Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 31 გამოხმაურება

#1
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19314 პოსტი
  • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    მცირეოდენი ისტორია:

    1946 წლის 4 მარტს კომისარიატის მიერ, გამოიცა ბრძანებულება #96, რის მიხედვითაც ტულის იარაღის ქარხანაში უნდა შექმინილიყო

    ცენტრალური საკონსტრუქციო და კვლევის ბიურო გამოსაცდელი სადგურით (ეს რაღაც კარგი თარგმანი არ გამომივიდა მოკლედ ეს არის 

    Центральное конструкторско-исследовательское бюро с испытательной станцией) შემდეგომში გამოვიყენებ აბრივიატურას "ЦКИБ".

    ამ ბიუროს შექმნის მიზანი იყო სამონადირეო და სპორტული იარაღის პრექტირების სამუშოების მაშტაბების გაზრდა, კონსტრუქციული სამუშაოების

    გაერთიანება და ამ სფეროში მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ცენტრალიზაცია და სისტემატიზაცია.

     

    1946 წლის 8 აგვისტოს გამოიცა შეიარაღების მინისიტრის დ.ფ. უსტინოვის ახალი ბრძანებულება # 186, რომელიც ამყარებდა და აძლიერებდა ЦКИБ-ს

    მდგომარეობას და მას ანიჭებდა წამყვანი კვლევითი - საკონსტუქციო ბიუროს სტატუსს შეიარაღების სამინისტროში შემავალი ყველა სანადირო-სპორტული

    იარაღის მწარმებელი ქარხნისთვის. ЦКИБ-ში ТОЗ (ტულის იარაღის ქარხანა)-დან მიავლინეს 32 სპეციალისტი. 1947 წლის 23 მაისს ЦКИБ-ს

    ხელმძღვანელად დანიშნეს ივან მიახლისძე მიხალოვი (1909 -1988 წწ.), რომელიც ხელმძღვანელობდა ЦКИБ-ს 1978 წლის დეკემბრამდე.

     

    12.png

     

    ი.მ. მიხაილოვი
    სოციალისტური შრომის გმირი, მოსინის პრემიის ლაურეატი.

     

    შემდგომში სახელწოდება შეიცვალა  ЦКИБ СОО-თ (Центральное конструкторско-исследовательское бюро стрелково-охотничьего оружия)

    ბიურო ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ორგანიზაციად ხოლო იარაღს, რომელსაც იგი აწარმოდება 1948 წლიდან ეწოდა МЦ – «Модель ЦКИБ» სანადირო

    და სპრტული ვერსია და ОЦ – «Образец ЦКИБ» საბრძოლო და სპეც ვერსია.

     

    აღნიშნულმა საპროექტო ბიურომ ბევრი კარგი მოდელი შექმნა, მაგრამ საბჭოთა სასტენდო ლეგენდა მან 1952 წელს გამოუშვა ეს იყო МЦ-8 .

     

    ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულყოფილებაზე МЦ-8-ს მიღწევებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ : ოლიმპიურ თამაშებზე 16 ოქრო. 9 ვერცხლი, 15 ბრონზე.

    დამსახურებული სპორტის ოსტატი ე. პეტროვი МЦ-8-თი სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, აიღო ოლიმპირი ოქრო და დაამყარა უნიკალური რეკორდი 200-

    დან 200. 

     

    11.jpg

    ris3.jpg 5_2_300.jpg

     

    МЦ-8 -ს აქვს უნიკალირი ლულები, რომლებიც დამზადებულია 

     ფოლადით და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით და ტექნიკური

    მახასიათებლებით. ამ ფოლადს იყიენებენ სამხედო შეიარაღებაში და კოსმოსური ინდუტრიაში. 

     

    მოკლედ МЦ-8 არის სპეციალიზირებული პროფესიონალური სპორტულ- სამონადირეო იარაღი.

     

    არ უნდა დავივიწყოთ, რომ შორეულ 1976-ში ასეთი არაღის ფასი საშუალო მშრომელის ერთი წლის ხელფასს უდრიდა.

    თვისი არსებობის განვალობასი ტულის ЦКИБ-მ (1953-1980 წწ) გამოუშვა სხვადასხვა მოდიფიკაციის 4500 ცალი  МЦ-8, შემდგომ იგი უშვებდა МЦ-9,

    МЦ-11-ს. 90-იანებში გამოჩნდა მოდელი  МЦ-108 და ცოტა მოგვიანებით  МЦ-200.

     

    აღნიშნული იარაღი საკმაოდ ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა აი მაგალითად ხრუშოვის მიერ ეზენჰაუერითვის ნაჩუქარი მც- 8 1959 წ.

     

    219755.jpg

    219751.jpg

     

     

    219749.jpg

     

    აი კიდე სხვა ლამაზი გრავიურებიანი მოდელები:

    4067702.jpg

    1119855.jpg

    1119859.jpg

    5076567.jpg

     

    МЦ-8 გამოდიოდა ოთხი სხვადასხვა მოდიფიკაციით, ლულების სხვადასხვა კომპლექტაციით და შევიწროვებებით:

    МЦ8-0 - სპორტული იარაღი მრგვალი სტენდისთვის ერთი წყვილი ლულით -სიგრძე 675 მმ, შევიწროვება -раструбы (ქართულად არ ვიცი

    როგორ არის), ერთი სასხლეტით, რომელიც ემსახურება ორივე ლულას ან ორი ავტომატური სასხლეტით.

    МЦ8-1 — სპორტული იარაღი სასნგრე სტენდისთვის ერთი წყვილი ლულით - სიგრძე 750 მმ, ლულის ძლიერი შევიწროვებებით ერთი სასხლეტით,

    რომელიც ემსახურება ორივე ლულას

    МЦ8-2 — სპორტული იარაღი სასნგრე სტენდისთვის ერთი წყვილი ლულით - სიგრძე 750 მმ, ლულის ძლიერი შევიწროვებებით ორი ავტომატური

    სასხლეტით.

    МЦ8-3 - უნივერსალური სოპრტილი იარაღის ორი წყვილი ლულით - 750 მმ და 675 მმ, ერთი სასხლეტით, რომელიც ემსახურება ორივე ლულას

    МЦ8-4 - იგივე МЦ8-3, უბრალოდ ორი ავტომატრური სასხლეტით.

    МЦ8-12 - სანადირო ვარიანტი 750 მმ ლულით, შევიწვოებები 0,5 ქვედა ლულა და 1 მმ ზედა ლულა.

     

    3879080.jpg

    13.jpg

     

    IMG_0869.jpg

    IMG_0866.jpg

    IMG_0865.jpg

     

    IMG_0852.jpg


    • 0

    #2
    samo

    samo

      პოინტერისტი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPipPip
    • 893 პოსტი
    • 0 მადლობა
  • ასაკი:21
    • მისამართი:ჰაჰაჰა
    • წარმოშობა:მთიანი საქართველო

    გუგა ხო არ გიყიდია :0073: ????? 


    • 0

    #3
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19314 პოსტი
    • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    კი დღეს ვიყიდე... :)


    • 0

    #4
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19314 პოსტი
    • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    მც 8-0 რასტრუბი


    • 0

    #5
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ვაა რა ხდება აქა? რა მილოს-მოლოცვები ატეხეთ ტო??? მე აღარაფერს მეკითხებით???? სანამ ახალი კოლმეურნეობის თავმჯდომარე აგირჩევიათ , მანამდე მშრომელების და პარტიული აქტივის დავალებით მოგახსენებთ , რომ სანამ არ დასველდება აღნიშნული შენაძენი მანამდე ოფიციალურად , არ შეიძლება მის დაკანონებაზე საუბარიი... პირდაპირ ცკითხულობ , როდის ავღნიშნოთ ????? ასევე რიგში არიან

    -ხირიმელი

    -ბერძენა

    -დევი

    -15

    -არჩვა

    -ისევ დიდი მაგისტრი

    -სამო

    ვინმე ხომ არ გამომრჩა?

       \

    შესაძლებლად მიმაჩნია გაერთიანებული აღნიშვნაც.....

    დანიშნეთ დრო და ადგილი

     

     

     

    პატივისცემით კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი(კთმშ)


    • 0

    #6
    gorda

    gorda

      კანდიდატუსი

    • კლუბის წევრი
    • 1036 პოსტი
    • 3 მადლობა
  • ასაკი:44
    • მისამართი:თბილისი
    • წარმოშობა:თბილისი

    ჩემი მილოცვა გაქრა.არაუშავს გუგაჯან ახლიდან მოგილოცავ ძმაო, კაი-კაი სროლებში და წარმატებულ ნადირობებში! ;)


    • 0

    #7
    beso

    beso

      კანდიდატუსი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPipPip
    • 898 პოსტი
    • 2 მადლობა
  • ასაკი:43
    • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
    • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

    ვაა რა ხდება აქა? რა მილოს-მოლოცვები ატეხეთ ტო??? მე აღარაფერს მეკითხებით???? სანამ ახალი კოლმეურნეობის თავმჯდომარე აგირჩევიათ , მანამდე მშრომელების და პარტიული აქტივის დავალებით მოგახსენებთ , რომ სანამ არ დასველდება აღნიშნული შენაძენი მანამდე ოფიციალურად , არ შეიძლება მის დაკანონებაზე საუბარიი... პირდაპირ ცკითხულობ , როდის ავღნიშნოთ ????? ასევე რიგში არიან

    -ხირიმელი

    -ბერძენა

    -დევი

    -15

    -არჩვა

    -ისევ დიდი მაგისტრი

    -სამო

    ვინმე ხომ არ გამომრჩა?

       \

    შესაძლებლად მიმაჩნია გაერთიანებული აღნიშვნაც.....

    დანიშნეთ დრო და ადგილი

     

     

     

    პატივისცემით კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი(კთმშ)

    მართალს ამბობს ეს კაცი


    • 0

    #8
    პანჩო

    პანჩო

      ტრიბუნი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPip
    • 618 პოსტი
    • 0 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
    • წარმოშობა:xidari

    გუგა  კეთილო  ძია  გილოცავ  ახალი  თოფის  შეძენას  რაზედაც  გესროლოს  არაგეცილებინოს  . :0073:  :0073:  :0073:  :0073:  :good:  :bravo:  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7


    • 0

    #9
    gorda

    gorda

      კანდიდატუსი

    • კლუბის წევრი
    • 1036 პოსტი
    • 3 მადლობა
  • ასაკი:44
    • მისამართი:თბილისი
    • წარმოშობა:თბილისი

    ისე ყვალამ ცალ-ცალკე რომ იკისროს 7 თვის *კულტურული* გონისძიებების გეგმა იქნება გაწერილი. :0025:


    • 0

    #10
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    დევი არ წაშალო ჩემი პოსთი....ვულოცავ მც -ს შეძენას ჩემ ბიძაშვილს. ხომ ვეხმაურები თემას ???   უბრალოდ მაინტერესებს ამთოფის შეძენასთან უსაზღვრო სიზარულის დემონსტრირება სად მოვახდინო????დანიშნეთ დრო და ადგილი....( დანარჩენმაც ვისაც შენაძენები გაქვთ დასასველებელი) თუ არადა მოტოციკლეტი აგერაა ვერაზე????


    • 0

    #11
    ჟორჟიკა

    ჟორჟიკა

      ტრიბუნი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPip
    • 432 პოსტი
    • 2 მადლობა
  • ასაკი:41
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:qarTveli

    მგარია რასტრუბი, დამიზნება აღარ უნდა  ;)


    • 0

    #12
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19314 პოსტი
    • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    თვენ არ იცით რეებს ვუკეთებ ახლა...

    შოთას წყალობით, მაგას შემოევლოს ჩემო სცოცხლე :) ლულების სრულს განახლება აღდგენას ვუკეთებ. გრავიურებს - სადაც აკლია.. და ვარანენია....

    3 დღეში ახალი მც მექნება.. :)


    • 0

    #13
    beso

    beso

      კანდიდატუსი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPipPip
    • 898 პოსტი
    • 2 მადლობა
  • ასაკი:43
    • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
    • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

    თვენ არ იცით რეებს ვუკეთებ ახლა...

    შოთას წყალობით, მაგას შემოევლოს ჩემო სცოცხლე :) ლულების სრულს განახლება აღდგენას ვუკეთებ. გრავიურებს - სადაც აკლია.. და ვარანენია....

    3 დღეში ახალი მც მექნება.. :)

    მიდი გუგა მიდი . მთელი კაიფიც მაგ პროცესშია, ყველაზე მაგარი კი ისაა რო მაგრად გევასება რაც გაქ


    • 0

    #14
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    1946 წელს ტულის საირაღო ქარხანაში შეიქმნა სპორტული და სამონადირეო თოფების ცენტრალური საკონსტრუქციო-კვლევითი ბიურო (ЦКИБ СОО). ბიუროს დანიშნულება იყო როგორც სპორტული ასევე სამონადირეო თოფების დაპროექტება და შექმნა. 1950 წლიდან ბიურო გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მის შემდეგ აწარმოებს მაღალი კლასის თოფებს სახელწოდებით МЦ.

    მც 8 არის ვერტიკალური ლულების წყობით, რომიელიც იწარმოება 1953 წლიდან მხოლოდ შეკვეთით და მაღალი კლასის შესრულებით. განკუთვნილია როგორც სასანგრე ასევე მრგვალი სასტენდო სროლებისთვის. დამრტყმელ დამსხლეტი მექანიზმი ეგრეთ წოდებული,მოდერნიზებული სისტემა влиц დამონტაჟებულია კოლოფის ძირა ნაწილზე. რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს როგორც ერთი ასევე ორი სასხლეტით. ლულის სიგრძეა 75 სმ. შევიწროება ქვედა ლულის შეადგენს 1 მმ. ზედა 1,25 მმ-ს. ლულის სამუშაო წნევაა 750 მ/პასკალი. თოფი გამოირჩევა როგორც მაღალი კლასის შესრულებით ასევე ორიგინალური დიზაინით და რაც მთავარია გამოირჩევა სროლის დიდი რესურსით მისი მექანიზმიდან გამომდინარე. სტატისტიკით დაფიქსირებულია, რომ დაახლოვებით 160000 სროლის შემდეგაც კი მთლიანად თოფი და მისი მექანიზმი რჩება იდიალურ მდგომარეობაში ქარხანა აწარმოებს დაახლოვებით 50-მდე მოდელს 80-მდე მოდიფიკაციით, როგორც სპორტულ ასევე მაღალი კლასის სამონადირეო თოფებს, შაშხანებს, შტუცერებს, კომბინირებულ თოფებს და სხვა. მც-ს მარკის თოფები ცნობილია მთელ მსოფლიოში და სარგებლობს მაღალი რეპუტაციით სპორცმენებს შორის. მც-ს თოფებით არა ერთი მედალი და მსოფლიო რეკორდები აქვთ მოპოვებული მსოფლიო შეჯიბებრებზე მაშინდელ საბჭოთა სპორცმენებს.


    • 0

    #15
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    .

    .
    7f393bb28f5c.jpg




    აღსანიშნავია, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ,,დიადი საბჭოეთის" დროსაც კი არ ამბობდენ უარს უმაღლესი კლასის იარაღზე. მაგალითად, ხრუშჩოვს ჰქონდა პერდეს თოფი, ბრეჟნევს გააჩნდა რამდენიმე ბრენდი მ.შ. კოსმი...
    პარტიული ელიტაც არასოდეს ამბობდა უარს მატერიალურ სიკეთეებზე. იმდენად რამდენადაც ქვეყანაში უმაღლესი კლასის იარაღის მასიურად შემოტანა საზღვარგარეთიდან არ შეიძლებოდა, 1945 წლის მაისში ტულის ქარხანასთან შეიქმნა ,,საიარაღო ოსტატთა სკოლა", რომელიც იმ დროინდელ მოწინავე მეიარაღეთა კრებულს წარმოადგენდა. უკვე 1946 წლის აგვისტოში კი ამ სკოლის ბაზაზე დაარსდა ЦКИБ СОО(სპორტული და სამონადირეო იარაღის ცენტრალური საკონსტრუქტორო და კვლევითი ბიურო). ამ დაწესებულებაში გაკეთებულია(უფრო სწორია ითქვას მოპარული და გადმოტანილია) მც-ს თოფების ბევრი ბრწყინვალე მოდელი. ამ დაწესებულების კონსტრუქტორებმა არ დაიწყეს ახლიდან ველოსიპედის გამოგონება, აიღეს მსოფლიოს საუკეთესო იარაღი და გადააასლეს .

    2313103a22ed.jpg

    რაც შეეხება ძალიან მაღალ რესურსს, ეს გენმდივნების დამსახურება უფროა, ვიდრე საწარმოსი, რადგან დღეს მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება იმ პასუხისმგებლობისა, რასაც თითოეული ოსტატი განიცდიდა ხრუშჩოვისათვის, ბრეჟნევისათვის და მთელი პარტელიტისათვის თოფების დამზადებისას. სწორედ ძალიან მაღალი რესურსის ძიებამ მიიყვანა კონსტრუქტორები 3ХН2МФА მარკის ფოლადამდე, რომელიც მსოფლიოს არცერთი ფირმის მიერ არ გამოიყებნება თოფის დამზადებისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ფოლადზე გრავირების ტექნოლოგიას მხოლოდ ЦКИБ-ი ფლობს.

    93c08460dc3f.jpg


    აქ მინდა მოკლედ გაგაცნოთ 1948- 1950 წლებში გამოსული მოდელები ТС-1 და ТС-2(ТС ანუ Тульское садочное).
    ეს თოფები ლულების ჰორიზონტალური განლაგებითაა და განკუთვნილი იყო სპორტული სროლისათვის ტრანშეულ სტენდზე.


    a74f1f0d2a1d.jpg


    ТС-1 გამოდიოდა 1948-1950 წლებში. ლულის სიგრძე 72სმ; სავაზნე 70მმ; ლულათა შევიწროება 0,8მმ მარჯვენა და 1,0 მარცხენა; საკეტი პერდეს ჩარჩო და გრინერის ჭანჭიკი. საბრძოლო ზამბარა იძაბება ლულათა გადახსნისას; წონა 3,6-3,8 კგ.
    ТС-2 გამოდიოდა მხოლოდ 1950 წელს. ეს არის მოდერნიზებული ТС-1. საბაზოსაგან განასხვავებს ლულის სიგრძე(76სმ) და უფრო მეტად შევიწროებული ლულები(1,0მმ მარჯვენა და 1,25მმ მარცხენა). ამასთან ერთად მოდერნიზებულ მოდელში ექსტრაქტორი შეიცვალა ეჟექტორით და საკეტს მოეხსნა გრინერის ჭანჭიკი. ТС-2-ში ჩაქუჩები შედგება გადახსნისას, ხოლო საბრძოლო ზამბარა კი დაკეტვისას. კიდევ ერთი განმასხვავებელი არის საკიდი სარტყელის ანტაბკების არქონა. მისი წონა შეადგენს 3,4-3,7 კგ-ს.

    ეს თოფები რამდენადმე მოუხეშავი და ბრწყინვალებას მოკლებულია, თუმცა საიმედოობა უმაღლეს დონეზეა ასული. მათი რესურსი უნდა ყოფილიყო 30-40 ათასი გასროლა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე მეტია(!!!).
    1950 წელს ТС-2 ღირდა 6500 მანეთი, დღეისათვის კი მისი ფასი დაახლოებით 10 000 დოლარია.

    Русская охота
    dcfadb502c00.jpg

    ,,Русская охота"-ს სერიით ჩაფიქრებული იყო 4 საკოლექციო თოფის დამზადება.

    პირველი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ЦКИБ-ი ე.წ. ,,თეთრი" სახით თოფებს არ უშვებს. ეს პრობლემა ოსტატმა ს. საპოჟნიკოვმა მოაგვარა, რომელმაც კალაპოტი გაწმინდა.
    შემდეგი პრობლემა მდგომარეობდა იმაში რომ ЦКИБ-ის ნაწარმის თოფები დიდ რესურსზეა გათვლილი, კალაპოტებიც ძალიან მაგარი ნაწრთობი აქვთ. აქ გრავიორს არაერთი მძიმე დღე ექნებოდა გასავლელი.
    აუცილებელი გახდა კონდახის შეცვლა, რათა ძალიან მაგარი კაკალი(აქაც რესურსზე გათვლილი) შეეცვალათ სტრუქტურულად ლამაზი, ღია ფაქტურით. კონდახის შეცვლა შეასრულა ვ. გუსკოვმა.
    გრავირების სიუჟეტი რუსეთის მეფის ერთ-ერთი ნადირობაა, რომელიც ლამის ტრაგედიით დასრულდა(ნამდვილი ამბავი): ალექსანდრე მეორე სანადიროდ გახლდათ ტყეში. დათვმა ორი მარეკი დაჭრა ვიდრე სასროლ პოზიციაზე გამოვიდოდა, სადაც მეფე იდგა. უცებ ნადირი მეფესთან რამდენიმე ნაბიჯზე მიიჭრა და ამ დროს მეფე ალექსანდრემ გაისროლა. ნადირი დაიჭრა... მეორე გასროლა მეფემ ვერ მოახერხა... ამ დროს ერთმა მარეკმა ნადირს ესროლა, ხოლო მეორემ შუბი ჩასცა დათვს. ნადირი მეფის ფეხებთან დაეცა.
    ამ სიუჟეტის გადმოცემა მთელი დრამატიზმითა და დინამიზმით გრავიორმა ევგენი გენერალოვმა შეძლო. ესკიზები კი ანიმატორმა ვადიმ გორბატოვმა მოამზადა.
    გენერალოვმა გრავირებას 2 წელზე მეტი მოანდომა. მარცხენა დაფაზე რუსული მწევრების მელაზე ნადირობის სიუჟეტია.

    2891d2d03380.jpg

    .ავტორი გურულო

    ტექნიკური მაჩვენებლები:       ყალიბი (მმ) 12×76     ლულის სიგრძე (სმ) 75     მთლიანი სიგრძე (სმ) 118     ლულის შევიწროება (მმ) 1,00 1,25     წონა (კგ) 3,8

    88ba8df265e4.jpg.

    .

    .

    .MC%208.jpg


    • 0

    #16
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    მოკლედ ჩვენი დიდი მაგისტრი შეყვარებულია.....ამ იარაღში.


    • 0

    #17
    mirza

    mirza

      ლეგიონერი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPipPipPip
    • 923 პოსტი
    • 0 მადლობა
  • ასაკი:39
    • მისამართი:ქუთაისი
    • წარმოშობა:იმერეთი

    მაგისტრის ცალ კუროკიანია...


    • 0

    #18
    გოჩა

    გოჩა

      ლეგიონერი

    • ფორუმის წევრი
    • Pip
    • 14 პოსტი
    • 0 მადლობა
  • ასაკი:49
    • მისამართი:ლაგოდეხი
    • წარმოშობა:კახეთი - (ჰერეთი)

    მართლაც კარგი და საიმედოა - მც,ს თოფები 


    • 0

    #19
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    ხოო ჩვენ დიდ მაგისტრს აქვს და მაგრად მოსწონს. თან ძაან მაგარ მდგომარეობაშია... :good:


    • 0

    #20
    გოჩა

    გოჩა

      ლეგიონერი

    • ფორუმის წევრი
    • Pip
    • 14 პოსტი
    • 0 მადლობა
  • ასაკი:49
    • მისამართი:ლაგოდეხი
    • წარმოშობა:კახეთი - (ჰერეთი)

    გუგა გილოცავ ახალ შენაძენს,-წარმატებულ და უსაფრთხო ნადირობას გისურვებ 100წელი. მც-8 არასოდეს არ გიღალატებს. 


    • 0

    #21
    გოჩა

    გოჩა

      ლეგიონერი

    • ფორუმის წევრი
    • Pip
    • 14 პოსტი
    • 0 მადლობა
  • ასაკი:49
    • მისამართი:ლაგოდეხი
    • წარმოშობა:კახეთი - (ჰერეთი)

    ღმერთმა იღბლიან ნადირობაში მოახმაროს,კარგი არჩევანია, მეც შეყვარებული ვარ მც,ს თოფებზე კერძოდ: მც-7  - -  მც-8  - -  მც-105 - -  მც-109  და მც-111,- ი.


    • 0

    #22
    ბაკურ ძიმცეიშვილი

    ბაკურ ძიმცეიშვილი

      ცენტურიონი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPip
    • 373 პოსტი
    • 1 მადლობა
  • ასაკი:N/A
    • მისამართი:..............
    • წარმოშობა:.................

    რამდენი გირს მც 8 და სად შეიძლება მაგის ყიდვა დაწერეთ მაინტერესებს მეც მომწონს ეს თოფი ძალიან  :0025:


    • 0

    #23
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19314 პოსტი
    • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

     BAKUR DZIMCEISHVILI

    2000$ და ზევით. მაღაზიებში ვეღარ იყიდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ აღარ უშვებენ ამ მოდელს...

    სადმე ხალხში უნდა ნახო... სტენდავიკებს აქვთ შემორჩენილი.


    • 0

    #24
    ბაკურ ძიმცეიშვილი

    ბაკურ ძიმცეიშვილი

      ცენტურიონი

    • ლეგიონერი
    • PipPipPipPipPip
    • 373 პოსტი
    • 1 მადლობა
  • ასაკი:N/A
    • მისამართი:..............
    • წარმოშობა:.................

     BAKUR DZIMCEISHVILI

    2000$ და ზევით. მაღაზიებში ვეღარ იყიდი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ აღარ უშვებენ ამ მოდელს...

    სადმე ხალხში უნდა ნახო... სტენდავიკებს აქვთ შემორჩენილი.

    გასაგებია გაიხარე გუგა :)


    • 0

    #25
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    გუგაჯან ეხლა შევამჩნიე რომ ტეგები აკლია. დაამატე და მეტი მკითხველი გაეცნობა ენ სტატიას. თუ გინდა მე დავამატებ


    • 0

    #26
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19314 პოსტი
    • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    არ ვიცი ბაბუ რას ამბობო დაამატე თორე აზრზე ვერ მოვედი რა უნდა ვქნა...


    • 0

    #27
    babu

    babu

      უხუცესი ლეგიონერი

    • გამგეობის წევრი
    • 29072 პოსტი
    • 81 მადლობა
  • ასაკი:52
    • მისამართი:tbilisi
    • წარმოშობა:guria

    შენც კაი ეშმაკის ფეხი ხარ რა :ki:


    • 0

    #28
    ლევან

    ლევან

      კანდიდატუსი

    • გამგეობის წევრი
    • 1082 პოსტი
    • 1 მადლობა
  • ასაკი:41
    • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
    • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

    მოსაკლავი შენ ხარ მხოლოდ რომ ასეთი გაგიზრდია  :bravo:  :bravo:  :bravo:  :0024:  :0024:


    • 0

    #29
    mantis

    mantis

      დელეგატი

    • კლუბის წევრი
    • 3249 პოსტი
    • 9 მადლობა
  • ასაკი:23
    • მისამართი:tbilistan axlos
    • წარმოშობა:tbilistan axlos

    rusebs metad ro daexvewad es TOfi da gacilebiT msubuqi yofiliyo, ert erti umagresi tofia me tu mkitav


    • 0

    #30
    გუგა

    გუგა

      დიდი მაგისტრი

    • ადმინისტრატორი
    • 19314 პოსტი
    • 16 მადლობა
  • ასაკი:36
    • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
    • წარმოშობა:guria

    იმ წონასაც თავის მუღამი აქვს...

    ეგ ხო სანადიროდ და სათრევად არ არის გამოგონილი...

    მძიმე რომ არის ინერციაც მეტი აქვს და გაყოლების დროს თავის საქმეს ეგეც აკეთებს..

    სტაბიულირია უფრო.


    • 0





    საკვანძო სიტყვები: რუსული იარაღი, мц 8, ი.მ. მიხაილოვი, ЦКИБ СОО, 3ХН2МФА, სასტენდო იარაღი, ლეგენდა, სანადირო იარაღი, რასტრუბნი

    0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

    0 წევრი, 0 stumari,


    ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 5 წევრს:


      ქსოვრეთელი, Dzigo, ლაშა, monadire95, shishmana123
    IPB skins by Skinbox