Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არომატიზატორები და მათი ეფექტურად გამოყენება

 

 

 

მეთევზეები კეთილსინდისიერი საზოგადოებაა, რომელიც თავის სათევზაო ტაქტიკას მრავალჯერ ცვლის დაწყებული ნემსკავების წვერების გალესვით დამთავრებული მრავალნაირი სათევზაო ხელსაწყოების შეძენით. რამდენჯერ დაუყნოსია მეთევზეს(და მათ შორის მეც) არომატიზატორები (attractant/მოსაზიდი) და რამის გემოთიც გაგვისინჯავს. დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი ფირმა უშვებს თევზის მოსაზიდ არომატიზატორებს, რომელთა რაოდენობა და სახესხვაობა უამრავია (სითხის, ზეთის, პასტის, და ა.შ. სახით). ბევრი ფიქრობს რომ არომატიზატორები ეს სხვა არფერია თუ არა მწარმოებელი ფირმების ხრიკისა ფულის შოვნის მიზნით, მაგრამ ბევრიც იმ აზრისაა, რომ ეს გენიალური გამოგონებაა თევზის ეფექტური ჭერისათვის.

gallery_8_57_29797.jpg

მთავარი წესი არომატიზატორის არჩევისას

როგორც ზემოთ მოგახსენეთ არომატიზატორები თავისი შემადგენლობით და კონსისტენციით უამრავია. შეგვიძლია ვნახოთ და თვალი მოგვჭრას როგორც მაღაზიებში ასევე ინტერნეტ სივრცეში. ერთი სული გვაქვს რომ რაც შეიძლება ბევრი და მრავალნაირი არსენალი ვიქონიოთ. მაგრამ ამ დროს დამეთანხმებით და აუცილებელია ვიცოდეთ ძირითადი მიზანი, თუ რომელი არომატი და რა სახის მოქმედებს ეფექტურად სხვადასხვა სახეობის თევზებზე წელიწადის სხვადასხვა დროს.

ნეგატიური სუნის გაფანტვა.

 არომატიზატორი არ გამოიყენება მხოლოდ სატყუარასთან თევზის მოსაზიდად, იგი ასევე მშვენივრად ნიღბავს სატყუარას არასასიამოვნო სუნს და გემოს, რომელმაც შეიძლება თევზი დააფრთხოს ჩვენს მიერ ფსკერზე მოწყობილი მშვენიერი სუფრიდან.

 არასდროს გიფიქრიათ როგორ და რატომ?

როგორც ადამიანი ცუდი და მყრალი სუნის გაგებისას ცხვირს სხვა მხარეს აბრუნებს, ასევე თევზიც(ნუ დაგვავიწყდება რომ მასაც აქვს სუნის და გემოს შეგრძნების რეცეფტორები) ცდილობს აერიდოს საგანს (ჩვენს შემთხვევაში სატყუარას) რომელსაც მისთვის არასასიამოვნო სუნი აქვს.

ამის მიზეზს კი ხშირ შემთხვევაში ჩვენდა უნებურად ჩვენვე ვაძლევთ თევზს. ბენზინიანი, სიგარეტიანი, მწერების საწინააღმდეგო საშუალება, ნებისმიერი ლოსიონი და ა.შ ხელებით ვაგებთ სატყუარას ნემსკავზე.

აი სწორედ აქ მოქმედებს ჩვენს დასახმარებლად არომატიზატორი, რომელიც ნიღბავს არასასიამოვნო სუნს და სატყუარას ხდის მიმზიდველს თევზისთვის.

კვლევებმა აჩვენა, რომ თევზ შეუძლია თვალისდახამხამებაში გადმოაგდოს სატყუარა, თუ იგრძნო რომ სატყუარა იმასთან შედარებით რითიც ისინი იკვებებიან არაბუნებრივად გამოიყურება ან აქვს არასასიამოვნო სუნი და გემო.

თევზჭერის მეთოდების უმრავლესობა და მათ შორის ფიდერით თევზაობის მეთოდი დიდად არის დამოკიდებული თევზის მიერ სატყუარას აღების შეგრძნებაზე, რასაც გვიჩვენებს ქვივერი.

ამ დროს სწორად შერჩეული არომატიზატორი გვეხმარება რათა სატყუარას ჰქონდეს ისეთი სუნი და გემო, რომ თევზმა აიღოს, წაიღოს და რაც შეიძლება დიდხანს გააჩროს პირში: 5-10 და შესაძლებელია 30 წამის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ შედეგიანი გამოკვრა.

ფაქტორები რომელმაც შეიძლება დააინტერესოს თევზი აიღოს ჩვენს მიერ შეთავაზებული სატყუარა შეიძლება იყოს სუნი, გემო, ფორმა, ხმაური(მტაცებლებზე თევზაობისას). ჩვენს შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ სუნის ფაქტორზე.

ბევრმა შეიძლება იფიქროს რომ ყველა სახეობის თევზი ერთნაირად გრძნობს სატყუარას სუნს როგორც კი წყალში მოხვდება. მაგრამ ეს ასე არ არის სხვადასხვა სახეობის თევზს განსხვავებული მგრძნობელობა აქვს სუნის შესაგრძნობად და მანამდე გრძნობს საკვების მოხვედრას მისი კვების არეალში სანამ თვით საკვებს დაინახავს.. მაგალითისთვის ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე სახეობის თევზების სუნის მგრძნობელობის მახასიათებლები 1-დან 10-მდე (ნიშნული 10 აღნიშნავს ყველაზე მაღალ მგრძნობელობას)

  •  9-10– ლოქო
  • 7-8 — კარპისებრი
  • 6-7 — ორაგული და კალმახი
  • 5 — ფარგა
  • 1-2 — ქარიყლაპია

როგორც ხედავთ, კარპისებრთა ოჯახის თევზების ჭერისას არომატიზატორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი მანამ გრძნობენ სატყუარას არსებობას სანამ დაინახავენ, განსხვავებით ქარიყლაპიასგან რომელის შემთხვევაში არომატი მხოლოდ მაშინ იძლევა ეფექტს როდესაც აღნიშნულ სახეობას უკვე აქვს დამყარებული ვიზუალური კონტაქტი და ემზადება შეტევისთვის.

ასევე აღსანიშნავია რომ ფარგას, მიუხედავად იმისა რომ ჩამონათვალის შუაში იჭერს ადგილს, შეუძლია შეიგრძნოს 1/200 წვეთი არომატი დაახლოებით 400 ლიტრ მოცულობის წყალში და ეს მაშინ როდესაც მისი ტვინი მუხუდოს მარცვლის ხელაა.

არომატების ნაირსახეობა

post-44-0-16243600-1392205906.jpg

თევზაობისთვის განკუთვნილი არომატები დღესდღეობით მრავალი სახეობისაა როგორც ინდივიდუალური არომატებით (თევზის, ნივრის, ანისის და ა.შ) ასევე კომბინაციებით.

არომატის არჩევისას, მთავარია ვიცოდეთ კონკრეტული სახეობა თევზისა რაც არის ჩვენი სამიზნე. ასევე უნდა ითქვას რომ წელიწადის დრო, ამინდი, ტემპერატურა, ქარის სიძლიერე და მიმართულება დიდ ზეგავლენას ახდენს არომატიზატორის მოქმედებეზე. გამომდინარე აქედან ფაქტიურად ექსპერიმენტების რეჟიმში ვიმყოფებით. მაგრამ არომატის შერჩევისას უმჯობესი იქნება ავირჩიოთ ისეთი, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებისაგან.

მაგალითისთვის: ხშირად ვიყენებთ ნიორის ესენციას, რომელიც წყალში არ იზრდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურად მუშაობს.

როგორც ზემოთ ავღნიშნე არ უნდა მოგვერიდოს ექსპერიმენტების ჩატარებისა, იმის დასადგენად თუ რა ვითარებაში რომელი არომატი მოქმედებს დადებითად რომელ სახეობაზე და ეს აუცილებელიც არის. მაგალითად: ფართოდ არის ცნობილი რომ გაზაფხულზე როდესაც თევზი იწყებს აქტიურ მოძრაობას კარგად მუშაობს ცხოველური საკვების არომატები, ხოლო ზაფხულში, როდესაც წყალი თბილია – ხილის არომატები. მაგრამ ეს მხოლოდ წვეთია იმ არომატების ზღვაში რაც დღესდღეობით არის წარმოდგენილი სამომხმარებლო ბაზარზე.

სწორედ ამიტომ ძიებისა და ექსპერიმენტების შემდეგ დავინახავთ იმ სწორ გზას, რომელიც დიდ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს წარმატებაზე თევზაობის დროს.

 ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ამ თემაში შევეცადოთ ერთმანეთს გავუზიაროთ ყოველივე სიახლე, ჩვენი გამოცდილება და მიღწევები არომატიზატორებტან მიმართებაში.

 p.s. აქვე მინდა ვთხოვო ყველას ვისაც გამოცდილი აქვს სხვადასხვა არომატები და აპირებს გაზიარებას თავისი პრაქტიკული გამოცდილებისა, რათა თუ შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაცია დადოს (მწარმოებელი ფირმა, ფასი, სად შიძინა, რისი არომატია, შემადგენელი კომპონენტები(თუ აწერია), მოხმარების წესები, როგორ ბუნებრივ პირობებში მოიხმარა(წყლის და ჰაერის ტემპერატურა), რომელი წყალსატევი, რა თევზი მოყვა უმეტესწილად და ა.შ. წინასწარ დიდი მადლობა.

 თემა მოამზადა იოსებ დალაქიშვილმა

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა "რიბაკებო" რაფერი სტატიაა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
VakhoBidzia

VakhoBidzia

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:ქ. რუსთავი
  • წარმოშობა:ხარაგაული

სტატია კარგია, მაგრამ როგორც ჩანს არომატიზატორი მომხმარებლები ნაკლებადა. არა და მგონია რომ კარგად იმუშავებს...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

უცხოეთში აპრობირებულია , თუმცა ჩვენთან ჯერ ვერ მოიკიდა ფეხი 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GiorgiC

GiorgiC

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 21 პოსტი
  • მისამართი:Qutaisi
  • წარმოშობა:Qutaisi
მომავალ წელს უნდა ვცადო ზეთი და ნიორი ერთმანეთში შეზავებული როგორც დიპი,ასევე კამა და სპირტი რაღა თქმა უნდა კარჩხანაზე სათევზაოდ ჭიის ჩასადიპად

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1721 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

მომავალ წელს უნდა ვცადო ზეთი და ნიორი ერთმანეთში შეზავებული როგორც დიპი,ასევე კამა და სპირტი რაღა თქმა უნდა კარჩხანაზე სათევზაოდ ჭიის ჩასადიპად

 კარჩხანაზე და კობრზე მაგრად იმუშავებს..







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?