Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირანია

 

legion.ge-82-1515156528.jpg

 

პირანია სამხრეთ ამერიკის მდინარეებში მობინადრე მტაცებელი თევზია, რომელმაც სახელი გაითქვა ბასრი კბილებითა და გასაოცარი მადით. მისი რამდენიმე ათეული სახეობა არსებობს, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია – მერყეობს 3პირანია სამხრეთ ამერიკის მდინარეებში მობინადრე მტაცებელი თევზია, რომელმაც სახელი გაითქვა ბასრი კბილებითა და გასაოცარი მადით. მისი რამდენიმე ათეული სახეობა არსებობს, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია – მერყეობს 30-დან 60-მდე.0-დან 60-მდე.

პირანიას ნახვა შეიძლება ამაზონის აუზში, ორინოკოს მდინარეში, გაიანას მტკნარ წყლებში, პარაგვაის, პარანასა და სან-ფრანცისკოს (ბრაზილია) მდინარეთა სისტემებში. ზოგიერთი სახეობის საბინადრო არეალი ფართოა, ზოგისა კი – ვიწრო და შემოსაზღვრული.

არსებობს აკვარიუმის პირანიებიც, რომლებიც უფრო შეერთებულ შტატებშია პოპულარული. ამისთვის იყენებენ პოტომაკის მდინარის, ოზარკსის ტბისა და მისურის სახეობებს. ხანდახან ვინებაგოსა და ვისკონსინის ტბებშიც იჭერენ, თუმცა ეს უკანასკნელები ცივ ზამთარს ვერ უძლებენ.

პირანიები აღმოუჩენიათ ასევე კაპტაის ტბაში, ბანგლადეშში. მკვლევარებისთვის დღემდე ამოუხსნელია, როგორ მოახერხეს პირანიებმა მათი სამშობლოდან ასე დაშორებულ ტერიტორიაზე გადანაცვლება. ვარაუდობენ, რომ თევზით უკანონო მოვაჭრეებს გადაჰქონდათ პირანიები და საფრთხე რომ იგრძნეს, ტბაში გაუშვეს.

როგორც წესი, პირანია სიგრძეში 14-26 სმ იზრდება. თუმცა დაუჭერიათ სახეობები, რომლებიც 43 სმ-ს აღწევდნენ.

გავრცელებული სახეობებია Serrasalmus, Pristobrycon, Pygocentrus და Pygopristis. ისინი გამოირჩევიან თავისებური კბილებით. ყველანაირი სახის პირანიას ორივე ყბაზე კბილების თითო რიგი აქვს. კბილები განლაგებულია მჭიდროდ და შეკავშირებულია ერთმანეთთან. მათი მეშვეობით პირანია სწრაფად გლეჯს ქსოვილებს. კბილები სამკუთხოვანია, წვეტიანი და გვერდიდან ბრტყელი. სხვა მხრივ ისინი არაფრით გამოირჩევიან, ამიტომ პირანიებს უწოდებენ “ჩვეულებრივ თევზებს დიდი კბილებით”.

პირანიებს უმეტესად იცნობენ, როგორც მრისხანე მტაცებლებს, რომლებიც ჯგუფურად ნადირობენ. თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში გაუბედავები და მშიშრები არიან. ისინი ერთად იკრიბებიან, რათა თავი დაიცვან სხვა მტაცებლებისგან, როგორებიც არიან ჩვამა (ბაკლანი), კაიმანი და დელფინი. ასე რომ პირანიები არ არიან დაუმარცხებლები, მტრები მათაც ჰყავთ.

პირანიებზე მრავალი მითი შექმნილა. ეს მითები ძირითადად იმას ეხება, თუ როგორ შეუძლიათ წითელმუცლიან პირანიებს (Serrasalmus nattereri) რამდენიმე წამში დაგლიჯონ ადამიანის სხეული ან საქონლის ნახირი. ყველაზე ხშირად განმეორებადი მითია, რომ მათ სისხლი იზიდავთ და მხოლოდ ჭრილობიან მსხვერპლს ეტანებიან. ბრაზილიური მითის მიხედვით, ეს არსებები მდინარეში საოცარი სისწრაფით მოძრაობენ და პირველივე საქონელს ეცემიან, რის შემდეგადაც მისგან მხოლოდ ძვლებიღა რჩება. ეს მითები წარმოადგენს მკვლევარების – ჰელდერ კეირუშისა და ანა მარგურანის – მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის არასწორად გაგების შედეგს. თუმცა იშვიათად პირანია მართლაც შეიძლება ადამიანს დაესხას თავს, ეს მაშინ ხდება, როცა წყლის დონე დაბალია. მაგრამ ასეთი შემთხვევების უმეტესობას ადგილი აქვს ნავმისადგომებში, სადაც თევზებს შიგნავენ და შიგნეულობას პირდაპირ წყალში ისვრიან.

აბორიგენი ხალხის მიერ პირანიას კბილები ხშირად გამოიყენება სამუშაო და საბრძოლო იარაღად. მის ხორცს იყენებენ საკვებად, თუმცა თუკი პირანიას დაჭერა მოხდება ანკესით ან მსგავსი საშუალებით, დიდი შანსია, რომ წყლიდან ამოყვანამდე სხვა პირანიებმა შეჭამონ.

ყველაზე აქტიურად პირანიებს მეთევზეები ეტანებიან – ხორცს ჭამენ, ნაწილებს კი ადგილობრივ მაღაზიებში ყიდიან. ბოლო წლებში გამხმარი პირანიები სუვენირებადაც იყიდება ტურისტებისთვის. პირანიები იშვიათად უშავებენ რამეს მოცურავეებს და მდინარეში შესულებს. პირანიას კბენა გაუფრთხილებლობის შედეგი უფროა, ვიდრე უიღბლობის.

ვაჭარი, მოყვარული და სპორტსმენი მეთევზეებისთვის პირანია დიდი თავის ტკივილია. ისინი თავს ესხმიან მეთევზეთა ნადავლს და ან მთლიანად იტაცებენ, ან ასახიჩრებენ. ზოგჯერ სატყუარასაც ყლაპავენ. აზიანებენ ბადეებსა და მექანიზმებს, ხოლო ხელის ჩაყოფის შემთხვევაში კბენაც არაა გამორიცხული.

პირანიების შეძენა შესაძლებელია პატარაობის ან ზრდასრულ ასაკში. აკვარიუმში პირანია ან მარტო უნდა იყოს, ან 4-5 ერთად. არ შეიძლება წყვილის ერთად ყოფნა, რადგან მათ შორის ხშირია აგრესია და იწყება ბრძოლა ძლიერის გამოსავლენად. არც ისე იშვიათია ცალთვალა პირანია, რაც წარსულში გადატანილი შეტაკების შედეგია. თუკი საკმაოდ მოშივდა, პირანია შეიძლება კანიბალიც გახდეს.

წყარო: მონადირე.ინფო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათაშორის იუ თუბზე ვნახე ....რუსეთის რამოდენიმე მდინარეში გაიჩითა. თუ ვიპოვი დავდებ მაგ ვიდეოს


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

პირანია და სიკვდილი მაგათ, ისემც უქნია ყველა წყალსაცავში და მდინარეში პირანიები და ალიგატორები ყავდეთ :)))



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირანია და სიკვდილი მაგათ, ისემც უქნია ყველა წყალსაცავში და მდინარეში პირანიები და ალიგატორები ყავდეთ :)))

 

:0024: :0024: :0024:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეკლა ვნახე კიდევ ...სარატოვთან აღმოუჩენიათ ...ფუნდი. როგორც გამოარკვიეს , აკვარიუმში ყოლია ვიღაც იდიოტს 20 ცალამდე და საზღვარგარეთ წასულა საცხოვრებლად ესენი კი მდინარეში გადაუყრია. ვინაიდან ბუნებრივი მტრები არა ყავს , მოედო იქაურობას და მდინარეში ცოცხალს არაფერს აჭაჭანებსო....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?