ჯაპანის ტბა — ნამდინარევი ტბა დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 13.6 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1.17 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 5.2 კმ². საშუალო სიღრმე 3.7 მ. წყლის მოცულობა 4.3 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მტკნარი. ჯაპანის ტბა დღეისათვის ტბორად არის გადაკეთებული. იყენებენ თევზის მოსაშენებლად.
მე პირადად ბევრჯერ მინადირია და საკმაოდაც იღბლიანი დღეებიც ყოფილა, ტბაზე სანადიროდ ჩამოდიან სხვადასხვა კუთხეებიდან თუ ქალაქებიდან, სეზონზე იხვი საკმაოდ კარგად არი , ასე შავ-ქათამაც და მელოტაც საკმაოდ ბევრია, ტბაზე ასევე კარგად არი თევზი და კარგადაც მოდის ანკესზე... :0022: მაგრამ ამჟამად კერძო საკუთრებაშია გაშვებული არი ათასობით ლარის ლიფსიტი კერძოდ"ზუთხი და კობრი" და შესაბამისად თევზაობითაც აგარ ათევზავებენ