Jump to content

"ვისი გორისა ვართ"

ფესვები

ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

სტუმარი_F.i.R.c.X.o_*

  • Find Topics
  • სტუმარი

                                        სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი...

 

 

 

   სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

   მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...

არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

  ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

    ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,

სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..

   სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
                                                            აქ ვისაუბროთ ვინ რომელი გორისა ვართ და საიდან მოდის ჩვენი ფესვები.... :0017:

                                                                                     დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში " გურიაში "რომელიც მრავალფეროვანია თავისი ლამაზი ფლორა და ფაუნათი, ასევე განსაკუთრებით მდიდარია ნადირ -ფრინველით.........



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:0030: :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
noko

noko

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 343 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი

კაი თემაა ვისი გორისანი ვართ ხალხნო მაშ დავწეროთ))) ქართლელი ვარ წარმოშობით კი ხევსურეთიდან არის ჩემი გვარი



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაშ დავწეროთ...


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

თავადზნაურები იყვნენ ლანჩხუთელი ურუშაძეები. რაც შეეხება გრაფობას, ეს ტიტული, როგორც წარმოშობით გურიის სამთავრო აზნაურს, 1915 წელს მიენიჭა იმხანად რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის პირად ექიმ-სტომატოლოგს აპოლონ ურუშაძეს (1886-1961).

 

ესეც ჩვენი გვარის ღერბი

e18390e18396e1839ce18390e183a3e183a0-e18

 

სიგელიe18390e18396e1839ce18390e183a3e183a0-e18

 

 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

სალამი ლეგიონს , ნუ ფარადაშვილი ვარ მე ხოდა ეს ფარადაშვილები გავრცელებულნი არიან კახეთში, ჩვენი ნათესაობა არაფერ კავშირშია იმ კახელებთან პროსტო ერთი გვარი, პაპაჩემის პაპა იყო სოფელ , ახლა უკვე ნასოფლარ მამკოდის თავკაცი ისე რო სოფელში ერთ ერთი მთავარი კაცი იყო შემდეგ კომუნისტურმა წყობამ ჩამოგვასახლა მამკოდიდან  გლდანის კერძო ბინებში ანუ ყველას თავისი კარ მიდამო მიუჩინეს და ახლაც აქ ვცხოვრობ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი კუთხიდან ვიქნები ყველა ქართველი ღირსეული ადამიანი მიყვარს ჩემთვის მთავარია რომ ვარ ქართველი და ჩემს ძარღვებში ქართული სისხლია გენაცვალეთ ლეგიონერებო  ;)  ( ძაან შემართებით ვარ )  :0030:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სათღოლ დევო.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

მაჭარაშვილთა გვარი

მაჭარი - ახალი ღვინო (საბა).

მაჭარა - ძველი ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა.

გვარის სახელით "მაჭარ"-ფუძისანი არიან: მაჭარაძენი და მაჭარაშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში მაჭარაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1588 წლის ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსის ერთ წყალობის სიგელში სამცხეთო აზნაურის ელიოზისძისადმი სოფელ ბარაუნში იხსენიება გლეხი ბორჯალა მაჭარაშვილი. სოფელი ბარაუნი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოა, რომ ეს სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ამჟამად ქართლში, ქსნის ხეობაში შემორჩნენ მაჭარაშვილნი. მათი გვარი ქსანზე ძირძველ, მკვიდრ გვარად ითვლება, ხოლო კასპის რაიონსა და გორის რაიონის სოფლებში ჩასახლებულ ქსნისხეველ მაჭარაშვილებს "მთიულებს" უწოდებენ დღესაც. :) 

XVII საუკუნიდან მაჭარაშვილთა გვარი ზემო იმერეთში ჩანს. ამ საუკუნის მიწურულს თავადმა ზაალ წერეთელმა ნასხაშვილისეული მამული უბოძა ლაზარე მაჭარაშვილს. სიგელის ბოლოში წერია: "არიან ამისი მოწამე აზნაურიშვილები: ბედანა გოდაბრელიძე, შოშიტა ციმაკურიძე, მაჭარაშვილი შოშიტა, მკერვალი პაპუნა კაპანაძე". ამავე ზაალ წერეთელმა ლაზარე მაჭარაშვილს თარხნობის წიგნიც დაუწერა.

1722 წლის საბუთებით თავად წერეთელს, ვალდებულს, ლაზარე მაჭარაშვილისთვის ბიჭი (მსახური) მიუცია. იმავე წლის სხვა საბუთით იგივე თავადი დათუა მაჭარაშვილს ვალის სანაცვლოდ მამულს აძლევს.

1747 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, მაჭარაშვილი დათუა ბატონის შვილ ნიკოლოზს მიჰყიდის სისხლში აღებულ ესტატე ღვინიაშვილს მისი ძმით და შვილებით.

1804 წლის ზემო იმერეთის მოსახლეობის რუსთა მეფისადმი ერთგულებაზე მასობრივი ძალდატანებით დაფიცების ერთ საბუთში სოფელ კორბოულში ჩამოთვლილია მაჭარაშვილთა 34 ოჯახი (ისინი მაჭაროვებად ჩაუწერიათ). ამათგან ერთი - გიორგი მაჭარაშვილი მღვდელი ყოფილა და ერთიც - მამუკა მაჭარაშვილი - კორბოულის მამასახლისი.

ადრევე დაწყებულა იმერელ მაჭარაშვილთა დამკვიდრება შიდა ქართლში.

ხაშურ-ქარელის მხარეში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მაჭარაშვილთა გვარის სახელი: მაჭარაანი - უბანი სოფელ წაღვლში, მაჭარაანთწყარო და მაჭარაშვილების ტყე - სოფელ შაქშაქეთში.

XX საუკუნის დამდეგს ხაშურის მხარის სოფელ ვაყის მამასახლისად ჩანს ნიკოლოზ მაჭარაშვილი, აგრეთვე იმერეთში კორბოულელი მღვდელი ვალდიმერ მაჭარაშვილი და გუნდაეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი სერგი მაჭარაშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაჭარაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად მაჭარაშვილები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, გურიაში, სამცხეში, შიდა და ქვემო ქართლში, შიგნით კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, ლაგოდეხის, ხაშურის, ადიგენისა და კასპის რაიონებში.

თბილისში ამერ-იმერი მაჭარაშვილების დაახლოებით სამასი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში მაჭარაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 8100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მაჭარაშვილთა!

 

მიმაგრებული გალერეა

  • -. macharashvili.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

     ესეც ამონარიდი ,,ხევისბერ გოჩა,,-დან

 

- იყუჩე, ბალღო! შენ ცხო რაიმე გაქვს გულში. 
- რაი უნდა მქონდეს? - აჩქარდა ონისე. 
- არ ვიცი და ამას არცა გკითხავ, - მტკიცედ უთხრა მოხუცმა და დაუმატა: - შენ ისა სთქვი: იცი, ვისი გორისა ხარ? 
ამ სიტყვებზედ რიგი ონისეს შეჰხვდა, - გაკვირვებით შეეხედა მოხუცისათვის. 
- ჰაი, ჰაი, რო ვიცი. 
- აბა, მაშ მაგას ნუ დაივიწყებ, - თითის ქნევით უთხრა მოხუცმა და სწავლების კილოთი გააგრძელა: - ვინძლო ქვეყანა არ გააცინო... 
ყმაწვილმა ბიჭმა თავი დაჰხარა, თითქოს დანაშაული იგრძნოვო და ლოყები წითლად აენთო. 
- აბა, მაშ წადი, - წამოდგომით გააგრძელა მოხუცმა: - წადი, სადაც გინდა, ოღონდ ჩემს სიტყვებს ნუ დაივიწყებ... გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი. 

 

 

 

მეამაყება ასეთი დიდსულოვანი და სულმნათი წინაპრები, რომ გვყავს ქართველებს!  :0025: 

მიმაგრებული გალერეა

  • 12400766_975983875824231_4737620457342249455_n.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?