Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზღვის კარჩხანა ანუ ლასკირი

 

ლასკირი, ანუ ზღვის კარჩხანა (D. annularis) შავი ზღვის სანაპირო ზოლში ბინადრობს. უყვარს ისეთი ადგილები, სადაც ფსკერზე დიდი ქვები ან კლდეებია განლაგებული. მცირე ჯგუფებად მოძრაობს 8–10 მეტრ სიღრმეზე. საქართველოში ასეთი ადგილები მრავლადაა სარფში, კვარიათში, ციხისძირში.

 

post-4-0-94907800-1389550905.jpg

 

გარდა ქვებისა და კლდეებისა, ლასკირს განსაკუთრებით იზიდავს წყალმცენარეებს შორის არსებული მოტიტვლებული ქვიშიანი ადგილები. წელიწადის ცივ დროს ის ზღვის სირღმეში გადის. ფსკერული თევზია, თუმცა ზოგჯერ ზემოთაც, თბილი წყლის შრეებშიც ამოდის. ლასკირის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 32 სმ–ს. ნადავლში ძირითადად 14–15 სმ ეგზემპლარები გვხვდება. სხეულის ფორმით ლასკირი ძალიან ჰგავს ვერცხლისფერ კარჩხანას, მაგრამ შეფერილობით განსხვავებულია.

 

post-4-0-87417700-1389550912-1024x682.jp

 

არსანიშნავია, რომ ლასკირს თავისებური პირის აპარატი აქვს – ყბები წინა მხარეს დაფარული აქვს ფართე, სატეხისებური კბილებით (8 თითო ყბაზე), ხოლო გვერდებზე საღეჭი კბილები აქვს.

 

post-4-0-26743000-1389550902.jpg

 

ეს პატარა თევზი განსაკუთრებული კულინარული ღირსებებით გამოირჩევა, რის გამოც მისი ჭერა ძალიან პოპულარულია შავის ზღვის სანაპიროს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დამსვენებლებში.

ლასკირი მშიშარა და ფრთხილი თევზია, განსაკუთრებით მოზრდილი ეგზემპლარები. მასზე თევზაობენ როგორც ფსკერული მეთოდებით, ისე ტივტივითაც.

 

post-4-0-35220800-1389550909.jpg

 

საუკეთესო სატყუარად ითვლება ახალი თევზის ნაჭრები ან კრევეტები, ასვე ნერეისი. ვინაიდან ზღვის კარჩხანას პატარა პირი აქვს, მისი ჩარტყმები განსხვავდება სხვა თევზების ჩარტყმებისგან. სატყუარას ის ეგრევე არ ყლაპავს, გარკვეული დრო ის მას ტუჩებით სრისავს. შესაბამისად, ლასკირის ჩარტყმა იწყება ანკესის წვერის ან ტივტივის მცირე ვიბრაციით, ხოლო შემდგომ ძუა ნელ–ნელა იწყებს მოჭიმვას. სწორედ ამ დროს უნდა გავაკეთოთ ამოკვრა. ამ დროს თავისებური გამოცდილებაა საჭირო. ხშირად 2–3 წამის დაგვიანება და ლასკირი ახერხებს სატყუარას მოძრობას ნემსკავიდან. თუმცა არის პერიოდები, განსაკუთრებით აპრილის ბოლოს, როდესაც ლასკირი თამამად ეტანება სატყუარას.

ნემსკავზე წამოგებული ზღვის კარჩხანა შეუპოვარი მოწინააღმდეგეა. უცნაურია, მაგრამ მისი საუკეთესო კენკვის პერიოდი ხშირად დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, შუადღეისას იწყება და შეიძლება დაღამებამდე გაგრძელდეს. ლასკირი ღამეც კარგად იჭირება, ამ დროს ის ძირითადად ისეთ ადგილებში მოძრაობს, სადაც სიღრმე 3–5 მეტრია.

თევზჭერის ადგილის შერჩვეის მიზნით კარგი იქნება, თუ ჩაყვინთავთ და უშუალოდ შეისწავლით ფსკერს და არსებულ წყალმცენარეებს. საუკეთესო ადგილებად ითვლება ზღვაში არსებული დამბები, ბეტონის ფილები, კლდეები, რომლებზეც უხვადაა მიდიები. ასევე კარგია წყალმცენარეებით დაფარული ადგილები. სწორედ აქ საღამოს საათებში (17 საათის შემდეგ) 2–4 მეტრის სიღრმეზე შემოვა ლასკირი. უბრალოდ უნდა დაელოდოთ, როდის წავლენ პლაჟიდან დამსვენებლები და დაიწყოთ ამ ადგილის დაკვება.

დასაკვები

ლასკირის დასაჭერად დაგვჭირდება ცოტა თავისებური დასაკვები, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს. უნდა შევაგროვოთ მიდიები და წყალმცენარეები, წვრილად დავკეპოთ და შეურიოთ ქვიშას. მიდიების ნიჟარებიც შეგვიძლია დავფხვნათ და მცირე რაოდენობით შეურიოთ ჩვენ დასაკვებს. ეს დასაკვები წყალში მცირე ულუფებით უნდა ჩავყაროთ.

მიდიების და ზღვის კრევეტების ხორცის არომატი დიდი მანძილიდან იზიდავს ზღვის კარჩხანებს. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენ დაკვებილ ადგილზე დიდი რაოდენობით შეგროვდებიან ზღვის ძაღლუკები. ასეთ შემთხვევაში სატყუარა უნდა ჩავაგდოთ დაკვებილი ადგილიდან მცირედი მოშორებით და ნელ–ნელა გამოვაჩოჩოთ ფსკერზე, სადაც მას იპოვის ლასკირი.

დიდი ზომის ლასკირს ძალიან უყვარს ნერეისი. საუკეთესო სატყუარად ითვლება ასევე კიბო–განდეგილის ხორცი, რომელსაც საღამოს საათებში ხშირად მოზრდილი ზღვის კარჩხანა შეიძლება წაეტანოს. სატყუარად შეგვიძლია გამოვიყენოთ მიდიის ხორციც, მაგრამ პატარა კარჩხანები იმდენად ოსტატურად აძრობენ მას ნემსკავიდან, რომ ხშირად ჩარტყმასაც ვერ ვიგრძნობთ.

თუ დრო გვაძლევს ამის საშუალებას, თევზჭერის ადგილას 4–5 დღის განმავლობაში უნდა პერიოდულად ვყაროთ დასაკვები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ადრე თუ გვიან ასეთ დაკვებილ ადგილს დიდი ზომის ლასკირები უყურადღებოდ არ დატოვებენ. ამ დროს სათევზაოდ შეგვიძლია უკვე გავიდეთ დილით ადრე, როცა თამამი პატარა და საშუალო ზომის ლასკირები მრავლად იქნება მოგროვილი, ხოლო უკვე საღამოსკენ გვესტუმრებიან მოზრდილი კარჩხანები.

თუ ბედმა გაგვიღიმა და ლასკირი ნემსკავს წამოვაგეთ, მისი გამოყვანა შედარებით სწრაფი და ენერგიული უნდა იყოს, რადგან თევზი ამ დროს ცდილობს თავი შეაფაროს ქვას ან კლდეს. თუ მან ეს მოახერხა, დიდი შანსია, რომ თქვენ ნემსკავის ან სადავის გარეშე დარჩებით.

.

სტატია მოამზადა თენგო ბინიაშვილმა


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გამიგონია ძალიან გემრიელიაო

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგემზადებინა არ ვიცი? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს პატივცემული ვინაა???


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?