Jump to content

ტობი

ტობი

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ტობი
Ghondrostoma nasus

 

f64340ef8bfb.jpg


საქართველოში გვხვდება ტობის ორი სახეობა. კოლხური ტობი chondrostoma colchicum და მტკვრის ტობი chondrostoma curi.
 

9fe5f79602a4.jpg


კოლხური ტობი ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვი, კინტრიში, ნატანები, სუფსა, ხობი, ენგური, რიონი, კოდორი, ბესლა, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი და ამტყელის ტბაში. ძირითადად მდინარის ბინადარია, ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. იკვებება ხრამულის მსგავსად, ძირითადად წყალმცენარეებით.( რსაც ფხეკს ქვედა ტუჩით ქვებიდან და სხვა საგნებიდან) და აგრეთვე პლანქტონური და ბენთოსური ორგანიზმებით. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკიდან. ტოფობა იწყება ადრე გაზაფხულზე მარტიდან და გრძელდება ზაფხულის ბოლომდე. ქვირითს ყრის 3 ჯერზე, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 3-9 ათას ქვირითამდე.
 

5d3b95a9ba84.jpg


მტკვრის ტობი ბინადრობს: მტკვარში, ხრამში, არაგვში, იორში, ალაზანში ასევე ჯანდარის ტბაში. დედალი აღწევს 9,7 სმ-ს და მეტს, წონით 17-160 გრ-მდე. მამალი 7,7-15,8 სმ და 8,5-49 გრ-მდე.
 

f07d02adc4cb.jpg



ტობი კარგად იღებს სატყუარას ზაფხულის დასაწყისიდან. ამ დროს შესანიშნავ სატყუარას წარმოადგენს ჭიაყელა. ზაფხულის შუიდან კი უკეთესად ეტანება ბუზის მატლს. რადგანაც ტობი ფსკერის თევზია სატყუარა უნდა ეთრეოდეს ფსკერზე. ის სწრაფ დინებაში, გვერძე წაღებით თამამად და სწრაფად იღებს სატყუარას, საშუალო დინებაში კი მისი კენკვა უფრო ფრთხილი და გაუბედავია. შემოდგომის მოახლოვებისას ის მიაშურებს ღრმა ორმოებს სწრაფ დინებასა და ჩქერებს თავს არიდებს. ყინვების დადგიმასთან ერთად წყდება მასზე ანკესით თევზაობა.

სტატიის ავტორი sergeevich (რევაზ თაფლიაშვილი)



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?