Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფლორა და ფაუნა  Share

 

 

 

 

image1.gif ტ ბ ე ბ ი

საქართველოში 860-მდე ტბაა. უმეტესობა ძალიან პატარაა. ამიტომაც ტბათა საერთო საფარი 170 კმ2-ს არ აღემატება (რესპუბლიკის ტერიტორიის 0,24%). სიმცირის მიუხედავად, საქართველოს ტბები მრავაფეროვანი გენეზისით გამოირჩევა. აქ არის ტექტონიკური, მყინვარული (ყველაზე დიდი რაოდენობით), მდინარეული, სანაპირო, კარსტული, სუფოზიური, შეგუბებული, მეწყრული და ბოლოს, ანთროპოგენური ტბები. ისინი ძირითადად საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ამიტომაც ტბათა დონის რყევა ხდება უმთავრესად გაპირობებულია ნალექების წლიური განაწილებით და იმ მდინარეთა რეჟიმით, რომლებიც ტბებში ჩაედინება. გამოიყოფა დონეთა რეჟიმის 4 ტიპი. პირველს მიეკუთვნებიან კავკასიონის დაბალ- და საშუალმთიანი ზონის ტბები, რომელთა დონე მაქსიმუმს აღწევს მაის-ივნისში, მინიმალურს - თებერვალ-მარტში. ხოლო მეორე ტიპს მიეკუთვნება საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ტბები, მაქსიმალური დონე მათ გაზაფზულზე აქვთ (მაისში), მინიმალური სექტემბერში. მესამე ტიპს კოლხეთის დაბლობის ტბები მიეკუთვნება. ამ ტბების დონეთა ცვალებადობა მთელი წლის განმავლობაში წვიმებითაა გამოწვეული. მეოთხე ტიპში ერთიანდება მტკვარ-ალაზნის მთათაშორისი დეპრესიის ტბები. მათთვის დამახასიათებელია გაზაფხული-ზაფხულის მაქსიმუმი და შემოდგომის მინიმუმი.
საქართველოში ჭარბობს მტკნარი ტბები, რომელთა ნაწილი მეტად მცირე მარილს შეიცავს (34,1-100 მგ/ლ), მაგრამ არის მლაშე ტბებიც (24 გ/ლ-დან 69 გ/ლ-მდე). ასეთია ივრის ზეგნის ტბები. საქართველოს ტბები 3 ჰიდროქიმიურ ფორმაციას მიეკუთვნებიან: ჰიდროკარბონატულს, ქლორიდულს და სულფატურს. ყველაზე მეტია ჰიდროკარბონატული ფორმაციის ტბები, უფრო ნაკლები ქლორიდული, ხოლო კიდევ უფრო ნაკლები - სულფატური.
ფართობით საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, მოცულობით - ტაბაწყურისა, სიღრმით - რიწისა, იგი უღრმესია ამიერკავკასიის ტბებს შორისაც (იხ. ცხრილი 2).
საქართველოს ტერიტორიაზე 12 წყალსაცავია. წყალსაცავების ჯამური ფართობია 107 კმ2, ხოლო წყლის მოცულობა - 2.4 კმ3. წყალსაცავების ჯამური მოცულობა საქართველოს მდინარეთა წლიური ჩამონადენის 5,1%-ს შეადგენს (იხ. ცხრილი 3). წყალსაცავების წყალი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავებლად და სარწყავად.

 

ცხრილი. 2 - მნიშვნელოვანი ტბები

სარკის ფართობი
(კმ2)

სიმაღლე
(ზ. დ. მ)

წყლის მოცულობა
(მლნ მ3)

უდიდესი
სიღრმე (მ)

ფარავანი

37.5

2073

90.8

3.3

ხოზაფინი
(კარწახი)

26.3

1799

19.3

1

პალიასტომი

18.2

-0.3

52.0

3.2

ტაბაწყური

14.2

1997

221.0

40.2

ხანჩალი

13.3

1925

6.4

0.7

ჯანდარი

10.6

291

51.0

7.2

მადათაფა

8.78

2108

9.5

1.7

საღამოს ტბა

4.81

1996

7.7

2.3

რიწა

1.49

1884

94.0

101

ყელის ტბა

1.26

2914

31.7

63

ბაზალეთი

1.22

878

8.6

7.0

 

 

image1.gif მ დ ი ნ ა რ ე თ   ა ქ ს ე ლ ი

 არათანაბრადაა განაწილებული. სულ 25 074 მდინარეა (საერთო სიგრძე 54 768 კმ), აქედან 17 ათასზე მეტი (32 574 კმ) დასავლეთ საქართველოშია, 7 649 (22 194 კმ) - აღმოსავლეთ საქართველოში. მდინარეთა უმეტესობას (24 937) 25 კილომეტრზე ნაკლები სიგრძე აქვს, 121 მდინარეს - 25-100 კმ, 16-ს - 100-599 კმ. საქართველოს მდინარეები ეკუთვნიან შავი (დასავლეთ საქართველოში) და კასპიის (აღმოსავლეთ საქართველოში) ზღვების აუზებს (იხ. ცხრილი).
აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში, დასავლეთ საქართველოს მდინარეები კი დამოუკიდებლად ერთვიან შავ ზღვას. საქართველოს (ასევე ამიერკავკასიის) უდიდესი უდიდესი მდინარეა მტკვარი. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მხოლოდ მისი შუაწელია (400 კმ-ს ფარგლებში). სათავე თურქეთში აქვს, კასპიის ზღვას ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მთავარი შენაკადებია ფოცხოვისწყალი, ლიახვი, ქსანი, არაგვი, ფარავანი, ალგეთი, ქცია-ხრამი. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნამდე მტკვრის უდუიდესი შენაკადი იყო ალაზანი ივრით, ამჟამად ისინი მინგეჩაურის წყალსაცავს ერთვიან. კასპიის ზღვის აუზს ეკუთვნის აგრეთვე მდინარეები თერგი (საქართველოს ფარგლებში 85 კილომეტრზე მიედინება და ანდის ყოისუს მდგენელები - პირიქითა ალაზანი და თუშეთის ალაზანი. საქართველოს მდინარეები საზრდოობს მყინვარის, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მყინვარული ჩამონადენის წლიური ჯამი 0.9 კმ3-ია. მყინვარებით საზრდოობს მდინარეები ენგური, კოდორი, რიონი, თერგი, და სხვ. მდინარეთა უმეტეს ნაწილს ასაზრდოებს თოვლისა და მიწისქვეშა წყლები. თოვლის წყლით საზრდოობა მატულობს ადგილის სიმაღლის მიხედვით და მაღალ ნაწილში წლის ჩამონადენის 60-70%-ს შეადგენს. მიწისქვეშა წყლები კავკასიონზე, ჩვეულებრივ, დაბალიდან საშუალმთიანი ნაწილისაკენ მატულობს და 30-40%-ს აღწევს, ხოლო უფრო ზევით მცირდება. საქართველოს სამხრეთ მთიანეთში მიწისქვეშა წყლები 40%-მდე აღწევს, მდინარე ფარავნის აუზში კი წლიური ჩამონადენის ნახევარზე მეტიცაა. შავიზღვისპირა პატარა მდინარეები თითქმის მთლიანად წვიმის წყლით საზრდოობს. დიდ მდინარეთა აუზებში წვიმის წყლით საზრდოობა მცირდება სიმაღლის მიხედვით და მაღალმთიან ზონაში წლიური ჩამონადენის 10-15%-ია.
საქართველოს ტერიტორიიდან წლის განმავლობაში 56.9 კმ3 წყალი ჩამოედინება. ჩამონადენის ფენის სიმაღლე 820 მმ-ს შეადგენს. ტრანზიტული ჩამონადენი (85 კმ3) თურქეთიდან შემოდის ჭოროხითა და მტკვრით, ხოლო სომხეთიდან (0.9 კმ3) დებედით. მთელი ჯამური ჩამონადენი 66,3 კმ3-ია.
წყლის რესურსები არათანაბრადაა განაწილებული. დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენია (ტრანზიტულ ჩამონადენთან ერთად) 49.8 კმ3, აღმოსავლეთ საქართველოსი - 16.5 კმ3. ყველაზე წყალუხვია მდინარე რიონი, მტკვარი გაცილებით ნაკლებწყლიანია, მისი ჩამონადენი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 8,3 კმ3-ია. დანარჩენი მდინარეებიდან აღსანიშნავია ენგური, კოდორი, ბზიფი, ცხენისწყალი, ყვირილა, ლიახვი, არაგვი, ქცია-ხრამი, ალაზანი და სხვა.
საქართველოში ყველაზე უხვწყლიანია აფხაზეთისა და აჭარა-გურიის შავი ზღვის სანაპირო. აფხაზეთის სანაპირო ზოლში ჩამონადენის ფენა 800-1000 მმ-ია, ადგილის სიმაღლის მიხედვით იზრდება და 3500-4000 მმ-ს აღწევს, რაც კავკასიისათვის მაქსიმუმია. აფხაზეთის აღმოსავლეთით ჩამონადენი კლებულობს და ენგურის ზემოთში 1500-2000 მმ-ია. დიდი ჩამონადენით გამოირჩევა ენგურის მარჯვენა მხარე (მდინარეების ნაკრის, ნენსკრის აუზები). უფრო აღმოსავლეთით კავკასიონის წყლიანობა 1500 მმ-ს არ აღემატება, მხოლოდ ალაზნის აუზის ყველაზე მაღალმთიან ზონაში ჩამონადენის ფენა 2000 მმ-მდე იზრდება. შედარებით მცირეწყლიანია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდინარე თერგის ზემოთისა და მდინარე თუშეთის ალაზნის აუზები. ჩამონადენი აქ იცვლება 300-დან 1200 მმ-მდე.
აჭარის სანაპიროზე ჩამონადენი შეადგენს 1800 მმ-ს და სიმაღლის მიხედვით იზრდება 3000-4000 მმ-მდე. შიგა აჭარის ყველაზე მაღალ ნაწილში იგი მცირდება 2000 მმ-მდე. ჩამონადენი მკვეთრად იცვლება საქართველოს სამხრეთ მთიანეთშიც. მდინარეების ქვაბლიანის, ფარავნისა და ქცია-ხრამის აუზების ქვედა ნაწილში ჩამონადენი 100 მმ-მდე მცირდება და არსად არ აღემატება 700 მმ-ს. საქართველოში ყველაზე მცირეწყლიანია უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ჩამონადენი 50 მმ-ს არ აღემატება.
განსხვავება მდინარეთა საზრდოოობისა და ნალექების წლიური განაწილებაში ქმნის ჩამონადენის შიგაწლიური განაწილების მრავალფეროვნებას: შავიზღვიპირეთის პატარა მდინარეები წვიმის წყლით საზრდოობენ, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში წყალმოვარდნის რეჟიმი ახასიათებთ. სანაპიროს სამხრეთ ნაწილში წყალმოვარდნები ხშირია შემოდგომა-ზამთარში.
კავკასიონის მდინარეებზე ვლინდება ჩამონადენის შიგაწლიური განაწილების მკვეთრი ცვლა სიმაღლის მიხედვით. დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ძლიერია წვიმების გავლენა, ამიტომაც გაზაფხულის კარგად გამოხატულ წყალდიდობასთან ერთად იცის ხშირი წყალმოვარდნები. წყალმცირობა ზამთარში და ცხელ ზაფხულშია. მაღალმთიან ზონაში ზამთრის დაბალი წყალმცირობა და გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობაა.
თუმცა მყინვარული ჩამონადენის წილი მდინარეთა ჩამონადენში მეტად მცირეა (1,4%). იგი მაინც მნიშვნელოვან აისახება ჩამონადენის შიგაწლიურ განაწილებაში, რადგანაც მყინვარული წყლები მდინარეებში ძირითადად ივლის-აგვისტოში ჩაედინება. ამ პერიოდში მყინვარული ჩამონადენი მდინარის ჩამონადენის მეტ წილს შეადგენს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს მდინარე ენგურის საზრდოობაში, სადაც მყინვარული ჩამონადენი ზაფხულის ორი თვის ჩამონადენის 30%-ს აემატება. ამიტომაც ენგურმა იცის ზაფხულის დიდი წყალდიდობა, რომელიც წლიური ჩამონადენის თითქმის ნახევარია. ზამთრის წყალმცირობა კი ძალიან დაბალია - წლიური ჩამონადენის 7%; მაღალმთიან ზონაში უფრო ნაკლები - 5%. კავკასიონის დანარჩენ ნაწილში მხოლოდ მდინარე თერგის აუზშია კარგად გამოხატული ზაფხულის წყალდიდობა. ზამთარში თერგი უფრო წყალუხვია (წლიური ჩამონადენის 10%), ვიდრე ენგური, რაც გამოწვეულია უფრო უხვი მიწისქვეშა საზრდოობით. ცენტრალური და აღმოსავლეთ კავკასიონის დიდი მდინარეები (ლიახვი, არაგვი, ალაზანი) საკმაოდ უხვად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით, ამიტომ მათი წყალმცირობა მაღალია (წლიური ჩამონადების 10%). წყალდიდობის დროს (მარტი-ივლისი) ჩამოდინება წლიური ჩამონადენის 45-50%. გამონაკლისია მთიულეთის არაგვი, რადგან ის უხვად საზრდოობს მიწისქვეშა წყლით, ამიტომაც წყალდიდობა უფრო ზომიერი იცის, წყალმცირობა კი უფრო მაღალი.
ჩამონადენის შიგაწლიური განაწილება მრავალფეროვანია სამხრეთ საქართველოშიც. აქ იგი უმთავრესად დამოკიდებულია მდინარეთა მიწისქვეშა წყლებით საზრდოობაზე. აჭარის მდინარეთა წყალდიდობა კარგადაა გამოხატული გაზაფხულზე, შემოდგომაზე წყალმოვარდნებია, ზამთარში - წყალმცირობა. მდინარე ქვაბლიანის აუზში წყალდიდობა მაღალია (წლიური ჩამონადენის 60%), ზამთრის წყალმცირობა კი - დაბალი. სხვაგვარი რეჟიმი აქვს მდინარე ფარავანს, რომლის ჩამონადენი ბუნებრივადაა მოწესრიგებული. წყალდიდობა აქ გახანგრძლივებულია (აპრილ-ივლისი), წყალმცირობა მეტად მაღალია (წლიური ჩამონადენის 15%-ზე მეტი). ნაკლებ მოწესრიგებულია მდინარე ქცია-ხრამის აუზი, რადგან გაზაფხულის წყალდიდობა აქ მნიშვნელოვანია (წლიური ჩამონადენის 50%), ხოლო ზამთრის წყალდიდობა შედარებით დაბალია (წლიური ჩამინადენის 15%-ზე ნაკლები). თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის მდინარეები გამოირჩევიან გაზაფხულის ძლიერი წყალდიდობით (წლიური ჩამონადენის 50%-ზე მეტი), მაგრამ ზამთრის წყალმცირობა მაღალი არაა (წლიური ჩამონადენის 10%-მდე).

 

 

კ ა ს პ ი ი ს
ზ ღ ვ ი ს
 ა უ ზ ი ს ა

 

სიგრძე
(კმ)
 

აუზის ფართობი
(კმ2)
 

საშუალო წლიური
ჩამონადენი (კმ3)
 

მტკვარი*

1364

188000

18.1

თერგი*

623

43200

9.6

ალაზანი

351

11800

3.5

იორი

320

4650

0.5

ქციახრამი

201

8340

1.8

არაგვი

112

2740

1.8

ალგეთი

116

763

0.1

ლიახვი

115

2440

1.5

ქსანი

84

885

0.5

ფარავანი

74

2350

0.6

ფოცხოვისწყალი

64

1840

0.7

თუშეთის ალაზანი

59

825

0.7

პირიქითა ალაზანი

49

368

0.3

 

 

image1.gif მ ყ ი ნ ვ ა რ ე ბ ი

საქართველოში მხოლოდ კავკასიონზეა. მათი რიცხვი 688, ფართობი - 506 კმ2-ია (რესპუბლიკის ფართობის 0.7%). მყინვარები კარგადაა განვითარებული მდინარე ბზიფის სათავეებიდან მამისონის უღელტეხილამდე, აღმოსავლეთით მხოლოდ მყინვართა ცალკეული ჯგუფებია. მნიშვნელოვანი მყინვარებია კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდით ქედებსა და განშტოებებზე. სამხრეთ განშტოებებზე დიდი მყინვარები მხოლოდ სვანეთის ქედზეა, დანარჩენ ქედებზე პატარა მყინვარებია. გამყინვარების ფართობით გამოირჩევა მდინარეების ენგურის, თერგის, კოდორისა და რიონის აუზები. პატარა მყინვარებია მზიფის, ხობის, ლიახვის, არაგვის, ასისა და პირიქითა ალაზნის აუზებში. უდიდესი მყინვარებია მდინარე ენგურის აუზში: ლეხზირი, წანერი, ტვიბერი, ადიში და სხვ. საქართველოში ძირითადად ხეობის, დაკიდებული და კარული მყინვარებია. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფზე მარადი თოვლის ხაზი სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს: დასავლეთ კავკასიონის სამხრეთის კალთაზე 22800-2900 მეტრზეა, უკიდურეს აღმოსავლეთში იგი 3600 მეტრამდე ადის, რაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ნალექების შემცირებასა და ჰავის კონტინენტურობის ზრდასთან არის დაკავშირებული. კავკასიონის მყინვარები ძირითადად სტაბილურ მდგომარეობაშია, ზოგი მათგანი უმნიშვნელოდ იხევს უკან.

 

 image1.gif მ ი წ ი ს ქ ვ ე შ ა წ ყ ლ ე ბ ი

საქართველო მდიდარია მიწისქვეშაწყლებით, რომლებიც მრავალფეროვანია როგორც სიღრმითი მდებარეობის, ისე ჩაწოლის ფორმისა და ფიზიკურ-ქიმიური თავისებურების მხრივ. მთიანეთშორის ზოლში ძირითადად არტეზიული წყლებია. აქ 16 არტეზიულ აუზს გამოყოფენ. კავკასიონისა და მესხეთ-თრიალეთის ნაოჭა ზონებში უმთავრესად უწნევო მიწისქვეშა წყლებია. კარსტული ზონისათვის დამახასიათებელია მიწისქვეშა მდინარეები და ვოკლუზიური წყაროები., რომელთა დებიტია რამდენიმე მ3/წმ-ში. ასევე მძლავრი დებიტის წყაროები (,,ლავური ვოკლუზები) დამახასიათებელია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთისა და დანაპრალებული ლავებით აგებული რაიონებისათვის. რესპუბლიკა გამოირჩევა მინერალური წყაროების სიმრავლითა და მრავალგვარობით. აქ არის მინერალური წყლების გამოსავალთა 500-ზე მეტი ჯგუფი. ქიმიური შედგენილობით ეს წყლები იყოფა ჰიდროკარბონატულ, ქლორიდულ, სულფატურ და შერეულ ჯგუფებად, ხოლო აირის შემცველობის შესაბამისად არის ნახშირმჟავა და არანახშირმჟავა ტიპისა. ნახშირმჟავა აირით გაჯერებული ჰიდროკარბონატული ჯგუფის წყლები თავმოყრილია კავკასიონის მაღალმთიან ზოლში და მესხეთ-თიალეთის ქედების შუა ნაწილში. კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ამ ტიპის 200-ზე მეტი წყაროა. საყოველთაოდ ცნობილია მინერალური წყლები: ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, ზვარე, ძაუ, ლუგელა, სქური და სხვ.
საქართველოს წყლის რესურსები გამოყენებულია სარწყავად, წყალმომარაგებისათვის და ენერგეტიკული თვალსაზრისით. საქართველოში ირწყვის 384.5 ათასი ჰექტარი მიწა (1979), მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში 326.0 ათასი ჰექტარი, დასავლეთ საქართველოში - 58,5 ათასი ჰექტარი. მორწყვის უმნიშვნელოვანესი წყაროა მტკვარი, ალაზანი, იორი, ქცია-ხრამი, ლიახვი, არაგვი, ქსან, ალგეთი, რიონი, ყვირილა.
პალიასტომი
ტაბაწყური
ყელის ტბა
ბორჯომი
სამრეწველო, საქალაქო და სასოფლო წყალმომარაგებისათვის საქართველოში წლიურად 2.4 კმ3 წყალი იხარჯება, აქედან 1.6 კ3 - აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 0.8 კმ3 - დასავლეთ საქართველოში. საყურადღებოდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავად და წყალმომარაგებისათვის 4.2 კმ3 წყალი იხარჯება, ე. ი. უკვე გამოყენებულია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა მდგრადი ჩამონადენის 70%-ზე მეტი. ეს აუცილებელს ხდის აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის ხელოვნურ რეგულირებას. ამ საქმეში დიდ როლს ითამაშებს ჟინვალის წყალსაცავი, რომლის მოცულობა 520 მლნ მ3 იქნება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის წყალსაცავის შევსებას მოხმარდება. წყალსაცავები უნდა აშენდეს აგრეთვე ალაზანზე, იორზე, ქცია-ხრამზე და სხვა მდინარეებზე.
საქართველოს დიდი ჰიდროენერგეტიკული რესურსები აქვს: მდინარეთა ჰიდროენერგიის მარაგი 159 მილიარდი კილოვატ/საათია, რითაც მესამე ადგილზეა სსრკ-ში, ჰიდროენერგიით ტერიტორიის უზრუნველყოფით კი - პირველ ადგილზე: რესპუბლიკის ტერიტორიის 1 კმ2-ზე 2 მილიონ 290 ათასი კილოვატ/საათი პოტენციური ჰიდროენერგია მოდის. ჯერჯერობით გამოყენებულია მდინარეთა სიმძლავრის უმნიშვნელო ნაწილი. საქართველოში 20-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურია. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 8.2 მილიარდ კილოვატ/საათს აღწევს, რაც ტექნიკური ჰიდრორესურსების 10.1%-ია. მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების - ჟინვალჰესის, ხუდონჰესის და სხვათა მწყობრში ჩადგომის შემდეგ ელექტროენერგიის გამომუშავება 11 მილიარდ კილოვატ/საათს გადააჭარბებს, რაც ტექნიკური ჰიდროენერგორესურსების 13.7%-ზე მეტია. მდინარე რიონზე, სოფელ ნამხვანთან, დაპროექტებულია 2 ჰესის მშენებლობა, რომელთა წლიური გამომუშავება 1.9 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს, რაც რესპუბლიკის ჰიდროენერგიის 15.7% იქნება.
საქართველოს ტბებსა და წყალსაცავებს იყენებენ თევზის მეურნეობის ობიექტებად. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია ფარავანი, ტაბაწყური, პალიასტომი, ჯანდარი და სხვ. წყალსაცავებიდან - წალკის, სიონის, თბილისის, შაორის, ტყიბულის, გალის და სხვ. გარდა ამისა, ტბები და წყალსატევები წარმოადგენენ სპორტის, დასვენებისა და ტურიზმის ობიექტებს. საყოველთაოდ ცნობილია ულამაზესი ტბა რიწა, რომელსაც წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ტურისტი ნახულობს. ასევე ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით ზაფხულობით, ლისის, კახისის, ბაზალეთისა და სხვ. ტბებზე, აგრეთვე თბილისისა და სიონის წყალსაცავებზე. პერსპექტიული ტურისტული და დასვენების ობიექტებია ყელის, ქვედის, ამტყელის, ტაბაწყურის, ბატვიის ტბები და სხვ.

 

image1.gif ჭ ა ო ბ ე ბ ი

ჭაობებს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ფართობი (225 ათასზე ჰექტარზე მეტი) უკავია კოლხეთის დაბლობზე. მცირე ჭაობებია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთშიც (ვაჩიანის, ავჭალის, ხანჩალის, მადათაფის, სულდისა და სხვ.) და საქართველოს სხვა რაიონებშიც. მელიორაციული სამუშაოების ჩატარების შედეგად კოლხეთში დაშრობილია 65 ათას ჰექტარზე მეტი ჭაობი და მიწა გამოყენებილია ჩაის, ციტრუსების, ხეხილის, ტექნიკური კლტურებისა და მარცვლეულისათვის, მაგრამ მელიორაციული ღონისძიებები სათანადო სიმაღლეზე არ ჩატარდა, რის გამოც ხელი ეშლება ამოშრობილი მიწების ათვისებას. ი. აფხაზავა, ლ. ვლადიმიროვი

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ადმინებო სურათებს რატომ არ ხსნის?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამხანაგებო, ადმინებო....კომკავშირული თხოვნა მექნება. სურათებს არ ხსნის და ეგება უშველოთ რაიმე... თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე :D


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამხანაგებო, ადმინებო....კომკავშირული თხოვნა მექნება. სურათებს არ ხსნის და ეგება უშველოთ რაიმე... თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე :D

,,,,,


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.11960282_10153541221363396_9202736430392

.

11960284_10153541220638396_2887408680824

.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

საინტერესო არსებაა. მართლაც რა მდიდარი ფლორა და ფაუნა გვაქ და ვინც ამას ვერ ხვდება რა უბედურიაა 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
12366258_931468343595376_213118135063545

თუშურ ცხენს, მთის ვიწრო ბილიკებზე სიარულმა ჩამოუყალიბა ისეთი ინსტიქტი, რომ გადაადგილების დროს წინა ფეხს სადაც დადგამს ზუსტად იქვე დგამს უკანა ფეხს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

მგლის "პახოდკა" ქონია თუშურ ცხენს :) 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ბევრი მგლის ყბა მიულეწია თუშურის უკანა ფლოქვებს. 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორი ჩემი ვიჟლაც ეგრე აკეთებს


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?