Jump to content


ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

იქნებ იცოდეთ ამ ჯიშზე რაიმე და მეც გამაგებინოთ დღეს დღეობით პოპულარული არის თუ არა ეს ჯიში საქართველოში და ა.შ ანუ მაინტერესებს საქართველოს პირობებში გამოსადეგია თუ არა და რამდენად პოპულარული ?!  დანარჩენს გუგლიდან ინფოს მეც ვნახავ ... 2 დღეში ამ თემასაც წავშლი და გთხოვთ თუ გაქვთ ინფო დაწეროთ  ! 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
როგორც ვიცი კვაპა.. ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ მონადირის სისხლი ცხოველზე..ასევე მცველი ძაღლებია...
საბურთალოზე მყავს ნანახი ქალი ასეირნებდა. ფიზიკურად მაღალი და ძლიერი ძაღლია...

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

ბიჯო ფეისბუქზე მწერენ ხოლმე მსგავს რაღაცეებს ერთმა მომწერა გთხოვ გამირკვიე ეხლა ლეკვები მეყოლება და თუ შჰევძლებ გაყიდვასო და თU ვარგა სანადიროდ საქართველოშიო 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ბიჯო ფეისბუქზე მწერენ ხოლმე მსგავს რაღაცეებს ერთმა მომწერა გთხოვ გამირკვიე ეხლა ლეკვები მეყოლება და თუ შჰევძლებ გაყიდვასო და თU ვარგა სანადიროდ საქართველოშიო



კი ვარგა გიო მაგრამ თუ მისი მშობლები ნადირობენ კარვი გამოვა ლეკვები...
და თუ ექსტერიერის გამო ჰყავთ დედ მამა მე მასეთი ძაღლის ლეკვეს არ ავიყვანდი როდესაც სანადიროდ მინდა ძაღლი.

ამ ჯიშის მარტო ერთი ძაღლით არამგონია რომ ნადირობდნენ..რამოდენიმეს უშვებენ ერთად...უფრო სუფთა ტყეში სანადიროდ გამოდგება...მაღალფეხება ძაღლია...ვიჟლას წააგავს.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

ხო ეგ ვკიტხე და დედა ნადირობს და მამა არაო 1! როგორც ვიცი ცჰემო დევი და მე ნაკლებად კომპეტენტური ვარ  ამ საკიტხსჰი  



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

anu msgavsi jishis ZaRlebi saqarTvelos pirobebshi ar gamodgebian radgan es jishi iseve rogorc lakia dasdevs da acherebs nadirs anu trakze kbeniT da mere monadires uwevs shor mandzilze misvla ra mosapoveblad egeti specipika unda qondes tu ar vcdebi !  :0041:  :0041:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აქ ნამდვილად ვიცი რომ ყავთ და მსურველებიც არიან


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იქნებ იცოდეთ ამ ჯიშზე რაიმე და მეც გამაგებინოთ დღეს დღეობით პოპულარული არის თუ არა ეს ჯიში საქართველოში და ა.შ ანუ მაინტერესებს საქართველოს პირობებში გამოსადეგია თუ არა და რამდენად პოპულარული ?!  დანარჩენს გუგლიდან ინფოს მეც ვნახავ ... 2 დღეში ამ თემასაც წავშლი და გთხოვთ თუ გაქვთ ინფო დაწეროთ  ! 

 

როდეზიული რიჯბეკი

 

 

rxu8j.jpg

როდეზიული რიჯბეკის ჯიშმა ოფიციალური აღიარება მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოიპოვა, თუმცა მისი ფესვები უძველესი დროიდან აფრიკული მონადირე ძაღლებიდან მოდის, რომელთაც შეეძლოთ ენადირათ დიდ ნადირზე. ამ ძაღლებს ჰქონდათ ძალიან ლოიალური ტემპერამენტი და იყვნენ ძალიან კარგი კომპანიონები აფრიკული ტომებისთვის, რომელთაც უწევდათ ხშირი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე და ყოველ ნაბიჯზე უამრავ საფრთხეს ხვდებოდნენ. საუბარია გოტენტოტების ტომებზე რომელთა ფუძეც ეგვიპტის სამეფოს სამხრეთ საზღვრებიდან მოდის (ეთიოპია ან სამხრეთ სუდანი). პირველი კვალი დამადასტურებელი გოტენტატების ძაღლების არსებობისა არის კლდეზე ნაკვეთი სურათები რომლებიც აღმოჩენილია ზიმბაბვესთან ახლოს.

62sre.jpg

ეს ძაღლები აღწერა ისტორიკოსმა დჯ. მაკკოულჰილმა როგორც საშინელი არსებები ტურას მსგავსი სხეულით და ზურგზე ბეწვით რომელიც საპირისპირო მიმართულებით იზრდება, თუმცა ამასთან ერთად ადამიანისთვის უზომოდ ერთგულები.

9zj77.jpg

აღწერილ ცხოველს არავითარი საერთო არ აქვს თანამედროვე, ულამაზეს რიჯბეკთან გარდა ერთისა: ეს არის „რიჯი“-ზურგზე საწინააღმდეგო მიმართულებით განლაგებული ბეწვი, განმასხვავებელი ნიშანი რიჯბეკისა რომელიც შემოინახა დღემდე. 1651 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიწყო ჰოლანდიური დასახლების მშენებლობა, მას ხელმძღვანელობდა იან ვან რიბეკი. ჩასახლებულები თავისუფალ დროს ნადირობაში ატარებდნენ და ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ გოტენტატების ძაღლების ხარისხი ევროპული ძაღლების სპორტულ ჯიშებთან შეჯვარების საშუალებით, რომლის თვითმხილველი და მონაწილეც იყო იან ვან რიბეკი. შემდეგიგადამწყვეტი ნაბიჯი ჯიშის გამოყვანის საქმეში იყო მე-19 საუკუნის 7ა-იანი წლები, ამკონტექსტში უნდა ვახსენოთ მეორე ასევე უძველესი აფრიკული ჯიში ოფიციალურად აღწერილი მხოლოდ 1983 წელს სახელად ბურბული. მისი წარსული ძალიან ჰგავს როდეზიული რიჯბეკის ისტორიას, თუმცა ის ჩვენამდე მოვიდა ბევრად უფრო მასიური, მსხვილი ძვლებით, სხვადასხვა შეფერილობით, რიჯის გარეშე. იგი უფრო მცველი და კომპანიონი იყო ვიდრე მონადირე ძაღლი. 1998 წელს ასევე გამოიყო და დარეგისტრირდა კიდევ ერთი ჯიში - აფრიკული ძაღლი. მისი ისტორიაც ძალიან ჰგავს ბურბულის და რიჯბეკისას. რატომ აღიარეს ოფიციალურად მხოლოდ როდეზიული რიჯბეკი ჯერ კიდევ 1920-იან წლებში? რატომ გახდა მაინცდამაინც ის პირველი ოფიციალურად აღიარებული ჯიში აფრიკის კონტინენტზე? პასუხი ძალიან მარტივია: ამ ტიპის ძაღლი წარმოიშვა საჭირო ადგილზე, საჭირო დროს, გარშემორტყმული იმ ადამიანებით რომლებმაც თავიანთი თავი მიუძღვნეს ამ ჯიშის მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ განვითარებას და დახვეწას. ხშირად ლიტერატურაში როდეზიული რიჯბეკი ნახსენებია როგორც სამხრეთ აფრიკული ჯიში, რომელიც გამოიყვანეს ბოერებმა „ბოერ-ჰაუნდებისგან“, თუმცა ეს აღწერა უფრო მეტად ბურბულებს შეეფერებათ და არანაირად არ მიესადაგება როდეზიულ რიჯბეკს, რომელიც წარმოიშვა სამხრეთ როდეზიის სხვადასხვა ძაღლების შეჯვარებით. როდეზიული რიჯბეკი მრავლდებოდა სამხრეთ როდეზიაში, რომელიც ისევე როგორც ჩრდილოეთ როდეზია იყო აბსოლიტურად დამოუკიდებელი ქვეყანა სამხრეთ აფრიკისგან.

როდეზიული რიჯბეკის კლუბის წარმოშობა

დღესდღეობით ცნობილია იმ პირთა სახელები ვინც შეიტანა წვლილი რიჯიანი ძაღლის ჯიშად გადაქცევაში, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც როდეზიულ რიჯბეკს. ისინი იყვნენ სამნი: ჩარლზ ჰელმი, კორნელიუს ვან როიანი და ფრენსის ბარნსი. ჩარლზ ჰელმსმა მოიყვანა ორი ძაღლი თავის მისიაში მატაბელლენდში, ხოლო ადგილობრივმა მონადირემ კორნელიუს ვან როინმა შეაჯვარა ისინი თავის ძაღლებთან და მიიღო ახალი ჯიში - მონადირე ლომებთან. ფერმერმა ფრენსის ბარნსმა შესთავაზა ამ ძაღლების მფლობელებს გაწევრიანებულიყვნენ კლუბში. დაუსრულებლად შეიძლება დავა იმაზე თუ რომელმა მათგანმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ჯიშის შექმნაში, თუმცა სიმართლე ერთია: სამივე მათგანმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტან ამაში.

ჩარლსზ ჰელმის მისია იმედის შადრევანი დაარსდა 1869 წელს იქ საცხოვრებლად გადავიდნენ ჰელმსის მეუღლე, ქალიშვილი და ორი ძაღლი- პუდრა და ლორნა, ისინი გრეიჰაუნდებს ჰგავდნენ თუმცა ზურგზე რიჯებით. მისია გახდა დასვენების ადგილი იქვე გამვლელი მონადირეებისთვის, მოგზაურებისთვის, ახალმოსახლეებისთვის. ოჯახის მეგობრები გახდნენ მატაბელიის მეფე ლობენგულა, ცნობილი ლომებზე მონადირე კორნელიუს ვან როიანი და სესილ ჯონ როდესი. ჰელმი მეგობრობდა ვან როიანთან და ხშირად მას თავის ძაღლებსაც უტოვებდა როდესაც მიდიოდა ყოველწლიურ მოგზაურობაში სამხრეთით რომელიც თვეობით გრძელდებოდა. სწორედ ეს ძაღლები: პუდრა და ლორნა შეჯვარებულები ვან როიანის მონადირე ძაღლებთან გახდნენ როდეზიული რიჯბეკის წინაპრები.

კორნელიუს ვან როიანი

mmoap.jpg

ვან როიანი დაიბადა 1860 წელს და 14 წლის ასაკში გაემგზავრა მატებელლენდში (როდეზიაში) თავის მამასთან ერთად მონადირეთა ექსპედიციის ჯგუფში. განსხვავებით ბევრი ბოერისგან ვან როიანი რჩებოდა ინგლისურად კარგად მოსაუბრე ნამდვილ ინტელიგენტად. მას ყველა პატივს სცემდა, მასთან ერთად ნადირობდნენ ვესტმინსტერის ჰერცოგი და ლორდი რენდოლფ ჩერჩილი. თავისი ცხოვრების განმავლობაში ვან როინმა 59 ლომი მოკლა და ყოველ ნადირობაზე მას თან ახლდნენ ძაღლები. როგორც ზემოთ ვახსენეთ ორი ძუ პუდრა და ლორნა შეჯვარდნენ ვან როიანის მონადირე ძაღლებთან: გრეიჰაუნდები, ირლანდიური ტერიერები, ინგლისური პოინტერები, ბულდოგები. საუკეთესო ლეკვებს ვან როიანი თვითონ იტოვებდა. განსაკუთრებით თავი აჩვენეს რიჯიანმა ლეკვებმა, ისინი შესამჩნევად ჯობნიდნენ თავიანთ თანატოლებს ლომებზე ნადირობისას, იყვნენ თამამები, უშიშრები და გამოირჩეოდნენ გასაოცარი ამტანობით. ვან როიანს ნაკლებად აინტერესებდა ძაღლების ზურგზე რიჯი, მისთვის მთავარი მათი ნადირობის ხარისიხი იყო, თუმცა სწორედ ამ რიჯიანი ძაღლებისგან ჩამოაყალიბა მან ეგრეთწოდებული „ვან როიანის ლომთა ძაღლები“ რომლებიც ძალიან ფასობდნენ ამ რეგიონში. თვითმხილველების თქმით ეს ძაღლები იყვნენ ძალიან მკვრივები თიმცა არა მძიმეწონიანები, გამოირჩეოდნენ ყურადღებიანი მზერით, მათი ექსტერიერიდან გამომდინარე შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა რომ ისინი ანვითარებდნენ ძალიან დიდ სისწრაფეს. ბევრ მათგანს ჰქონდა წითელ-მოყავისფრო ბეწვი გულზე თეთრი ლაქებით. ძაღლებს შეეძლოთ ეპოვათ ლომი, ალყაში მოექციათ ის და მოეგერიებინათ ლომების შეტაკება შორიდან მონადირის მოსვლამდე.

ფრენსის ბარნსი

ev89y.jpg

ფრენსის ბარნსი და ფერმა ისკდეილი

ფრენსის ბარნსი ჩავიდა სალსბერიში 1897 წელს, სადაც გახდა ფოსტის ყველაზე მსხბილი განყოფილების უფროსი. როდეზიაში გადასვლამდე ის აქტიურად ეწეოდა ინგლისური პოინტერების მოშენებას. 1902 წელს ის დაქორწინდა და თავის ცოლ-შვილთან ერთად დასახლდა როდეზიაში ფერმა ისკდეილში სადაც ცხოვრობდა ცხოვრების ბოლომდე. თავისი პირველი რიჯიანი ძაღლი - ისკდეილ დინგო ბარნსმა იყიდა გრეჰემა სტეისისგან, თვითონ სტეისმა კი თავისი პირველი ძაღლი ვან როიანისგან შეიძინა. 1924 წელს ბარნსმა შეიძინა ისკდეილ კონი, ხოლო 1923 წელს ისკდეილ ჯუდი. სწორედ ეს სამი ძაღლი დარეგისტრირდა როგორც პირველი რიჯბეკები ისკდეილისა. სწორედ ამ ფერმში ჩამოყალიბდა პირველი ბირთვი როდეზიული რიჯბეკებისა და ბევრი თანამედროვე რიჯვეკის წინაპრების ფუძეც სწორედ ისკდეილიდან მოდის. ფრენსის ბარნსის დამსახურებით ჯიშმა როდეზიულმა რიჯბეკმა ყველაზე საუკეთესო აიღო რიჯიანი მონადირე ძაღლებისგან. სწორედ ამ ადამიანმა დაარეგისტრირა ჯიში როდეზიული რიჯბეკი და მიაღწია მის აღიარებას სამხრეთ-აფრიკული კინოლოგიური კლუბის მიერ.

4dr66.jpg
3o66h.jpg
ccov0.jpg



9xd3f.jpg
p8kb5.jpg

სიმაღლე: ხვადი-63-69 სმ. ძუ-61-66სმ.
წონა: ხვადი-36,5 კგ. ძუ-32 კგ.
ფერი- ღია ჩალისფერიდან მუქ ყავისფრამდე, ასევე მოწითალო-ჟღალი
ბეწვი- მოკლებეწვიანი, მჭიდროდ დალაგებული
ღირსებები- კარგად ექვემდებარება წრთვნას, ბავშვები უყვარს, არაჩვეულებრივი მონადირე, მცველი და კომპანიონი.
სირთულეები: სჭირდება სერიოზული მიდგომა მის აღზრდას.
როდეზიული რიჯბეკი ერთადერთი ჯიშია სამხრეთ აფრიკული ჯიშებიდან რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ასოციაციის მიერ.
oqggy.jpg
r2w4u.jpg
dobog.jpg
dqylz.jpg

ეხ;ლა ვნახე კვაპა ....

 

https://forum.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 653 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

ზურგზე როგორი დამახასიათებელი ნიშანი აქვს არა ამ ჯიშს როგორც ჩანს ახლანდელი ინდივიდები და საერთოდ ამ ძაღლის ახლანდელი სახე ძლიერ არის დახვეწილი და შეცვლილი  :))
მომეწონა 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მე რაც მაქვს ნანახი,  ეს ჯიში ჩვენთან ძირითადად დეკორატიული დანიშნულებით ჰყავთ ,მონადირე ხაზი არა მგონია რომ იყოს , თუმცა ერთერთ საიტზე ვნახე ნადირობის სურათი სადაც სხვა მონადირე ძაღლებთან ერთად ეს ეგზემპლარიც ჩანდა.  დიდი ხანია არაა რაც საქართველოში გამოჩნდა , ერთი მათგანი ჩემს ბიძაშვილს ჰყავს საკმაოდ ძვირადღირებული ძუ( თუმცა სტერილური),მონადირის თვისებების რა მოგახსენოთ მარა ...  კაი უნაგირს თუ დაადგამ ხოშიანად გაჭენებს, იმხელაა.. მე მსგავსი ტორსის ძაღლი არ მინახავს, თან ძუ!!!!!



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

კაი უნაგირს თუ დაადგამ ხოშიანად გაჭენებს, იმხელაა.. მე მსგავსი ტორსის ძაღლი არ მინახავს, თან ძუ!!!!!

:DDD :goood: შენ გაიხარე...იმდენი ვიცინე


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
ეს ძაღები საერთოდ ნადირობენ ?

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
ეს აფრიკული ჯიშია და მეორე ნაირად ლომზე მონადირესაც ეძახიან.. თუმცა მონადირე ხაზი ჯერ მე არ შემხვედრია..ჩემმა მეგობარმაც აიყვანა უკვე 8 თვისაა.. მაგრამ არც ის მგონია სანადირო ხაზი

ჩამსწორებელი dima71, 21 February 2020 - 10:43 PM.


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

dima71,

ნადირობის არ ვიცი მაგრამ რაც მე მინახავს სახლს და ოჯახის წევრებს სერიოზულად იცავენ . 


ჩამსწორებელი Panteleimon, 21 February 2020 - 11:25 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს აფრიკული ჯიშია და მეორე ნაირად ლომზე მონადირესაც ეძახიან.. თუმცა მონადირე ხაზი ჯერ მე არ შემხვედრია..ჩემმა მეგობარმაც აიყვანა უკვე 8 თვისაა.. მაგრამ არც ის მგონია სანადირო ხაზი

საინტერესოა აქ რაზე უნდა ანადირონ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?