Jump to content


ამ თემას აქვს 36 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართული ძეგლები საზღვარგარეთ - ათონის მთა, ჩრდილოეთ კავკასია და სხვ...
 
 
 
 

thumb_1fda4dab3666.jpg
71 views thumb_32508639.jpg

 

169 views thumb_621px-Tkhaba-Erdy.jpeg
26 viewsფოტოს წყარო: ka.wikipedia thumb_6~2.jpg
47 views thumb_7~2.jpg

40 views thumb_aboci.JPG
14 viewsაბოცი - საქართველოს ისტორიული მხარე thumb_albierdi.jpg

27 viewsალბიერდი (ინგუშეთი) thumb_albierdis_ekl___anabana.jpg
ალბიერდი28 viewsფოტოს წყარო: https://givargi.blog...og-post_17.html thumb_Assinskaya_kotlovina__Ingushetiya_

26 viewsАссинская котловина. Ингушетия. Руины построек XVII века thumb_atonis_iverta_monasteri_002.jpg
128 views thumb_atonis_iverta_monasteri_003.jpg

152 views thumb_atonis_iverta_monasteri_006.jpg
ათონის ივერთა მონასტერი

წყარო:amigo.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

ათონის ივერთა მონასტერი

..

.

atonis_mta.jpg

.

Boevaya_28signalno-storozhevaya29_bashny

  Боевая (сигнально-сторожевая) башня Магой-Джел. Ингушетия. XIII век

..

 

 

.

.

.

.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Boevaya_28signalno-storozhevaya29_bashny

  Боевая (сигнально-сторожевая) башня с крестом на Голгофе. Аул Эгикал. Ингушетия. XIII век

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

..diasporagovgeIXss_k60ristianulitaz27arit

  ტყობაერდი. ჩრდ. კავკასია ფოტოს წყარო: diaspora.gov.ge

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სასდაც ჩვენი ძეგლიაყველა ტერიტორიაზე უნდა განავცხადოთ პრეტენზია დაგავხდებით დიდისახელმწიფო :))



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
11069595_439298532911372_825342566984497
ჯვრის მონასტერი იერუსალიმში იმ ადგილზეა აშენებული, სადაც ჯვრის დასამზადებელი ხე მოჭრეს. თავის დროზე, ეს ადგილი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ უბოძა მეფე მირიანს, რომელმაც აქ ტაძარი აღმართა. ტაძარი ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს გაიზარდა.
მტრების მიერ არაერთხელ დანგრეული ჯვრის მონასტერი, მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მეოთხემ აღადგინა. თუმცა, მისი როგორც ქრისტიანული სამლოცველოს და კულტურის ცენტრის შენარჩუნება მხოლოდ მეცამეტე საუკუნემდე მოხერხდა, რადგან, ეგვიპტის სულთანმა მალეხან--ნასერ ბენ ხალუინმა ქართველი ბერები მონასტრიდან გააძევა და მონასტერი მეჩეთად აქცია.
მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ქართველები და კონსტანტინეპოლელები სულთანთან ჩავიდნენ და მონასტრის დაბრუნება მოსთხოვეს.
მეთექვსმეტე საუკუნიდან ჩანს, რომ მონასტერი ისევ ქრისტიანების ხელშია. ოღონდ, ქართველების გარდა, აქ ბერძენი, სომეხი და სხვა ეროვნების ბერებიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. აქვე, კათოლიკებსაც ჰქონიათ თავიანთი საკურთხეველი.
მეჩვიდმეტე საუკუნეში ქართველებს ოსმალების მიერ დაწესებული გადასახადების გადახდა გაუჭირდათ და მონასტერი ერთმორწმუნე ბერძნებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გადასცეს. თუმცა, ქართველი ბერები არსად წასულან.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბერძნებმა მთავარი ტაძარი მოქმედი დატოვეს, ხოლო მონასტრის დანარჩენი ნაწილი- საგულდაგულოდ ჩაკეტეს.
როგორც ჩანს, იერუსალიმის საპატრიარქო ჯეროვნად მაინც ვერ უფრთხილდებოდა მონასტერს, რაც, 1948 წლიდან აქ განთავსებული ისრაელელი ჯარისკაცების მიერ სენაკების კედლების შელახვითაც დასტურდება. ისრაელელი ჯარისკაცები 1960-იანი წლების დასაწყისშიც იმყოფებოდნენ მონასტერში და სამხედრო მოსამსახურე მანდილოსნების წრთვნებს ატარებდნენ.
1966 წლის მარტში დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ისრაელში ჩავიდნენ საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი გურამ პატარაია, კინოპოერატორი გივი მელქაძე, მწერალი ილია რურუა. მათ დახვდნენ: საბჭოთა კავშირის ისრელის საელჩოს თანამშრომელი იური პავლოვი და ისრაელში საკდესის კორესპოდენტი ივან სტოვბუნი. საქართველოს ტელევიზიის წარგზავნილებს მუშაობაში დახმარებას უწევდნენ საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში დიმიტრი ჩუვახინი და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იერუსალიმის მისიის მეთაური-არქიეპისკოპოსი გერმოგენი.
წმიდა მიწაზე ქართველებმა მასალები ორი ფილმისთვის გადაიღეს. შემდეგ, დოკუმენტურმა სურათებმა „ პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებამ “ და „ რუსთაველის ნაკვალევზე, “ მაყურებლების მოწონება დაიმსახურეს, ხოლო რეჟისორმა გურამ პატარაიმ რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო. ილია რურუამ შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობის შესახებ წიგნი „ მოგზაურთა და მენავეთათვის“ დაწერა.
ამ დროს, ჯვრის მონასტრის წინამძღვარს მამა იოაკიმე მაიმერისს უთქვამს: ბედნიერები ვართ იმით, რომ 1966 წელს, ამ მონასტრის ერთ-ერთი ისტორიული მკვიდრის- შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავს ავღნიშნავთო.
მალხაზ კოხრეიძე

ჯვრის მონასტერი.ფოტოსურათი ამოღებულია ირაკლი აბაშიძის წიგნიდან "ფიქრები პალესტინაზე"

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რუკა შეიქმნა
 
ადმინისტრატორი
 
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის ინტერაქტიული ისტორიულ-გეორგაფიული რუკისა და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის პრეზენტაცია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიული რუკა https://maps.nekeri.net, სადაც დატანილია აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საზღვრებში არსებული 102 უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის სრული დოკუმენტირებული სახე. 

ყოველი ძეგლის აღწერა მოიცავს მრავალცენტრიან სფერულ პანორამულ ფოტო სახეს, მდიდარ, სათანადოდ სისტემატიზებულ ფოტოგალერეას (ზოგადი ხედების, დეტალების, ფრესკების, წარწერების, დეკორატიული მორთულობების ამსახველ ფოტომასალას), არქიტექტურულ ანაზომებს, ნახაზებსა და მოკლე საინფორმაციო ტექსტურ ნაწილს. ელექტრონულ ბაზაში ატვირთულია ძეგლების 760 სფერული პანორამული ფოტოსახე და 16 000-მდე ფერადი ფოტო კადრი.

ვებ-გვერდზე განთავსებულია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების საინგილოს, ლორეს, ფოცხოვის, ერუშეთის, კოლას, არტაანის, ჩილდირის, შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები.

მომხმარებელი, ასევე, გაეცნობა ახლადაღმოჩენილ ძეგლებს: აქამდე სრულიად უცნობ კლდეში ნაკვეთ ქალაქს „ნოქალაქოის“, კლდეში ნაკვეთი ეკლესიითურთ (ერუშეთი), საფორტიფიკაციო ძეგლს „ფერდანინ კალე“ (ტაო) და ასევე სრულიად უცნობ ტაძრებს: „ოქრობაგეთი“ (შავშეთი), 

„რუსდანკალმა“ (ოლთისი), „ბიდეიზი“ (საინგილო), „სედვი მეორე“ (ლორე) და „არსენისეული მეორე“, რომელიც ტაოს მხარის დიდებულ ოთხთა ეკლესიასთან ახლოს, არსენისეული ეკლესიის უშუალო მახლობლობაში მდებარეობს.

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სუმელას ლეგენდა - თურქეთში მდებარე უნიკალური ქართული მონასტერი14 იანვარი 15:31

 

 
 
229884.jpg

სუმელას უნიკალური ქართული მონასტერი ლაზეთში, 1200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია. ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი როგორც ზევით დავწერეთ, თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის.

მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ და არსებობს ვერსია, რომ "სუმელა" ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა ყველაზე მეტი ქართველი ბერი ტაძარში. მოგვიანებით როდესაც თურქეთში მართმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა დაიწყო, ამან ტაძარზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.

ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს ტაძარს და წირვა-ლოცვა აღევლინება.

სხვა დღეებში კი ტაძარში სანთლის ანთებაც კი აკრძალულია. მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება.

229883.jpg

https://news.ge/

აი ჩვენმა გუგიმ კი სანთელიც აანთო თა მამაო ჩვენოც წაიკითხა.აი ეგრე. (ბაბუ)


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

არა ისე კაცი რომ დაფიქრდეს რამდენი საინტერესო და ისტორიული ძეგლები (თანაც ქართული) არის მოსანახულებელი და მოსალოცი, როგორც საქართველოში ასევე არც თუ ისე შორეულ საზღვრებს გარეთ და ერთი პროცენტი თუ ფიქრობს და თუ აკეთებს ამას (სამწუხაროდ ჩემ თავსაც ვგულისხმობ), სამაგიეროდ ევროპაში კუთხე კუნჩული არ იქნება დარჩენილი სადაც არ დავდიოდეთ და იმათი ისტორიული ძეგლებით არ ვტკბებოდეთ, მემგონი დასანანი და დასაფიქრებელია ეს ყველაფერი, არ მეთანხმებით? :think:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
შეიძლება ხმამაღლა ითქვას,რომ მართლმადიდებლური ეკლესია ათონზე და პალესტინაში მოღვაწე ქართველი ბერების ღვაწლზე დგას ასე მყარად და უდავოდ უნდა ვამაყობდეთ მათით. 😍😍😍😍

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართალი ხარ ნამდვილადმ მაგას ბულგარეთი და რუმინეთიც მიამატე...


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი

ათონი და პალესტინა იმიტომ მოვიყვანე მაგალითად,რომ ეს ორი ადგილი გამორჩეულად დიდი მნიშვნელობის მატარებელია არა მხოლოდ ბერ-მონაზვნური ცხოვრებისთვის არამედ განმანათლებლობის და მთარგმნელობითი სკოლების მთავარი კერებია და იქ მოღვაწე ბერების თარგმანებით,გალობებით და .... ვსულმდგმულობთ დღესაც ჩვენ,მხოლოდ ღვთის მეტყველების კუთხით კიარა არამედ ფილოსოფიც გრამატიკაც და ასე შემდეგ

მართალი ხარ ნამდვილადმ მაგას ბულგარეთი და რუმინეთიც მიამატე...

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ფონდი "ქართუ" კვიპროსში, ღალიის ქართველთა მონასტრის რესტავრაციას ახორციელებს

 
 

2015 წლის მონაცემების მიხედვით, ფონდი "ქართუ" 65 ეკლესია მონასტრის რეკონსტრუქცია-რესტავრაციას ახორციელებს. ინფორმაცია ამის შესახებ "აიპრესმა" ფონდი "ქართუდან" გამოითხოვა. ჩამონათვალს შორის ყურადღებას იქცევს ღალიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის ისტორიაც მე-10 საუკუნიდან იწყება.

ღალიის ქართველთა მონასტერი, როგორც ამას ქართულ-კვიპროსული წერილობითი წყაროები და მდიდარი არქეოლოგიური მონაპოვარნი გვიჩვენებენ, უწყვეტად მოქმედებდა მეათედან მეთექვსმეტე საუკუნის ჩათვლით. მონასტრის კათოლიკე ტაძარი ყოველთა ქრისტიანთა დედის ღვთისმშობლის სახელობისა იყო (ციკნოპულოს „პაფოს ეკლესიის ისტორიაში“ მას „ხრისოიალიოტისა“ ეწოდება). ჩრდილოეთიდან მას ეკვრის წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესია, რომლის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს შემორჩენილია წმინდანის ფრესკის (XI-XII სს.) ნაწილი. ორასიოდე მეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებობს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომლის მიწისქვეშა სართული ბერთა საძვალეს (კრიპტას) წარმოადგენს. ღალიის მონასტერს მჭიდრო კავშირი ჰქონდა წმინდა მიწისა და საქართველოს სხვა მონასტრებთან. მის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ საქართველოს დიდი მეფენი დავით აღმაშენებელი (1089-1125) და თამარი (1184-1213). მონასტერში ცხოვრობდა ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი (†1314), რომელიც წმინდა მიწიდან აქ გამოხიზნეს იერუსალიმის წმინდა მამებმა, რადგან იქ საფრთხე ემუქრებოდა.

ბუნებრივია, ღალიის სამონასტრო კომპლექსის ტაძრებში მრავალი წმინდა ხატი ინახებოდა. სამწუხაროდ, ჩვენამდე არც ერთ მათგანს არ მოუღწევია. 

საქართველოსა და კვიპროსის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, კვიპროსის რესპუბლიკის სიძველეთა განყოფილების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე და სრულიად საქართველოს კათილიკოს-პატრიარქის ილია მე-II ლოცვა-კურთხევით საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2006 წლის 5 სექტემბერს კვიპროსზე მოავლინა მისი პირველი დელეგაცია, რომლის მიზანი იყო ღალიას ქართულ მონასტერში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.

ოთხი კვირის განმავლობაში დელეგაციამ განახორციელა ფართო მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები. იალიის (ღალიის) მონასტრის ფართი ნანგრევების მიხედვით განისაზღვრა 500 მ2, დაზუსტებულ იქნა მისი საზღვრები და სამშენებლო ფაზები, ასევე ზუსტად განისაზღვრა მისი ქრონოლოგია.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს კომპლექსი ნანახი მაქვს , ულამაზეს ადგილასაა და თვითონაც , როგორც სჩანს სერიოზული დაფინანსებით სარგებლობდა. როგირც ვიცი , უშუალოდ სამეფო კარის პატრონაჟი ქონდა. სხვათა შორის , ამბობენ თამარის საფლავიც მანდ უნდა იყოსო. მოკლედ კარგი საქმე დაუწყია ქართუს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.სვანური კოშკი. ბალყარეთი .სოფელი ართოი

.13475037_1114022018670378_26550835680360

.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?