Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47694 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გადავარჩინოთ ქართული ჩოხა

42_1579_345489_Coxa_200.jpg

 

 

 

რამდენიმე საუკუნის წინ ქართველი კაცი ჩოხა-ახალუხის გარეშე არავის წარმოედგინა. განა პლატონ სამანიშვილი, ან თუნდაც სოლომან მორბელაძე ჩვენს წარმოსახვას ჩოხის გარეშე შეუძლია აღიქვას? რომ აღარაფერი ვთქვათ რეალური პიროვნებების შესახებ.
წელს საქართველოში, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით "ქართული ჩოხის გადარჩენის პროექტი" განხორციელდა.
ბატონი არსენ მათიაშვილი ჩოხის ქართული ტრადიციული მეთოდით კერვის ერთადერთი ექსპერტი გახლავთ. იგი უკვე 60 წელიწადია, რაც ქართულ ჩოხებს კერავს.
სამი თვის განმავლობაში (პროექტის ფარგლებში) ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის მასტერკლასებს სწორედ ბატონი არსენი ატარებდა, რათა თანამედროვე დიზაინერები ჩოხის ტრადიციული ქართული მეთოდით კერვის ოსტატობას დაუფლებოდნენ.
მასტერკლასების მიმდინარეობის დროს ცამეტი ჩოხა შეიკერა, რომლებიც ახალგაზრდა ფოლკლორულ გუნდ „გულანს" (ხელმძღვანელი - ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი გიორგი ნატროშვილი) გადაეცემა.
დღეს გაიმართება დასკვნითი ღონისძიება.
.

 

https://www.myvideo....ideo_id=1526346

 

 

ქართული სამოსი - ჩოხა h2_bg.png

ნახვა:20539
347c10d551d1.jpg


ქართული სამოსელი - ჩოხა

სიტყვა ჩოხა კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნების ენებში გვხვდება.
ასე მოიხსენიებენ მოსაცმელი სამოსელის შალის ქსოვილს - საჩოხეს.

ჩოხა - შესამოსელი კაბაა, რომელიც ქართული სამოსელის ერთერთი მკაფიო მახასიათებელია.
გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები...
ჩოხის შიგნით კი სპეციალურ პერანგს იცმევდნენ, რომლის საყელოც ფიქსირებული იყო.

2e0561bba1d2.jpg
ეროვნული ტანსაცმლის მაღაზია ”სამოსელი პირველი”

f1d408c61cca.jpg

ვიცით, რომ ის კავკასიიდან შემოვიდა მე-17 მე-18 საუკუნეებში
 
კავკასიური ტიპის ჩოხა - ტანზე მჭიდროდ იყო შეკერილი, გამოკვეთდა მამაკაცის მხარბეჭს და წელს. მკერდის ორივე მხარეს სამასრეები ქონდა.
წელს ვერცხლის დეტალებით მდიდრულად შემკული ქამარი უმშვენებდათ.

690023.jpgGeorgian_man_in_chokha.jpg

ჩოხა ეროვნული სამოსის სახეს იღებს მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დამდეგისთვის.


61030_150007228367449_138159919552180_27

გრძელი ჩოხა პირველად მეგრელებმა მოირგეს. ის მე-19 საუკუნისთვის სამეგრელოს და სვანეთის თავადების გარდერობში უკვე
კარგად გათავისებული სამოსელი იყო. შემდეგ კი იმერეთშიც შემოვიდა ჩოხა, ის უფრო მოკლე იყო სიგრძეში და შარვლის და პერანგის მკლავები ჩანდა.


123689ht7.jpg
1-2 მეგრელები და გურულები; 3-6 იმერლები; 8-9 აჭარლები

ქართლ-კახეთში ჩოხა აქტიურად არ მიუღიათ. გრძელი ჩოხა არც გავრცელებულა. ქართლ-კახური ჩოხა - სიგრძით მუხლებს ფარავდა,
მკერდი სამხუთხა ფორმით ქონდა ამოჭრილი, რომელიც ახალუხს აჩენდა. ძირითადად უსარტყლოდ ატარებდნენ.

1234789yh1.jpg
1-ქართლელი გლეხი; 2-მოქალაქე ხელოსანი; 3-მოქალაქე ვაჭარი; 4-7 მაღალი წოდების ქართლელები და კახელები; 8-9 ინგილოები

მთიანმა რეგიონმა კი ჩოხას თავისებული ხიბლი მისცა
ხევსურული - მოკლე, უღილკილო. გულმკერდზე ონრამენტული ნაქარგით, ჯვრებით.

12367810pk0.jpg
1-2 თუშები; 3-6 ხევსურები; 7 სვანი; 8-10 რაჭველები
 
წყარო:angel.ge
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47694 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მირზასთან რა სიმპატიურები იყავით....ჩოხა_ახალუხებში.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47694 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰა ვისაც არ გაქვთ ხომ არ შეიკერავდით????წინასაახალწლო შეკრებაზე ჩოხებით??? რავარია??/?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47694 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ ბოლო დროს ინტერნეტ სივრჩეში მოწოდებებია , რომ საქართველოში შემოიღონ ეროვნული ტანსაცმელის დღე. ისე ცუდი იდეა ნამდვილად არაა.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?