ. კოპალა, იახსარი, პირქუში). სწორედ ამის გამო  უქცევია ღმერთს ისინი "სულიწმინდებად" და საბრანისად ფშავის ხევი უჩუქებია. ამიტომ დღეს ფშავლები თავს ამ სულიწმინდადქცეული ხატების ყმებად მიიჩნებს თავს.

ყველა ეს ხატი ემორჩილებიან და ლოცულობენ  კვირიას და მის თანაშემწენი არიან.  ხატს ასევე ჰყავს  თავიანთი მსახურნი – "მხავანნი" ანუ დობილები. მხავანნი სჯიან ხატის ურჩ ყმებს, ამიტომ მათთვის პატიების სათხოვნელად ფშაველი დედაკაცები "სადობილოს" აცხობენ.

ყველა ხატს თავისი საბრძანისი ადგილი აქვს ანუ ადგილი, სადაც ღამით ხატის ანგელოზი ნათელ სვეტად ეშვება. ხატის საბრძანისი წმინდა და შეუვალ ადგილს წარმოადგნს, რომელიც, როგორც წესი, მუხისა და იფნის ხეებით არის გარშემორტყმული. ხელშეუხებელია ხატის ეს ხეივანიც.

ხატის საბრძანისი და მისი ნაგებობები (დარბაზი, საზარე, სასანთლე) ფშავში ყველგან ერთნაირად არის წარმოდგენილი. ხატის ადგილი ჩვეულებრივ ღობე–ყორით არის შემოსაზღვრული. მისავალში ფიქალი ქვებისაგან აშენებულია პატარა სასანთლე. შორიახლოს აშენებულია ასევე საზარე, რომელშიც ერთი ნა რამდენიმე სხვადასვა ზომის ზარია დაკიდებული. იგი წარმოადგენს ოთხსვეტიან ნაგებობას. ძველი საზარეები პირამიდული ფორმის სიპი ქვებითაა  გადახურული, რომელსაც ზედ აყუდია ფილთაქვის ფორმის შირიმის ქვა. შედარებით ახალ საზარეებს (რესტავრირებულებს) თუნუქის სახურავი აქვს, და ხშირად ჯვარიც უკეთია.

ხატის შუა მოედანზე ხატის "ნიშ–საბრძანისია" განთავსებული. ნიში ქვის ფილისაგან (სიპი ქვისაგან) არის  მშრალად აგებული. ფორმით ოთხუთხაა და წინ პატარა თახჩა აქვს გამოჭრილი. მისი სახურავი ასევე პირამიდული ფორმისაა. იქვეა ხატის "მკვრივი" ანუ ხატის საგანძურის სამალავი. მკვრივი ოთხივე მხრივ შეკრულია (პირამიდული ფორმის ნაგებობა ფართით 2x2 მ), ნაგებია მკვიდრად და შეუვალია. სამალავის ახდა დაუშვებელია და თუ ვინმე ამას ჩაიდენს, მკაცრადაც ისჯება სიკვდილით ან ჭკვაზე გადაცდომით (ამის მაგალითები არა ერთია).

ხატის ნაგებობების კომპლექსში შედის ასევე ხატის ბეღელი, რომელიც ერთკარიანი პატარა ოთახს წარმოადგენს. ამ ბეღელში ინახება ხატის მამულებიდან აღებული ჭირ–ნახული. ზოგიერთ ხატში ბეღელთან ერთად არის "სახარბაკე", სადაც ათავსებდნენ ხატისათვის შეწირულ ხარ–კურატებს. სახარბაკე ფორმით ბოსლის ტიპის გაგებობაა.

ყველა ხატში ასევე აგებულია "სალუდე". იგი წარმოადგენს მიწურ გრძელ ოთახს, რომელშიც მოთავსებულია სალუდე (ალაოს მოსახარში) სპილენძის დიდი ქვაბები, თავისი ხელსაწყო–იარაღებით: საწურით,  თუნგებით, ჯამებით და სხვა.

salude.jpg

ლუდის საწური
 

 

ხატში ასევე ცალკე ნაგებობებია საბერო და საჯარე.   საბერო განკუთვნილია ხევისპრისა და მოწმინდრებისათვის, რომლებიც სადღესასწაოლო დღეებში დგებიან და წმინდობენ.

ხატის გალავნის გარეთ ან სალუდესთან სიახლოვეს მოთავსებულია საჯარე. წინათ თითოეულ გვარს საკუთარი საჯარე ჰქონია, სადაც ამ გვარის შვილები დღეობებზე იკრიბებოდნენ და ღამეებს ათევდნენ.

lasharis_drosha.jpg

ლაშარის დროშა

წყარო:pShavi.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძმებო მინდა გითხრათ რომ თავი სიზმარში მეგონა. წარმოუდგენელი სილამაზის ლანდშაფტები, ცამდე აზიდული მთები, , უმშვენიერესი ჩანჩქერები, თავმბრუდამხვევი სერპანტინები,ძირამდე  თვალუწვდენელი ხევები,მედიდური და დღემდე მტკიცედ მდგომი კოშკები,ავბედითი ანატორიის აკლდამები, რომლის ნახვაც დღესაც ზარავს , მნახველს,  გოროზი და მრისხანე მუცო , არდოტი, შატილი......და იქვე 3 კილომეტრით შემოწეული რუსული საგუშაგო......იმედი მაქვს დროებით.

მოკლედ ნამდვილად ღირდა ამ სიშორეზე წასვლა და ამ ყველაფრის ნახვა.2 ავტობუსი  ხალხი,სულ 36 ადამიანი,ამ , დაუვიწყარ მოგზაურობას,  ღვთით კურთხეულ მხარეში ალბათ ვერსასოდეს დავივიწყებთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  ჩემი ლეგიონის წევრებთან და მათი ოჯახისწევრებთან და სტუმრებთან ერთად შემდგარი ექსპედიცია სულ სხვა "კ ა რ გ ო ბ ა ა ! ! ! ! !

ყველა ლეგიონერს და ექსპედიციის წევრს უდიდესი მადლობა!!!!

 

ეხლა კი ის ფოტომასალა რაც დაგვიგროვდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.a55612e8c831.jpg

.

.da4502f3c2fb.jpg

.

.d6c8641a446c.jpg

.

.

.
f7ad118d33fc.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.d765c17dff23.jpg

.

.e630ad72bde7.jpg

.

1e792d32a6d8.jpg

..

.c8995ebea73a.jpg

.

.

.

dade3b2faa6c.jpg.

.

.bde8c40c2f3c.jpg

..

.527ec8869c7f.jpg

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.a4c3d4a7e3f3.jpg

..

.e3a47ecb1bc1.jpg

.

.6d3a96bcd5ac.jpg

.

.f5b1aa8f30f0.jpg

.

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.da278f8d529c.jpg

.

.01800de68d1e.jpg

.

.

.

.

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაგრძელება იქნება


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.adc9a558b0ea.jpg

.

.55a1b4af904d.jpg

.

.

4edc54b54102.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.0c8b69354df7.jpg

.

.72210585aa5f.jpg

.

.bf1dbc6640cc.jpg

..

.472eeaae084a.jpg

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

tu be continue


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

m_26_20110730122151_4e33bf1fe3ade.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.a252a28a9c03.jpg

.

.cc05a3256545.jpg

.

f3bc856ccc24.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაგრძელება იქნება!


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.b5f9b4929c2f.jpg

.

.7658f0800cb6.jpg

.

.dc931f62b67a.jpg

.

.c7bea4f5f5bc.jpg

..


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?