Jump to content

სურათი

სანადირო იარაღის კლასიფიკაცია

ყველანაირი ინფორმაცია იარაღზე

ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სანადირო იარაღის კლასიფიკაცია

 

 

 

 

 

.304.jpg

.

 

სანადირო იარაღი შეიძლება დავყოთ რამდენიმე ძირითადი ნიშნის მიხედვით. ეს ნიშნებია:
1. ლულის შიდა  ზედაპირის პროფილის მიხედვით: გლუვლულიანი, ხრახნივლულიანი და გლუვლულიან-ხრახნივლულიანი (პარადოქსი);
2. იარაღის ჩამკეტი მექანიზმის მიხედვით: იარაღი გადასახსნელი ლულებით, იარაღი სასრიალო დამკეტი ბოლტით (თითქმის ყველა შაშხანა);
3. გადატენის მექანიზმის მოქმედების პრინციპის მიხედვით: მექანიკური (გადასახსნელი ლულებით, სახელურიანი ჩამკეტი ბოლტის გადატრიალებით) და თვითდამტენი (სისტემები, რომლებიც ემყარება გასროლისას მოძრავი ლულის უკუცემას; სისტემები, რომლებიც ემყარება გასროლისას დენთის წნევის მოქმედებას მასრის უკუცემის დროს ზამბარით გამაგრებულ მოძრავ ჩამკეტ მექანიზმზე (”ზატვორზე“); სისტემები, სადაც გამოიყენება ლულიდან  გამოყოფილი გაზები (ლულაში არსებული ნახვრეტის შედეგად ხდება ამ გაზის გამოყოფა),რომლის მეშვეობით სპეციალური მექანიზმებით ხდება ამ იარაღის გადატენა ავტომატურ რეჟიმში). ვინაიდან ლულა ნარმოადგენს იარაღის ყველაზე მნიშვნელოვან ნანილს, თავდაპირველად, განვიხილოთ იგი უფრო დეტალურად. ლულა შეიძლება განვიხილოთ, როგორც

რკინის მილი, რომელიც შეიძლება დავყოთ ოთხ ნანილად:

1. ლულის ნანილი, სადაც თავსდება ვაზნა;
ანუ სავაზნე ნაწილი;
2. კონუსური სეგმენტი, რითაც სავაზნე გადადის ლულის არხში, ანუ ჭურვის შესასვლელი;
3. თვით ლულის არხი;
4. გადასასვლელი მონაკვეთი ლულის არხიდან მის შევიწროებულ სეგმენტში (ჩოკებში).

 

 

სავაზნე

 

 

სავაზნე ცილინდრული ფორმისაა და კალიბრის მიხედვით სხვადასხვა დიამეტრი გააჩნია. მისი სიგრძე დამოკიდებულია არა მარტო კალიბრზე, არამედ ვაზნის ტიპზეც. თანამედროვე გლუვლულიან იარაღებში გვხვდება სავაზნეები 51 მმ-89 მმ. სიგრძით. მაგალითად 410 მმ-ინ ამერიკულ იარაღებს გააჩნია 51 მილიმეტრიანი სავაზნე, როცა იგივე ამერიკული 10 კალიბრის იარაღის სავაზნის სიგრძეა 89 მმ. მსოფლიოში არსებული იარაღის უმრავლესობას გააჩნია სავაზნის ისგრძე 70 მმ. ბოლო ხანებში ძალიან გავრცელდა ისეთი თოფები, რომლის სავაზნე კონსტრუირებულია მაგნუმ ვაზნებისათვის, მისი სიგრძეა 76,2 მმ (3 დუიმი).

 

 

ჭურვის შესასვლელი

 

ჭურვის შესასვლელი თოფის ლულის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. მისი სწორად შერჩეული ფორმა და სიგრძე მნიშვნელოვნად განაპირობებს საფანტის თანაბარ გაშლას და ფრენის სიჩქარეს. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მასრებს ვიყენებთ, რკინისას თუ პლასტტმასისას, მისი სიგრძე ვარირებს 1,5 მილიმეტრი9დან 6 მილიმეტრამდე. იგი არის კონუსური ფორმის, სადაც კონუსური კუთხის ოპტიმალური მონაცემია 7⁰30′.

 

ლულის არხი

ლულის არხი არის გლუვი, ხრახნიანი, ასევე პარადოქსი (ანუ სადაც ერთი და იგივე ლულაში კომბინირებულია როგორც გლუვი, ისე ხრახნიანი ზედაპირი). მისი დანიშნულებააა მიანიჭოს ჭურვს საჭირო სიჩქარე და ზუსტად მიმართოს იგი მიზნისაკენ. გლუვნულიანი იარაღის ლულის არხი მის ნებისმიერ მონაკვეთში მრგვალი ფორმისაა. მისი არი უნდა იყოს მაქსიმალურად გლუვი, რომ რაც შეიძლება ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიოს ჭურვს მასში მოძრაობისას. ხახუნის ძალის შემცირების მიზნით იაპონიაში სპეციალური ექსპერიმენტული შუშის ლულებიც კი დაამზადეს.

 

 

36bc7c012aa5.jpg

 

ლულის არხის  გადასასვლელი ლულის შევიწროებაში

ლულის გადასასვლელი არის როგორც კონუსური, ასევე პარაბოლური ფორმის. არსებობს აგრეთვე მრავალსაფეხურებრივი გადასასვლელები, სადაც ლულის რამდენიმე შევიწროება მონაცვლეობს ლულის ცილინდრულ ნანილთან. ასეთ შევიწროებებს ძირითადად სპეციალურად დამზადებულ უმაღლესი სარისხის ლულებში ხმარობენ. კონუსური ფორმის გადასასვლელი გამოიყენება ძირითადად სანადირო თოფებში, რადგან უზრუნველყოფს საფანტის თანაბარ გაშლას, ხოლო პარაბოლური უფრო მეტად სპორტულ დისციპლინებში, ვინაიდან ხელს უნყობს საფანტის ცენტრისკენ დაჯგუფებას (ხელსაყრელია შორ დისტანციებზე სასროლად).

 

 

ცილინდრი

ასე ეძახიან ლულის ისეთ არხს, რომელსაც არ გააჩნია ლულის არანაირი შევიწროება ეს შეიძლება იყოს მკაცრი ცინინდრი ლულის (0,1 მმ. – 0.2 მმ.) ასეთი ჰრინციპით გაჩარხული ლულის არხი უზრუნველყოფს საფანტის თანაბარ ფართო გაშლას სროლის ახლო დისტანციებზე და გამოიყენება ყველანაირი ტყვიის
კარტეჩისა და საფანტის სასროლად.

 

 

სუსტი ჩოკი

(გაუმჯობესებული ცილინდრი)

 

ასე ეძახიან ისეთი ლულის არხს, რომელსაც გააჩნია ლულის ბოლოში ძალიან სუსტი შევიწროება (0,15 მმ. -0,25 მმ.). მას იგივე დანიშნულება აქვს სროლისას, რაც ცილინდრს და ჩარხავენ იმ შემთხვევებში, როცა გეესაჭიროება საფანტის უფრო მეტი დაჯგუფება სროლის ფართობის  ერთეულზე, ვიდრე ცილინდრიდან სროლის დროს.

 

 

ნახევარ ჩოკი

 

ეს არის ლულის შევიწროება 0,5 მმ-ით.
გამოიყენება ნადირობისას პირველი გასრო-
ლის დროს საშუალო დისტანციაზე ყველა
ტიპის ტყვიისა და საფანტის სროლისთვის.

 

 

 

6b990a18e514.jpg

 

საშუალო ჩოკი (3/4 ჩოკი)

 

 

ლულის ბოლო შევიწროებულია 0,75 მმ-ით. საშუალოს ეძახიან იმიტომ, რომ იგი შეადგენს დაახლოებით ნახევარს ლულის მაქსიმალური შევიწროებიდან  (1,45 მმ).
გამოიყენება ყველა ნომრის საფანტის (განსაკუთრებით კარგ შედეგებს იძლევა უფრო მსხვილი ნომრებისთვის) შორ დისტანციაზე სასროლად. დასაშვებია სპეციალური, ასევე ქვეკალიბრის მრგვალი ტყვიის სასროლად (მაგალითად 16 კალიბრი მრგვალი ტყვიის სასროლად 12 კალიბრის ლულიდან)

 

.

ჩოკი

 

 

ლულის შევიწროება 1,0 მილიმეტრს შეადგენს. გამოიყენება საშუალო და პატარა დიამეტრის საფანტის მაქსიმალურ დისტანციებზე სასროლად. მსხვილი საფანტისა და განსაკუთრებით, კარტეჩის სროლის დროს საფანტის თანაბარ გაშლას აუარესებს. დაიშვებას პეციალური და ქვეკალიბრის ტყვიის სასროლად.

 

გაძლიერებული ჩოკი

 

ლულის შევიწროება 1,2 მმ. -1,25 მმ-ს შეადგენს. იგი გამოიყენება შორ დისტანციებზე სასროლად მხოლოდ წვრილი დ=საფანტით (7,8,10 ნომრით). არ ვარგა მსხვილი საფანტისა და კარტეჩის სასროლად. არ გამოიყენება ტყვიის სასროლად.

 

ძალიან გაძლიერებული ჩოკი

 

ლულის შევიწროება 1,4 მმ. -1,45 მმ-ს შეადგენს. იგი შვიათად გვხვდებადა გამოიყენება მხოლოდ 8,9 და 10 ნომერი საფანტის სასროლად, სროლის მაქსიმალურ დისტანციებზე.

 

 

რასტრუბი

 

ეს არის ისე გაჩარხული ლულის არხი, სადაც 12 კალიბრის ლულის ბოლო გაფართოებულია 8 კალიბრის დიამეტრამდე (დაახლოებიტ 22 მმ. – 22,5 მმ.) და დაბოლოებულია უკუღმა კონუსური ფორმის ლულის შევიწროებით. გამოიყენება მრგვალ სტენდზე სასროლად, ძალიან მოკლე დისტანციებზე.

 

 

ლულის სპეციალური მოწყობილობები

 

ეს არის ლულის ბოლოები სხვადასხვა შევიწროებებით (ჩოკებით), რომლებიც შეგვიძლია ჩავხრახნოთ ლულაში(თუ ლულა წინასწარ არის გათვლილი ასეთი მოწყობილობის გამოყენებისათვის) და ამით ვარეგულიროთ საფანტის გაშლის მონაცემები.

გოგი ბურჭულაძე- ნადირობა და თევზაობა


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვაა...

ძალიან საინტერესეო პოსტია.....

კვლავ აღფრთოვანებული ვარ კახა შენი ნაშრომით :)

 

:bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუგაჯან დამავიწყდა წყაროს მითითება. ეგ სტატია ვნახე ინოვაცია.ქომზე


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა აშკარად..



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მზად ვარ შრომისა და გადმოკოპირებისათვის1066234_125.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?