ტივტივა
.
.
.
ტივტივა
ტივტივას არის თევზის ჩარტყმის ინდიკატორი, ეხმარება მეთევზეს შეამჩნიოს ჩარტყმა. ტივტივის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით სიღმის გასახომად, ჩატარებით თევზაობის დროს ტივტივა გვიჩვენებს სად იმყოფება შვენი სატყუარა, გვიჩვენებს სიღრმეების ცვალებადობას ...
ტივტივები არსებობს სხვადასხვა სახის გამომდინარე თევზაობის მეთოდიდან თუ სათევზაო ადგილ მდებარეობიდან. ტივტივები მზადდება სხვადასხვა მასალიდან, კორფიდან, ბატის ბუმბულიდან, პლასტმასიდან, პენოპლასტი და სხვა. ტივტივის აგებულება შედგება სამი ელემენტიდან თავი (ანტენა, სიგნალიზატორი, რომლითაც ვამჩნევთ დარტყმას), კორპუსი (რომელიც ტივტივებს და ბალანსირდება სიმზიმის მეშვეობით) , და ქვედა ნაწილი (რომელიც არეგულირებს ტივტივის ჰორიხონტალურ მდგომარეობას წყლის ზედაპირზე). ტივტივა უნდა იყოს შეფერილი ისე, რომ კარგად ჩანდეს, აგრეთვე ტივტივა უნდა იყოს მგძნობიარე რათა გაუადვილოს მეთევზეს ჩარტყმის დროული აღმოჩენა.
ტივტივები არის ორი სახის მდგრადი და მცოცავი, რომლებიც იყოფა სამ სახეობად ცილინდრისებური , კასრისებური, და წვეთისებური .
# ცილინდრისებური ტივტივები გამოიყენება ფრთხილ თევზე თევზაობისას, ზომით პატარა თევზე თევზაობისარ როდესაც გვესაწიროება მგრძნობირე ტივტივა. ქარიან ამინდში და დინებაზ ცილინდრისებური ტივტივები მოუხერხებელია.
# კასრის ფორმის ტივტივები (ბურთულის ფორმის) გამოიყენება ჩქარ და სუსტ დინებებზე, საკმაოდ დიდი სიღრმეებზე, ტივტივა კარგად ინარჩუნებსწყლის დედაპირზე ვერტიკალურ მდგმარეობას და კარგად გადმოგვცემს ჩარტყმას.
# წვეთისებური ტივტივები არის ყველაზხე უნივერსალური ტივტივები რომლებიც გამოიყენება როგორც ჩქარ დინებებზე ასევე მდორე წყალში, მისი ფორმიდან გამომდინარე ის კარგად ინარჩუნებს წყლის ზედაპირზე ვერტიკალურ მდგომარეობას დინებაშიც და ტალღებშიც.
ფუნქციონალურად ტივტივები იყოფა შემდეგ ძირითად სახეობებად:
1) ზომით პაარა თევზის დასაჭერად, როდესაც ვთევზაობთ დავალ სიღმეზე ნაპირთან ახლოს;
2) როდესავ ვთევზაობთ მდორე მორევებში და წყნარ წყალში, როდესაც ტივტივა უნდა იყოს მაქსიმალურად მგძნობიარე და ქარის შემთხვევაში მინიმალურად უნდა ირხეოდეს. (უნდა ჰქონდეს გრძელი და თხელი კორპუსი)
3) შორს სასროლი ტივტივა როდესაც გვჭირდება 20 ან უფრო მეტ მეტრში ტივტივის გადაგდება.
არსებობს სხვა სახის ტივტივები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვევით სურათებში.