Jump to content


ამ თემას აქვს 83 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ექსპერიმენტი- გაზიანი სამელის გავლენაზე

 

eqsperimenti-rogor-gamoiyureba-kbili-sxv

 

 

 

 

წყარო:https://intermedia.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გულმოწყალების საოცარი მაგალითი - სიკვდილმისჯილი მოკლულის დედამ იხსნა
 
 
balal-execution-009.jpg
17-04-2014

როდესაც ბალალმა ყელზე ჩამოცმული თოკი იგრძნო, იგი ფიქრობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა იქნებოდა. მოედანზე თავმოყრილი ხალხი, საზარელი სანახაობის, სიკვდილით დასჯის საყურებლად იყო შეკრებილი, რაც ისლამისტურ ქვეყნებში დღესაც არ წარმოადგენს იშვიათობას. ყველაფრის მიზეზი 7 წლის წინ მომხდარი ამბავი გახდა, როდესაც 20 წლის ბალალმა 18 წლის აბდოლა ჰოსეინზადე ქუჩის ჩხუბის დროს, დანით მოკლა, რაც შარიათის კანონების მიხედვით, სიკვდილით ისჯება. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ამას სიკვდილმისჯილი და ხალხი მოელოდა. ჩამოხრჩობამდე, რამოდენიმე წუთით ადრე, მსხვერპლის დედამ სიკვდილმისჯილ ბალალს სილა გააწნა და გადაწყვიტა, მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ქალის ქცევამ გარშემომყოფები შოკში ჩააგდო, თანაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს არ იყო პირველი შვილი, რომელიც მან დაკარგა - უმცროსი შვილი, 11 წლის ასაკში, ავარიის დროს დაეღუპა.

ირანის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს, ქვეყანაში 369 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, თუმცა,არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით,


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მაგარი ფაქტია...

აი ეს არის ნადვილი დიდსულოვენება....



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მეც ვნახე ეს ვიდეო და დადებას ვაპირებდი ....ძალიან მაგარი ფაქყია.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ამისი ჭკუა მოვ...............ან

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ან კიდევ ამისი

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ცნობილი ფონის Windows XP Bliss-ის წარმოშობის ისტორია
 

 

92c922f77949.jpg
ცნობილი ფონის Windows XP Bliss-ის წარმოშობის ისტორია.

თითოეულ თქვენგანს დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავთ ეს სურათი. ფონი, რომელიც სტანდარტულად დაყენებული არის ოპერაციულ სისტემა Windows XP-ზე, ეს ფონი დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი სურათი დედამიწაზე. ერთის მხრივ შესაძლოა გეჩვენოთ, რომ ეს ღია საღებავები და ხაზები – სურათი არის ფოტოშოპით დამუშავებული, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. ცნობილი ფოტო არის ამერიკელი მხატვრის ჩარლზ ო’რეარის(Charles O’Rear) პორტფოლიოს შემადგენელი ნაწილი.
61f347d03817.jpg
ფოტოგრაფი მიდიოდა გზატკეცილზე სან-ფრანცისკოდან ოდნავ მოშორებით და დაინახა თვალწარმტაცი პეიზაჟი, გააჩერა ავტომობილი, რომ გადაეღო რამდენიმე კადრი. სულ გადაღებული იყო 4 კადრი კამერა Mamiya RZ67-ით და მხოლოდ ერთმა მოუტანა ფოტოგრაფს მსოფლიო დიდება.
b210185cef2b.jpg
ჩარლზ ო’რეარი დაიბადა 1941 წელს შტატ მისურიში. ფოტოების გადაღება დაიწყო ძალიან ადრე, როდესაც 10 წლის იყო. როდესაც სრულწლოვანი გახდა დაიწყო მუშაობა ისეთი ცნობილი გამოცემებზე როგორებიცაა Emporia Gazette , Kansas City Star , Los Angeles Times და ჟურნალი National Geographic. რაც შეეხება თვითონ ცნობილ ფოტოს, ეს ბორცვი გახდა ოპერაციული სისტემის Windows XP-ის დესკტოპის სავიზიტო ბარათი. ამბობენ, რომ ჩარლზ ო’რეარს თხოვდნენ ფოტოების შერჩევარს Windows-ის ახალი ვერსიებისთვის, კერძოლდ კი მობილური მოწყობილობებისათვის


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვააა ბედი არ გინდა???

იმიტომ იღებს კახა ამდენ სურათბს, იქნებ რომელიმე ახალ ვიდნოუსზე დაჭირდეთ :))



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მარკეტინგული სამუშაო არ ვიცი ვის ვთხოვო , რომ გაწიოს... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იცით თუ არა რომ

 

1. დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე მიქრის 30კმ/წმ სიჩქარით.
2. დედამიწა ერთდაერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელსაც არ ჰქვია ღმერთის სახელი.
3. დედამიწა ერთდაერთი პლანეტაა მზის სიტემაში, რომლიდანაც მზის სრული დაბნელების ნახვაა შესაძლებელი. ეს განპირობებულია საინტერესო დამთხვევით – მზის დიამეტრი 400ჯერ დიდია მთვარის დიამეტრზე, ხოლო დედამიწისგან ის 400ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე მთვარე დედამიწისგან.
4. ყვ

ელაზე მშრალ ადგილად ითვლება ატაკამის უდაბნო ჩილესა და პერუში . აქ უდაბნოს ზოგიერთ ადგილებში წვიმა ჯერ არ დაუფიქსირებიათ. თუმცა სინამდვილეში ყველაზე მშრალი ადგილი მაინც ანტარქტიდაა. აქ ნალექი მრავალი მილიონი წელია არ ყოფილა.
5. ყველაზე დაბალი ადგილი წითელი ზღვაა – ზღვის დონიდან 423 მეტრით ქვემოთ. იგი ყოველ წელს თითო მეტრით დაბლდება.
6. ყველაზე მაღალი მთა რომ ჯომოლუნგმაა, ცნობილი ფაქტია. სვხათა შორის, მისი სიმაღლე – 8800 მეტრი მხოლოდ ზღვის დონიდანაა დათვლილი. მთლიანი მთის სიმაღლე ძირიდან წვერომდე კი 17170 მეტრია. აი, ყველაზე გრძელი მთათა ჯაჭვი კი… ოკეანის სიღრმეშია. მისი სიგრძე 65 ათასი კილომეტრია დადაბრეცილი ქამარივით აქვს დედამიწას შემოჭერილი 40 ათას კილომეტრიან წელზე.
7. ყველაზე ხალვათად დასახლებული ტერიტორია გრენლანდიაა. აქ 2166086 კვადრატულ კილომეტრზე 56534 მოსახლეა.
8. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ფილიპინების დედაქალაქი მანილაა. აქ 38,55 კვ.კმ –ზე 1660714 ადამიანი ცხოვრობს.
9. ყველაზე ღრმა ადგილი წყნარი ოკეანის მარიანის ღრმულია – თითქმის 11 000 მეტრი. ყველაზე ღრმა "ორმო” ხმელეთზე კი ანტარქტიდაზე, ბენტლის ღრმულია – 2555 მეტრი ზღვის დონის ქვემოთ.
10. ყველაზე ცივი წერტილი სწორედ იმ ანტარქტიდაზეა, რომელიც მტკნარი წყლის მარაგის 90%–სა და მსოფლიო ყინულის რაოდენობის 70%–ს შეიცავს. 1983 წლის 21 ივლისს აქ 89 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
11. ყველაზე ცხელი (არაპოლიტიკური) წერტილი ლიბიაშია. აქ 1922 წელს 57,8 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.
12. ყველაზე მცირე ზომის ძუძუმწოვარი ღორისდინგა ღამურაა. იგი 3 სანტიმეტრამდე იზრდება და მთელ 2 გრამს იწონის.
13. ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი გიგანტური სოკოა, რომელიც 0,89 ჰექტარს იკავებს (მოარული ხმები ამბობენ, ძალიან დაბერდა – 8500 წლისააო)
14. ყველაზე დიდი ხე გიგანტური სექვოია "გენერალი შერმანია” .
15. ყველაზე დიდი აუზი წყნარ ოკეანეს აქვს. იგი მთელი დედამიწის წყლის ნახევარზე მეტს მოიცავს. ამ 155 მილიონ კვადრატულ კილომეტრ ფართობში თავისუფლად ჩაეტეოდა ყველა კონტიტნენტი.
16. ადამიანს ნანახი და გამოკვლეული აქვს ოკეანეების მხოლოდ 5%.
17. ყველაზე დიდ ზღვებში 200 მლნ ტონა ოქროა, მათგან ნაწილი იმდენად გახსნილი წყალში, რომ ერთ ლიტრში მხოლოდ გრამის ერთი მეცამეტმილიარდედია. დანარჩენი ფსკერის ქვემოთაა და ამოღება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ამ ოქროს მოპოვება რომ შვეძლოთ, თითოეულ ადამიან 4,5 კგ ოქრო შეხვდება.
ყველაზე მაშტაბური 7 ბალიანი (მაქსიმუმი არის 8 ბალი) ადამიანის მიერ ნანახი ვულკანის ამოფრქვევა მოხდა 1815 წელს თამბორას მთაზე. მისი გრუხუნი თითქმის 2000 კმ–ის დაშორებით ისმოდა და 71000 ადამიანი შეიწირა.
18. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რაღა თქმა უნდა, ჩილეში 1960 წელს – 9,5 ბალი. სხვათაშორის, მთვარეზეც ხდება "მთვარისძვრები”, მაგრამ უფრო იშვიათად და ნაკლებად ძლეირი.
19. დედამიწის არსებობის 4,5 მლრდ წლის მანძილზე კონტინენტები იცვლებოდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოდესღაც ისინი შეერთებული იყვნენ. ბოლო ასეთი მთლიანი კონტინენტი გახლდათ პანგეა. 200 მლნ წლის წინ კი დაიწყო მისი დაყოფა. ვარაუდობენ, რომ მომავალში კონტინენტები კვლავ შეერთდებიან.
20. ადრე დედამიწა ლამაზი იასამნისფერი ყოფილა. მასზე მცხოვრები მიკრობები ქლოროფილის ნაცვლად ფოტოსინთეზს იასამნისფერი მოლეკულებით – რეტინალით ახდენდნენ. რეტინალი შთანთქავდა მწვანე ფერს და ირეკლავდა წითელსა და ლილისფერს, რომლის შეზავებით იასამნისფერი მიიღებოდა. რეტინალი ახლაც არის შემორჩენილი მიკრობ ჰალობაქტერიაში.
21. დედამიწასა და მზეს შორის 150 მლნ კმ–ია. მზის სხივს დედამიწამდე მოსაღწევად 8 წუთი და 19 წამი ჭირდება.
22. ყოველ დღე ჩვენს თავებზე ცვივა 100 ტონა კოსმოსური მტვერი.
579631_210868859043599_807412781_n.jpg
 
მზის დაბნელება მაშინ ხდება, როცა მთვარე მზესა და დედამიწას შორის აღმოჩნდება ხოლმე, შესაბამისად მნათობს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს. 2010 წლის 15 იანვრის მზის დაბნელება ნაწილობრივი იყო, რადგან მთვარის დიამეტრი მზისაზე დაბალი გამოდგა, ამიტომ მზემ რგოლის ფორმა მიიღო. ნაწილობრივ დაბნელებებს შორის ეს მოვლენა ყველაზე ხანგრძლივი იყო ბოლო ათასწლეულში – 11 წუთი და 7.8 წამი და ამ სტატუსს 3043 წლის 23 დეკემბრამდე შეინარჩუნებს. მზის დაბნელების რამდენიმე ფოტო პოპულარული გახდა, ყველაზე მეტად კი ეს, სადაც მზის ფონზე გაფრენილი თვითმფრინავი ჩანს.
282213_210866999043785_1482058607_n.jpg
 
American Airlines-მა ნახა მოგება $40,000-ს ოდენობით, მას შემდეგ რაც 1987 წელს პირველი კლასის ფრენის დროს მირთმეული თითო სალათიდან ამოიღო 1 ცალი ზეთის ხილი. 
251274_210866045710547_700617540_n.jpg
 
ამ ადამიანის სახელია კარლოს როდრიგესი. იგი სხვა ადამიანებისგან არაფრით გამოირჩეოდა, სანამ ავარია მის ცხოვრებას მთლიანად არ შეცვლიდა. კარლოსი ავარიაში მოხვდა, და მან ღავის ტვინის წინა ნაწილი დაკარგა. ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს,მაგრამ კარლოს როდრიგესს თავის წინა ნაწილი ჩაუვარდა და მისმა თავმა ფორმა შეიცვალა.
377210_210139229116562_705171518_n.jpg
 

AH-1W Super Cobra პილოტის ინსტრუმენტები და კონტროლი. 
391642_209568072507011_945319744_n.jpg
 
დიახ შიშს შეუძლია გრავიტაციის დაძლევა შიში უბედურია :დ;დ:დ
538835_208912812572537_240613892_n.jpg
 
ცისარტყელა თუთიყუშები არის ნაპოვნი ავსტრალიაში, აღმოსავლეთ ინდონეზიაში, პაპუა ახალი გვინეაში, ახალი კალედონიაში, სოლომონის კუნძულებზე და ვანუატუში.
527377_208794785917673_2119752471_n.jpg
 
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ფილანტროპები ყველა ერთ ოთახში
422801_208793405917811_1687637833_n.jpg
 
უკემენტაროდ.. ოპერატორი რას აკეთებს ამ დროს იმის მაგივრად რო მიეხმაროს ???
644541_208726249257860_2076851634_n.jpg
ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი მოთამაშე NBA–ის ისტორიაში, Manute Bol და Muggsy Bogue.
486829_208405902623228_1968280823_n.jpg
ლომვეშაპის რეაქცია, როცა დაბადების დღეზე თევზების ტორტი მიართვეს
267285_471614089525553_1340011581_n.jpg
 

ნამგალა მთვარის ფორმის ტბა მდებარეობს ჩინეთში, ქალაქ Dunhuang-იდან 6 კმ.-ში. მის ნაპირას ტაძარია გაშენებული. გარშემო აკრავს უდაბნო.

576418_471602192860076_695913800_n.jpg
 
ტაივანის ლურჯი კაჭკაჭი იშვიათი ჯიშის ძვირფასი ფრინველია. მისი სიგრძეა 65 სანტიმეტრი, კუდის სიგრძე - 40სმ. არ ეშინია ადამიანის. იგი ფორმალურად ტაივანის ეროვნულ ფრინველად ითვლება.
601495_471593239527638_40801732_n.jpg
 
Lavender Fields არის ჯადოსნური ადგილები სამხრეთ საფრანგეთში,ჭეშმარიტი სახლი პარფიუმერიის. ძნელია არ მოიხიბლო მიწის გასაოცარი ბუნებრივი სილამაზით და მისი მრავალფეროვნებით.ამ პატარა ყვავილის ყოველი წვეთი გამოიყენება არა მარტო პარფიუმერიაში, არამედ ფიზიკური,ემოციური,ფსიქოლოგიური ჯამრთელობის სამკურნალოდ.ადამიანებისათვის ამ ადგილზე ყოფნა საუკეთესო თერაპიაა.ვინც ერთხელ მაინც ნახულოს ამ სამოთხეს, უძნელდებათ მასთან განშორება.
603336_470511932969102_2115179793_n.jpg
 
მაპარიუმი არის შუშის გლობუსი, რომელიც შემნილია Rand McNally-ს პოლიტიკურ რუკებზე დაყრდნობით. იგი მდებარეობს ბოსტონში (მასაჩუსეტსი, აშშ, 1935 წელი). გლუბუსის "დათვალიერება" ხდება 9,1 მეტრი სიგრძის ხიდიდან, რომელიც მის შიგნითაა მოთავსებული. სფერული შიგთავსის გამო აკუსტიკა ისეთია, რომ ხიდის თავსა და ბოლოში მდგარ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, ისაუბრონ. ისინი ისე გაიგებენ ერთმანეთის ხმას, როგორც გვერდიგვერდ დგომისას.
189376_470451679641794_1348841069_n.jpg
 
ჩინეთში გიგანტური ღვინის ბოთლი შექმნეს, რომლის სიგრძე 27 მეტრია, სიგანე - 2.3 მეტრი და 3 ტონას იწონის. ბოთლი სპეციალურად გამოფენა Yantai International Wine Expo-სთვის შეიქმნა. 

გიგანტური ბოთლი გამოფენაზე კომპანია Jinding Co-მ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში წარადგინა. კომპანიამ გამოფენის ყველა სტუმარს მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ბოთლიდან ჩამოსხმული ღვინო დაეგემოვნებინათ. 

ბოთლი გამოფენაზე სპეციალური პლატფორმის საშუალებით მიიტანეს. გიგანტური ღვინის ბოთლი არ იყიდება. ის გამოფენის ბოლომდე Yantai International Wine Expo-ს პავილიონში დარჩება. შესაძლოა, ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეს.
228857_470387769648185_1632221911_n.jpg
ეს "ყავის მარცვალი" გამოიგონეს მათთვის ვისაც უყვარს ცხელი სასმელი. ის სითხეს 5 საათის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე აჩერებს
561097_470109816342647_639526823_n.jpg
ალენ რობერტმა დაიპყრო 482 მეტრიანი კოშკი კუალა ლუმპური. ალენ არ იყენებს დაზღვევას და უყვარს დაპყრობა ცათამბჯენების მხოლოდ ხელებითა და ფეხებით.
185298_207525252711293_344617836_n.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
პანჩო

პანჩო

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 807 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა:xidari

რასარ  ნახავს  კაცი  კაცოუუუ  ?



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცნობილ ადამიანებზე საინტერესო ფაქტები იწყება

1. ალექსანდრე მაკედონელი თავის მეომრებს ასე არჩევდა: ადამიანი შეჰყავდათ ლომთან გალიაში და თუ გაფითრდებოდა, მათ იწუნებდა, ხოლო თუკი გაწითლდებოდა, ისინი მიჰყავდა. თანამედროვე მედიცინას თუ მოვიშველიებთ ეს ასე აიხსნება: თუკი ადამიანი გაფითრდებოდა ე.ი. სისხლი ტოვებს ტვინს, რადგან მას არ მიეწოდება ჟანგბადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვერ მოიფიქრებს გამოსავალს კრიტიკული სიტუაციიდან, ხოლო გაწითლებისას, პირიქით, სისხლი მიეწოდება ტვინს ე.ი. ის მდიდარია ჯანგბადით და გონება სხარტად მუშაობს.

2. ფილოსოფოს სოკრატეს ციკუტის შხამით მოუსწრაფეს სიცოცხლე.

3. სანამ რაიმეს იწანასწარმეტყველებდა ნოსტრადამუსი, უძილობით იტანჯავდა თავს, რის გამოც ჰალუცინაციები ეწყებოდა და სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი წინასწარმეტყველებდა.

4. მერლინ მონროს 6-6 თითი ჰქონდა ფეხებზე.

5. 35 წლის მოცარტს 600-ზე მეტი ნაწარმოები ჰქონდა შექმნილი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მის ქვრივს მისთვის საფლავის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა.

6. რემბრანდტს სახლში მხოლოდ ორად ორი წიგნი ჰქონდა – “ბიბლია” და “ანატომიური ატლასი”.

7. სახელწოდება სადიზმის წარმოშობა უკავშირდება ფრანგ არისტოკრატს, მწერალ მარკიზ დე სადს, თავად გადამეტებული სექსუალობით გამოირჩეოდა, უყვარდა სექსუალური პარტნიორების დამცირება და მათთვის ტკივილის მიყენება.

8. მაზოხიზმის წარმოშობა უკავშირდება ავსტრიელ მწერალ ლეოპოლდ ფონ ზარეხ-მაზოხს, რომლის ნაწარმოებებში მთავარი,გმირი, მამაკაცი, სექსუალურ სიამოვნებას იღებს მაშინ, როდესაც მას ან ამცირებენ, ან ტკივილსა და შეურაცხყოფას აყენებენ.

9. ცნობილ სამ მათემატიკურ უცნობებს X, Y და Z სახელები ფრანგმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა დეკარტემ დაარქვა.

10. ცნობილია, რომ რომის იმპერატორებს სიკვდილის შემდეგ ღმერთებად აღიარებდნენ. იმპერატორმა ვესპასიანემ სიკვდილის წინ შესაძახა: “რა სამწუხაროა, მე ღმერთი ვხდები”.

11. რომის იმპერატორი კალიგულა და იმ დროის ცნობილი მსახიობი აპელესი იუპიტერის ქანდაკებასთან იდგნენ. კალიგულამ ჰკითხა აპელესს:”ვინ უფრო მაღალია, მე თუ ღმერთი?” წამიერი დაფიქრების შემდეგ მსახიობმა უპასუხა : “რა თქმა უნდა, თქვენ, იმპერატორო!” კალიგულამ აპელესისათვის თავის მოკვეთა ბრძანა და იცით რატომ? – წამიერი ჩაფიქრებისთვის.

12. “ჩვენ ბარბაროსი შემოვუშვით ევროპაში”, – ამბობდა სტალინზე ჩერჩილი.

13. ჩინელი კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი თურმე არასოდეს იხეხავდა კბილებს, რასაც ასე ხსნიდა: “გინახავთ ვეფხვი კბილებს იხეხავდეს?”

14. ადოლფ ჰიტლერს ძალიან უყვარდა ადამიანების ხელოსგულების თვალიერება. მას უზარმაზარი ძვირფასყდიანი წიგნი ჰქონდა, რომელშიც წარსულში ცნობილი ადამიანის ხელისგულების ანაბეჭდები იყო აღნუსხული. ჰიტლერი ყოველთვის აჩვენებდა სტუმრებს ამ წიგნს და განსაკუთრებით ამაყობდა იმით, რომ მისი ხელისგულის ანაბეჭდი ძალიან ჰგავდა ფრიდრიხ დიდის ხელისგულის ანაბეჭდს.

15. “ამათ ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს”,-თქვა თანამემამულეებზე ელბიდაან დაბრუნებულმა ნაპოლეონმა.

16. XVI საუკუნის დასასრულს უილიამ შექსპირს საგადასახადო სამსახური დასდევდა.

17. პაბლო პიკასომ იოსებ სტალინისთვის 70 წლისთავის მისალოცად ბარათი საკუთარი ხელით დახატა.

18. იულიუს კეისარმა, გაქცევისას მეომრებს ბრძოლის ველზე იარაღი რომ არ დაეყარათ, შესანიშნავი ხერხი გამოიგონა: ბრძანა, იარაღი შეემკოთ ძვირფასი თვლებით, რათა მებრძოლებს დანანებოდათ მისი ბრძლოის ველზე დატოვება.

19. არისტოტელე თავის ტრაქტატებში განიხილავდა ამ “არცთუ უსაფუძვლოდ გავლებულ ხაზებს”. ამ ხაზებს დღეს, რითაც თურმე წინასწარმეტყველებაც კი შეიძლება, ქირომანტია ჰქვია.

20. საკვირველია მაგრამ ფაქტია, რომ უინსტონ ჩერჩილს ნობელის პრემია მინიჭებული აქვს ლიტერატურის დარგში.

იმედია მოგეწონათ. გაგრძელება იქნება…


წყარო:ucnauri.com


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მიწისქვეშა სასტუმრო

acb3a07e9f29.jpg

ერთ-ერთი უნიკალური, ზეთანამედროვე სასტუმრო: Songjiang beauty spot, რომელიც გაიხსნება ახლო მომავალში…

მსოფლიოში ყველაზე დიდი, მიწისქვეშა სასტუმრო, რომელიც ახლო მომავალში იქნება შანჰაიში.Songjiang beauty spot-ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც ჩაენაცვლება ძველ ნანგრევებს, რომელიც მდებარეობს შანჰაიდან ცოტა მოშორებით. ამ უნიკალურ ინჟინერულ პროექტს აქვს 21 სართული, რომელიც ეშვება კარიერის კედელლზე უშუალოდ ტბაში, რომლის ქვეშაც არის მოთავსებული, სასტუმროს სპორტული კომპლექსი.სასტუმროს სახურავი, წარმოადგენს ბაღს, რომლის საერთო ფართი:3 000 კვადრატული მეტრია.

e00b101505a1.jpg

სასტუმროს კომპლექსი არქიტექტორებმა მოათავსეს კარიერის შიგნით, რომელიც სავსეა წყლით. კარისერის 100 მ სიღრმეში მოთავსებული იქნება, 400 ნომერი, ბარი, რესტორანი და სპორტული კომპლექსები.

a70b6c1aabae.jpg

კარიერის შუაგულში იქნება, წყალქვეშ საცურაო აუზები, გასართობები. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის იქნება გათვალისწინებული, ე.წ "ჯამფინგი", ექსტრემალური დასვენების ცენტრიდან, რომელიც მოთავსებულია სასტუმროს თავზე, აგრეთვე კარიერის აღმართულ კედლებზე ცოცვა ე.წ Rock climbing.

38a73783b6a4.jpg

წყლის სიღრმეში იქნება განთავსებული რესტორანი, რომელიც წყლისგან იქნება გამოყოფილი 10 მ-ის დაშორებით, რომლის გარშემო იქნება მოთავსებული აკვარიუმის კედლები. წყლის თემა ჭარბად არის გამოყენებული, რომელიც სასტუმროს პროექტში ვიზუალურობის ფუნქციას ასრულებს: უმეტესად წყლის სივრცისა და ჩანჩქერების სახით.

c0ddedda1c22.jpg

პროექტირებისას იქნა გათვალისწინებული "ეკოლოგიური არქიტექტურის” ყველა მოთხოვნა, სახურავზე განთავსებული პარკისა და გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგების საშუალებით….


წყარო: https://ucnauri.com/204414/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%8


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
1305juda1.jpg2001 წელს, როცა იუდას სახარების შემცველი პაპირუსის ხელნაწერი რესტავრატორებთან მოხვდა, ის უკვე იშლებოდა. მაგრამ მის ფრაგმენტებში ინახებოდა იუდას მიერ ქრისტეს ღალატის რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაცია.
წყარო:nationalgeographic.ge

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
წყნარად ვერ გაუკუებიათ  

 

არგენტინაში,ძროხები წყნარად ვეღარ აკუებენ დაადგეს აი ასეთი მოწყობილობა ზურგზე და
იღებენ უფასო მეთანს lol.gif

eecc47afe7cb.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?