გარეული ბატი
გარეული ბატის სხეული მასა 3-4,5 კგ. ძირითადად ბინადრობს აღმოსავლეთ გრენლანდიის, ევროპისა და აზიის ტუნდრის, ტყე-ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ზამთარს ატარებენ ევროპის ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდობს წყალსატევების ნაპირებზე, ბუდეს მიწაზე იკეთებს. იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებითა და კენკრით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.
გარეული ბატი საქართველოს ფაუნის შემადგენლობაში უმთავრესად ორი სახისაა, რუხი და თეთრ შუბლა.
ჩვენს ტერიტორიაზე რუხი ბატი ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპირო გზით მოფრინავს და დიდი გუნდების სახით მიემართება ჯავახეთის ზეგანის ტბებისაკენ, სადაც ხანგრძლივად რჩება.
თეთრშუბლა ბატი, რუხ ბატზე უფრო ადრე მოდის და ადრევე სტოვებს ჩვენს ქვეყანას. გადაფრენას იგი უფრო ღამით აწარმოებს.
თეთრშუბლა ბატი უმთავრესად ნოემბერში გვხვდება კუმისის ტბაზე, მაგრამ მცირე საკვების გამო იგი აქ დიდხანს არ ჩერდება და მალე უკეთესი ადგილისაკენ მიემართება.
ბატი ჩვენში განასუთრებით მრავლადაა შავ ზღვაში ჩამავალი მდინარეების შესართავებში და ზღვის ახლო მდებარე ტბებზე, განსაკუთრებითპალიასტომზე.
გარეულ ბატზე ჩვენი მონადირეები უმთავრესად ჩასაფრებით ნადირობენ.
ბატზე სანადირო სეზონი ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება.
ბატის მოსაპოვებლად საჭიროა 0-1-2 ნომერი საფანტი.